Saturday, March 17, 2018

ამერიკელი გენერალი კონკოს ინცინდეტნის შესახებ - "კი რუსები" და "კი, 200-300 კაცი დაკარგეს"

NBC-ის ჟურნალისტის, რიჩარდ ენგელსის, რეპორტაჟი სირიიდან, იმის შესახებ, თუ როგორ ყვება ამერიკელი გენერალი, პროასადურ ძალებზე, რომელთა რიგებში რუსი დაქირავბულებიც შედიოდნენ,  კოალიციის ავიადარტყმების შესახებ. ოპერაცია 7 თებერვალს დეი-ეზ-ზორის პროვინციაში განხორციელდა.

აღნიშნული ინცინდეტის შესახებ ბლოგზე არერთხელ ვწერდი:

რუსი დაქირავებულების საარტილერიო დანადგარის განადგურების მომენტი

"ჩვენ სირიის აღმოსავლეთ რაიონს ამერიკულ სპეცდანთან ერთად ვკვეთავთ. ბრიგადის გენერალი, ჯონათან ბრაგა, გვიყვება, რომ ეს სასოფლო ტერიტორია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების საყრდენს წარმოადგენდა, და რომ ამ ესტრემისტებმა აქედან დაიხიეს. მაგრამ ამჟამად, მისი სიტყვების თანახმად, ამერიკელები შიშობენ, რომ მოუწევთ ახალ მოწინააღმდეგესთან - რუსებთან კონფლიქტში შესვლა.

ჩვენ კონკოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ მივემართებით, აქ ამერიკელი სამხედროების ბაზაა განთავსებული. მას შემდეგ, რაც ამერიკელი ძალები, გასულ თვეს, დარტყმის ქვეშ მოხვდნენ, ამ ბაზაზე ჟურნალისტებმა პირველად მოახერხეს აქ მოხვედრა.
მიახლოებით 500 მებრძოლი, მათ შორის რუსი დაქირავებულები, საერთაშორისო ინცინდეტნში იყვნენ ჩართულები. ამ ინცინდენტის შესახებ ინფორმაცია დღემდე გასაიდუმლოებული იყო.

- იმ ღამეს ჩვენ არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოვყევით. ზუსტად ის ადგილი, სადაც ახლა დგეხართ, ოცდაათჯერ დამუშავდა საცეცხლე საშუალებებით", - ყვება გენერეალი ბრაგა. როგორც ამბობს, ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსებს ცხელი ხაზით.

- ანუ თქვენ დაურეკეთ მათ და უთხარით: "შეწყვიტეთ"?

- კი, ზუსტად მასე.

- და მათ რა გიპასუხეს?

- რომ ეს მათი ძალები არაა.

აერიკელ სამხედროებს ამაში ეჭვი შეეპარათ, როგორც ბრაგა ამბობს, კონტრიერიშის წამოწყების მიზნით, ისინი ამ შენობაში შეიკრიფნენ. ამოქმედდა არტილერია და ავიაცია.
- და განადგურდა 200-300 რუსი სამხედრო ხო?

- მე ვიტყოდი რომ ეს ჩვენს შეფასებებთან საკმაოდ ახლოსაა.

- თქვენ არ შეგეშინდათ რომ ეს, რუსეთთან ნამდვილ ომში შეიძლებოდა გადაზრდილიყო?

- ჩვენ ეს რეალურად გვაღელვებდა.

რუსი დაქირავებულები, როგორც აშშ-ს სარდლობის წარმომადგენელმა უთხრა NBC-ს ჟურნალისტს, "Вагнер"-ის ჯგუფის რიგებში ირიცხებოდნენ - კერძო სამხედრო კომპანიაში, რომელიც ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება. ამ გავლენიან ოლიგარქს "პუტინის შეფ-მზარეულს" უწოდებენ.

