суббота, 8 декабря 2018 г.

რუსული ჯავშანტექნიკის მასიური თავმოყრა უკრაინის საზღვართან


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, არმიის გენერალის, ვიქტორ მუჟენკოს განცხადების თანახმად, რუსეთი, უკრაინის საზღვართან, 2014 წლის შემდეგ (როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა), თავისი ჯარების ყველა მასირებულ თავმოყრას ახორციელებს.

ჯარების თავმოყრა რუსეთმა აგვისტოს თვიდან დაიწყო და ნოემბერში გადაღებული თანამგზავრული ფოტოების მიხედვით, უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაცა 10 კილომეტრში, დასახლებული პუნქტი "კამენსკ-შახტინსკის" შემოგარენში, ასობით ჯავშანტექნიკასა და ავტოტრანსპორტს მოუყარა თავი. ფოტოებიუს მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციაზე  Т-62М ტიპის რამდენიმე ასეული  ტანკია გადასროლილი, ასევე ლოკაციაზე ასეულობითაა სხვა ჯავშან, საარტილერიო და სატრანსპორტო ტექნიკა. 

წყარო:

დ.პ. "კამენსკ-შახტინსკის" გარეუბანში დისლოცირებული რუსული ტექნიკა (ფოტო გადიდებადია)

პირდაპირი და საგზაო მანძილი სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის ადგილიდან უკრაინის საზღვრამდე

пятница, 7 декабря 2018 г.

Challenger 2 Street Fighter MK1 - ანუ როგორ მოამზადო გარაჟში ტანკი ქალაქის ბრძოლებისთვის


ბრიტანელებმა, თავიანთი ტანკის, Challenger 2-ის, გარაჟის იაფი აპგრეიდის დემონსტრირება მოახდინეს. ტანკს Challenger 2 Street Fighter MK1 უწოდეს, და ის საველე პირობებში შემდეგი კომპონენტებით აღიჭურვა: კიბე, დამატებითი ინსტრუმენტები, 60 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი, .50 კალიბრის ტყვიამფრქვევი დამტენის სარქველთან, მრავალი ვიდეო კამერა ტანკის მთელ სხეულზე და პლიუს ეს კამერები ცენტრალიზირებულ "ბრძლის ველის საინფორმაციო მართვის ველშია" ჩართული.

The task set to the lads of The Royal Tank Regiment was add some modifications to a Challenger 2 to improve its potential in an Urban Operations environment (Think Infantry Support function). With the help of Ultra Electronics Precision Control Systems and the Hobart Committee they came up with Challenger 2 Street Fighter MK1- Totally confusing I know as the Iraq deployed CR2 with the upgraded Armour was also nicknamed by the crews as Street Fighter !
So think same name - Totally different...
The vehicle is to be used as a demo at the upcoming Army Warfighting Experiment AWE18 starting next week.
Some great mods including : a 50 Cal on the loaders side, a ladder and break in tools handy for the infantry and a 60 mm Mortar (Straight from the Swedish S Tank).
Also numerous cameras (including barrel mounted) which enable a live stream to be sent directly to the Infantry as part of "Soldier Systems"



Т-72 ყველგანმავალი HMMWV-ეს ბაზაზე


აშშ-ს არმიის OPFOR (Opposing force), ყველგანმავალი HMMWV-ეს ბაზაზე აწყობილი საიმიტაციო Т-72

четверг, 6 декабря 2018 г.

დელტას MedEvac Didgori შეიძლება ინდონეზიამ იყიდოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს ლევან იზორიამ ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო წარმოების ხელშეწყობა უწყების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. „ჩვენ პირველად სწორედ დელტას მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები მივიღეთ ხმარებაში. ამისთვის 5 მილიონის მობილიზება მოვახდინეთ ბიუჯეტში და ამას მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტას" მიერ წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების შეძენით საუდის არაბეთი და ინდონეზია არიან დაინტერესებულნი“.

