Tuesday, November 24, 2015

ამბოხებულებმა TOW–ით რუსული Ми-8 გაანადგურეს

დღეს თურქეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა F–16–მა, როგორც თურქები აცხადებენ თურქეთის საჰაერი სივრცეში შეფრენილი რუსეთის საჰაერო ძალების Су-24М ჩამოაგდო.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს – რუსი პილოტების ევაკუაციის მიზნით, მათი დაშვების ადგილზე განხორციელდა სამაშველო–სამძებრო ოპერაცია, რომელშიც მიზიდული იქნა ორი ვერტმფრენი Ми-8 (მაგრამ ვიდეოს მიხედვით ერთი Ми-8 და ერთი Ми-24). ოპერაციის დროს ერთმა ვერტმფრენა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიიღო დაზიანება და ნეიტრალურ ტერიტორიაზე განახორციელა იძულებითი დაშვება. ერთი კონტრაქტზე მყოფი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად სამძებრო–სამაშველო ჯგუფის და ვერტფმფრენის ეკიპაჟის ევაკუირება მოხერხდა და ამჟამად ავიაბაზ "ჰმეიმზე" იმყოფებიან. ბანდფორმირებბების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ვერტმფრენის ნაღმტყორცნით განადგურება განხორციელდა (რეალობაში ვერტმფრენი ტსმრ TOW–ით გაანადგურეს, იხილეთ მოყვანილი ვიდეო).


ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ეკიპაჟის მოსაძებნად და გადასარჩენად ოპერაცია ისევ გრძელდება.

რუსეთის გენერალური შტაბის ბრიფინგი მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით


პირველი საბრძოლო გაფრენები "Charles de Gaulle"–დან


გუშინ, 23 ნოემბერს, პარიზის დროით დილის 12:30 ავიამზიდ "Charles de Gaulle"–დან ერაყის თავზე გამანადგურებლებმა მიმდინარე მივლინების ფარგლებში პირველი საბრძოლო გაფრენები განახორციელეს (ავიამზიდის გამგზავრების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – ავიამზიდები ომში მიდიან). ორმა Rafale-M–მა დარტყმები მიიტანა ISIS–ის სამიზნეებზე, ერაყში – რამადზე (მებრძოლთა დაჯგუფებებზე) და მოსულში (საარტილერიო პოზიციაზე).
იმავე საღამოს, გამანადგურებელთა ოთხეულმა კიდევ ერთი გასვლა განახორციელა, ამჯერად სახალიფოს დედაქალაქში, რაქაში მდებარე სამეთაურო პუნქტზე, სატრანსპორტო საშუალებების სადგომზე და ავტოსარემონტოზე.
პარალელურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ ფრანგული Mirage-2000-ბი იორდანიიდან და Rafale–ბი საემირატოდან.


წყარო: