The soldiers assigned to the 3d Company, 12th Infantry Battalion of the 3d Infantry Brigade, successfully complete NEL-2 (NATO Evaluation Level 2) exercise in frame of OCC E&FP (Operations Capabilities Concept - Evaluation and Feedback).
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label NATO. Show all posts
Showing posts with label NATO. Show all posts
Saturday, October 23, 2021
Tuesday, March 16, 2021
Defender Europe 2021 - Massive, US Army-led NATO exercise kicks off
One of the largest U.S.-Army led military exercises in decades will held from 1 May to 14 June 2021, with 28,000 total troops from 27 nations taking part. Defender Europe 2021 will include “nearly simultaneous operations across more than 30 training areas” in a dozen countries.
DEFENDER-Europe is an annual large-scale U.S. Army-led, multinational, joint exercise designed to build readiness and interoperability between U.S., NATO and partner militaries. This year’s exercise:
- Focuses on building operational readiness and interoperability with a greater number of NATO allies and partners over a wider area of operations
- Is defensive in nature and focused on responding to crisis if necessary
- Demonstrates that the U.S. commitment to NATO is iron clad
- Integrates approximately 30,000 multinational forces from 27 nations to conduct nearly simultaneous operations across more than 30 training areas in 12 countries.
- Includes strict COVID prevention and mitigation measures, such as pre-deployment COVID testing and quarantining.
- Has significant involvement of the U.S. Air Force and U.S. Navy.
- Utilizes key ground and maritime routes bridging Europe, Asia and Africa
- Exercises new high-end capabilities such the new U.S. Army Security Force Assistance Brigades, air and missile defense assets and the recently reactivated V Corps
- Demonstrates our ability to serve as a strategic security partner in the western Balkans and Black Sea regions while sustaining our abilities in northern Europe, the Caucasus, Ukraine and Africa.
Timeline of DEFENDER-Europe 21:
- March - equipment from the United States will move by sea vessels to ports in five European countries.
- April - Army Prepositioned Stocks will be drawn from sites in Belgium, Germany, Italy and the Netherlands; then moved to various training areas via convoy, rail, line haul or barge. This phase of the exercise will demonstrate U.S. Army Europe and Africa’s ability to maintain a deterrent posture in northern Europe while concurrently shifting forces to other areas of the theater.
- May - The bulk of activities will occur with training events across more than 30 training areas in 14 countries and encompassing several linked and associated exercises:
o Immediate Response - more than 5,000 troops from 11 countries will spread out across 31 training areas in 13 different countries to conduct live fire training. A Joint Logistics Over-theShore operation will also occur.
o Saber Guardian - more than 13,000 service members from 16 countries will conduct live fires and air and missile defense operations, plus a large scale medical evacuation.
o Swift Response – will include airborne operations in Estonia, Bulgaria and Romania involving more than 7,000 troops from 11 countries.
o African Lion - nearly 5,000 military personnel train on medical readiness, perform large-scale live-fire exercises and conduct air, maritime and forward command post training exercises.
o Steadfast Defender - a new series of NATO exercises focused on the transatlantic reinforcement of Europe and demonstrates NATO’s capability to respond rapidly to the full spectrum of threats.
- June - a Command Post Exercise involving approximately 2,000 personnel to demonstrate the headquarters’ ability to command multinational land forces in a joint and combined training environment while maintaining real-world operations across 104 countries on two continents. DEFENDER-Europe 21 will conclude with the redeployment of U.S.-based forces and equipment. U.S. service members will clear the training areas, return prepositioned stocks, move to ports and return to home stations – fulfilling the U.S. military’s commitment to the NATO agreements.
Thursday, November 14, 2019
NATO-ს ფართომაშტაბური სწავლება "რკინის მგელი — 2019"
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
ლიტვაში, პაბრადეს პოლიგონზე, NATO-ს ფართომაშტაბური სწავლება "რკინის მგელი — 2019" დაიწყო (Iron Wolf ან ლიტვურად Geleżinis Vilkas). სწავლებებში 11 ქვეყნის (ლიტვის, ბელგიის, ჩეხეთის, ბრიტანეთის, ესტონეთის, აშშ-ს, პოლონეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, პორტუგალიისა და გერმანიის) 4000 სამხედრო მოსამსახურე და 1000 ერთეულზე მეტი ტექნიკა იქნება ჩართული.
"მანევრების მიზანს, რომელშის ლიტვისა და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნები არიან ჩართულები, ძალების მიერ ამოცანების ეფექტურად დაგეგმისა და შესრულებისთვის შეთანხმებული მოქმედების დახვეწა წარმოადგენს" - ნათქვამია NATO-ს პრეს რელიზში.
სწავლება 18 ნოემბრამდ ეგაგრძელდება, რის შემდეგაც ტექნიკა და პირადი შემადგენლობა მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება.
Wednesday, October 9, 2019
რუსეთი, NATO და შავი ზღვის რეგიონი
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
შავი ზღვა დასავლეთსა და რუსეთს შორის ევროპის მომავლისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს. 2014 წლისთვის, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა, რეგიონში უკვე 20 წლის მანძლზე მიმდინარეობდა კონფლიქტები და რუსეთმა 2008 წლამდე სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ოთხჯერ გამოიყენა სამხედრო ძალა.
2019 წლის მარტში, ბუქარესტში განხორციელებულ სამიტზე, რუმინული მხარის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად - რუსეთი ასევე იყენებს ინფორმაციულ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და საიდუმლო ინსტრუმენტებს, რათა განახორციელოს თავისი მიზნები, რომელთა მიხედვითაც შავი და აზოვის ზღვა უნდა გადაიქცეს ვირტუალურ შიდა სივრცედ, რომელზეც რუსეთს ექნება მოქმედების ისეთივე თავისუფლება, როგორიც მას დღეს კასპიის ზღვაში აქვს.
იმ დროს როდესაც შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნები ცდილობენ დაიცვან თავი რუსეთის მტრული ჩარევისგან და სხვა შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორებისგან და იმავდროულად ევროკავშირის ან ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წევრობა ან წევრობის სურვილი დიდ გავლენას ახდენს მათი ინტერესების თანხვედრასა ან შეუთანხმებლობაზე. ამ პირობებში დასავლეთის ქვეყნებს უჭირთ გაერკვნენ და საერთო ინტერესების დასაცავად განახორციელონ თანმიმდევრული პოლიტიკა, განახორციელონ საერთო მდგრადი სტრატეგია და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მხრიდან არაკეთილმიზნობრივ გავლენასა და დაშინებას.
იმ დროს როდესაც შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნები ცდილობენ დაიცვან თავი რუსეთის მტრული ჩარევისგან და სხვა შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორებისგან და იმავდროულად ევროკავშირის ან ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წევრობა ან წევრობის სურვილი დიდ გავლენას ახდენს მათი ინტერესების თანხვედრასა ან შეუთანხმებლობაზე. ამ პირობებში დასავლეთის ქვეყნებს უჭირთ გაერკვნენ და საერთო ინტერესების დასაცავად განახორციელონ თანმიმდევრული პოლიტიკა, განახორციელონ საერთო მდგრადი სტრატეგია და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მხრიდან არაკეთილმიზნობრივ გავლენასა და დაშინებას.
მნიშვნელოვანი შედეგები
შავ ზღვის პერიფერიებზე გავლენის აღდგენაში რუსეთისთვის თვითონ შავ ზღვას უკავია წამყვანი როლი.
- რუსების მიერ ყირიმის ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ, შავი ზღვის ფლოტის მოდერნიზაციამ და სამხრეთ სამხედრო ოლქის შეიარაღებული შესაძლებლობების გაფართოვებამ, გააძლიერა მისი გავლენა რეგიონში და ასევე გაზარდა რუსული ძალის პროეცირების მაშტაბები ხმელთაშუაზღვასა და ლევანატზე.
- მოსკოვის ძირითადი მიზნები რეგიონში არსებული ყველა ქვეყნის პირობების გათვალისწინებითაა შედგენილი და მათ რომელიმე ბლოკში გაერთიანებას და რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და მავნებელი გავლენის წინაშე მათ დაუცველად დატოვებას ისახავს მიზნად.
რეგიონის ქვეყნების განსხვავებული და ხშირად საპირისპირო ინტერესები რუსეთის გავლენისა და რეგიონში დაშინების დასაპირიპირებლად დასავლეთის მიერ ერთიანი მდგრადი სტრატეგიის შემუშავებას ართულებს.
- დასავლეთის ნებისმიერი სტრატეგია პირველ რიგში საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს, მავნე გავლენას და ჰიბრიდულ საფრთხეებს.
- დასავლეთი და ევროკავშირი უფრო საგრძნობლად უნდა ჩაეერთონ არასამხედრო საკითხებში, მათ შორის განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და ეკონომიკური პროექტების, რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და ინტეგრირებული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც რუსეთის გავლენისგან წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება.
