Sunday, August 20, 2017

გერმანიის არმიის ახალი შაშხანის ტენდერი

გერმანიის არმიამ გასულ აპრილს ახალი შაშხანის ტენდერი გამოაცხადა. წინასატენდერო მოთხოვნის გამოცხადების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - გერმანიის არმია ახალი შაშხანის RFI–ს აცახდებს – ანუ G-36–ის დასასრულის დასაწყისი
ინტერნეტში ამ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა დოკუმენტი, რომელშიც გერმანიის არმიის მიერ ახალი ავტომატური შაშხანის ტენდერის პირობებია გაწერილი.

ტენდერის ერთ-ერთი მონაწილე HK-433

დოკუმენტის მოკლე მიმოხილვა:
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სურს 245 მილიონ ევროდ (დღგ-ს გარეშე) 120 000 ცალი შაშხანა შეიძინოს. შაშხანების მიწოდება 01/04/2019-ში უნდა დაიწყოს და 03/31/2026-ისთვის უნდა დასრულდეს. ყველაფერთან ერთად შაშხანა უნდა იყოს ორმხრივი და უნდა ჰქონდეს საჭირო სიგრძის ლულის დაყენების შესაძლებლობა.
ლულის კოლოფის რესურსი უნდა იყოს 30 000 გასროლა. ხოლო ლულის რესურსი, FMJ ტყვიებით სროლისას, 15 000 და ჯავშანგამტანი ტყვიებით სროლისას 7 500 გასროლას უნდა შეადგენდეს. იარაღის წონა 3,6 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
დოკუმენტის თანახმად შესყიდული უნდა იყოს 1000 და 900 მილიმეტრი სიგრძის (კომპენსატორის გარეშე) მქონე იარაღები. რომლებიც 5,56 x 45 NATO ან 7,62 x 51 NATO ტყვიების გამოყენებას შესძლებენ.


წყარო:

No comments:

Post a Comment