ლევან იზორია საფრანგეთში ჰსთ სისტემების შესაძენად მიემგზავრება

ლევან იზორია: „მექნება შესაძლებლობა გავემგზავრო საფრანგეთში და ხელი მოვაწერო ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას“


თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წელს პირველად შემუშავდა გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგია, სადაც განსაზღვრულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს. „განვსაზღვრეთ 5 ძირითადი პრიორიტეტი - ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, კონტრმობილურობის, არტილერიისა და სადაზვერვო შესაძლებლობის გაძლიერება. წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მექნება შესაძლებლობა გავემგზავრო საფრანგეთში და ხელი მოვაწერო ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას. ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრმობილურობის მიმართულებით გერმანიამ სურვილი გამოთქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ამ ინიციატივას უხელმძღვანელოს. მისივე თქმით, კონკრეტული ინიციატივები განხორციელდება სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და არტილერიის მიმართულების განვითარების კუთხით.

ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის შესახებაც ისაუბრა, რაც ეროვნული რესურსების მობილიზებასა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, მათ შორის, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს. „უწყებათშორისი თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. წელს ჩვენ მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის კომისია შევქმენით. ვმუშაობთ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე, რომლის პროექტსაც დეკემბერში წარვადგენთ და მომავალი წლის დასაწყისში ამ სტრატეგიას ახალი უშიშროების საბჭო მიიღებს. ეს სტრატეგია დაეფუძნება, სწორედ, ტოტალური თავდაცვის პრინციპს და ამ პრინციპის საფუძველზე განისაზღვრება ცალკეული უწყებებისთვის ამოცანები და ფუნქციები“, - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „როდესაც საერთაშორისო თანამშრომლობაზე, პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე ვსაუბრობ, პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები. მინდა მადლობა ვუთხრა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, რომელთანაც თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკა გვაქვს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო





Georgian Defence Minister will leave for France tomorrow to sign a new deal with the country for the purchase of air-defence systems.


Izoria stated today that the Defence Ministry budget was increased by 20 per cent this year, which provides the opportunities to sign one more deal with France regarding the systems which will boost Georgia’s self-defense capabilities.


 At the beginning of the year we purchased anti-tank systems [from US]. Now I am leaving for France to sign a new deal about the anti-air systems as this is one of the priority directions for the ministry. We have already received the first wave of anti-air systems and made them active,” Izoria said.


განახლება:


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში 
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - ეროვნულ ასამბლეასა და სენატში შეხვედრებით დაიწყებს. ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენში“ ფრანგ კოლეგასთან ფლორანს პარლისთან შეხვედრით გაგრძელდება. დახვედრის ცერემონიალისა და პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორია და ფლორანს პარლი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო საკითხებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ. 
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგი კონტრაქტის ხელმოწერა იგეგმება, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი ფრანგი კოლეგა ფლორანს პარლი ტექნიკურ შეთანხმებასაც გააფორმებენ. შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (EUTM RCA) მონაწილე ქართული კონტინგენტის ფრანგული მხარის მიერ ლოგისტიკურ მხარდაჭერას შეეხება.

წყარო: Levan Izoria

среда, 5 декабря 2018 г.

ნორვეგიული ფრეგატის, HELGEINGSTAD-ის, ზღვიდან ამოყვანის ოპერაცია

ნორვეგიული ფრეგატის, HELGEINGSTAD-ის, ზღვიდან ამოყვანის ოპერაცია


ავადცნობილი ნორვეგიული ფრეგატის, რომელიც სწავლების დროს საზღვაო ტანკერს შეეჯახა, ზღვიდან ამოყვანის ოპერაცია გრძელდება. ცნობილია რომ ფრეგატიდან რაკეტები უკვე ამოიღეს. შემდეგი ჯერი საწვავზეა, რომლის ამოტუმბვის შემდეგაც, ხომალდის ქვემოდან ტროსებს გაატარებენ და მათი დახმარებით მცურავი კრანი ფრეგატს მშრალ დოკზე განათავსებს. მშრალი დოკი თავის სმხრივ ამოიტუმბება, მოვა საცურაო მდგომარეობაში და ფრეგატს დასათვალიერებლად და სარემონტოდ (თუ გაუმართლა) გადაიყვანს.

ფრეგატის ამოყვანის ეტაპების გრაფიკული გამოსახულება

ფრეგატის ამოსაყვანად მიყვანილი მცურავი ამწე

ამოყვანის ოპერაციის მსვლელობას და სიახლეებს შეგიძლიათ შემდეგ ვებგვერდზე ადევნოთ თვალი - Fregatt i sammenstøt

вторник, 4 декабря 2018 г.