- შეკავების საიმედო სამხედრო პოზიცია არაა აუცილებელი რუსეთის შესაბამისი იყოს. რუსული რაკეტების საფრთხისგან დასაცავად მეწინავე სანაპირო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემების გაშლამ რუმინეთსა და ბულგარეთში, NATO-ს სწავლებების და უკრიანისთვის და საქართველოსთვის დახმარების გაფართოებამ, რათა ამათ მოახერხონ ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, შეიძლება გააძლიეროს რეგიონალური შეკავების ძალისხმევა.
- სპეციალური ორმხრივი პარტნიორობა თანხხმვედრი პრიორიტეტების სფეროში - კიდევ ერთი გზაა რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებისთვის.
რეკომენდაციები
- რადგანაც არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოების სუფთა სამხედრო გზით მოგვარების გზა, ამიტომ დასავლეთის ეფექტურმა სტრატეგიამ რეგიონის მოსახლეობის მიზნებთან მიმართებაში უკეთესი კონკურენცია უნდა გაუწიოს რუსეთს. ამისთვის აუცილებელია უფრო ეფექტური და უფრო ინტეგრირებული სტრატეგიული საკომუნიკაციო ძალისხმევა, და ასევე გააძლიერებს კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ ძალისხმევას.
- ასევე არსებობს შეკავების უფრო საიმედო და მდგრადი სამხედრო სისტემის აუცილებლობა. NATO-მ და მოკავშირეებმა იმის ნაცვლად რომ შეესაბამებოდნენ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს ყველა მიმართულებაზე, რეგიონებში შეუძლიათ შეკავების მიზნით გაშალონ მეწინავე ჰსთ და სანაპირო დაცვის სისტემები რუმინეთსა და ბულგრაეთში, რათა ეფექტურად შეაკავონ შავი ზღვიდან მომავალი რუსული სარაკეტო საფრთხე. უკრაინასთან და საქართველოსთან მუმდივი თანამშრომლობა მათი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში ასევე დაეხმარება რეგიონალურ შეკავებას.
- დასავლეთი და ევროკავშირი უფრო საგრძნობლად უნდა ჩაეერთონ არასამხედრო საკითხებში, მათ შორის განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და ეკონომიკური პროექტების, რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და ინტეგრირებული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც რუსეთის გავლენისგან წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება
- "ბრძოლის" შავი ზღვის ფარგლებს გარეთ გადატა - ეს კიდევ ერთი საშუალებაა. მოკავშირეებს და პარტნიორ-თანამოაზრეებს შეუძლიათ გამოავლინონ სხვა პრობლემატური რეგიონები, სადაც მოწყვლადი იქნება რუსული ინტერესები და შემდეგ მიანიშნონ კრემლს, რომ შავ ზღვაში შემდგომი აგრესიუოი ქმედებები გამოიწვევს სხვა რეგიონში მათი პოზიციების დასუსტებას.
Monday, October 7, 2019
ტანკების ჯავშანდაცვა - NATO vs СССР
დასავლეთისა და აღმოსავლეთის სატანკო დაპირისპირებამ ცივ ომში ბევრი მითი შობა და ეს მითები არც ტანკებს არ დაჰკლებია. ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველა თავისი ნაწარმის რეკლამირებას ახორციელებდა, კიდევ უფრო უმატებდა ზღაპრებსა და მითებს და ყველაზე ბურუსით მოცულ ინფორმაციას მაინც ამ ტანკების დაცვა წარმოადგენდა.
მაშ ასე როგორ გამოიყურებოდა 70-80-იანი წლების იმ დროისთვის თანამედროვე საბჭოთა და NATO-ს ტანკერბის ჯავშანდაცვა. ქვემოთ მოყვანილია გასაჯაროვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით შედგენილი ცხრილი. ცხრილის მიხედვით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - 70-იან წლებში საბჭოთა ტანკები უკეთესად იყო დაცული კინეტიკის წინააღმდეგ, ხოლო დასავლეთის ტანკების დაცვა კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო (ამგავრი კუთხით განვითარება დღესაც ახასიათებს დასავლეთის ტანკებს). 80-იან წლებში ეს უპირატესობა საბჭოთა ტანკებზე დინამიკური დაცვის დაყენებით იქნა ნიველირებული. დანარჩენი ციფერები კიდევ ცხრილში ნათლადაა ასახული.
ცხრილში მოცემულია ტანკების ჯავშანდაცვა და მათი შეიარაღებაში მიღების წელი და სხვა დეტალები (ცხრილი გადიდებადია)
რაც შეეხება თვითონ სატანკო ჭურვებს და ტსმრ-ებს - მათი მონაცემები და სხვა ინფოირმაცია მეორე ცხრილშია მოყვანილი. ის მცირედი უპირატესობა, რაც დასავლეთს ტსმრ-ებში ჰქონდათ, 80-იანებისთვის დინამიკური დაცვის დაყენებით სრულიად განულებული იქნა.
