როგორც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, 2018 წლის 10 მარტს, საჰაერო-კოსმოსური ძალების ეკიპაჟმა, МиГ-31 ტიპის გამანადგურებლით, "Кинжал"-ის ტიპის ზეზუსტი ჰიპერბგერითი საავიაციო რაკეტის (რაკეტის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერი - Не имеет аналогов - პუტინი რუსეთის საიდუმლო იარაღის შესახებ) პრაქტიკული სასწავლო-საბრძოლო გაშვება განახორციელა.
საცდელი-საბრძოლო მორიგეობის ფარგლებში გზაგადამჭრელ-გამანადგურებელმა აფრენა სამხრეთ-სამხედრო ოლქში მდებარე აეროდრომიდნ განახორციელა
სროლებმა წარმატებით ჩაიარა, ჰიპერბგერითმა რაკეტამ პოლიგონზე დანიშნული სამიზნე გაანადგურა.
სროლის დროს დადასტურდა ჰიპერბგერითი რაკეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და დროის მაჩვენებლები.
"Кинжал"-ის ტიპის ზეზუსტი საჰაერო რაკეტა, სახმელეთო და საზღვაო მიზნების გასანადგურებლადაა განკუთვნილი.
P.S. როგორც ჩანს კომპლექს "Кинжал"-ის აერობალისტიკურია რაკეტა, რუსული, კარგად ცნობილი, ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექს "Искандер"-ში შემავალი, 9М723-ის ტიპის, რაკეტის კლონია. იმის გათვალისწინებით რომ, რაკეტა 9М723 ტრაექტორიის მონაკვეთზე ფაქტიურად 7 Mach სიჩქარეს ანვითარებს, პუტინის განცხადება, ჰიპერბგერითი რაკეტის შექმნის შესახებ, არარეალურად სულაც არ ჟღერს.
No comments:
Post a Comment