UPD: პერიოდულად დაემატება უკრაინული ტანკის ჯავშან ელემენტების ფოტოსურათები და აღწერილობა!!!
ბორტები (ფოტო №14) - წინა მოდელებისგან განსხვავებით, БМ Опллот-ზე, ბორტები შეათხელეს. საწყისი სისქე, მართვისა და საბრძოლო განყოფილების რაიონში, 80 მილიმეტრი იყო, ძრავა-ტრანსმისიის რაიონში 70 მილიმეტრი. ბოლო ცნობების თანახმად სისქე 70 მილიმეტრამდე დაიყვანეს მთელი ბორტის სიგრძეზე. ამგვარად ტანკის მასა 500 (მიახლოებით) კგ-თი შეამცირეს.
აღნიშნულ ღოონისძიებას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, პირველი ტანკის მასა გაიზარდა (რეალურად მისი წოწნა 50 ტონას გასცდა) და მისი შემცირებისთვის იბრძვიან და მეორე ახალი ფოლადი, რომელიც მცირე სისქეში იგივე დაცვას იძლევა. სავარაუდოდ ორივე დასტურდება. დავამატებდი ბარონის ციტატას:
ე. ო. პატონის სახელობის ელექტრო შედუღების ინსტიტუტის ინიციატივით, ელექტროწიდური დნობის გამოყენებით, დამზადდა 42СМ მარკის ჯაბვშნი. ამ ფოლადის ფილები მაღალი მექანიკური თვისებებით და გაზრდილი ჭურვმედეგობით გამოირჩეოდა. ამ მეთოდით დამზადებული 42СМ მარკის ფოლადის ბორტები, სისალით dотп = 3,35- 3,5 მილიმეტრი (HB 330 - 302), დაყენებული იქნა ტანკ Т-64А-ზე (საცდელად). ჯავშანმედეგობის ზრდამ νпкп მიხედვით 4,7-9,0% შეადგინა.
70 мм -
По инициативе ИЭС им. Б. Е. Патона была проведена работа по изготовлению серийной брони марки 42СМ методом ЭШП. Листы из такого металла отличались высоким уровнем механических свойств и повышенной противоснарядной стойкостью. Борта из стали 42СМ ЭШП твердостью dотп = 3,35- 3,5 мм были установлены на танк. Т-64А (в опытном порядке); прирост противоснарядной стойкости составил 4,7-9,0% по νпкп.
ბოლო დროს ინტერნეტში გავრცელებული უკრაინული ტანკის ვიდეო და ფოტო მასალა, რომლიდანაც კარგად ჩანს მისი ჯავშნის რამდენიმე დეტალი.
ქვემოთ მოყვანილი ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტანკის კორპუსის წინა ზედა ჯავშანდაცვა ფაქტიურად დინამიკური დაცვის ელემენტების იმედზეა, მისი კომბინირებული ჯავშნის მასივის უმეტესი ნაწილი ამოღებულია და დატოვებულია მხოლოდ ფოლადის ფსკერი და შუა ფილა, რომელთა შუაშიც მინატექსტოლიტია (СТБ) მოთავსებული. დანარჩენი კომბინირებული ჯავშანპაკეტის ადგილი სრულებით უკავია დინამიკურ დაცვის, Дуплет-ის, ორფენოვან პაკეტს. ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე (№8) კარგად ჩანს ეს პაკეტი. საკმაოდ დიდ ეჭვს იწვევს თუ რამდენად გამართლებულია ასეთი მიდგომა. დაცვის მხრივ არაა გამორიცხული რომ საუკეთესო დაცვაის დონეს უზრუნველყოფდეს, მაგრამ რემონტვარგისობა და გადაფარვა იწვევს ეჭვს, თუმცა დაცვის ყველა ხერხს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
№1 სქემაზე გამოსახულია БМ Оплот-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანპაკეტი (მარჯვნივ) და მისი წინამორბედის, Т-80УД (Т-80У) (მარცხნივ). მარცხენა სქემაზე შრების სისქეები შემდეგნაირადაა განაწილებული (მმ): 50-35-50-35-50 (სადაც 50მმ ეს ნაგლინი ფოლადია, ხოლო 35 СТБ). ამ შრეების მოცემული სისქე 220 მილიმეტრია, რაც 68 გრდუსიან დახრით 587,3 მილიმეტრს უდრის (დინამიკურიდ აცვის გარეშე). ამას ზემოდან დამატებულია Контакт-5 ტიპის დინამიკური დცვის ელემენტები. მარჯვენა სქემაზე (БМ Оплот) მეორე, ზედა, ფენა СТБ ამოღებულია და მის მაგივრად Дуплет-ის ტიპის დინამიკური დცვის ელემენტებია განთავსებული, ბოლო მესამე ფენაც ასევე Дуплет-ია (ამ ყველაფრის მიახლოებითი სისქეები №2 სქემაზეა გამოსახული).
№1
№2 - БМ Оплот-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანდეტალის გბარიტები (ციფრები რეალობისგან სავარაუდოდ მცირედით განსხვავდება). თუ დინამიკური დაცვის სისქესაც 50 მილიმეტრს ავიღებთ (მიახლოებით), დეტალის სისქე 310 მილიმეტრი იქნება, რაც 68 გრადუსიანი დახრით 827,53 მილიმეტრის მოგვცემს
БМ Оплот-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანდეტალის სქემატური გამოსახულება მე-3 და მე-4 ფოტოებზე
№3
№4
სქემების ავტორი Wiedzmin
5, 6, 7 და 8 ფოტოებზე БМ Оплот-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანდეტალი აწყობის სტადიაში, კარგად ჩანს დინამიკური დცვის ჩასადები სივრცე
№6
№7
№8
№11 - კორპუსის წინა ზედა დეტალის დინამიკური დაცვის პაკეტის მომზადება
ასევე აღსანიშნავია რომ წინიდან დინამიკური დაცვა ყველგან არაა ორ შრედ განლაგებული, მაგალითად საბუქსირე კაუჭსა და მუხლუხოს შორის ადგილზე ცალი ფენაა განლაგებული
№12
№13 - კორპუსის საბორტე ეკრანების ბუდეები
№14 - საბორტე ეკრანების დამუხტული ბუდეები. ჩანს სამი ფენა, მოცისფრო ფერში სავარაუდოდ დინამიკური დაცვის ფეთქებადი ელემენტებია, ხოლო შუა, მოყავისფრო ფენა პასიური გამშორიშორებელი უნდა იყოს
№15 - კორუსის ბორტები
ასევე რამოდენიმე საინტერესო ფოტო კოშკურის დაცვის შესახებ
№16 - სამფენად განლაგებული Дуплет-ი
№17
№18
№22 - კოშკურის დინამიკური დაცვის (Дуплет) მოდული
№23 - ტანკზე მოხსნილია დინამიკური დაცვის ბლოკების სარქველები. კოშკურას როგორც ვუყურებთ მარჯვენა მხარეს დინამიკური ელემენტებია ამოღებული, ასევე ჩანს სიცარიელე კორპუსის წედა დეტალის დინამიკური დაცვის ელემენტებში, მოხსნილია წინა სარქველი ბორტსი ბლოკიდან დ ჩანს სამშრედ განლაგებული დინამიკური დაცვა.
№24 - კოშკურის წინა ჯავშანპაკეტის გარეთა, შუა და უკანა ჯავშანდეტალები. უკანა ფონზე პაკეტის სახურავია განთავსებული
No comments:
Post a Comment