Wednesday, January 25, 2017

აშშ-ს ავიაციის 2016 წლის საჰაერო ირეიშების სტატისტიკა


როგორც სამთავრობო პრეს-რელიზები მოწმობენ, გასულ წელს საჰაერო იერიშების უმეტესობა სირიაში და ერაყში განხორციელდა.
პრეზიდენტი ობამას მიერ პოსტის დატოვების შედეგად, ამერიკულ პრესაში (კერძოდ ვებრესურს Defence One), მისი საზღვარგარეთული სამხედრო მოღვაწეობის შეფასებას ცდილობენ. ობამას პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ს სამხედრო სახმელეთო ოპერაციები და მოკავშირეთა დახმარება საგრძნობლად შემცირდა (ავღანეთის გამოკლებით, სადაც პირიქით გაიზარდა), თუმცა საჰაერო აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა. თუ რამდენად ეფექტურია ასეთი სტრატეგია და რამდენად ამცირებს ექსტრემისტთა საფრთხეს და ზრდის უსაფრთხოებას ეს ექსპერტთა შორის ძალიან საკამათო თემაა. მაგრამ ავად თუ კარგად ეს ობამას დოქტრინის ცენტრალური საყრდენი წერტილია.
შარშან, ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელს, აშშ-მ მსოფლიოს შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში 26 171 ბომბი ჩამოაგდო. პაკისტანში, იემენში, სომალიში და ლივიაში განხორციელებული ცნობილი საჰაერო დარტყმების ჩათვლით ეს მაჩვენებელი რა თქმა უნდა ცოტაა. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადების თანახმად თითო გაფრენას რამოდენიმე ბომბის ჩამოგდება ახლდა თან. აშშ-ს საჰაერო ძალებმა 2016 წელს მთლიანობაში 3027 ბომბით მეტი ჩამოაგდეს,  ვიდრე 2015 წელს მარტო ლივიაში იქნა გამოყენებული.



ბომბების უდიდესი ნაწილი (24287 ბომბი) ერაყსა და სირიაში იქნა ჩამოგდებული. ეს ციფრები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, აშშ-ს მეთაურობით, კოალიციის მიერ განხორციელებული ოპერაცია Inherent Resolve-ს (OIR) ფარგლებში საერთო ავიადარტყმების პროცენტულ მაჩვენებლებს ეყრდნობა. პენტაგონმა ბომბების სტატისტიკის საერთო ანგარიში გამოაქვეყნა (აგერ). მონაცემების თანახმად, 2016 წელს, სირიასა და ერაყში, კოალიციის ავიადარტყმებში აშშ-ს წილმა 79% (5904) შეადგინა. მთლიანობაში კოალიციამ ამ ორ ქვეყანაში 7473 ავიადარტყმა განახორციელა. კოალიციის მიერ ჩამოყრილი 30 743 ბომბიდან, აშშ-ს წილად 24 287 ბომბია მოვიდა (30 743-ის 30%)
აშშ-ს მიერ ერაყსა და სირიაში განხორციელებული ავიადარტყმების რაოდენობის დასადგენად, აღებული იქნა OIR-ის ფარგლებში თითოეულ ქვეყანაში განხორციელებული საერთო ავიადარტყმების პროცენტული მაჩვენებლები. ორივე ქვეყანაში ფაქტიურად თანაბარი რაოდენობა გამოვიდა, ერაყში 49,8% (ან 2941 ავიადარტყმა), სირიაში 50,2% (ან 2963 ავიადარტყმა). ამგვარად სირიაში და ერაყში ჩამოყრილი ბომბების რაოდენობა პრაქტიკულად ერთნაირი გამოვიდა (12 095 ერაყში და 12 192 სირიაში). ეს რაოდენობა შეადგენს კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტმების საერთო რაოდენობის 67% ერაყში, ხოლო 96% სირიაში.

წყარო:

No comments:

Post a Comment