Saturday, July 26, 2014

მწარე რეალობა – მაშინ და ეხლა

პრორუსი ტერორისტების კუთვნილი ХТЗ-10 (МТ-ЛБу–ს უკრაინული ვერსია) – ამ მანქანის შესახებ არაერთხელ ვწერდი ბლოგზე:

იყო ასეთი..........


გახდა ასეთი – მას მერე რაც დ.პ. ლისიჩანსკი ბატალიონ დონბასმა აიღო


 ეს კიდევ უკრაინული არმიის კუთვნილი Т-64БВ "Справедливый Хохол"

იყო ასეთი..............

გახდა ასეთი............

სსსტც ,,დელტას’’ ოფიციალური განცხადება

25 ივლისს საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობისა და მთავრობის შემადგენლობის შეხვედრაზე სსსტც ,,დელტას,, მუშაობის გაჩერების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა. დღეისათვის სსსტც ,,დელტა,, და მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა საწარმო და სამეცნიერო ინსტიტუტი ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას.

ჩვენს საწარმოებში სერიულ წარმოებაშია ჩაშვებული ქართული ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ნაღმები, ნაღმმტყორცნები, სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავები და სხვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები მათი ჯავშანფილების ჩათვლით მთლიანად საქართველოში, საწარმო დელტაშია დამზადებული. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჯავშანმქანების შექმნასა და მოდერნიზებაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სსსტც ,,დელტა,, სამხედრო-სამეცნიერო ორგანიზაციაა, სადაც მიმდინარე პროექტების და სამხედრო ნაკეთობების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებას ექვემდებარება.

ქართული სამხედრო მრეწველობის გულშემატკივრებს კი მომავალშიც ბევრ სიახლეს ვპირდებით.

ველოდებით!!!

წყარო:

P.S. ფოტოზე მე 10 ცალი "დიდგორი–3" დავთვალე.

Friday, July 25, 2014

კიდევ ერთი სრულებით განადგურებული ერაყული M1A1M

რამადის პროვინცია, ქალაქი ანბარი – განადგურებული ერაყული კოლონა, მოსჩანს ერაყის არმიის კუთვნილი განადგურებული ჯტრ M-113, ჯავშანმანქანა HMMWV და ტანკი M1A1M. ეს უკანასკნელი მარჯვენა ბორტშია დაზიანებული და დაზიანების შედეგად გამოწვეული ხანძრის კვალიც ეტყობა.

უკრაინელი სამხედროების ჯავშანთვითშემოქმედება

 




Thursday, July 24, 2014

Т-64–ის ახალი მოდერნიზაცია

ხარკოვის ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხანაში (Харьковский БТРЗ) ტანკების კაპიტალური რემონტის გარდა მათი მოდერნიზაციაც ხორციელდება. ფოტოებზე წარმოდგენილია მოდრენიზირებული Т-64Б/Б1. მანქანა აღჭურვილია ახალი დინამიკური დაცვით. დინამიკური ელემენტები კარგად ფარავს ტანკის როგორც კორპუსის ასევე კოშკურის წინა სექტორს, ასევე საკმაოდ კარგადაა დაცული კორპუსის ბორტები – დინამიკური დაცვა ძრავა ტრანსმისიის განყოფილბამდეა დამონტაჟებული.
ტანკი აღჭურვილია მემიზნის სამიზნე კომპლექსი 1Г42–ით. მთლიანობაში ტანკზე ცმს 1А33 დარჩა.
ყურადღებას იქცევს ისევე კოშკურის უკანა ნაწილში დაყენებული ნიშა – რომელიც დამატებითი საბრძოლო მარაგისა და სათადარიგო ქონებისთვისაა განკუთვნილი.

თვითონ სამოდერნიზაციო ტექნიკას ქარხანა საკუთარი სადგომებიდან იღებს, სადაც ღია ცის ქვეშ დიდი რაოდენობით ტანკები აყენია და უსაქმურად ჟანგდება


სარემონტო ცეხში ხდება ტანკების სრული დაშლა და განახლება

წყარო:
Не такое уж кладбище
Новая модернизация Т-64

ისრაელის არმიის ჯავშანტექნიკის სიახლეები გაზას სექტორში

უცნობია მიმდინარეობდა თუ არა ჯტრ Namer–ის ბაზაზე საშტაბო–სამეთაურო მანქანის შექმნა, მაგრამ ქვემოთ მოყვანილ მანქანა, ანტენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ საშტაბო–სამეთაურო მანქანა უნდა იყოს

ასევე გამოჩნდა Magach–ის (М60А3) სარაკეტო მოდიფიკაციაც (ამ მანქანის შესახებ შარშან მაისში უკვე ვწერდი – ებრაული Magach–ის ახალი მოდიფიკაცია)

ფოტოზე კარგად ჩანს კოშკურის უკანა ნაწილში განთავსებული ტსმრ Spike–ს გამშვები კონტეინერები

მანქანის რადიოლოკაციური სადგური გაშლილ მდგომარეობაში

Gripen NG–ს (F) მაკეტი ავიასალონ Farnborough–2014

კომპანია SAAB–მა ბრიტანეთში, ავიასალონ Farnborough–2014–ზე წარმოადგინა მრავალფუნქციური, მსუბუქი გამანადგურებლის Gripen NG–ს (იგივე Gripen F) სრულმაშტაბიანი მაკეტი.

