суббота, 28 января 2017 г.

МиГ-35-ის ოფიციალური პრეზენტაცია

2017 წლის 27 იანვარს, მოსკოვთან მდებარე ლუხოვიცში არსებულ РСК "МиГ"-ის საწარმოო კომპლექსში განხორციელდა ცნობილი გამანადგურებლის, МиГ-29-ის უახლესი მოდიფიკაციის, МиГ-35-ის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დროს საამქროში აწყობის სხვადასხვა სტადიაში მყოფი სამი ცალი МиГ-35-ის კორპუსიც იქნა გამოფენილი.

როგორც თვითონ მწარმოებელი კომპანია იუწყება - გამანადგურებლის საფრენოსნო გამოცდები უკვე დაწყებულია.


წყარო:




აწყობის სხვადასხვა სტადიაში მყოფი სამი ბორტი

საფრენოსნსო ჩვენება


ფოტოს წყარო:
МиГ-35 презентовали сегодня в Луховицах
Презентация МиГ-35

Т-80У/УД-ს ჯავშანი

კორპუსის ჯავშნის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება - 50მმ ჯავშანფოლადი - 35მმ СТБ (ჯავშან მინატექსტოლიტი - стеклотекстолит броневой) – 50მმ ჯავშანფოლადი - 10მმ ჰაერი - 35მმ СТБ – 50მმ ჯავშანფოლადი. აღნიშნული კონსტრუქციის სისქე 230 მილიმეტრია, 68 გრადუსიანი კუთხით მისი სისქე 614 მილიმეტრს შეადგენს. ჯავშანზე ზემოდან დამატებით დინამიკური დაცვა, Контак-5, ყენდებოდა.
კოშკურა შემდეგნაირად გამოიყურება: გარეთა კედლის სისქე 85-60მმ, უკანა კედლისა 150მმ. შიგნით შემავსებელი შემდეგნაირადაა მოწყობილი - უჯრედებიანი ჩამოსხმული ორი ჯავშანფილა, მათ უკან გაზრდილი სისალის მქონე ფოლადის ფილა. თუმცაღა ნახაზში უჯრედებს შორის ერთი, 20მმ სისქის, ფილა კიდევ აკლია. როგორც ცნობილია უჯრედებიანი კონსტრუქცია ეს არის უჯრედებიანი (სიცარიელეებიანი) ჯავშანფილები, უჯრედებში შიგნით პოლიმერული მასალაა ჩასხმული. ამ უჯრედებიანი შრეების უკან 80მმ სისქის БТК-1 მარკის ჯავშანფოლადის ფილაა. გარედან კოშკურაზე +35 გრადუსის უსაფრთხო მანევრირების კუთხეებში დინამიკური დაცვა Контак-5 აყენია.
დაცვის ასეთი ვარიანტი საკმაოდ ორიგინალურია (შემუშავებულიაСО АН СССР ИГиЛ-ის მიერ), რამდენადაც ცნობილია, ამგვარი დავცა Т-80У/УД-ეს (და მათ შთამომავლების) გარდა სხვაგან არსად არ გამოიყენება. მსოფლიოს ტანკების უმეტესობა, როგორც საბჭოთა (Т-72Б, Т-90), ასევე დასავლური, (M1, Leopard-2), ჯავშანპაკეტებში ნახევრადაქტიურ სპეშემავსებლებს (ინგლისურად NERA, რუსულად „отражаюэщие листы“) იყენებენ.




საბჭოთა ტანკების ჯავშანპაკეტების მოქმედების პრინციპებზე დაწვრილებით წაიკითხეთ შემდეგ საიტზე - Бронирование современных отечественных танков

P.S. სქემები ფორუმ "Отвага"-დანაა აღებული.

ტრამპის მიერ F-35-ის წინააღმდეგ წამოწყებული თამაში

პენტაგონის წყაროების თანახმად, 2017 წლის ბოლოს, ან 2018 წლის დასაწყისში (ეს დამოკიდებული F-35-ის კონკრეტული შესაძლებლობების რეალიზაციის ვადებზე) მოიერიშე A-10-სა და გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35-ის შედარება განხორციელდება. შედარების მიზანია გამოავლინოს თუ რამდენად შეუძლია ამ ბოლოს A-10-ის მოვალეობის თავის თავზე აღება.
აღნიშნული შეჯიბრება (დაკანონებულად) ითვალისწინებს იმას, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებმა მის დასრულებამდე A-10-ის ბედის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

წყარო:

