Friday, May 16, 2014

ახალი ჩინური ქსმ–ი

ჩინეთი აგრძელებს ჯაბშანტექნიკის ახალ–ახალი მოდელების შექმნას. ამჯერად ქსმ–ის ახალი ვერსია წარმოადგინეს, რომელიც სავარაუდოდ ექსპორტისთვისაა განკუთვნილი და ყველაფერთან ერთად ეს არაა ქსმ ZBD–04 (WZ502G) მორიგი ვერსია, ეს სრულებით ახალი მანქანაა.
წინამორბედ ZBD–04–თან შედარებით, მანქანა ზომებში გაიზარა, შესაბამისად ის უფრო ფართე მუხლუხებითაა აღჭურვილი. საბრძოლო მოდეული ორ ადგილიანია, აღჭურვილია 30მმ–ნი ქვემეხით (რუსული 2А72–ს ანალოგით), ტყვიამფრქვევითა და ტსმრ HJ-73–ით.
მანქანაზე არ აყენია წყალმტყორცნი მოწყობილობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, ჩინელები "ევროპული" გზით წავიდნენ და მსუბუქად შეჯავშნული, მცურავი მანქანის ნაცვლად კარგად დაცული მანქანა შექმნეს. 

შედარებისთვის  ZBD–04

Wednesday, May 14, 2014

დღის ფოტო – დილა მშვიდობისა

დილა მშვიდობისა უკრაინული ნიანგებისგან

Tuesday, May 13, 2014

დილა სასიამოვნოდ იწყება – უკრაინის კრიზისი და ლამაზმანები

უკრაინაში გამწვავებული შიდა და გარე სიტუაციის გამო ქვეყნის შეიარაღებული ძალები საბრძოლო რეჟიმში არიან გადასულები, გამონაკლისს არც საჰაერო ძალები წარმოადგენენ – სწორედ მათთან გასახალისებლად და განსამუხტავად ადგილობრივი მომღერლები და მსახიობები ჩადიან.






საბრძოლო ტექნიკა და ქრისტიანობა

ძაან ხშირია ინტერნეტში გაუთვითცნობიერებელი ხალხის პროტესტი საბრძოლო იარაღის კურთხევასთან დაკავშირებით და ისმის ხოლმე პროტესტი – "იარაღის კურთხევა ვის გაუგია?".
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ სამი სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნის არმიიდან ფოტოებს:

უკრაინული Ми-24П–ეს კურთხევა

ბერძნული AH-64D-ეს კურთხევა

რუსული Ми-28Н–ის კურთხევა

P.S. ასევე მოიძიეთ შუა საუკუნეებში აბჯრისა და იარაღის კურთხევის შესახებ ინფორმაცია და ეს პროტესტი აღარ გაგიჩნდებათ.

Monday, May 12, 2014

ირანის მიღწევები აეროკოსმოსურ და სარაკეტო სფეროში

ისლამური რევოლუციის ლიდერისთვის, აიათოლა სეიდ ალი ჰამეინისთვის, წარდგენილი ამრეიკული უპილოტოს შესახებ უკვე ვწერდი (სტატია ბმულზე – ირანმა ამერიკული RQ-170–ის კლონების წარმოება დაიწყო)
უპილოტოს პრეზენტაცია ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის აეროკოსმოსური ძალების გამოფენაზე განხორციელდა, ამავე გამოფენაზე აიათოლას შეიარაღების სხვა საინტერესო ნიმუშებიც წარუდგინეს, ისეთები როგორებიცაა უპილოტო Shahed 129 და საზენიტო რაკეტა Taer-2–ს გარშემო აწყობილი სხვადასხვა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. კომპლექსები ერთი რაკეტის გარშემოა აწყობილი, მაგრამ ყველა მათგანს სხვადასხვა სახელები აქვს, რაც დამატებით დაბნეულობას იწვევს. მათი შემდეგნაირად დახარისხებაა შეიძლება:
  • უბრალოდ Ra'ad - ეს გარე მიზანჩვენების მქონდე, თვითმავალი გამშვები დანადგარია, რომლესაც საკუთარი დამიზნებისა და დასხივების რლს არ გააჩნია.
  • Ra'ad–2– აღმოჩენისა და გაცილების ოპტიკურ–ელექტრონული სისტემის მქონე კომპლექსი.
  • Tabas - ამ მანქანების რადიოლოკაციური სადგურის მქონე ვარიანტი. ძალიან გავს რუსული Бук-М1–ის საბრძოლო მანქანას.
  • 3rd of Khordad - რლს–ითა და სმრ Taer-2B–ით აღჭურვილი საბრძოლო მანქანის ახალი ვარიანტი.
ეს მანქანა წარმოდგენილი იყო სახელწოდებით "3rd of Khordad" (ხორდადის მე–3 – 24 მაისი, ამ დღეს ერაყელი ოკუპანტებისგან ჰორემშაჰი გაანთავისუფლეს). ყურადღებას იქცევს კედელზე გაკრული გრაფიკული გამოსახულება, რომელზეც მთელი კომპლექსის სქემაა გამოსახული და მართვის ნაკვეთური, რომლის ღია კარებშიც საკმაოდ თანამედროვე მრავალფუნქციური ეკრანები მოსჩანს. სისტემას შეუძლია  4 სამიზნის გაცილება და მათი ერთდროული ჩამოგდება რვა რაკეთით.

შემდეგი იყო განსხვავებული რლს–ის მქონე მანქანა "Tabas"

მესამე მანქანა "Ra'ad 2" – რომელსაც არ გააჩნია რლს და გამიზვნას ოპტიკურ–ელექტრონული სისტემით ახდენს

ეს კიდევ სსკ Ra'ad–ის სატვირთოზე დამონტაჯებული ვარიანტია, სავარაუდოდ კომპლექსის რლს და ოეს–იანი მისაბმელი განცალკევებით, უკან დგას. უკანა პლანზე სსკ "Квадрат"–ის რაკეტა 3М9–ას ანალოგიური გამშვები მოსჩანს

ირანში შექმნილი Fateh 110–ის სავარაუდოდ  ახალი ხომალდსაწინააღმდეგო მოდიფიკაცია – Hormuz. თუ წინამორბედ ვარიანტზე, Khalij Fars–ზე ოპტიკური/ინფრაწითელი თდთ ეყენა, Hormuz–ზე სავარაუდოდ აქტიური რადიოლოკაციური თდთ–ს დააყენებენ.

 Hormuz 1\2 რაკეტებით აღჭურვილი თვითმავალი გამშვები მანქანა

მარჯვნივ საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა Sejil, მის წინ ფრთოსანი რაკეტა  Ya Ali, მარცხნივ Fateh 110–ის კასეტური ქობინით აღჭურვილი ვარიანტი, სახელწოდებით  Zelzal, უკვე ნახსენები Fateh 110–ის ხომალდსაწინააღმდეგო ვარიანტი - Hormuz 2, სავარაუდოდ ზცრს Fajr-5–ის მართვადი რაკეტა და სულ ქვემოთ Raad 301 JDAM 

მსუბუქი დამრტყმელი ვერტმფრენის, Shahed 285–ის ბოლო ვარიანტი 

ჩეჩნური СОБР გროზნოში გამარჯვების აღლუმზე

9 მაისს მთელს რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმები გაიმართა, ტრადიციას არ გროზნო, ჩეჩნეთის დედაქალაქი ჩამორჩა და ეს დღე სამხედრო აღლუმით აღნიშნა.
აღლუმზე საკმაოდ საინტერესო მანქანა გამოჩნდა – ებრაული Zibar MK2, რომელიც ჩეჩნეთის СОБР–ის შეიარაღებაზე დგას:

წყარო:

უკრაინული МиГ-29–ები სატვირთოებით გადააქვთ

ყირიმში, რეგიონის რუსების მიერ ანექსიის შემდეგ, ბელბეკის აეროდრომზე განთავსებული, არამუშა მდგომარეობაში მყოფი უკრაინული ავიაციის კუთვნილი МиГ-29–ები უკრაინელებს უნაგირა გამწეებით გადააქვთ.
გამანადგურებლების ახალი დისლოკაციის ადგილი, ქალაქ ნიკოლაევსკოესთან მდებარე კულბაკინოს ავიაბაზა იქნება.