ფოტოების წყარო:

ინფორმაცია გამანადგურებლის შესახებ:


გამანადგურებლის კოკპიტი

გამანადგურებლის არსენალი – კორპუსის ქვეშ 3 ცალი ჰჰ კლასის რაკეტა Meteor, ფრთების ქვეშ კორეკტირებადი ავიამომბები SDB და გვერდით ხსრ RBS-15F


3 ცალი ჰჰ კლასის რაკეტა Meteor

კორეკტირებადი ავიამომბები SDB

ხსრ RBS-15F

გამანადგურებელი აღჭურვილი იქნება აცსც–თი (AESA) ES-05 "Raven"-ით

Wednesday, July 23, 2014

Merkava–ს მოდულური ჯავშანის სტრუქტურა

საინტერესო ფოტო თემით დაინტერესებულთათვის – Merkava Mk3 Baz–ის (Mk3D) ჯავშანმოდულის სტრუქტურა. ჩანს 3–4 შრიანი NERA (Non Explosive Reactive Armour - არა ფეთქებადი რეაქტიული ჯავშანი)


ორიგინალი აღებულია ტარასენკოს ბლოგიდან:

NATO vs СССР - ტექნიკის საბრძოლო პოტენციალის შედარება

ფოტოზე ტანკები Т-80БВ (გერმანიაში საბჭოთა ჯარების დაჯგუფების)


ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა (CIA) საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკუმენტი სსრკ–ში 1977 წელსაა შედგენილი, ხოლო ინგიისურად 1980 წელსაა ნათარგმნი და გამოცეული. მასში მოყვანილია ვარშავის პაქტისა და NATO–ს წევრი ქვეყნების ჯავშანტექნიკის, ჰსთ, ტანკსაწინააღმდეგო და ავიატექნიკის სამხედრო–ტექნიკური დონის კოოფიციენტი (სტდკ).
დოკუმენტში ათვლის ერთეულად საბჭოთა ტანკი, Т-55–ია აღებული და მისი საბრძოლო პოტენციალი 1 ტოლია. სხვა დანარჩენი ტექნიკა მასთან შედარებაშია შეფასებული.
როგორც ცხრილიდან ჩანს სსრკ–ს ტანკებში საუკეთესო Т–80 (improved) და Т–64Б იყო, რომელთა საბრძოლო პოტენციალიც შესაბამისად 2.80 და 2.10 იყო.
დასავლეთში ანალოგიური მაჩვენებელი გერმანულ Leopard-2 (2.40) და ამერიკულ ექსპერიმენტალურ XM-1 (2.50) აქვს. თუმცაღა ეს ტანკები ჯერ სერიული არ იყო და იმ დროისათვის დასავლეთში სერიული ტანკების Leopard-1A4 და Chieftain-mk-5–ის საბრძოლო კოოფიციენტი მხოლოდ და მხოლოდ 1.50–ის ტოლი იყო.
თავის მხრივ საბჭოთა БМП-1–ს (0.80) გერმანულ Marder–ზე (0.45) უკეთესი საბრძოლო კოოფიციენტი აქვს.



ავიაციაში როგორც ცნობილია, იმ დროს სსრკ–ს საკმაოდ ცუდად ჰქონდა საქმე – 1977 წლისათვის საუკეთესო საბჭოთა გამანადგურებელი МиГ-23 (4.0) ამერიკული F-4E–ს (4.1), ფრანგული Mirage. 1 (4.4) და შვედური JA-37-ის (3.8) დონეზე იყო და ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ დროს უკვე ისეთ სერიულ გამანადგურებლებთან, როგორებიცაა:
F–14 – 11.9 კოოფიციენტი
F–15 – 9.5 კოოფიციენტი
F–16 – 8.5 კოოფიციენტი (დოკუმენტზე ხელითაა მიწერილი)

სწორედ ამ პერიოდში სსრკ–ში გამალებული მუშაობა მიდიოდა, ამ ახალი, მე–4 თაობის გამანადგურებლების საპირწონე МиГ-29-სა  Су–27–ის შესაქმნელად, რომლებიც 80–იანი წლების შუა პრეიოდში იქნა ჩაშვებული სერიაში და სწორედ მაშინ დაიწყო აშშ–მ მე–5 თაობის გამანადგურებელის პროგრამა ATF–ზე მუშაობა, რომელიც მხოლოდ 20 წლის მერე იქნა სერიაში ჩაშვებული სახელწოდებით F–22.
დოკუმენტის მიხედვით საბჭოთა დამრტყმელი ვერტმფრენი Ми-24Д–ს და ამერიკული „Huey Cobra“–ს საბრძოლო პოტენციალი ერთნაირი იყო და 2.0 უდრიდა, ხოლო Ми-24В უკვე ორივეს ჯობდა თავისი მაჩვენებლით და მისი კოოფიციენტი 2.4 იყო.
ასევე “Iroquois”-თან (1.2) შედარებით უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა საბჭოთა მრავალფუნქციურ ვერტმფრენ Ми-8ТВ (1.6).

მთლიანად დოკუმენტი შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ:
COMBAT POTENTIALS of the Armament and Combat Equipment of the Ground Forces and Aviation of the USSR and of the Armies of the Probable Enemy and Table of Combat Potentials of Large Units