დამატებით ცნობილი ხდება რომ, აშშ-ს ახლადდანიშნული პრეზიდენტის დავალებით თავდაცვის მინისტრმა, მეტტისმა, პირველი განკარგულებები გასცა, მათ შორის არის F-35-ის პროგრამის ღირებულების შემცრიებაზე მუშაობის დაწყება. ამჯერად მწარმოებელსა და პენტაგონს შორის ხელი მე-10 სერიის შესყიდვას უნდა მოეწეროს, ვნახოთ რა ფასი დაიდება (ცნობისთვის JSF პროგრამის ფარგლებში უკვე 200-ზე მეტი გამანადგურებელია გამოშვებული და პირველმა ქვედანაყოფმა ერთი თვის წინ მიაღწია ოპერატიულ საბრძოლო მზადყოფნას, ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - გამანადგურებელ F-35-ის უცხოეთში პირველი ოპერატიული გაშლა დაიწყო).
ამას გარდა მეტტისმა "Super Hornet"-ის მოდერნიზაციის შესაძლებლობების შეფასების დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე ჰიპოთეტურად მოხდება იმის დადგენა თუ რამდენად შესძლებს "Advanced Super Hornet"-ი გახდეს F-35C-ს ალტერნატივა. გასულ კვირას, საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა F-35C ერთაზროვნად დაასახელა როგორც ფლოტის პირველი დღის დამრტყმელად, ასევე ქსელურცენტრული ომის, NIFC-CA-ს, კონცეფციის ერთ-ერთ ძირითად კვანძად. როგორც ჩანს, აღნიშნული შეჯიბრება შესაძლებელია გამოყენებული იქნას "Super Hornet"-ების მცირე რაოდენობის შესყიდვების ლეგალიზაციისთვის და პარალელურად საგემბანო გამანადგურებლის ფასის დაწევის მიზნით LM-ზე ზეწოლისთვის.

წყარო:

пятница, 27 января 2017 г.

ტრამპის ადმინისტრაციის MV-22 ''Osprey''

ცნობილი MV-22 "Osprey" - რომლითაც ტრამპის (აშშ-ს პრეზიდენტის) ადმიონისტრაცია იფრენს უახლოესი ათწლეულები (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - საპრეზიდენტო MV-22… მაგრამ არა პრეზიდენტისთვის)

P.S. უკანა პლანზე საპრეზიდენტო ვერტმფრენი ოსჩანს.

четверг, 26 января 2017 г.

სირიის არმიის დამწვარი Т-90А

გასულ დღეებში ISIS-მა ინტერნეტში გაავრცელა ვიდო, სახელწოდებით „სირიის არმიის ტანკ Т-90-ის დაწვა“. როგორც ვიდეოდან ჩანს ტანკს ცეცხლი გარედან უკიდია. კერძოდ ცეცხლი საზეინტო ტყვიამფრქვევისა და მეთაურის სამიზნის, ПНК „Агат“-ის, წინაა. ტანკის შიგნით ხანძრის არსებობას მემიზნის ღია სარქველიც გამორიცხავს, საიდანაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის ალი და ბოლი უნდა ამოდიოდეს.



ხანძარი ტანკის კოშკურის სახურავზე სავარაუდოდ დინამიკური დაცვის ელემენტის აალებამ გამოიწვია (თვითონ აალების მიზეზი უაცნობია - რაიმე ჭურვის ან მგეზავი მსხვილკალიბრია ტყვიის მოხვედრა). ხანძარი დინამიკური დაცვიდან სავარაუდოდ ანტირადიაცილ ნაფენს გადაედო (ანტირადიაციული ნაფენი და რა თქმა უნდა სარჩულიც აალებადი მასალებისგან შესდგება). ასევე კარგად ჩანს მსხილკალიბრიანი ტყვიამფრქვევსი ტყვიების ლენტის სახურავახდილი კოლოფი, როგორც ჩანს ხანძრის შედეგად ტყვიების დეტონაციასა აქვს ადგილი (ტყვიების დეტონაცია კარგად ჩანს მე-12, მე16-17 და 25-ე წამებზე).
P.S. ანტირადიაციული ნაფენისა და სარჩულის აალებასთან საკმაოდ საინტერესო ფაქტი გამახსენდა - რუსეთის არმიის ყველაზე მასიური და ამავე დროს ყველაზე თანამედროვე ტანკზე, Т-72Б3-ზე (ამ ტანკის შესახებ მოგვიანებით დაწვრილებით სტატიას შემოგტავაზებთ), მოდერნიზაციის შედეგად, ნაფენიცა და სარჩულიც იხსნება. ბირთვულ ომს აღარავინ ელის, სამაგიეროდ ლოკალურ კონფლიქტებში ხანძარმედეგობა საბრძოლო ტექნიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია.

среда, 25 января 2017 г.

აშშ-ს ავიაციის 2016 წლის საჰაერო ირეიშების სტატისტიკა


როგორც სამთავრობო პრეს-რელიზები მოწმობენ, გასულ წელს საჰაერო იერიშების უმეტესობა სირიაში და ერაყში განხორციელდა.
პრეზიდენტი ობამას მიერ პოსტის დატოვების შედეგად, ამერიკულ პრესაში (კერძოდ ვებრესურს Defence One), მისი საზღვარგარეთული სამხედრო მოღვაწეობის შეფასებას ცდილობენ. ობამას პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ს სამხედრო სახმელეთო ოპერაციები და მოკავშირეთა დახმარება საგრძნობლად შემცირდა (ავღანეთის გამოკლებით, სადაც პირიქით გაიზარდა), თუმცა საჰაერო აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა. თუ რამდენად ეფექტურია ასეთი სტრატეგია და რამდენად ამცირებს ექსტრემისტთა საფრთხეს და ზრდის უსაფრთხოებას ეს ექსპერტთა შორის ძალიან საკამათო თემაა. მაგრამ ავად თუ კარგად ეს ობამას დოქტრინის ცენტრალური საყრდენი წერტილია.
შარშან, ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელს, აშშ-მ მსოფლიოს შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში 26 171 ბომბი ჩამოაგდო. პაკისტანში, იემენში, სომალიში და ლივიაში განხორციელებული ცნობილი საჰაერო დარტყმების ჩათვლით ეს მაჩვენებელი რა თქმა უნდა ცოტაა. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადების თანახმად თითო გაფრენას რამოდენიმე ბომბის ჩამოგდება ახლდა თან. აშშ-ს საჰაერო ძალებმა 2016 წელს მთლიანობაში 3027 ბომბით მეტი ჩამოაგდეს,  ვიდრე 2015 წელს მარტო ლივიაში იქნა გამოყენებული.



ბომბების უდიდესი ნაწილი (24287 ბომბი) ერაყსა და სირიაში იქნა ჩამოგდებული. ეს ციფრები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, აშშ-ს მეთაურობით, კოალიციის მიერ განხორციელებული ოპერაცია Inherent Resolve-ს (OIR) ფარგლებში საერთო ავიადარტყმების პროცენტულ მაჩვენებლებს ეყრდნობა. პენტაგონმა ბომბების სტატისტიკის საერთო ანგარიში გამოაქვეყნა (აგერ). მონაცემების თანახმად, 2016 წელს, სირიასა და ერაყში, კოალიციის ავიადარტყმებში აშშ-ს წილმა 79% (5904) შეადგინა. მთლიანობაში კოალიციამ ამ ორ ქვეყანაში 7473 ავიადარტყმა განახორციელა. კოალიციის მიერ ჩამოყრილი 30 743 ბომბიდან, აშშ-ს წილად 24 287 ბომბია მოვიდა (30 743-ის 30%)
აშშ-ს მიერ ერაყსა და სირიაში განხორციელებული ავიადარტყმების რაოდენობის დასადგენად, აღებული იქნა OIR-ის ფარგლებში თითოეულ ქვეყანაში განხორციელებული საერთო ავიადარტყმების პროცენტული მაჩვენებლები. ორივე ქვეყანაში ფაქტიურად თანაბარი რაოდენობა გამოვიდა, ერაყში 49,8% (ან 2941 ავიადარტყმა), სირიაში 50,2% (ან 2963 ავიადარტყმა). ამგვარად სირიაში და ერაყში ჩამოყრილი ბომბების რაოდენობა პრაქტიკულად ერთნაირი გამოვიდა (12 095 ერაყში და 12 192 სირიაში). ეს რაოდენობა შეადგენს კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტმების საერთო რაოდენობის 67% ერაყში, ხოლო 96% სირიაში.

წყარო:

понедельник, 23 января 2017 г.

პოლონეთმა პირველი AGM-158 JASSM მიიღო

პოლონეთის ავიაციამ ფრთოსანი რაკეტა, AGM-158 JASSM-ის, პირველი პარტია მიიღო. რაკეტას კომპანია Lockheed Martin აწარმოებს. რაკეტა სტელს ტექნოლოგიითა შექმნილი და 450 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინის 370 კილომეტრზე გადატანა შეუძლია.



ISIS-ის წინაარმდეგ მოქმედი აშშ-ს ავიაციის საფრენოსნო საათის ღირებულება

Defence One-ს მიერ გამოქვეყნებული საკმაოდ საინტერესო გრაფიკული გამოსახულება იმისა, თუ რა ჯდება აშშ-ს ავიაციის სხვადასხვა საფრენი აპარატების ერთი საფრენოსნო საათი.