Friday, March 13, 2015

„დელტასა“ და Keysight Technologies–ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

სახელმწიფო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ელექტრონული საზომი ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერის Keysight Technologies–ის წარმომადგენელი გახდა. „დელტასა“ და Keysight Technologies–ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

„დელტასა“ და Keysight Technologies–ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

კომპანია Keysight Technologies „დელტას“ მიერ გამოსაშვები შეიარაღების პროგრამულ უზრუნველყოფას განახორციელებს, რაც საქართველოში ელექტრონული შეიარაღების სისტემების წარმოების საკითხს განავითარებს.
Keysight Technologies ელექტრონული საზომი ინსტრუმენტები, სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა და მომსახურება ელექტრონული მოწყობილობების წარმოებაში გამოიყენება. კერძოდ, ციფრული აპარატურის, სხვადასხვა სიხშირეებისა და მოდელირებაში და ა.შ.
კომპანია Keysight Technologies ელექტრონული სქემების შესამუშავებლად ისეთ პროგრამებს ამზადებს,რომლებითაც საზომი – ელექტრონული მოწყობილობების წარმოებაა შესაძლებელი. ამ მოწყობილობებით სიხშირული სპექტრის გაზომვა, ელექტრონული სიგნალების შემოწმება და მიკროსქემების ფუნქციონირებაა შესაძლებელი.
როგორც „დელტას“ გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი აცხადებს, ნებისმიერი პროექტი, რომელსაც სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი ახორციელებს, საკონტროლო გამზომ აპარატურას აუცილებლად საჭიროებს, იმისთვის, რომ მოხდეს არა მხოლოდ მისი სწორი დეველოპმენტი, არამედ შემდეგ სერიაში სწორად ჩაშვებაც.
„ზუსტად ამ საკონტროლო გამზომი აპარატურის სტანდარტიზაციასა და შემდგომ უკვე მის კონტროლზეა დამოკიდებული, რამდენად ხარისხიანი და სტაბილური პროდუქცია იქმნება საბოლოოდ. ჩვენ ვგეგმავთ, კიდევ რამდენიმე წამყვან კომპანიასთან გავაფორმოთ შესაბამისი ხელშეკრულებები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადიოსიხშირული და ელექტრონული მიმართულებებით ვმუშაობთ და ჩვენი მიზანია „დელტას“ ნებისმიერი მაღალი დონის ტექნოლოგიაზე წვდომა ჰქონდეს, რომელიც დღეს სხვა წამყვანი კომპანიებისთვის არის ხელმისაწვდომი“, – აცხადებს უჩა ძოძუაშვილი.
მისივე თქმით, სამომავლოდ, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რასაც „დელტა“ იწყებს, არის ის, რომ გაზარდოს კადრები, რომლებმაც საბოლოოდ საქართველოს მომავალი წინსვლა უნდა უზრუნველყონ.
„კომპანია Keyside–სთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ, ავაშენოთ და მოვაწყოთ სპეციალური ლაბორატორია, სადაც ახალგაზრდა კადრები შეძლებენ გამზომი აპარატურის საბაზო ცოდნას დაეუფლონ და ისწავლონ მისი გამოყენება.  ასევე ექნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში განახორციელონ სხვადასხვა ტიპის ელექტრონული სქემები, სხვადასხვა მოწყობილობების დიზაინი და განვითარება. ეს არის მთავარი იმ ვაკუუმის შესავსებად, რაც დღეისათვის „დელტას“ გააჩნია“, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.
ძოძუაშვილის თქმითვე, დღესდღეობით კომპანიას 40 მაღალკვალიფიციური ელექტრონული დიზაინის სპეციალისტი და პროგრამისტი ესაჭიროება, რომელთა პოვნაც შეუძლებელია, იმის გამო, რომ კადრები, რომლებიც ასეთი სპეციფიური ტიპის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს.
„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი არა მარტო დელტასთვის, არამედ საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველა ელექტრონული დიზაინ კომპანიისთვის, ვინაიდან მათ ექნებათ შეუზღუდავი წვდომა იმ ადამიანურ რესურსზე, რომელიც ამ ლაბორატორიის ბაზაზე გაიზრდება. შესაბამისად,საქართველოში, ამ მთლიანად ამ ინდუსტრიის მიმართულებით, დადებითი შედეგი დადგება“, – აცხადებს უჩა ძოძუაშვილი.
კომპანია Keysight Technologies ელექტრონული საზომი ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერია. მისი ელექტრონული საზომი ინსტრუმენტები, სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა და მომსახურება ელექტრონული მოწყობილობების წარმოებაში გამოიყენება.

Keyside Agilent Technologies შვილობილი კომპანიაა. Agilent Technologies 1999 წელს დაფუძნდა, როგორც Hewlett-Packard-ის კორპორაციიდან გამოყოფილი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია, რომელმაც  75 წლის წინ საზოგადოებას HP-ის პირველი საგამოცდო ინსტრუმენტი წარუდგინა.   

2013 წლის 19 სექტემბერს Agilent Technologies-ია 2 კომპანიად გაიყო.

2014 წლის 1 აგვისტოს კი, ახალმა კომპანიამ Keysight Technologies-მა დაიწყო მუშაობა, როგორც Agilent-ის შვილობილმა კომპანიამ.



წყარო: