ფოტოზე ტანკები Т-80БВ (გერმანიაში საბჭოთა ჯარების დაჯგუფების)
დოკუმენტში ათვლის ერთეულად საბჭოთა ტანკი, Т-55–ია აღებული და მისი საბრძოლო პოტენციალი 1 ტოლია. სხვა დანარჩენი ტექნიკა მასთან შედარებაშია შეფასებული.
როგორც ცხრილიდან ჩანს სსრკ–ს ტანკებში საუკეთესო Т–80 (improved) და Т–64Б იყო, რომელთა საბრძოლო პოტენციალიც შესაბამისად 2.80 და 2.10 იყო.
დასავლეთში ანალოგიური მაჩვენებელი გერმანულ Leopard-2 (2.40) და ამერიკულ ექსპერიმენტალურ XM-1 (2.50) აქვს. თუმცაღა ეს ტანკები ჯერ სერიული არ იყო და იმ დროისათვის დასავლეთში სერიული ტანკების Leopard-1A4 და Chieftain-mk-5–ის საბრძოლო კოოფიციენტი მხოლოდ და მხოლოდ 1.50–ის ტოლი იყო.
თავის მხრივ საბჭოთა БМП-1–ს (0.80) გერმანულ Marder–ზე (0.45) უკეთესი საბრძოლო კოოფიციენტი აქვს.
ავიაციაში როგორც ცნობილია, იმ დროს სსრკ–ს საკმაოდ ცუდად ჰქონდა საქმე – 1977 წლისათვის საუკეთესო საბჭოთა გამანადგურებელი МиГ-23 (4.0) ამერიკული F-4E–ს (4.1), ფრანგული Mirage. 1 (4.4) და შვედური JA-37-ის (3.8) დონეზე იყო და ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ დროს უკვე ისეთ სერიულ გამანადგურებლებთან, როგორებიცაა:
• F–14 – 11.9 კოოფიციენტი
• F–15 – 9.5 კოოფიციენტი
• F–16 – 8.5 კოოფიციენტი (დოკუმენტზე ხელითაა მიწერილი)
სწორედ ამ პერიოდში სსრკ–ში გამალებული მუშაობა მიდიოდა, ამ ახალი, მე–4 თაობის გამანადგურებლების საპირწონე МиГ-29-სა Су–27–ის შესაქმნელად, რომლებიც 80–იანი წლების შუა პრეიოდში იქნა ჩაშვებული სერიაში და სწორედ მაშინ დაიწყო აშშ–მ მე–5 თაობის გამანადგურებელის პროგრამა ATF–ზე მუშაობა, რომელიც მხოლოდ 20 წლის მერე იქნა სერიაში ჩაშვებული სახელწოდებით F–22.
დოკუმენტის მიხედვით საბჭოთა დამრტყმელი ვერტმფრენი Ми-24Д–ს და ამერიკული „Huey Cobra“–ს საბრძოლო პოტენციალი ერთნაირი იყო და 2.0 უდრიდა, ხოლო Ми-24В უკვე ორივეს ჯობდა თავისი მაჩვენებლით და მისი კოოფიციენტი 2.4 იყო.
ასევე “Iroquois”-თან (1.2) შედარებით უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა საბჭოთა მრავალფუნქციურ ვერტმფრენ Ми-8ТВ (1.6).
მთლიანად დოკუმენტი შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ:
COMBAT POTENTIALS of the Armament and Combat Equipment of the Ground Forces and Aviation of the USSR and of the Armies of the Probable Enemy and Table of Combat Potentials of Large Units
COMBAT POTENTIALS of the Armament and Combat Equipment of the Ground Forces and Aviation of the USSR and of the Armies of the Probable Enemy and Table of Combat Potentials of Large Units
No comments:
Post a Comment