ხარკოვის ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხანაში (Харьковский БТРЗ) ტანკების კაპიტალური რემონტის გარდა მათი მოდერნიზაციაც ხორციელდება. ფოტოებზე წარმოდგენილია მოდრენიზირებული Т-64Б/Б1. მანქანა აღჭურვილია ახალი დინამიკური დაცვით. დინამიკური ელემენტები კარგად ფარავს ტანკის როგორც კორპუსის ასევე კოშკურის წინა სექტორს, ასევე საკმაოდ კარგადაა დაცული კორპუსის ბორტები – დინამიკური დაცვა ძრავა ტრანსმისიის განყოფილბამდეა დამონტაჟებული.
ტანკი აღჭურვილია მემიზნის სამიზნე კომპლექსი 1Г42–ით. მთლიანობაში ტანკზე ცმს 1А33 დარჩა.
ყურადღებას იქცევს ისევე კოშკურის უკანა ნაწილში დაყენებული ნიშა – რომელიც დამატებითი საბრძოლო მარაგისა და სათადარიგო ქონებისთვისაა განკუთვნილი.
თვითონ სამოდერნიზაციო ტექნიკას ქარხანა საკუთარი სადგომებიდან იღებს, სადაც ღია ცის ქვეშ დიდი რაოდენობით ტანკები აყენია და უსაქმურად ჟანგდება

სარემონტო ცეხში ხდება ტანკების სრული დაშლა და განახლება
წყარო:
Не такое уж кладбище
Новая модернизация Т-64
No comments:
Post a Comment