რაც შეეხება თვითონ ჯავშნის სტრუქტურას და მათი მოქმედების პრინციპებს, ბლოგზე ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა, მასალები შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ:
- NATO vs СССР - ჯავშნის შედარება
- ცოტა რამე გერმანული Marder–ის შესახებ
- Merkava–ს მოდულური ჯავშანის სტრუქტურა
- ოფიციალური დოკუმენტი M1 Abrams-ის კომპოზიტური ჯავშნის შესახებ
- Т-80У/УД-ს ჯავშანი
- ცოტა რამე უკრაინული БМ Оплот-ის ჯავშანდაცვის შესახებ
- გერმანული Leopard-ები რუსული Т-შკების წინააღმდეგ
- Т-64 და მისი კორპუსის კომბინირებული ჯავშანდაცვა
- Leopard-2A4 - მისი მუყაოს ჯავშანი და კონსტრუქციის ფატალური ხარვეზები
- Challenger-1 და მისი ჯავშანდაცვა
- დასავლეთის ტანკების ჯავშანდაცვა (Abrams M1, Leopard-2, Challenger 1/2 და Leclerc)
Friday, July 19, 2019
NATO-ს ანგარიშში შემთხვევით გაეპარათ აშშ-ს ბირთვული ბომბების ლოკაციები ევროპაში
აშშ-ს ბირთვული შეიარაღება ევოპაში სავარაუდოდ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიისა და თურქეთის ავიაბაზებზეა განთავსებული.
როგორც ბელგიური საინფორმაციო რესურსი De Morgen-ი იუწყება - მათი განლაგების შესახებ შემთხვევით კანადელი სენატორის, NATO-ს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტო ანსამბლეის წევრის, ჯოზეფ დეიას მოხსენებიდან გახდა ცნობილი.
როგორც ბელგიური საინფორმაციო რესურსი De Morgen-ი იუწყება - მათი განლაგების შესახებ შემთხვევით კანადელი სენატორის, NATO-ს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტო ანსამბლეის წევრის, ჯოზეფ დეიას მოხსენებიდან გახდა ცნობილი.
F-16A ესპანეთში, პოლიგონზე ბირთვული ბომბის B61-ის იმიტატორის, BDU-38-ის სასწავლო გაშვების მომენტში
მოხსენება, სახელწოდებით "ბირთვული შეკავების ახალი ერა? მოდერნიზაცია, შეიარაღების კონტროლი და მოკავშირეთა ბირთვული ძალები" (A new era for nuclear deterrence? Modernisation, arms control, and allied nuclear forces) აპრილში გამოქვეყნდა, მაგრამ მასმედიამ ყურადღება მას მხოლოდ ივლისში მიაქცია. დოკუმენტში ნახსენებია, რომ ამერიკის არსენალის 150 ცალი ბირთვული ბომბი ინახება კლიაინეში (ბელგია), ბიუჰელში (გერმანია), ავიანოსა და გედი-ტორრეში (იტალია), ვოლკენში (ნიდერლანდები) და ინჩილიკზე (თურქეთ).
აშშ-ს ბირთვული შეიარაღების განლაგება ევროპის ქვეყნების ბაზებზე
11 ივლისს გამოქვეყნდა მოხსენების ახალი, ჩასწორებული, ვარიანტი. საიდანაც ამოღებული იქნა ბაზების დასახელებები, მაგრამ დატოვეს ქვეყნები - მათ უწოდებენ ევროპელ მოკავშირეებს, რომლებიც ფლობენ ბომბ B61-ის, აშშ-ს ძირითადი ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების, ტრანსპორტირებისთვის შესაბამის თვითმფრინავებს.
აღნიშნული ბომბის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე -
სენატორმა ჯოზეფ დეიმ გაზეთ The Washington Post-ს განუმარტა, რომ დოკუმენტის პირველი ვერსია მხოლოდ მონახაზი იყო. NATO-ს გამომცემლობის წარმომადგენელმა თავის მხრივ დაამატა, რომ სენატორის ანგარიში - ეს არაა ალიანსის ოფიციალური დოკუმენტი. გაზეთის განმარტებით, ნოემბრამდე, სანამ დოკუმენტს NATO-ს საპარალემტნო ანსამბლეა განიხილავს, შეიძლება ბევრი ამე შეიცვალოს.
NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Fox News-ს განუცხადა, რომ ალიანსში "ბირთვული პოლიტიკის შესახებ განმარტებებს არ იძლევიან". აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უწყების პოლიტია "რომელიმო კონკრეტულ ან საერთო ადგილას ბირთვული შეიარაღების არსებობას ან არარსებობას არ ადასტურებს".
მანამდე ამერიკელ სამხედროებს ოფიციალურად არასოდეს დაუსახელებიათ ევროპაში აშშ-ს ბირთვული შეიარაღების ადგილმდებარეობა. ამასთან, როგორც De Morgen იუწყება, სამხედრო დამკვირვებლებმა იცოდნენ, რომ ბელგიაში, კლიანი ბროგელზე 10-დან 20-მდე B61 ტიპის ბირთვული ბომბი ინახებოდა. იმის შესახებ, რომ ნიდერლანდებშ, ბელგიასადა გერმანიაში ბირთვული შეიარაღება ინახებოდა, Wikileaks-ის მასალებშიც იყო ნახსენები. როგორც ტელეარხ RTL-ი აღნიშნავს, ნიდერლანდებში, ადგილობრივი პოლიტიკოსების თანახმად, ვოლკერსი ბაზაზე 22 ბომბი ინახება. ნიდერლანდების მთავრობას არასოდეს არც დაუდასტურებია და არც უარყვია მის ტერიტორიაზე აშშ-ს ბირთვული შეიარაღების არსებობა.
Friday, July 12, 2019
С-400-ები თურქეთშია
რუსეთიდან საზენიტო სარაკეტო კომპლექს С-400-ების ნმახევარი უკვე თურქეთშია გადაგზავნილი. წუხელ, რუსეთის სატრანსპორტო ავიაციის 224-ე საფრენოსნო რაზმის კუთვნილმა Ан-124-100-მა (სარეგისტრაციო ნომერი RA-82038), ანკარასთან მდებარე ავიაბაზა აკინჩიზე კომპლექსი შემადგენლობა ჩაიტანა.
Half of the components of the first S-400 SAM battery of Turkey was delivered at Akıncı Air Base of Turkish Air Force at #Ankara onboard an An-124-100 of Russia Air Force's 224th Flight Unit with RA-82038 register early morning today.
დაველოდოთ ამერიკის რეაქციას. ბოლო ცნობებით უკვე დაიწყეს თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბლოკვაზე საუბარი - Turkey Must Drop Russian S-400 to Stay in F-35 Program, DOD Official Says
წყარო - Babak Taghvaee
Friday, June 21, 2019
დასავლეთის ტანკების ჯავშანდაცვა (Abrams M1, Leopard-2, Challenger 1/2 და Leclerc)
დასავლეთის ტანკების ჯავშანმედეგობა (შეყვანილია Leopard-2) და საბჭოთა ქვეკალიბრული ჭურვებისა და ტსმრ-ების ჯავშანგამტანობა
ცხრილის შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი დეტალები:
- Abrams M1-ის კორპუსის წინა დეტალის მედეგობა ბრიტანულ დოკუმენტებში უდრის 320 მილიმეტრს. M1A1 და M1A2-ისთვის ეს მაჩვენებელი 350 მილიმეტრია (M1E1 პროტოტიპზე კორპუსის წინა დეტალზე დამატებითი ჯავშნის იმიტატორია დამაგრებული, იხილეთ ფოტო ქვემოთ).
- Abrams-ის კოშკურის ჯავშანი ბრიტანულ დოკუმენტებში ± 25 °-ზე 350 მილიმეტრია, რაც 0 °-ზე მიახლოებით 400მმ იქნება.
- Challenger 1-სა და Leopard 2-ის მონაცემები (ვოლფრამის კარბიდიანი გულარის მქონე ძველი ქვეკალიბრულებისთვის) შეესაბამება ± 30 °-ს.
- შვედეთის ტენდერიდან გაპარული მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ C ტექნოლოგიის ჯავშნიანი Leopard 2A4-ის მონაცემებიც საკურსო კუთხის ± 30 °-ს შეესაბამება.
- CIA-ს დოკუმენტებში M1A1-სთვის კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგ 380 მილიმეტრია დაცვის დონე (არაა მინიშნებული საკურსო კუთხეები, სავარაუდოდ ± 25 °) - აღნიშნული ჯავშანი წესით მარტო ძველი, წოლფრამის კარბიდიანი გულარის მქონე ფოლადის ჭურვების წინააღმდეგ არ უნდა მუშაობდეს და უფრო ახალ საფრთხეებზეა გათვლილი.
- 1980 წლის დოკუმენტში Challenger 1-ის კორპუსის დაცვა 275 მილიმეტრს უდროის, სადაც პროგნოზირებულია დაცვის ხარისხი და ჭურვების გამტანობა.
