воскресенье, 1 апреля 2018 г.

უახლესი გერმანული შაშხანა Heckler&Koch HK433 Ver 4 RAL 8000

ინტერნეტ რესურს Soldier System Daily-ზე, ავტომატური შაშხანა HK433 от Heckler&Koch-ის ბოლო, მე-4 ვერსიის, ექსკლუზიური ფოტოები გმოქვეყნდა.

შაშხანა ჯერ ოფიციალურად არ გამოშვებულა, რადგანაც ჯერ შემუშავების და ბუნდესვერის გამოცდების სტადიაშია.
ფოტოებზე შაშხანა ახალ, ყავისფერ-მწვანე, ეგრეთ წოდებულ RAL 8000 ფერებშია. ლულის კოლიფის ზედა და ქვედა ნაწილის ფერები სხვადასხვა საწარმოო პროცესებისა და მასალების გამო ერთმანეთს არ ემთხვევა.
HK433-ის მუშაობის აირების გაზის დგუშზე მოქმედების პრინციპს ემყარება. შაშხანა მოდულურია და აღჭურვილი სხვადასხვა სიგრძილს ლულებით, ამბიდექსტრული მართვის ორგანოებით და ცეცხლის გადართვის ორნაირი, AR-ის ან HK-ს მსგავსი ბერკეტით, გააჩნია შემკვეთი რომელს აირჩევს. მას ასევე გააჩნია მჭიდის მიმღები AR-ისებური ყელი და G36-ის ტიპის გადასატენი ბერკეტი. შაშხანა 3,4 კილოს იწონის.
ეს ჯერ არაა ფინალური ვარიანტი - გამოსაშვებად მე-5 ვერსიას ამზადებენ, რომელშის გადასატენი ბერკეტი უკან იქნება გადმოტანილი, რადგანაც ახლანდელ მდგომარეობაში შეიძლება ისეთ აქსესუარებს შეუშალოს ხელი, როგორიცაა მაგალითად ფანარი. გადატენის ბერკეტის გადატანა საპირისპირო მხარესაცაა შესაძლებელი.
HK433 ბუნდესვერის ახალი შაშხანის ტენდერში მონაწილეობს, მასთან ერთად ტენდერში ისეთი შაშხანებია ჩართული, როგორებიცაა HK416, Haenel Defence MK 556 და Steyr-Mannlicher RS556. გამარჯვებულს წლის ბოლოს გამოავლენენ.

HK433 აღჭურვილი იქნება მე-3 თაიბის პოლიმერული მჭიდებით (Gen3 Polymer Magazine).
 

წყარო:

შეგახსენებთ რომ, ბლოგზე არაერთხელ დაიწერა ბუნდესვერის შაშხანების პრობლემებსა და ახალი შაშხანის ტენდერის შესახებ, სტატიები შემდეგ ბმულებზე იხილეთ:

"მეჭეჭა" ახალ ფრთებს მიიღებს

აშშ-ს საჰაერო ძალებს იმედი აქვს რომ, მოიერიშე A-10 Thunderbolt II მწყობრში 2030 წლამდე დარჩება.  როგორც ინტერნტეტ რესურს http://aviationweek.com-ზე დაიწერა, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ მოიერიშის ფრთების ხელახალ წარმოებაში ჩასაშვებად 103 მილიონი დოლარი გამოყო.

80-იან წლებში აშშ-ს საჰაერო ძალებს არ სურდათ A-10 Thunderbolt II ტიპის მოიერიშის შეიარაღებაზე მიღება, მაგრამ ეხლა ყველანაირად ცდილობენ მისთვის სასმახურის ვადის გაგრძელებას. კერძოდ მაშინ, A-10 Thunderbolt II-ის ნაცვლად, შეთავზებული იყო გამანადგურებელ  F-16-ის ვარიანტი, სახელწოდებით А-16. მაგრამ 1991 წელს, სპარეთის ყურეში, А-10-ის გამოყენების პირველივე შემთხვევის შემდეგ, მანქანამ დიდი პატივისცემა დაიმსახურა, ხოლო მისი GAU-8 Avenger-ის ტიპის ქვემეხის ღმული, აშშ-ს საიერიშო ავიაციის სავიზიტო ბარათი გახდა.

А-10 Thunderbolt II შეიარაღებაზე 1977 წელს მიიღეს, და სპეციფიკური იერის გამო "მეჭეჭად" (Warthog) მონათლეს. ეს მოიერიშეები, მათი მძლავრი შეიარაღების დამსახურებით, სახმელეთო ოპერაციების განხორციელების დროს საკმაოდ მოთხოვნადია. ამჟამად აშშ-ს საჰაერო ძალების სამსახურში ამ ტიპის 170 მოიერიშეა, აქედან 109 მანქანას ფრთების შეცვლა ესაჭიროება.

2018 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ, ახალი ფრთების საწარმოო ხაზის ასამუშავებლად, 103 მილიონი დოლარი გამოყო. მიმდინარე წელს საჰაერო ძალები პირველ ოთხ კომპლექტს მიიღებენ, რომელთა დახმარებითაც A-10 Thunderbolt II-ს სიცოცხლის ციკლი 2030 წლამდე გაუგრძელდება.