пятница, 16 октября 2015 г.

ირანის ბალისტიკური რაკეტების მიწისქვეშა ბაზა

ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars–მა გამოაქვეყნა საშუალო სიშორის, თხევადსაწვავიანი, მობილური სარაკეტეო კომპლექსების, Qadr F და Shahab-3  მიწისქვეშა ბაზის ფოტოსურათები. რაკეტების ფრენის საშუალო მანძილი 1900–2000 კილომეტრს შეადგენს. სააგენტოს განცხადების მიხედვით ბაზა კლდეში, 500 მეტრის სიღრმეზეა გამოჭრილი. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ავიაკოსმოსური ძალების მსგავსი ბაზები "მთელ ქვეყანაშია გაფანტული", აცხადებს Fars, თუმცა ეს ნაკლებად დამაჯერებელია და არაა გამორიცხული რომ ეს ბაზა ერთადერთი იყოს.


Комментариев нет:

Отправить комментарий