Showing posts with label M-84. Show all posts
Showing posts with label M-84. Show all posts

Wednesday, August 7, 2019

იუგოსლავიური М84 უახლესი ამერიკული M1A2SEPv2-ის თბოხედვის სამიზნეში

ინტერნეტში იშვითი ფოტო გავრცელდა - რომელზეც M1A2SEPv2 Abrams-ის თბოხედვის კამერის ხედია ასახული. ამერიკელებმა ქუვეითში სწავლების დროს საბჭოთა Т-72-ის იუგოსლავიური ანალოგი, M84 გამოიჭირეს თავის სამიზნეში. თბოხედვის ეკრანზე კარგად ჩანს თუ ტანკის რომელი დეტალები ანათებს ყველაზე მეტად. ასევე შთამბეჭდავიას აღმოჩენილი სამიზნის მაღალი დეტალიზაცია - როგორც ჩანს მანძილი ტანკიამდე 1200 მეტრია.


M84-ების მიწოდება ქუვეითში 90-იანების დასაწყისში დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა იუგოსლავიის რესპუბლიკა. ამ ტანკების მცირე რაოდენობამ 1991 წელს ერაყთან ომშიც მოასწრო მონაწილეობის მიღება.

21-ე საუკუნის დასაწყისში ქუვეითი მათ მოდერნიზაციას გეგმავდა. პროგრამაში კონკურენციას ხორვატული და სერბული კომპანიები უწევდნენ ერთმანეთს, სერბებს რუსი სოეციალისტებიც ეხმარებოდნენ. საბოლოოდ ქუვეითმა M84-ების მოდერნიზაცია არაპერსპექტიულად ჩათვალა და პროგრამაც დაიხურა.

ბოლო წლებში გავრცელებული ცნობების თანახმად, M84-ის მთელი პარკი, მოხსნილი იქნა სამსახურიდან და შემნახავ ბაზებზე იქნა დაკონსერვებული, მაგრამ როგორც ჩანს მცირე ნაწილი მაინც განაგრძობს სამსახურს და სავარაუდოდ პირობითი მოწინააღმდეგის აღსანიშნავად გამოიყენება.

Wednesday, March 13, 2013

სერბული M-84AB1


ყველასთვის ნაცნობი იუგოსლავიური M-84–ის (საბჭოთა T-72–ის მოდერნიზირებული ვარიანტი) ბოლო მოდერნიზაცია, რომელიც სერბებმა რუსებთან თანამშრომლობით განხორციელეს – სწორედ აქედანაა მისი დიდი მსგავსება Т-90-თან. როგორც ცნობილია პროგრამამ განვითარება ვერ ჰპოვა, თუმცა საკმაოდ საინტერესო პაკეტი იყო ნებისმიერი საბჭოთა Т სერიის ტანკისათვის:









Tuesday, May 8, 2012

უცნობი ტანკი – M-91 "Вихор"

ხორვატული ტანკი M-91 "Вихор" წარმოადგენდა M-84-ის (T-72) მოდერნიზაციის მცდელობას, თუმცა კონკრეტული მანქანა სერიაში არ წასულა.


ეს ტანკი აღჭურვილი იყო შემდეგი სისტემებით:
  • ქარის გადამწოდით.
  • ახალი ცეცხლის მართვის სისტემით.
  • ახალი ძრავით.
  • გაუმჯობესებული კოიმბინირებული დაცვით.
  • გათვალისწინებული იყო დინამიკური დაცვის დაყენება.
  • ახალისავალი ნაწილი (ძირითადად ახალი მუხლუხები).
ახალი ძრავა წარმოადგენდა საბჭოთა B–46–ის გაუმჯობესებულ, ფორსირებულ ვარიანტს, სახელწოდებით V46-TK1.

V46-TK1–ის ტტმ–ი:
  • მაქსიმალური სიმძლავრე – 1200 ც/ძ
  • კონფიგურაცია – 12 ცილინდრიანი, განლაგების კუთხე 60 გრადუსი.
  • მოცულობა – 38,88 ლიტრი
  • წონა – 1090 კგ.
  • ზომები – 1623x1026x949 მმ.
დინამიკური დაცვა KAO M99 წარმოადგენდა მეორე თაობის სისტემას, რომელიც განკუთვნილი იყო ტანკი დაცვის ხარისხის ასამაღლებლად.

დინამიკური დაცვა M-99–ის კონტეინერი
 დინამიკური დაცვა M-99–ის ტტმ–ი:
  • ზომები – 152×305×65 მმ.
  • წონა – 6 კგ
  • ასაფეთქებელი მასალი წონა – 350 გრ 
  • კუმულაციური ჭავლის შეჩერების ეფექტი – 50–80%
  • კინეტიკური ჭურვის შეჩერების ეფექტი – 25%
  • კომპლექტის წონა – 750–1000 კგ





ტანკი ასევე დამატებით აღჭურვილი იყო იმ დროისთვის ტანამედროვე ხანძარ საწინააღმდეგი სისტემით, ავვტომატური სიჩქარეთა კოლოფით და სხვა მრავალი სიახლით.




M-91 "Вихор"–ის ტტმ–ი:
  • ეკიპაჟი – 3
  • წონა – 44 ტ.
  • ზომები – 9.700 x 3.560 x 2.300 მმ.
  • ძრავის სიმძლავრე – 882 kW (1200ც/ძ)
  • მაქსიმალური სიჩქარე – 72კმ/სთ
  • მთავარი შეიარაღება – 125მმ
  • საზენიტო ტყვიამფრქვევი – 12,7მმ
  • შეწყვილებული ტყვიამფრქვევი – 7,62
  • ცეცხლის მართვი სისტემა – სითბოვიზორი, ლაზერული მანძილმზომი
  • კლირენსი – 450მმ
  • წყლის წინაღობის სიგრძე – 1000მ
  • მოუმზადებლად წყლის წინაღობის დაძლევა – 1,5მ
  • აღმართი – 30°
  • დაგვერდება – 25°
  • კედლის სიმაღლე – 0,83მ
  • თხრილის სიგანე – 2,67მ
დაცვა:
  • კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ – 600მმ
  • კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგ – 500მმ (2000 მეტრზე)