NATO-ს 60 დღიანი ულტიმატუმი - რუსეთმა საშუალო რადიუსი რაკეტები უნდა გაანადგუროს


დღეს, 4 დეკემბერს, NATO-ს წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ბრიუსეშლი, შემდეგი სახის განსცხადება გაავრცელეს:


1. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებას ( Intermediate-Range Nuclear Forces (INF)), NATO-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. 
2. მოკავშირეები მივიდნენ დასკვნამდე რომ, რუსეთმა შექმნა და აწარმოა, 9М729 ტიპის, ბალისტიკური რაკეტა, რომელიც არღვევს "საშუალო რადიუსის სარაკეტო შეიარაღების" ხელშეკრულებას და საგრძნობ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ალიანს. ჩვენ გადამწყვეტ მხარდაჭერას ვუცხადებთ შეერთებულ შტატებს და ვეთანხმებით რომ რუსეთმა საგრძნობლად დაარღვია მის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. 
3. მთელი ხუთი წლის განმავლობაში, აშშ-მ და მოკავშირეებმა, არაერთხელ გამოხატეს თავიანთი აღშფოთება რუსეთის მიმართ, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ შეხვედრებზე. როგორც ივლისის თვეში, ბრიუსესლში მიღებულ დეკლარაციაში განვაცხადეთ, რუსეთმა ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემებზე, უარითა და დაშნებით უპასუხა. რუსეთმა მხოლოდ ამ ბოლოს აღიარა ამგვარი რაკეტების არსებობის ფაქტი, მაგრამ ეს ყოველგვარი ახსნისა და გამჭვირვალეობის გარეშე გააკეთა. 
4. აშშ დღემდე სრულიად იცავს, "საშუალო რადიუსის რაკეტების ხელშეკრულებით" აღებულ, ყველა ვალდებულებას. მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს რომ, როდესაც შეერთებული შტატები და სხვა მხარეები, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს იცავენ, ხოლო რუსეთი არა, ეს დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. 
5. რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევა ანგრევს შეიარაღების ეფექტურ კონტროლს და კითხვის ქვეშ აყენებს მოკავშირეების უსაფრთხოებას. ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის დასუსტებისკენ მიმართული რუსეთის ქცევის უფრო ფართომაშტაბური მოდელის ერთი ნაწილი. 
6. მოკავშირეები სტრატეგიულ სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ემხრობიან. NATO კვლავ განაგრძობს ალიანსის თავდაცვისა და საერთო შეკავების ეფექტურობის ნდობის უზრუნველყოფას. 
7. ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ განვაგრძობთ ერთმანეთთან რეგულარულ კონსულტაციებს. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის მიერ საშუალო რადიუსის მქონე რაკეტების წარმოებაზე დაკვირვებას. 
8. მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს შეიარაღებაზე, განიარაღებაზე და გაუვრცელებლობაზე, ეფექტურ საერთაშორისო კონტროლს. ამიტომ ჩვენ, წარმოქმნილი უასფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, განვაგრძობთ შეიარაღებაზე, განიარაღებაზე და გაუვრცელებლობაზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების ძირითად ელემენტზე, კონტროლის გამკაცრებას. 
9. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ სწრაფვას მაშნაც კი, როდესაც რუსეთის ქმედებები ამას შეუძლებელს ხდის. როგორც ამ ცოტა ხნის წინ დავადასტურეთ ბრიუსელის სამიტზე, რუსეთთან დიალოგისთვის ჩვენ ძველებურად გახსნილები ვართ, მათ შორის რუსეთ-NATO-ს საბჭოს ფარგლებშიც. 
10. ჩვენ მოვუწწოდებთ რუსეთს, სასწრაფოდ დაუბრუნდეს ვალდებულებების სრულ და კონტროლირებად შესრულებას. ახლა უკვე რუსეთმა უნდა შეინარჩინს "საშუალო რადიუსის რაკეტების" ხელშეკრულება.


აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რუსეთს აღნიშნული რაკეტების გასნადგურებლად და შეიარაღების ხელშეკრულებასთან თანხმობაში მოსაყვანად, 60 დღიანი ვადა მისცა. ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში აშშ ხელშეკრულებას დატოვებს.

