უკრაინის ავიაციის Су-24-ის ექსტრემალურად დაბალი ფრენა, ფაქტიურად ორი მეტრის სიმაღლეზე გადაიარა, ასეთი რამე პირველად ვნახე, როგორც ჩანს რუსეთის ჰსთ-სთან დასაპირისირებლად ემზადებიან, ცნობილია რომ რაც დაბლა დაფრინავ, მით ნაკლები დრო რჩება მოწინააღმდეგეს რეაგირებისთვის, მაგრამ ასეთ ილეთებს მინუსიცა აქვს, რადიკალურად მცრიდება ფრენის მანძილი.
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label Су-24. Show all posts
Showing posts with label Су-24. Show all posts
Monday, October 1, 2018
უკრაინის ავიაციის Су-24-ის ექსტრემალურად დაბალი ფრენა. (How low can you go 10)
უკრაინის ავიაციის Су-24-ის ექსტრემალურად დაბალი ფრენა, ფაქტიურად ორი მეტრის სიმაღლეზე გადაიარა, ასეთი რამე პირველად ვნახე, როგორც ჩანს რუსეთის ჰსთ-სთან დასაპირისირებლად ემზადებიან, ცნობილია რომ რაც დაბლა დაფრინავ, მით ნაკლები დრო რჩება მოწინააღმდეგეს რეაგირებისთვის, მაგრამ ასეთ ილეთებს მინუსიცა აქვს, რადიკალურად მცრიდება ფრენის მანძილი.
Sunday, April 17, 2016
ორმა რუსულმა Су-24М-მა ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანს შემოუფრინა
ამა წლის 12 აპრილს, ბალტიის ზღვაში რუსეთის ავიაციის ორმა Су-24М და და ერთმა ვერტმფრენმა Ка-27-მა, აშშ-ს საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანს, USS Donald Cook (DDG 75) შემოუფრინეს. აღნიშნული პროვოკაცია ამერიკის მხრიდან აგრესიად შეფასდა და მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ამერიკა ბალტიის ზღვაში ძალების გაზრდას გეგმავს.
Tuesday, November 24, 2015
ამბოხებულებმა TOW–ით რუსული Ми-8 გაანადგურეს
დღეს თურქეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა F–16–მა, როგორც თურქები აცხადებენ თურქეთის საჰაერი სივრცეში შეფრენილი რუსეთის საჰაერო ძალების Су-24М ჩამოაგდო.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს – რუსი პილოტების ევაკუაციის მიზნით, მათი დაშვების ადგილზე განხორციელდა სამაშველო–სამძებრო ოპერაცია, რომელშიც მიზიდული იქნა ორი ვერტმფრენი Ми-8 (მაგრამ ვიდეოს მიხედვით ერთი Ми-8 და ერთი Ми-24). ოპერაციის დროს ერთმა ვერტმფრენა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიიღო დაზიანება და ნეიტრალურ ტერიტორიაზე განახორციელა იძულებითი დაშვება. ერთი კონტრაქტზე მყოფი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად სამძებრო–სამაშველო ჯგუფის და ვერტფმფრენის ეკიპაჟის ევაკუირება მოხერხდა და ამჟამად ავიაბაზ "ჰმეიმზე" იმყოფებიან. ბანდფორმირებბების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ვერტმფრენის ნაღმტყორცნით განადგურება განხორციელდა (რეალობაში ვერტმფრენი ტსმრ TOW–ით გაანადგურეს, იხილეთ მოყვანილი ვიდეო).
ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ეკიპაჟის მოსაძებნად და გადასარჩენად ოპერაცია ისევ გრძელდება.
რუსეთის გენერალური შტაბის ბრიფინგი მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით
Sunday, May 11, 2014
how low can you go (6)?
სავარაუდოდ წინა დღეებში გამოჩენილი ვიდეოში (ბლოგზე ვწერდი მის შესახებ – how low can you go (5)?l) ასახული მოვლენებია, უბრალოდ სხვა რაკურსიდან – გზის ტავზე, დაბალ სიმაღლეზე მფრენი რუსეთის ავიაციის Су-24М:
Wednesday, May 7, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)










