Thursday, August 24, 2017

რუსული არმია ახალი ჩქაროსნული კატერებით აღიჭუვება

როგორც ინტერნეტ რესურსი РБК იუწყება, კონცერნ "კალაშნიკოვმა" (Калашников), 2017 წელს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან, 15 კატერის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ, "კალაშნიკოვის" შვილობილი "რიბინსკის ვერფის" (Рыбинской верфи) გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ანტონოვმა РБК-ს ჟურნალისტს გამოფენა Армия-2017-ზე განუცხადა. ხელშეკრულების ღირებულება "800 მილიონ რუბლს უტოლდება", დაამატა მან. "ჩვენ შემკვეთს ექვს ცალ БК-16-სა და ცხრა ცალ БК-10 მივაწოდებთ. ხელშეკრულება ორ წელზე გათვლილი: ნაწილი წელს იქნება გადაცემული, ხოლო ნაწილი მომავალ წელს. "ამას გარდა კატერების მიწდოების ხელშეკრულების გაფორმება როსგვარდიასთანაც იგეგმება" - განაცხადა ანტონოვმა.

P.S. დავამატებ რომ აღნიშნული კატერი შვედური CB-90-ის კლონს წარმოადგენს, სერიოზული გადაკეთებებით, მაგრამ მაინც.
ჩქაროსნული კატერი БК-16

БК-16 — სანაპირო ზონაში სამოქმედოდ განკუთვნილი, ჩქაროსნული სატრანსპორტო-სადესანტო კატერია - გადაყავს პირადი შემადგენლობა, შეუძლია მოუმზადებელ ნაპირზე დესანტის გადმოსხმა და ტერორიზმთან და მეკობრეობასთან საბრძოლველადაა შექმნილი
კატერს შეუძლია სამეთაურო, სამედიცინო, მყვინთავებია, სახანძრო და მესანგრეთა ვარიანტებად ტრანსფორმირდეს. ის აღჭურვილი - ოთხი ცალი 7,62მმ ტყვიამფრქვევითა, ერთი 12,7მმ ტყვიამფრქვევით ან ერთი 40მმ-ნი ყუმბარმტყორცნით და ოთხი საზღვაო ნ აღმით. 32 კვანძი სიჩქარეზე ცურვის მარაგი 400 საზღვაო მილს (700 კილომეტრზე მეტი) უდრის.

კატერ БК-16 და БК-10 შესაძლებლობების სარეკლამო რგოლი

ჩქაროსნული საიერიშო ნავ БК-10-ის დანიშნულებაც ანალოგიურია, თუმცაღა ის გაცილებით მცირეა. შეიარაღებულია ორი ცალი 7,62მმ ტყვიამფრქვევით და ერთი 40მმ ყუმბარმტყორცნით. შეუძლია გადაიყვანოს 12 სამხედრო მოსამსახურე და 40 კვანძი სიჩქარით 400 საზღვაო მილის დაფარვა შეუძლია.


წყარო:

No comments:

Post a Comment