Monday, February 6, 2017

Challenger-1-ის საბრძოლო ნაკვეთურის ინტერიერი


ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალა, რომელზე ასახულია ბრიტანეთის წარმოების Challenger 1-ის ინტერიერი, ტექნიკური სახელმძღვანელოს მიხედვით შევეცადე ნუმრაციით მათი სახელწოდება-დანიშნულების დადგენას. 

1 - სამეთაურო კოშკურის მოტრიალების კოლოფი (Cupola traversing gear).
2 - მეთაურის სავარძელი (Commanedr’s seat).
3 - ელექტროენერგიის გამანაწილებელი ბლოკი (Power control unit).
4 – მეთაურის პერისკოპული სამიზნე პოწყობილობა  AV No 37 Mk1 (Commander’s visual sighting sistem)
5 - მეთაურის მართვისა და მონიტორინგის ბლოკი.

1 - მემიზნის პერისკოპული ლაზერული სამიზნე AV No 10 Mk1
2 -  სამონტაჟო და საკონექტორო ბაზა AV No 47 Mk1-ზე დამაგრებული მემიზნის სარეზერვო სამიზნე მოწყობილობა AV No 87 Mk1.
3 - მემიზნის განათების, გათბობის და საავარიო ენერგიის კონტროლის კოლოფი (Gunner’s lightining control box).
4 – კოშკურის გამანაწილებელი ფარი (Turret services junction box)
5 - მემიზნის ცეცხლის მართვის კოლოფი.
6 - მემიზნის ცეცხლის მართვის ხელსაწყოები.
7 - საჰაერო ვენტილიატორი.
8 - კავშირგაბმულობის კონტროლის პანელი.
9 - მემიზნის კონტროლის სახელური.
10 - მემიზნის თერმული ხედვის ეკრანი.
11 – სტაბილიზატორისა და დამიზნების ძალური ამძრავების მართვის პანელი (Powered layng control panel)

1 - დამტენის პერისკოპი
2 - ქვემეხის მზადყოფნის შუქი.
3 - დამტენის უსაფრთხოების გამომრთველი.
4, 5 - გასროლების თაროები.
6 - მუხტების კონტეინერი.
7 - რადიოკავშირის კონტროლის ბლოკი. 

1 – მეთაურის ცეცხლის კონტროლის კოლოფი
2 – მეთაურის საცეცხლე ჯოისტიკი
3 – მეთაურის ძირითადი სამიზნე
4 - კოშკურის მდგომარეობის ციფრული ინდიკატორი (Traverse indicatore digital)
5 – საკვამლე ყუმბარების გამშვები კოლოფი.
6 – კოშკურის ინტერფეისის ჩამრთველთა კოლოფი.
7 – სარეგულირო ბლოკი (Trimmnig units)
8 – რადიოკავშირის მართვის ბლოკი.

1 - საჭმლის მოსამზადებელი ელექტრონული მადუღარა.
2 – ცენტრალური პროცესორი
3 - კოშკურაში დენის გამანაწილებელი.
4 - მშრალი ულუფის შესანახი კონტეინერი.

1 – მეთაურის სამიზნე მარკის პროექტორი (Commanedr’s aiming mark projection unit – CAMPU)

1 - ქვემეხის უკუგორვის სისტემის ჰაერის წნევის ბარომეტრი.
2 - საკეტის გაღებისა და დახურვის ბერკეტი.
3 - დამტენის დამცავი გამოსაწევი ფარი.
4, 5 - გასროლების თაროები.
6 - მუხტების კონტეინერი.
7 - რადიოკავშირის კონტროლის ბლოკი. 
8 - ქვემეხის საკეტი და უკუგოირვისა და მიგორვის მექანიზმები.
9 - ტყვიამფრქვევის ტყვიების (7,62მმ) კონტეინერი.

1, 2, 3, 4 - მძღოლ მექანიკოსის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებული სატყორცნი მუხტების ჰორიზონტალური კონტეინერები.
5 - მძღოლ მექანიკოსის სავარძელი.

 და ფოტო მთლიანი შიდა სივრცისა:

ქვემოთ ტანკის შიდა სივრცის მოწყობის სქემატური გამოსახულება ტექნიკური სახელმძღვანელოდან

მეთაურისა და მემიზნე ოპერატორის ნაკვეთურის ინტერიერი

და პლიუს ერთი უბრალოდ საინტერესო ფაქტი - Challenger 1-ის კოშკურა შედუღებული წარმოებისა ითვლეობდა, როგორც გაირკვა, კოშკურის ბაზა ჩამოსხმულია და შემდეგ გარედან ჩამოსხმულ ბაზაზე დაკიდებულია მრავალშრიანი, კომბინირებული (ეგრეთ წოდებული Burlington-ის ტიპის) ჯავშანპაკეტები. ქვემოთ პირველ ფოტოზე Challenger 1-ის კოშკურის ჩამოსხმული ბაზა, მეორე ფოტოზე ქვემეხის მასკის შიგნით კარგად მოსჩანს იგივე ბაზა და მასზე გარედან დამაგრებული კომბინირებული ჯავშანპაკეტი.

No comments:

Post a Comment