- Leopard 2A4-ის გვიანდელმა ვერსიებმა გაუმჯობესებული ჯავშანპაკეტები მიიღეს. ყველა სხვა ძველი მოდიფიკაციები (А0-А3) უბრალოდ ჯავშნის გაუმჯობესების გარეშე გადაკეთდა Leopard 2A4-ად. პირველი თაობის ჯავშანპაკეტები 1979 წელს А0 მოდიფიკაციასთან ერთად ჩაეშვა სერიაში და ის 1979 წლიდან 1988 წალმდე გამოშვებულ ყველა Leopard-2-ზე (A0-დან A4-ის ჩათვლით) ყენდებოდა. 1988 წელს სერიაში წავიდა მეორე თაობის ჯავშანი, მას 1991 წელს მესამე თაობის ჯავშანი მოყვა - ეს ბოლო ორი მხოლო და მხოლოდ Leopard 2A4-ზე ყენდებოდა. შესაბამისად მნიშვნელობა აქვს რომელ წელშია გამოშვებული Leopard 2A4 და პლიუს ის დაბადებიდან Leopard 2A4-ია, თუ წინა მოდელების A4 დონდემდე მოდერნიზაციას წარმოადგენს.
M1E1 პროტოტიპზე კორპუსის წინა დეტალზე დამატებითი ჯავშნის იმიტატორი
Friday, March 29, 2019
NATO-ს ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ
ნიდერლანდების სამეფო საზღვაო ძალების ფრეგატი F805 Evertsen
NATO-ს ხომალდები, ბოსფორის სრუტის გავლით. შავ ზღვაში შემოვიდნენ. საზღვაო დაჯგუფება ნიდერლანდების, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, კანადის და ესპანეთის ხომალდებისგან შესდგება, ესენია - ფრეგატები Evertsen (ნიდერლანდები), SantaMaria (ესპანეთი), Toronto (კანადა), Drazki (ბულგარეთი), Yildirim (თურქეთი) და კორვეტი Regele Ferdinand (რუმინეთი). ხომალდები შავ ზღვაში უკრაინელ და ქართველ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო სწავლება Sea Shield-2019-ში მიიღებენ მონაწიკლეობას.
ბოსფორის სრუტის გავლის მომენტი
ესპანეთის საზღვაო ძალების ფრეგატი F81 Santa Maria
თურქეთის საზღვაო ძალების ფრეგატი TCG Yıldırım F243
კანადის საზღვაო ძალების ფრეგატი RCN 333 HMCS Toronto
Thursday, December 6, 2018
ლევან იზორია საფრანგეთში ჰსთ სისტემების შესაძენად მიემგზავრება
ლევან იზორია: „მექნება შესაძლებლობა გავემგზავრო საფრანგეთში და ხელი მოვაწერო ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას“
თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წელს პირველად შემუშავდა გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგია, სადაც განსაზღვრულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს. „განვსაზღვრეთ 5 ძირითადი პრიორიტეტი - ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, კონტრმობილურობის, არტილერიისა და სადაზვერვო შესაძლებლობის გაძლიერება. წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მექნება შესაძლებლობა გავემგზავრო საფრანგეთში და ხელი მოვაწერო ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას. ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრმობილურობის მიმართულებით გერმანიამ სურვილი გამოთქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ამ ინიციატივას უხელმძღვანელოს. მისივე თქმით, კონკრეტული ინიციატივები განხორციელდება სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და არტილერიის მიმართულების განვითარების კუთხით.
ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის შესახებაც ისაუბრა, რაც ეროვნული რესურსების მობილიზებასა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, მათ შორის, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს. „უწყებათშორისი თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. წელს ჩვენ მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის კომისია შევქმენით. ვმუშაობთ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე, რომლის პროექტსაც დეკემბერში წარვადგენთ და მომავალი წლის დასაწყისში ამ სტრატეგიას ახალი უშიშროების საბჭო მიიღებს. ეს სტრატეგია დაეფუძნება, სწორედ, ტოტალური თავდაცვის პრინციპს და ამ პრინციპის საფუძველზე განისაზღვრება ცალკეული უწყებებისთვის ამოცანები და ფუნქციები“, - განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „როდესაც საერთაშორისო თანამშრომლობაზე, პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე ვსაუბრობ, პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები. მინდა მადლობა ვუთხრა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, რომელთანაც თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკა გვაქვს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
Izoria stated today that the Defence Ministry budget was increased by 20 per cent this year, which provides the opportunities to sign one more deal with France regarding the systems which will boost Georgia’s self-defense capabilities.