ამერიკელებმა დაქირავებულთა საუბრების გადაჭერა მოახერხეს, სადაც ისინი მძიმე დანაკარგებზე ჩივიან:
"მათ ნაკუწებად დაგვხიეს, აქ სრული ჯოჯოხეთია!"
"იანკებმა თავისას მიაღწიეს".
სავარაუდოდ დაქირავებულები ამაზე არ გაჩერდებიან. გენერალ ბრაგამ ჩვენ ბაზის გარეთ წაგვიყვანა და გვანახა მიმართულება, თუ საიდანაა მოსალოდნელი მსგავსი იერიშები:

- იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამე აღარ განმეორდება, - ამბობს ის, - და თუ განმეორდება, მაშინ ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით.

რიჩარდ ენგელი:

 - კრემლი ან კი ამტკიცებს რომ რუსი სამხედროები არ იყვნენ ამ შემთხვევაში ჩარეულები, მაგრამ მაინც აღიარებს რამოდენიმე მათგანის სიკვდილის ფაქტს. ამერიკელი სამხედროეისთვის, სირიაში, ეს საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია. ისინი აქ სილამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად არიან, მაგრამ ყველაზე ხშირად უწევთ ისეთ სიტუაციებში მომქედება, რომლებშივ "ჯუნგლების კანონი" მოქმედებს.


წყარო:

Thursday, March 15, 2018

რუსეთ 2019 წელს მარსე მისიას აგზავნის

საღამო იუმორით იწყება :P
2019 წელს რუსეთი მარსზე მისიას გაუშვებს, ასევე დაგეგმილია მთვარის გამოკვლევაც, ხოლო რუსი სპეციალისტები თანამგზავრის პოლუსებზე გადმოსხდომას შეეცდებიან. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა, ВГТРК-ს ჟურნალისტს, ანდრეი კონდრაშოვს, განუცხადა.

"შორეული კოსმოსის, მთვარის დ მარსის შესასწავლად თავიდანუპილოტო გაშვებებს განვახორციელებთ, ხოლო შემდეგ პილოტირებად მისიებზე გადავალთ" - დასძინა პრეზიდენტმა.

წყარო:

P.S. პირველი აპრილი ჯერ შორსაა და მგონი მაგარ რაღაცას ეწევიან კრემლში. როგორ მოუთმენლად ველი 2019 წელს, რო მწრედ დავცინო ამ წინა საარჩევნო ბაქიბუქს :D

Wednesday, March 14, 2018

ავსტრალიის არმია 211 ცალი ქსმ Boxer-ს 3,3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს



ავსტრალიის ისტორიაში შეიარაღების ყველაზე მსხვილი შესყიდვა. 211 ცალ თვლიან ქსმ Boxer-ს, ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო, 3,3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს. გერმანულმა მანქანამ კონკურსი BAE Systems Patria AMV-35-1 აჯობა.ამის შესახებ facebook გვერდზე უკვე ვწერდი (იხილეთ ბმულზე - The Dead District).
აი სრულიად დეპრესიული ფასია, ოქროს კორპუსი და ბრილიანტის ხიდები უყენია ალბათ. რა გვეთქმის, მივულოცოთ Rheinmetall-ს. 

წყარო:


შესყიდვის ძირითადი მომენტებია:
  • თავდაცვის სამინისტრო მოელის რომ, მანქანა 30 წელი იმსახურებს
  • შესყიდვის შედეგად ავსტრალიაში 1450 სამუშაო ადგილი გაჩნდება
  • ქსმ-ები მაღალი რისკის სამშვიდობო ოპერაციებისთვის იქნება აღჭურვილი

ავსტრალიის კონკურს Land 400-ის შესახებ, ბლოგზე რამდენჯერმე განთავსებული იყო ფოტო მასალა და ინფორმაცია:

იტალიურმა F-35A ტიპის გამანადგურებლებმა ჰაერი-ჰაერის როლში ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწიეს

იტალიის საჰაერო ძალების F-35A Lightning II-ბმა წარმატებით მიაღწიეს ჰაერი-ჰაერის როლში პირველად (IOC - Initial Operational Capability) ოპერატიულ მზადყოფნას. აღნიშნული ტიპის გამანადგურებლებით იტალიის საჰაერო ძალების, ავიაბაზა Amendola-ზე ბაზირებული, 32-ე ფრთის (Stormo), მე-13 ესკადრილიაა (Gruppo) აღჭურვილი.

