суббота, 10 августа 2019 г.

არხანგელსკში აფეთქების შედეგად რადიოაქტიური ფონი გაიზარდა

როგორც ცნობილია, ამა წლის 8 აგვისტოს, რუსეთში, არხანკელსის მახლობლად მდებარე პოლიგონზე საცდელი ფრენის დროს დაუსახელებელი რაკეტის ძრავის აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად დაიღუპა ორი და დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის არიან როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო (მწარმოებლი კომპანიის წარმომადგენლები) პირები.

რუსეთის ტავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფეთქების შედეგად ატმოსფეროში მავნე ნივთიერებები არ გაფრქვეულა, რადიაციული ფონი ნორმალურია.


9М730 Буревестник-ის ასაწყობი საამქრო 

თუმცა როგორც ჩანს რადიაციული დაბინძურება მაინც მოხდა და ამისი მიზეზი ბირთვული ძალური დანაგარის მქონე ფრთოსანი რაკეტა 9М730 Буревестник-ი გახდა. ამას ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე დეტალიც ადასტურებს:

  • თეთრი ზღვაში მდებარე დვინის ყურეში 9 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ცურვა აიკრძალა (წყარო - ПРИП Архангельск).
  • ამერიკული კომპანია Planet-ის მიერ გავრცელებული თანამგზავრული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, თეთრი ზღვის იმ რაიონში, სადაც სარაკეტო ძრავის გამოცდა მიმდინარეობდა და სადაც ხანძარი და აფეტქება მოხდა, შემჩნეული იქნა სატრანსპორტო ტანკერი «Серебрянка», რომელი რადიოაქტიური ნარჩენების შესაგროვებლად და ტრანსპორიტრებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ფაქტი იმაზ ემეტყვეელებს, რომ ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვი რაკეტის ძრავა აფეთქდა (წყარო -  Jeffrey Lewis).
  • რუსეთმა როგორც ჩანს "ახალ მიწაზე" მდებარე პანკოვოს საცდელი მოედნის დახურვის შემდეგ, მსგავსი მოედანი ნენოკსში ააშენა (არხენგელსკთან მდებარე დასახლებული პუნქტი, რომლის მახლობლადაც განთავსებულია საცდელი პოლიგონი). სავარაუდოდ ნენოკსში ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვილი  ფრთოსანი რაკეტა 9М730 Буревестник-ის (NATO-ს კლასიფიკაციით SSC-X-9 Skyfall) გამოცდები მიმდინარეობდა. ამის დამადასტურებლად ქვემოთ მოყვანილი ფოტოებიც გამოდგება - პირველ ფოტოზე ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვილი  ფრთოსანი რაკეტა 9М730 Буревестник-ის გაშვებაა აღბეჭდილი, მეორე ფოტოზე პანკოვოს, აწ უკვ ედახურული, სასტარტო მოედანია ასახული, რომელიც ერთი-ერთში ჰგავს პირველ ფოტოზე ასახულ სასტარდო მოედანს და ბოლოს, მესამე ფოტოზე პანკოვოსა და ნანოკსას სასტარტო მოედნების შედარებითი ზედხედია.

ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვილი  ფრთოსანი რაკეტა 9М730 Буревестник-ის მომენტი

პანკოვოს გაუქმებული სასტარტო მოედანი

პანკოვოსა და ნანოკსას სასტარტო მოედნების შედარებითი ზედხედი

ფრთოსანი რაკეტა 9М730 Буревестник-ის შესახებ სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

და ასევე დამატებით რამდენიმე ფოტო არხანგელსკიდან - პირველ ორ ფოტოზე დაზარალებულების ტრანპოსტირება სამოქალაქო რეანიმობილითა და ვერტმფრენით, მესამე ფოტოზე არხანგელსკში, აფითიაქზე გამოკრული წარწერა  - "იოდი არ გვაქვს" (როგორც ცნობილია რადიაქტიული დაბინძურების დროს იოდი ყველაზე კაი საშუალებაა, მას ორგანიზმიდან რადიაცია გამოყავს).


четверг, 8 августа 2019 г.

აშშ-ს არმიამ მომავლის საბრძოლო მანქანის კონცეპტუალური იერი გაასაჯაროვა.

აშშ-ს არმიის "საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სარდლობის C5ISR" (Command, Control, Computers, Communications, Cyber, Intelligence, Surveillance and Reconnaissance) ცენტრის საიტზე უპილოტო საბრძოლო მანქანის რამდენიმე გამოსახულება იქნა გამოქვეყნებული.



