Showing posts with label ირანის შძ. Show all posts
Showing posts with label ირანის შძ. Show all posts

Thursday, August 13, 2020

Iran opened the new tank repair and upgrade factory

Iran defence ministry opened the new tank repair and upgrade factory and the tank test range in Dorud city, Lorestan province.


The factory working on upgrade of old types of T-72 MBTs. The vehicles equipped with new welded turret, new FCS, new ERA, new communication systems and RCWS.






Friday, October 16, 2015

ირანის ბალისტიკური რაკეტების მიწისქვეშა ბაზა

ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars–მა გამოაქვეყნა საშუალო სიშორის, თხევადსაწვავიანი, მობილური სარაკეტეო კომპლექსების, Qadr F და Shahab-3  მიწისქვეშა ბაზის ფოტოსურათები. რაკეტების ფრენის საშუალო მანძილი 1900–2000 კილომეტრს შეადგენს. სააგენტოს განცხადების მიხედვით ბაზა კლდეში, 500 მეტრის სიღრმეზეა გამოჭრილი. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ავიაკოსმოსური ძალების მსგავსი ბაზები "მთელ ქვეყანაშია გაფანტული", აცხადებს Fars, თუმცა ეს ნაკლებად დამაჯერებელია და არაა გამორიცხული რომ ეს ბაზა ერთადერთი იყოს.


Wednesday, June 4, 2014

ახალი ირანული შორს მოქმედი რლს Ghadir

ირანმა სამკოორდინატიანი, შორ მანძილზე მოქმედი რლს Ghadir წარადგინა. ამ რლს–ის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში ბევრს ლაპარაკობნდნენ – რადარს მიზნის აღმოჩენა 1100კმ მანძილზე და 300კმ სიმაღლეზე შეუძლია.



წყარო:

Monday, May 12, 2014

ირანის მიღწევები აეროკოსმოსურ და სარაკეტო სფეროში

ისლამური რევოლუციის ლიდერისთვის, აიათოლა სეიდ ალი ჰამეინისთვის, წარდგენილი ამრეიკული უპილოტოს შესახებ უკვე ვწერდი (სტატია ბმულზე – ირანმა ამერიკული RQ-170–ის კლონების წარმოება დაიწყო). 
უპილოტოს პრეზენტაცია ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის აეროკოსმოსური ძალების გამოფენაზე განხორციელდა, ამავე გამოფენაზე აიათოლას შეიარაღების სხვა საინტერესო ნიმუშებიც წარუდგინეს, ისეთები როგორებიცაა უპილოტო Shahed 129 და საზენიტო რაკეტა Taer-2–ს გარშემო აწყობილი სხვადასხვა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. კომპლექსები ერთი რაკეტის გარშემოა აწყობილი, მაგრამ ყველა მათგანს სხვადასხვა სახელები აქვს, რაც დამატებით დაბნეულობას იწვევს. მათი შემდეგნაირად დახარისხებაა შეიძლება:
  • უბრალოდ Ra'ad - ეს გარე მიზანჩვენების მქონდე, თვითმავალი გამშვები დანადგარია, რომლესაც საკუთარი დამიზნებისა და დასხივების რლს არ გააჩნია.
  • Ra'ad–2– აღმოჩენისა და გაცილების ოპტიკურ–ელექტრონული სისტემის მქონე კომპლექსი.
  • Tabas - ამ მანქანების რადიოლოკაციური სადგურის მქონე ვარიანტი. ძალიან გავს რუსული Бук-М1–ის საბრძოლო მანქანას.
  • 3rd of Khordad - რლს–ითა და სმრ Taer-2B–ით აღჭურვილი საბრძოლო მანქანის ახალი ვარიანტი.
ეს მანქანა წარმოდგენილი იყო სახელწოდებით "3rd of Khordad" (ხორდადის მე–3 – 24 მაისი, ამ დღეს ერაყელი ოკუპანტებისგან ჰორემშაჰი გაანთავისუფლეს). ყურადღებას იქცევს კედელზე გაკრული გრაფიკული გამოსახულება, რომელზეც მთელი კომპლექსის სქემაა გამოსახული და მართვის ნაკვეთური, რომლის ღია კარებშიც საკმაოდ თანამედროვე მრავალფუნქციური ეკრანები მოსჩანს. სისტემას შეუძლია  4 სამიზნის გაცილება და მათი ერთდროული ჩამოგდება რვა რაკეთით.

შემდეგი იყო განსხვავებული რლს–ის მქონე მანქანა "Tabas"

მესამე მანქანა "Ra'ad 2" – რომელსაც არ გააჩნია რლს და გამიზვნას ოპტიკურ–ელექტრონული სისტემით ახდენს

ეს კიდევ სსკ Ra'ad–ის სატვირთოზე დამონტაჯებული ვარიანტია, სავარაუდოდ კომპლექსის რლს და ოეს–იანი მისაბმელი განცალკევებით, უკან დგას. უკანა პლანზე სსკ "Квадрат"–ის რაკეტა 3М9–ას ანალოგიური გამშვები მოსჩანს

ირანში შექმნილი Fateh 110–ის სავარაუდოდ  ახალი ხომალდსაწინააღმდეგო მოდიფიკაცია – Hormuz. თუ წინამორბედ ვარიანტზე, Khalij Fars–ზე ოპტიკური/ინფრაწითელი თდთ ეყენა, Hormuz–ზე სავარაუდოდ აქტიური რადიოლოკაციური თდთ–ს დააყენებენ.

 Hormuz 1\2 რაკეტებით აღჭურვილი თვითმავალი გამშვები მანქანა

მარჯვნივ საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა Sejil, მის წინ ფრთოსანი რაკეტა  Ya Ali, მარცხნივ Fateh 110–ის კასეტური ქობინით აღჭურვილი ვარიანტი, სახელწოდებით  Zelzal, უკვე ნახსენები Fateh 110–ის ხომალდსაწინააღმდეგო ვარიანტი - Hormuz 2, სავარაუდოდ ზცრს Fajr-5–ის მართვადი რაკეტა და სულ ქვემოთ Raad 301 JDAM 

მსუბუქი დამრტყმელი ვერტმფრენის, Shahed 285–ის ბოლო ვარიანტი