2018 წლის 1 მარტიდან, Aeronautica Militare-სთვის განკუთვნილი, ხუთი Stealth გამანადგურებელი, მხარდაჭერას უწევს SSSA-ს (Servizio Sorveglianza Spazio Aereo - აეროკოსმოსური დაკვირვების სამსახური). ამ მისიისთვის სტანდარტული კონვენციური დატვირთვით (Standard Conventional Load (SCL)), AIM-120C5 AMRAAM-ებით, აღჭურვილები დაფრინავენ. ეს იმას ნიშნავს რომ, გამანადგურებლებს, საჭიროების შემთხვევაში, QRA (Quick Reaction Alert) ტიპის რეგულარული ოპერაციების შესრულება შეუძლიათ. 
"ჰაერი-ჰაერის" როლში პირველადი საწყისი მზადყოფნა, სწავლების ხანგრძლივი პერიოდის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის დროსაც F-35-ები ახორციელებდნენ სასწავლო აღმასვლას (Training Scrambles), ასევე მნიშვნელოვანი იყო ისეთ თვითმფრინავებთან, როგორებიცაა Typhoons, G550 CAEW (Conformal Airborne Early Warning) და T-346,  შეთანხმებული მოქმედების დახვეწა. გასულ წელს, იტალიურმა Lightning-ებმა, ისე მაშტაბურ ეროვნულ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა, როგორიცაა Vega 2017.

აღსანიშნავია რომ, 2016 წელს როდესაც იტალიის საჰაერო ძალებს პირველი F-35-ები გადასცეს, ის გახდა ამ ტიპის გამანადგურებლის პირველი არაამერიკელი მფლობელი.

წყარო:

Sunday, March 11, 2018

რუსეთი საჰაერო-კოსმოსური ძალები ჰიპერბგერით სარაკეტო კომპლექს "Кинжал"-ს ითვისებენ

როგორც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, 2018 წლის 10 მარტს, საჰაერო-კოსმოსური ძალების ეკიპაჟმა, МиГ-31 ტიპის გამანადგურებლით,  "Кинжал"-ის ტიპის ზეზუსტი ჰიპერბგერითი საავიაციო რაკეტის (რაკეტის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერი - Не имеет аналогов - პუტინი რუსეთის საიდუმლო იარაღის შესახებ) პრაქტიკული სასწავლო-საბრძოლო გაშვება განახორციელა.



საცდელი-საბრძოლო მორიგეობის ფარგლებში გზაგადამჭრელ-გამანადგურებელმა აფრენა სამხრეთ-სამხედრო ოლქში მდებარე აეროდრომიდნ განახორციელა

სროლებმა წარმატებით ჩაიარა, ჰიპერბგერითმა რაკეტამ პოლიგონზე დანიშნული სამიზნე გაანადგურა.

სროლის დროს დადასტურდა ჰიპერბგერითი რაკეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და დროის მაჩვენებლები.
"Кинжал"-ის ტიპის ზეზუსტი საჰაერო რაკეტა, სახმელეთო და საზღვაო მიზნების გასანადგურებლადაა განკუთვნილი.

P.S. როგორც ჩანს კომპლექს "Кинжал"-ის აერობალისტიკურია რაკეტა, რუსული, კარგად ცნობილი, ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექს "Искандер"-ში შემავალი, 9М723-ის ტიპის, რაკეტის კლონია. იმის გათვალისწინებით რომ, რაკეტა 9М723 ტრაექტორიის მონაკვეთზე ფაქტიურად 7 Mach სიჩქარეს ანვითარებს, პუტინის განცხადება, ჰიპერბგერითი რაკეტის შექმნის შესახებ, არარეალურად სულაც არ ჟღერს.