Thursday, February 20, 2014

Boeing თურქულ მხარეს ჯარიმად 183 მილიონ დოლარს გადაუხდის

ანკარა, 18 თებერვალი – თურქულმა მახრემ კომპანია Boeing–ს, სადაზვერვო თვითმფრინავის მიწოდების შეფერხების მიზეზით 183 მილიონი დოლარი ჯარიმის გადახდა მოსთხოვა.
თურქეთის შესყიდვების სამინისტროს მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა, AEW&C თვითმფრინავის მიმწოდებელ ამერიკულ კომპანიას, ოფიციალურად მოსთხოვა მომსახურების სფეროში ჯარიმის გადახდა.
როგორც ჯემალ ევციმ (Cemal Evci) – თურქეთის სამხედრო მრეწველობის საბჭოში პროგრამის კოორდინატორმა განაცხადა, თურქულმა მხარემ Boeing-ს, AEW&C–ეს მიწოდების დაგვიანებისთვის 183 მილიონი დოლარი ჯარიმის ჩამოწერის სანაცვლოდ შესთავაზა გაეხანგრძილვებინა თვითმფრინავების საგარანტიო მომსახურება 2 წლიდან 5 წლამდე, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მომსახურება და მხარდაჭერა 3 წლამდე გაეზარდა, რაშიც თურქული მხარე დამატებით 32 მილიონ დოლარს გადაიხდიდა. კომპანიის წარმომადგენლებმა თურქულ მხარეს ამ წინადადებაზე პასუხი არ გასცეს.
1,3 აშშ დოლარი ღირებულების ხელშეკრულების თანახმად, 4 ცალი AEW&C თვითმფრინავის მიწოდება Boeing–ს 2008 წელს უნდა დაეწყო, თუმცაღა პირველი თვითმფრინავი თურქულ მხარეს მხოლოდ გასული წლის იანვარში გადაეცა.
როგორც Boeing–ის წარმომადგენელმა განაცხადა, თვითმფრინავების მიწოდება 2015 წელს დასრულდება – წელს დაგეგმილია კიდევ ორი თვითმფრინავის გადაცემა, ხოლო, ბოლო, მე–4 თვითმფრინავი, 2015 წელს მიეწოდება შემკვეთს. 
პროგრამაში, რომელმაც სახელწოდება  “Peace Eagle" მიიღო, თვითმფრინავების გარდა ასევე შედის – ეკიპაჟის მისიისთვის მოსამზადებელი სახმელეთო ინფრასტრუქტურა, მისიის უზრუნველყოფა და სისტემის მომსახურება. თვითონ AEW&C კომერციულად წარმატებულ თვითმფრინავ, Boeing 737-700 ეფუძნება. თურქეთის გარდა ამ AEW&C–ეს ავსტრალია და სამხრეთ კორეა მოიხმარენ. როგორც ცნობილია თურქულმა მხარემ კომპანია Boeing–ს წინასწარ გადაუხადეს 637 მილიონი დოლარი.

წყარო:

No comments:

Post a Comment