вторник, 1 сентября 2015 г.

ბუნდესვერმა G36-ების ჩანაცვლება დაიწყო

გერმანული გაზეთის, Sueddeutsche Zeitung–ის 28 აგვისტოს სტატიის თანახმად გერმანიის თავდაცვის სამინისტრო დეფექტური G36–ბის ნაწილს HK417–ებით ჩაანაცვლებს. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრის მდივანმა, კეტრინ სუდერმა (Katrin Suder) განაცხადა – 600 ერთეული ავტომატური შაშხანა HK417–სა და 600 ერთეული ტყვიამფრქვევ MG4–ის შესასყიდად უკვე გამოყოფილია 18 მილიონი ევრო (20 მილიონი აშშ დოლარი). შეიარაღების აღნიშნული პარტია ფრონტზე, კერძოდ კი ავღანეთში მყოფ გერმანულ ქვედანაყოფებს 2016 წლის შუა პერიოდისთვი გადაეცემათ.

ავტომატური შაშხანა HK417, რომელიც სახელწოდებით G27P გერმანიის სპეციალური დანიშნულების ზოგიერთ ქვედანაყოფში უკვე გამოიყენება, 2016 წლის ზაფხულისთვის იქნება მიღებული ქვედანაყოფებში. შაშხანის ბოლო გამოცდებმა აჩვენეს რომ მას არ გააჩნია გადახურების შედეგად გამოწვეული ცეცხლის სიზუსტის პრობლემები, რომლითაც G36 იტაჯებოდა.
ბუნდესვერის არსენალში არსებული 160 000 შაშხანიდან მხოლოდ 1200–ის ჩანაცვლება დროებით ზომას წარმოადგენს და ეს ნაბიჯი საბრძოლო ზონაში მყოფი სამხედროებისთვის იქნა გადადგმული. თუმცაღა ორივე შაშხანა ერთი და იგივე მწარმოებლის, Heckler & Koch–ის ნაწარმია. 
ბუნდესვერის ტაბელური იარაღის გარშემო სკანდალი გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ცხელ კლიმატში მისი სიზუსტის პრობლემების შესახებ ინფორმაციამ მასმედიაში გაჟონა. G36–ს საბოლოო შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ამ წელს, ოღონდ უფრო მოგვიანებით იქნება მიღებული.
HK417–ის ავტომატიკა დგუშის მოკლე სვლის პრინციპზე მუშაობს. შაშხანა 7,62x51 NATO–ს ვაზნებს მოიხმარს. აღნიშნული კალიბრი G36–ის კალიბრისგან განსხვავდება, თუმცაღა ვაზნის ეს ცვლილება ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის არმიების მიერ ავღანეთში და ერაყში მიღებული გამოცდილების გამოძახილია – როდესაც ქვედანაყოფს მოწინააღმდეგესტან სამუშაოდ უფრო გრძელი და მძლავრი ხელი დასჭირდათ მათ გამოსავალი ამ ვაზნაში ნახეს.

წყარო:
Germany buys batch of HK417s to replace part of defective G36 assault rifles

F-22A პოლონეთშია

2015 წლის 31 აგვისტოს პლონეთში, ავიაბაზა ლასკში (Łask) აშშ–ს საჰაერო ძალების მე–5 თაობის ტაქტიკური გამანადგურებელი Lockheed Martin F-22A Raptor ჩაფრინდა. გამანადგურებლები გერმანიაში მდებარე აშშ–ს ავიაბაზა შპანგდალემიდან გადმოფრინდენ, სადაც თავის მხრივ 28 აგვისტოს ჩაფრინდნენ  სხვა ორ, ანალოგიურ გამანადგურებელთან ერთად.


როგორც ამასთან დაკავშირებით პლონეთის არმიის პერს–ოფიცერმა, არტურ გოლავსკიმ განაცხადა "ამერიკელები მოკავშირეთა აეროდრომებიდან ამ ტიპის გამანადგურებლების გამოყენების შესაძლებლობებს სწავლობენ". ლასკის ავიაბაზაზე პოლონეთის საჰაერო ძალების 32–ე ტაქტიკური საჰაერო ბაზა მდებარეობს, რომლის შემადგენლობაშიც გამანადგურებელ Lockheed Martin F-16C/D Block 52+ აღჭურვილი გამანადგურებელთა მე–10 ტაქტიკური ესკადრილია მდებარეობს.

МиГ–29, F-16 და F–22 გვერდიგვერდ ლასკის ავიაბაზაზე

ჯერ გერმანიაში და შემდეგ პოლონეთში ჩაფრენილი გამანადგურებლები 2007 წელს აწყობილი მანქანებია და ისინი Block 30 სერიას განეკუთვნებიან. აღნიშნული გამანადგურებლები აშშ–ს საჰაერო ძალების გამანადგურებელთა 325–ე ფრთის გამანადგურებელთა 95–ე ესკადრილიის შემადგენლობაში შედიან, რომელიც ფლორიდის შტატში, ავიაბაზა ტინდალზეა დისლოცირებული. მათი გაშლა ევროპაში სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.



წყარო: