Wednesday, February 8, 2017

ეპოქა პენსიაზე გავიდა - აშშ-ში პირველი ატმომური ავიამზიდი ჩამოწერეს

2017 წლის 3 თებერვალს ნიუპორტ-ნიუსში (ვირჯინიის შტატი), აშშ-ს საზღვაო ძალების რიგებიდან, 55 წლიანი სამსახურის შემდეგ, მსოფლიოში პირველი ატომური ავიამზიდის, CVN 65 Enterprise-ს, მწყობრიდან გამოყვანის საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა.
აშშ-ს საზღვაო ძალების პირველი ატომური ავიამზიდი, CVN 65 Enterprise, რომელიც მშოფლიოშიც პირველი ატომური ავიამზიდი იყო,  ნიუპორტ-ნიუსში მდებარე ხომალდსამშენებლო საწარმოო Newport News Shipbuilding and Drydock Company-ს დოკებზე აიწყო და წყალში 1960 წლის 24 სექტემბერს იქნა ჩაშვებული. ხოლო აშშ-ს ფლოტის რიგებში ხომალდი 1961 წლის 25 ნოემბერს შევიდა. ავიამზიდმა სამსახურის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი საზღვაო მილი გაიარა. საზღვაო ძალების საბრძოლო შემადგენლობიდან ხომალდი 2012 წლის 1 დეკემბერს იქნა გამოყვანილი.
2015 წლის 4 მაისს Enterprise, რომელზეც მოხსნილი იყო შეიარაღება და რადიოელექტრონული მოწყობილობები, თავისი აგების ადგილზე, Newport News Shipbuilding-ის დოკებში მივიდა, სადაც მისი ბირთვული საწვავის გადმოტვირთვა  (გადმოტვირთვა 2016 წლის დეკემბერში დასრულდა), ენერგეტიკული დანადგარის დეაქტივაცია და მოწყობილობების ნაწილობრივი დემონტაჟი დაიწყო. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხომალდს ბუქსირით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ბრემერტონში გადაიყვანენ, სადაც ფლოტის ხომალდსარემონტო საწარმოო Puget Sound Naval Shipyard-ზე მისი ბირთვული რეაქტორის დემონტაჟი განხორციელდება, რომელიც შემდეგში ჰენფორდსის კომპლექსზე დასამარხად გაიგზავნება. ამის შემდეგ ბრემერტონში ხომალდის დაშლას დაიწყებენ, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, 2025 წელს დასრულდება. ვარაუდობენ რომ, ხომალდის სამეთაურო ხიდი ერთ-ერთ ამერიკულ ქალაქში მემორიალის სახით დარჩება.
ხომალდის ისტორიული სახელი Gerald R. Ford-ის ტიპის მესამე ატომურ ავიამზიდს, CVN 80 Enterprise-ს გადაეცემა. ახალი Enterprise-ს აწყობა (ამ სახელით აშშ-ს საზღვაო ძალების მე-9 ხომალდი) Newport News Shipbuilding-ზე 2018 წელს დაიწყება. მისი ფლოტისთვის გადაცემის სავარაუდო ვადა 2025 წელია. სავარაუდოდ ახალი Enterprise-ს აწყობისას სიმბლურად CVN 65-ის კორპუსის მეტალის გარკვეული ნაწილი იქნება გამოყენებული.

Newport News Shipbuildin-ის მშრალ დოკებში დეაკტივაციაზე მდგარი ჩამოწერილი CVN 65 Enterprise 


CVN 65 Enterprise-ს უკანასკნელი მეთაური, თომას ა. ბელცი (მარცხნივ) და ავიამზიდის უფროსი ზემდეგი  დვაინ ჰაფფი (მარცხნივ) ხომალდის აშშ-ს საზღვაო ძალების რიგებიდან გაყვანის ცერემონიალზე. 2017 წლის 3 თებერვალი.

ნიუპორტ-ნიუსში, ხომალდსამშენებლო საწარმოო Newport News Shipbuilding-ის მშრალ დოკებში, დეაკტივაციაზე დაყენებული აშშ-ს საზღვაო ძალებიდან ჩამოწერილი ატომური ავიამზიდი CVN 65 Enterprise. 2017 წლის 3 თებერვალი.


წყარო:
Navy Decommissions "The Big E"

No comments:

Post a Comment