გუშინ, 11 მაისს, ირანში ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ამერიკული სტელს უპილოტო სადაზვერვო აპარატის, RQ-170 Sentinel–ის ირანული კლონი წარუდგინეს. როგორც ცნობილია ამერიკული უპილოტო, ირანელებმა 2011 წლის დეკემბერში, ქალაქ ქაშმირთან ახლოს ჩამოაგდეს და ფაქტიურად უვნებლად ჩაიგდეს ხელში.
როგორც ირანელი სამხედრო წრეები იტყობინებიან, მათ მოახერხეს უპილოტოს კომპიუტერული უზრუნველყოფის გაშიფრვა და წაკითხვა და ყველაფერი ამის შედეგად მოხერხდა უპილოტოს მუშა ეგზემპლიარის აწყობა.
თუმცა ირანელების წინა გამოცდილებიდან ამ ინფორმაციას ცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ – გაურკვეველია მათ პრეზენტაციაზე მუშა საფრენი აპარატი წარმოადგინეს თუ ეს უბრალოდ მაკეტია.
წყარო:
Iran says it has copied US drone
No comments:
Post a Comment