суббота, 22 февраля 2014 г.

მოსფლიოს რაკეტები / Rockets of the World

მსოფლიოს სარაკეტო შეიარაღება 1995 წლის მდგომარეობით (ნახატი გადიდებადია)

რაგბი – ყველას გილოცავთ (ეს უკვე მერამდენედ)

ყველას ვულოცავ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მორიგ გამარჯვებას რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე ანგარიშით 36–10. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს რეგბისტებს სასიამოვნო სანახაობისთვის.

თამაშის დაწყება
 არც პოლიტიკური გზავნილის გარეშე არ ჩაუვლია თამაშს – გულშემატკივრებმა რუსულად დაწერილი აბრა გამოჰკიდეს "СЛАВА УКРАИНЕ. ГЕРОЯМ СЛАВА"
 ტრიბუნების უმეტესობა გადაჭედილი იყო
 თამაშით ვისიამოვნე 
ანგარიში 29–ე წუთზე 
ანგარიში 72–ე წუთზე
მე–80 წუთი, თამაში დასრულდა რუსების გამანადგურებელი ანგარიშით 
 გამარჯვებულები მოედანს საპატიო წრეს ურტყამენ 
 დამარცხებულებმა რაღაცა ითათბირეს – ალბათ გაამხნევეს ერთმანეთი, მომავალ წელს მოვიგებთო :D
 და რა თქმა უნდა თქვენი მონა მორჩილი "მე"

ცოტა ავტობიოგრაფიული

2009 წლის ზამთარი, კრწანისის სასწავლო ცენტრი. 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის B (ბრავო) ასეული, აშშ–ს საზღვაო ქვეითების კორპუსის ინსტრუქტორებთან ერთად, სწავლების დამთავრებისადმი მიძღვნილ სამახსოვრო ფოტოზე

დღის ფოტო – ოჯახი ერთად

F–35–ის ყველა  ვარიანტი ერთ ფოტოზე
All three F-35 variants in one photo


пятница, 21 февраля 2014 г.

БМ Оплот და M60A1 RISE ტაილანდში

ტაილანდის БМ Оплот–ებზე უკვე არა ერთხელ ვწერდი:

ამჯერად ტაილანდის არმიის M60A1 RISE და БМ Оплот გვერდიგვერდ

უკრაინა – აპოკალიფსი (21 ფოტო)

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, ამიტომ მათ განხილვასა და ანალიზს არ დავიწყებ, უბრალოდ შემოგთავაზებთ ფოტოებს, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავენ უკრაინის დედაქალაქში, კიევში დატრიალებულ ამბებსა და ემოციებს. თავისთავად ამ მოვლენებში არაფერი სასიამოვნო არაა, მაგრამ მათი წყალობით ეს ემოციური ფოტოსურათები ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

კიევში ბოლო პერიოდში ძალიან ცხელა – როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე გადატანითი მნიშვნელობით
ხანდახან ქაოსშიც შეიძლება იყოს სილამაზე
 ზოგიერთ კადრს კომპიუტერულ თამაშს, Fallout–ს ადარებენ, და არც თუ ისე ტყუილად – მათი შინაარსი ნამდვილად ჰგავს პოსტაპოკალიფსურ დედამიწას
 ეს კოლორიტული პერსონაჟი წამებში გახდა პოპულარული

P.S. 2014 წლის 21 თებერვლის დილისთვის უკრაინაში მიმდინარე პროტესტებს შეეწირა 75 ადამიანი – შსს–ს 11 წევრი და 64 აქციის მონაწილე. ასევე უამრავი საავადმყოფოებშია განთავსებული. გულწრფელად ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და ისეთ მომავალს და მთავრობას როგორიც გულით სურთ.

დღის ფოტო – კითხვა

დილა მშვიდობისა ექშპერტებო – აბა რომელი ტანკის დინგი ჩანს ტალახში?