სტატიის თანახმად ""არმიის მომავლის ტექნოლოგიების სარდლობა" (Army Futures Command, შემოკლებით AFC) იტერატიულ ექსპერიმენეტებს ახორციელებს, რათა არმიას ჯავშანტექნიკის ევოლუციაში რევოლუციური ნაბიჯის გადადგმაში დაეხმაროს". მაგრამ თვითონ სტატიაში ყურადღებას კონცეფციის პირველად გასაჯაროვებული ვიზუალური იერი იქცევს ყურადღებას.


სტატიის თანახმად პერსპექტიული სახმელეთო პილოტრიებად-უპილოტო პლატფორმას დაცული კავშირი ექნება სხვა არასაბრძოლო პლატფორმებთან და რობოტიზირებულ საბრძლო მანქანებთან.


აღნიშნული კონცეფციის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე - აშშ-ს არმიის რობოტიზირებული საბრძოლო მანქანების პროგრამა

AM General Humvee - ბაბუის შესანიშნავი პრომოვიდეო


კომპანია AM General-ის საკულტო ყველგანმავალის - HMMWV-ს საწარმოო ხაზი და მისი მულტიფუნქციური შესაძლებლობების საკმაოდ ეფექტური ვიდეო რგოლი.

среда, 7 августа 2019 г.

С-70 Охотник - სტელს ტექნოლოგია 38 წლის დაგვიანებით

საფიქრელი მასალა ქართველ პატრიოტებს - მარცხნივ რუსული უპილოტო С-70 Охотник (პირველი ფრენა 2019 წლის 3 აგვისტო), მარჯვნივ F-117 Nighthawk (პირველი ფრენა 1981 წლის 18 ივნისი).


P. S. შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რუსულმა უპილოტომ პირველი ფრენა განახორციელა. ვიდეო იხილეთ ბმულზე - რუსების უახლესმა უპილოტომ С-70 Охотник-მა პირველი ფრენა განახორციელა

რუსების უახლესმა უპილოტომ С-70 Охотник-მა პირველი ფრენა განახორციელა

3 აგვისტოს, რუსეთის უახლესმა, თემა "Охотник"-ის ფარგლებში შექმნილმა, უპილოტო საფრენმა აპარატმა С-70-მა, პირველი ფრენა შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



კომპანია "Сухой"-ისმიერ შექმნილმა სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატ С-70-ის პირველმა ნიმუშმა, 2019 წლის 3 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12 საათსა და 20 წუთზე, საცდელი ფრენა შეასრულა. აპარატმა 20 წუთი იფრინა, რომლის დროსაც აეროდრომს 600 მეტრის სიმაღლეზე რამდენიმე წრე დაარტყა.

 С-70 Охотник-ის პირველი ფრენის ვიდეო (ვიდეო გადიდებადია)


P.S. აღნიშნული უპილოტოს შესახებ პირველი ფოტოები 2019 წლის 23 იანვარს გავრცელდა, მათი ხილვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი - უახლესი რუსული სტრატეგიული უპილოტო С-70 Охотник

იუგოსლავიური М84 უახლესი ამერიკული M1A2SEPv2-ის თბოხედვის სამიზნეში

ინტერნეტში იშვითი ფოტო გავრცელდა - რომელზეც M1A2SEPv2 Abrams-ის თბოხედვის კამერის ხედია ასახული. ამერიკელებმა ქუვეითში სწავლების დროს საბჭოთა Т-72-ის იუგოსლავიური ანალოგი, M84 გამოიჭირეს თავის სამიზნეში. თბოხედვის ეკრანზე კარგად ჩანს თუ ტანკის რომელი დეტალები ანათებს ყველაზე მეტად. ასევე შთამბეჭდავიას აღმოჩენილი სამიზნის მაღალი დეტალიზაცია - როგორც ჩანს მანძილი ტანკიამდე 1200 მეტრია.


M84-ების მიწოდება ქუვეითში 90-იანების დასაწყისში დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა იუგოსლავიის რესპუბლიკა. ამ ტანკების მცირე რაოდენობამ 1991 წელს ერაყთან ომშიც მოასწრო მონაწილეობის მიღება.

21-ე საუკუნის დასაწყისში ქუვეითი მათ მოდერნიზაციას გეგმავდა. პროგრამაში კონკურენციას ხორვატული და სერბული კომპანიები უწევდნენ ერთმანეთს, სერბებს რუსი სოეციალისტებიც ეხმარებოდნენ. საბოლოოდ ქუვეითმა M84-ების მოდერნიზაცია არაპერსპექტიულად ჩათვალა და პროგრამაც დაიხურა.

ბოლო წლებში გავრცელებული ცნობების თანახმად, M84-ის მთელი პარკი, მოხსნილი იქნა სამსახურიდან და შემნახავ ბაზებზე იქნა დაკონსერვებული, მაგრამ როგორც ჩანს მცირე ნაწილი მაინც განაგრძობს სამსახურს და სავარაუდოდ პირობითი მოწინააღმდეგის აღსანიშნავად გამოიყენება.