Monday, February 17, 2014

ქართული ინდივიდუალური ჯავშანდაცვის სისტემები

მოკლედ – ყველა ქართველს და მათ შორის ჩემს თავსაც მივულოცავ ქართული სამხედრო მრეწველობის მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური ჯავშანდაცვის სისტემების გამოჩენას, ან დაბადებას, როგორც გინდათ ისე დაარქვით.
ძალიან სასიხარულო ამბავია და მადლობა ყველას ვინც გულით ცდილობდა და მუშაობდა ამ საკითხზე.
მაგრამ!!!
მაგრამ პრეზენტაციის შემდეგ გამიჩნდა რამდენიმე კითხვა (ოცნებაში რო არ მოვსვარო არ შემიძლია :D ):

კითხვა №1 - ეს რა არის? კუჭნაწლავის დამცავი ფილა?
ხუმრობა იქეთ იყოს და ორი ვარიანტი მაქვს:
  1. მანეკენია არასწორი.
  2. ჯავშანჟილეტია არასწორად შექმნილი.

მაგრამ მე მგონი აქ უფრო პირველია, ადამიანზე იმედია ეს ფილა ცოტა მაღლა იქნება.
საზოგადოებრივი რადიო მაუწყებლობისათვის მიცემულ ინტერვიუში (ინტერვიუ შეგიძიათ მოისმინოთ აქ – დამზადებულია საქართველოში!) "დელტას" დირქტორი, უჩა ძოძუაშვილი, შემდეგ ციფრებს ასახელებს:
– ძირითადი ფილის წონა მერყეობს 500 – 3500 (ან 3800) გრამს შორის (დაცვის ხარისხის მიხედვით).
– ჟილეტის (Base Vest Assembly) წონა 3300 გრამი.

ნუ ეხლა ეს ციფრები სავარაუდოდ არაზუსტია, იმიტომ კი არა რომ არ იცის, არამედ სპეციალუირად ასახელებს მიახლოებით ციფრებს (თუმცა ეს ჩემი ვარაუდია და მეტი არაფერი, უბრალოდ მანამდე 3200 გრამი იყო განცხადებული ჟილეტის წონა და მგონი შეგნებულად არ ასახელებენ ზუსტ წონას). მაგრამ მარტო ამ ციფრებიდან ვადგენთ რომ, ჯავშანჟილეტის წონა შეიძლება მერყეობდეს 3300 გრამიდან 10900 გრამამდე, ანუ მაქსიმალური დაცვის ვარიანტში 11 კილო შეიძლება იყოს.

შედარებისთვის ამერიკული არმიის ჯავშანჟილეტის ანალოგიური მონაცემები:
– ძირითადი ფილის წონა 1724 გრამი ყველაზე მცირე ზომისთვის. 3216 გრამი ყველაზე დიდი ზომისთვის.
– ჟილეტის (Base Vest Assembly) წონა 4008 გრამი ყველაზე მცირე ზომისთვის. 7310 გრამი ყველაზე დიდი ზომისთვის.
– ყველაზე მცირე ზომაში ჯჟ–ს წონა 5732 გრამი, ხოლო ყველაზე მძიმე ზომაში 10526 გრამი (თუმცა ეს წონები არა სრული კომპლექტაციის ჯჟ–ებისთვისა და ამ სახით იმიტომ ვადარებ რომ ქართულ ჯჟ–ებზე სრული კომპლექტი ჯერ არც კი გამოჩენილა)*.

ძირითადი ფილის წონაში ამერიკული ჯობია, ჟილეტის წონაში ქართული. საინტერესოა თუ რის ხარჯზე აღწევს ქართულ ამ უპირატესობას?
სავარაუდოდ უფრო მცირე დაცვის ფართობის გამო.

ამერიკული ჯჟ–ს წონითი მონაცემები**
* სრული კომლექტი მოიცავს ჯავშან საყელოს, ბოქვენისა და უკანა ტანის დამცველ ფართუკებს, მხრების დამცველებს, გვერდით ბალისტიკურ ფილებს.
** ცხრილი ჯავშანჟილეტის მანუალიდანაა – OPERATOR MANUAL FOR IMPROVED OUTER TACTICAL VEST (IOTV) AND IMPROVED OUTER TACTICAL VEST GEN II (IOTV GEN II).

თვითონ წარდგენილი ჯავშანჟილეტების ნაირსახეობები

საკმაოდ სქელი ფილა
კითხვა №2 – ძალიან კარგი იქნება თუ დელტა გაგვარკვევს კონკრეტულად რომელი ჯჟ რა დაცვას უზრუნველყოფს, რისგან შესდგება (მასალა არა, კომპლექტაცია) და რა მონაცემები აქვს.

პრეზენტაციის დროს მოხდა ჯავშანფილის გამოცდა 50 კალიბრის სნაიპერული შაშხანიდან:

შედეგი
თუმცა კაციშვილმა არ ახსნა რა ფილა იყო. გავბედავ და ჩემს აზრს დავაფიქსირებ – ბაზა "დიდგორის" ჯავშანია, რომელზე კერამიკის ფილაა მიკრული და ორივე ერთად გათვლილია 12,7მმ ტყვიების შესაკავებლად. 

კითხვა №4 - რა ტყვია იქნა გამოყენებული პრეზენტაციის დროს?

კითხვა №5 – რისი მაჩვენებელია საერთოდ ეს ტესტი მე ვერ გავიგე? ჩემი მექანიკისა, ფიზიკისა და ინჟინერიის საკმაოდ მწირი ცოდნის მიუხედავად ეს ტესტი ჩემში საკმაოდ დიდ ეჭვს იწვევს – როგორ შეიძლება ჯავშან ფილის ეფექტურობის შემოწმება, როდესაც იგი მყარად არაა დამაგრებული ჯავშანმანქანაზე ან საგამოცდო სტენდზე. ფილა უბრალოდ სილიან ტომარაზე იყო მიყუდებული, სროლის შემდეგ რა ამორტიზაცია მისცა ტომარამ, რამდენზე გადაადგილდა ფილა –  ეს ყველაფერი გაურკვეველია.
გასაგები რო იყოს მარტივად დავწერ – დადეთ რბილ ზედაპირზე კუნძი და ჩაარტყით ნაჯახი და შემდეგ დადეთ კუნძი მყარ ზედაპირზე და ხელხალა გაიმეორეთ იგივე, მე მგონი ნაჯახის მოქმედებასა და ეფექტურობაში სხვაობა იქნება

1– სტატიის წერისას ცოტა ინტერნეტში ვიძრომიალე და აღმოვაჩინე თვითონ "დელტას" გვერდი ფეისბუკზე (გადადით, მოიწონეთ) – სსსტც ,,დელტა'' STC DELTA. (თუმცა რამდენად ოფიციალურია არ ვიცი).

2– ფოტოების ნაწილი აღებულია პატივცემული Michael Vanderpool–ის ფეისბუკიდან, მის გვერდზე ამ პრეზენტაციის "დოყელა" ფოტოებია განთავსებული, ინებეთ – Bulletproof Helmets and Bulletproof Vests Presentation.
3– იმავე პიროვნების არხი იუთუბიზე, რამდენიმე ვიდეო აქვს ამ პრეზენტაციიდან, დატკბით:


P.S. ისე "დელტას" წარმომადგენლების საყურადღებოდ – ვიცი ფეისბუკზე ჩემს გვერდზე შედიხართ და ფოტოებსაც იღებთ თქვენი გვერდისთვის (უარყოფას აზრი არა აქვს, ვნახე ჩემი შემოქმედება თქვენს გვერდზე უკვე :D ), ამიტომ ნუ დაგვზარდებით და განგვანათლეთ ზემოთ დასმულ საკითხებში.


No comments:

Post a Comment