At the beginning of the year we purchased anti-tank systems [from US]. Now I am leaving for France to sign a new deal about the anti-air systems as this is one of the priority directions for the ministry. We have already received the first wave of anti-air systems and made them active,” Izoria said.
განახლება:
წყარო: Levan Izoria
Georgian Defence Minister will leave for France tomorrow to sign a new deal with the country for the purchase of air-defence systems.
Izoria stated today that the Defence Ministry budget was increased by 20 per cent this year, which provides the opportunities to sign one more deal with France regarding the systems which will boost Georgia’s self-defense capabilities.
At the beginning of the year we purchased anti-tank systems [from US]. Now I am leaving for France to sign a new deal about the anti-air systems as this is one of the priority directions for the ministry. We have already received the first wave of anti-air systems and made them active,” Izoria said.
განახლება:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - ეროვნულ ასამბლეასა და სენატში შეხვედრებით დაიწყებს. ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენში“ ფრანგ კოლეგასთან ფლორანს პარლისთან შეხვედრით გაგრძელდება. დახვედრის ცერემონიალისა და პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორია და ფლორანს პარლი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო საკითხებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგი კონტრაქტის ხელმოწერა იგეგმება, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი ფრანგი კოლეგა ფლორანს პარლი ტექნიკურ შეთანხმებასაც გააფორმებენ. შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (EUTM RCA) მონაწილე ქართული კონტინგენტის ფრანგული მხარის მიერ ლოგისტიკურ მხარდაჭერას შეეხება.
წყარო: Levan Izoria
Tuesday, December 4, 2018
NATO-ს 60 დღიანი ულტიმატუმი - რუსეთმა საშუალო რადიუსი რაკეტები უნდა გაანადგუროს
დღეს, 4 დეკემბერს, NATO-ს წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ბრიუსეშლი, შემდეგი სახის განსცხადება გაავრცელეს:
1. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებას ( Intermediate-Range Nuclear Forces (INF)), NATO-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
2. მოკავშირეები მივიდნენ დასკვნამდე რომ, რუსეთმა შექმნა და აწარმოა, 9М729 ტიპის, ბალისტიკური რაკეტა, რომელიც არღვევს "საშუალო რადიუსის სარაკეტო შეიარაღების" ხელშეკრულებას და საგრძნობ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ალიანს. ჩვენ გადამწყვეტ მხარდაჭერას ვუცხადებთ შეერთებულ შტატებს და ვეთანხმებით რომ რუსეთმა საგრძნობლად დაარღვია მის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.
3. მთელი ხუთი წლის განმავლობაში, აშშ-მ და მოკავშირეებმა, არაერთხელ გამოხატეს თავიანთი აღშფოთება რუსეთის მიმართ, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ შეხვედრებზე. როგორც ივლისის თვეში, ბრიუსესლში მიღებულ დეკლარაციაში განვაცხადეთ, რუსეთმა ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემებზე, უარითა და დაშნებით უპასუხა. რუსეთმა მხოლოდ ამ ბოლოს აღიარა ამგვარი რაკეტების არსებობის ფაქტი, მაგრამ ეს ყოველგვარი ახსნისა და გამჭვირვალეობის გარეშე გააკეთა.
4. აშშ დღემდე სრულიად იცავს, "საშუალო რადიუსის რაკეტების ხელშეკრულებით" აღებულ, ყველა ვალდებულებას. მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს რომ, როდესაც შეერთებული შტატები და სხვა მხარეები, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს იცავენ, ხოლო რუსეთი არა, ეს დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.
5. რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევა ანგრევს შეიარაღების ეფექტურ კონტროლს და კითხვის ქვეშ აყენებს მოკავშირეების უსაფრთხოებას. ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის დასუსტებისკენ მიმართული რუსეთის ქცევის უფრო ფართომაშტაბური მოდელის ერთი ნაწილი.
6. მოკავშირეები სტრატეგიულ სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ემხრობიან. NATO კვლავ განაგრძობს ალიანსის თავდაცვისა და საერთო შეკავების ეფექტურობის ნდობის უზრუნველყოფას.
7. ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ განვაგრძობთ ერთმანეთთან რეგულარულ კონსულტაციებს. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის მიერ საშუალო რადიუსის მქონე რაკეტების წარმოებაზე დაკვირვებას.
8. მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს შეიარაღებაზე, განიარაღებაზე და გაუვრცელებლობაზე, ეფექტურ საერთაშორისო კონტროლს. ამიტომ ჩვენ, წარმოქმნილი უასფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, განვაგრძობთ შეიარაღებაზე, განიარაღებაზე და გაუვრცელებლობაზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების ძირითად ელემენტზე, კონტროლის გამკაცრებას.
9. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ სწრაფვას მაშნაც კი, როდესაც რუსეთის ქმედებები ამას შეუძლებელს ხდის. როგორც ამ ცოტა ხნის წინ დავადასტურეთ ბრიუსელის სამიტზე, რუსეთთან დიალოგისთვის ჩვენ ძველებურად გახსნილები ვართ, მათ შორის რუსეთ-NATO-ს საბჭოს ფარგლებშიც.
10. ჩვენ მოვუწწოდებთ რუსეთს, სასწრაფოდ დაუბრუნდეს ვალდებულებების სრულ და კონტროლირებად შესრულებას. ახლა უკვე რუსეთმა უნდა შეინარჩინს "საშუალო რადიუსის რაკეტების" ხელშეკრულება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რუსეთს აღნიშნული რაკეტების გასნადგურებლად და შეიარაღების ხელშეკრულებასთან თანხმობაში მოსაყვანად, 60 დღიანი ვადა მისცა. ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში აშშ ხელშეკრულებას დატოვებს.
წყარო:
P.S. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვილს შესახებ განცხადება, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განცხადება ოქტომბრის თვეში გააკეთა, იხილეთ სტატია შემდეგ ბმულზე -აშშ საშუალო და მცირე მანძლზე მოქმედი რაკეტების შეთანხმებას ტოვებს
Sunday, October 21, 2018
პირველად ცივი ომის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი პოლარული წრის იქეთ
- მომავალ კვირას, საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი, ავიამზიდ USS Harry S. Truman მეთაურობით, ჩრდილოეთ პოლარული წრის იქეთ სწავლებას გამართავს.
- აღნიშნული სწავლება, 1991 წლის შემდეგ, პირველია, რომლის განმავლობაშიც ამერიკული ავიამზიდი ოპერირებას პოლარული წრის იქეთ განახორციელებს.
- შორეულ ჩრდილოეთში NATO-ს გაზრდილი ინტერესები, ამ რეგიონში გაძლირებული რუსული ძალებითაა გამოწვეული.
1991 წლის სექტემბერში, სსრკ-ს დაშლამდე სამი თვით ადრე, აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდი, USS America, ჩრდილოეთ პოლარულ წრეს გასცდა, რათა NATO-ს სწავლებაში, North Star-ში, მიეღო მონაწილეობა.
USS America იყო უკანასკნელი ამერიკული ავიამზიდი, რომელიც პოლარული წრის იქეთ იმუშავა. და აი ეხლა, 27 წლის გასვლის შემდეგ, მომავალ პარასკევს, USS Harry S. Truman და მისი თანხმლები ხომალდები პირველად გადაკვეთავენ პოლარულ წრეს და ბოლო 20 წლის განმავლობაში, NATO-ს მიერ განხორციელებულ ყველაზე მსხვილ სწავლებაში, Trident Juncture-2018-ში, მიიღებენ მონაწილეობას.
სწავლება Trident Juncture, 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე გაგრძელდება, ის განხორციელდება ატლანტიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორვეგიის სანაპიროებთან, ბალტიისპირეთში და ბალტიის ზღვაში. და ის მოიცავს ოპერაციებს ხმელეთზე, ჰაერში, წყალზე და წყალქვეშ.
მასში მონაწილეობას NATO-ს ოცდაცხრავე წევრი მიიღებს, მათ გარდა სწავლებაში ისეთი მოკავშირე ქვეყნებიც ჩაერთვებიან, როგორებიცაა შვედეთი და ფინეთი.
სულ სწავლებაში ჩართული იქნება 50 000 სამხედრო მოსამსახურე, აქედან 24 000 საზღვაო ფლოტის მოსამსახურე, მათ შორის აშშ-ს საზღვაიო ქვეითები. აშშ-ს სულ 14 000 სამხედრო მოსამსახურით იქნება წარმოდგენილი, აქედან 6000 ავიამზიდ USS Harry S. Truman-ის და მისი თანხმლები ხომალდების ეკიპაჟია.
ამ სწავლებით, NATO-ს წევრები, უპირისპირდებიან იმას, რასაც რუსეთის მზარდ აგრესიას უწოდებენ და ცდილობენ ხაზი გაუსვან კოლექტიურ თავდაცვას და შეკავების პილიტიკის გატარების მცდელობას.
Subscribe to:
Posts (Atom)








































