Saturday, January 28, 2017

ტრამპის მიერ F-35-ის წინააღმდეგ წამოწყებული თამაში

პენტაგონის წყაროების თანახმად, 2017 წლის ბოლოს, ან 2018 წლის დასაწყისში (ეს დამოკიდებული F-35-ის კონკრეტული შესაძლებლობების რეალიზაციის ვადებზე) მოიერიშე A-10-სა და გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35-ის შედარება განხორციელდება. შედარების მიზანია გამოავლინოს თუ რამდენად შეუძლია ამ ბოლოს A-10-ის მოვალეობის თავის თავზე აღება.
აღნიშნული შეჯიბრება (დაკანონებულად) ითვალისწინებს იმას, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებმა მის დასრულებამდე A-10-ის ბედის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

წყარო:

დამატებით ცნობილი ხდება რომ, აშშ-ს ახლადდანიშნული პრეზიდენტის დავალებით თავდაცვის მინისტრმა, მეტტისმა, პირველი განკარგულებები გასცა, მათ შორის არის F-35-ის პროგრამის ღირებულების შემცრიებაზე მუშაობის დაწყება. ამჯერად მწარმოებელსა და პენტაგონს შორის ხელი მე-10 სერიის შესყიდვას უნდა მოეწეროს, ვნახოთ რა ფასი დაიდება (ცნობისთვის JSF პროგრამის ფარგლებში უკვე 200-ზე მეტი გამანადგურებელია გამოშვებული და პირველმა ქვედანაყოფმა ერთი თვის წინ მიაღწია ოპერატიულ საბრძოლო მზადყოფნას, ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - გამანადგურებელ F-35-ის უცხოეთში პირველი ოპერატიული გაშლა დაიწყო).
ამას გარდა მეტტისმა "Super Hornet"-ის მოდერნიზაციის შესაძლებლობების შეფასების დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე ჰიპოთეტურად მოხდება იმის დადგენა თუ რამდენად შესძლებს "Advanced Super Hornet"-ი გახდეს F-35C-ს ალტერნატივა. გასულ კვირას, საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა F-35C ერთაზროვნად დაასახელა როგორც ფლოტის პირველი დღის დამრტყმელად, ასევე ქსელურცენტრული ომის, NIFC-CA-ს, კონცეფციის ერთ-ერთ ძირითად კვანძად. როგორც ჩანს, აღნიშნული შეჯიბრება შესაძლებელია გამოყენებული იქნას "Super Hornet"-ების მცირე რაოდენობის შესყიდვების ლეგალიზაციისთვის და პარალელურად საგემბანო გამანადგურებლის ფასის დაწევის მიზნით LM-ზე ზეწოლისთვის.

წყარო:

No comments:

Post a Comment