წყარო:


P.S. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვილს შესახებ განცხადება, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განცხადება ოქტომბრის თვეში გააკეთა, იხილეთ სტატია შემდეგ ბმულზე -აშშ საშუალო და მცირე მანძლზე მოქმედი რაკეტების შეთანხმებას ტოვებს

понедельник, 3 декабря 2018 г.

უახლესი რუსული ჰორიზონტსმიღმა მომქედი რადარი მწყობრში ჩადგა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

უახლესი რუსული ჰორიზონტსმიღმა მომქედი რადარი მწყობრში ჩადგა


რუსეთის ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის, ჰორიზონტსმიღმა მოქმედი, უახლესი რადიოლოკაციური სადგური, სახელწოდებით 29Б6 "Контейнер", საბრძოლო მორიგეობას შეუდგა. რადიოლოკაციური სადგური მორდოვიაშია დისლოცირებული.

რადიოლოკაციური სადგური, რამდენიმე კილომეტრზე გაშლილ, 15 სართულიანი სახლების სიმაღლის, საანტენო კოშურებისგან შესდგება.



რადიოლოკაციური სადგურს შეუძია აკონტროლოს საჰაერო და კოსმოსური სივრცე რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით, თითქმის ასი კილომეტრის სიმაღლეზე, მას შეუძია რამდენიმე ათასი სამიზნის ერთდროულად გაცილება. მას შეუძია აღმოაჩინოს რუსეთისკენ გაშვებული თვითმფრინავები, ფრთოსანი და ჰიბერბგერითი რაკეტები და აღმოჩენილი საფრთხეების შესახებ ფაქტიურად ონლაინ რეჟიმში გადასცეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრში.



წყარო:
В Минобороны РФ рассказали о возможностях новой РЛС «Контейнер»
РЛС загоризонтного обнаружения «Контейнер» заступит на боевое дежурство в 2019 году

воскресенье, 2 декабря 2018 г.

საარტილერიო გამოცანა

აშშ, იუმას საცდელი პოლიგონი, საინტერესოა რას ტესტავენ ამერიკელები?

აშშ-ს ზეშორსმსროლელი არტილერია საცდელ პოლიგონზე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აშშ-ს ზეშორსმსროლელი არტილერია იუმას საცდელ პოლიგონზე


M109A7 მარცხნივ და მის ბაზაზე შექმნილი ახალი, გრძელქვემეხიანი, თსდ  მარჯვნივ

აშშ-ს არმია დაჩქარებულ ტემპებში ახორციელებს საარტილერიო სისტემების მოდერნიზაციას. გაუმჯობესება შეეხება როგორც ბუქსირებად M777 ტიპის ჰაუბიცას (ლულის დაგრძელება, გაუმჯობესებული მუხტი და გაზრდილი სროლის მანძლი) და სარაკეტო შეიარაღებას, ასევე თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, კერძოდ საუბარია თსდ M109 Paladin-ზე, რომლის უახლესი ვერსია, M109A7, უკვე მეორე წელია რაც წარმოებაშია.




აღნიშნული თსდ-ს გამოცდები იუმას საცდელ პოლიგონზე მიმდინარეობს. ჰაუბიცა მიიღებს ახალ, ზეზუსტ ჭურვს (საწარმოო ინდექსი XM1113) და გაძლიერებული სიმძლავრის მუხტს, 39-დან 58 კალიბრამდე გაზრდილ ქვემეხის ლულას, ავტომატურ დამტენს, რაც სწრაფსროლას წუთში 6-10 გასროლამდე გაზრდის. 



მოდერნიზაციის შემდეგ, თვითმავალი ჰაუბიცის სროლის მანძილი 30-იდან 70 კილომეტრამდე გაიზრდება. ახალი სისტემების პირველადი ოპერატიული მზადყოფნა 2027 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ რუსეთის აგრესიამ და მეწინავე სისტემების შექმნა-წარმოებამ, ამ გეგმებში ცვლილებები შეიტანა. ახალი გეგმის თანახმად, საწარმოო გამოცდების დასრულება და შემკვეთისთვის ნაწარმის წარდგენა (ფაქტობრივად საჯარისო გამოცდები) 2019 წელს მოხდება, ხოლო პირველად ოპერატიულ მზადყოფნას თვითმავალმა ჰაუბიცამ 2023 წელს უნდა მიაღწიოს.





წყარო: