ჩინეთი აგრძელებს ჯაბშანტექნიკის ახალ–ახალი მოდელების შექმნას. ამჯერად ქსმ–ის ახალი ვერსია წარმოადგინეს, რომელიც სავარაუდოდ ექსპორტისთვისაა განკუთვნილი და ყველაფერთან ერთად ეს არაა ქსმ ZBD–04 (WZ502G) მორიგი ვერსია, ეს სრულებით ახალი მანქანაა.
წინამორბედ ZBD–04–თან შედარებით, მანქანა ზომებში გაიზარა, შესაბამისად ის უფრო ფართე მუხლუხებითაა აღჭურვილი. საბრძოლო მოდეული ორ ადგილიანია, აღჭურვილია 30მმ–ნი ქვემეხით (რუსული 2А72–ს ანალოგით), ტყვიამფრქვევითა და ტსმრ HJ-73–ით.
მანქანაზე არ აყენია წყალმტყორცნი მოწყობილობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, ჩინელები "ევროპული" გზით წავიდნენ და მსუბუქად შეჯავშნული, მცურავი მანქანის ნაცვლად კარგად დაცული მანქანა შექმნეს.
შედარებისთვის ZBD–04
No comments:
Post a Comment