суббота, 9 марта 2013 г.

ჩრდილოეთ კორეამ ისევ დაუძაბა სამხრეთ კორეას და გაეროს

ბოლო დღეებში, მას შემდეგ რაც ფხენიანმა უარი განაცხადა გაეროს გადაწყვეტილებებს დასთანხმებოდა, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მუქარის ტონი განსაკუთრებით გაიზარდა. ჩრდილოეთ კორეამ გააუქმა სამხრეთ კორეასთან დადებული ყველა ხელშეკრულება და მათ შორის ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაც, რომელიც 1991 წელს გაფორმდა და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენდა.

ამას გარდა გაწყვეტილი იქნა პირდაპირი სატელეფონო ხაზი ორი ქვეყნის მმართველებს შორის, რომელიც შემთხვევითი სამხედრო შეტაკების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენებოდა. ჩრდილოეთ კორეამ ასევე განაცხადა რომ – "შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში ყავს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებიც". პარაკლელურად ქვეყანაში შეუწყვეტლად ხორციელდება სამხედრო სწავლებები.




P.S. МиГ-21–ის ფრენის ფოტოსურათები გადაღებულია გზატკეცილზე, რომელიც გეგმის მიხედვით ჩრდილო კორეის ავიაციამ ომის დროს საბაზისო აეროდრომების ნაცვლად უნდა გამოიყენოს. სწავლებას რა თქმა უნდა მისი "აღმატებულებაც" ესწრებოდა.

აფეთქებული მერკავები

აფეთქებული მერკავების ფოტოსურათები – რამოდენიმე ფოტო ახალ გამოქვეყნებულია





 

 



საბჭოთა ტანკების ისტორია ფოტოებში

ტამანის გვარდიული სატანკო დივიზიის კოლონა პოლიგონზე მიემართება სწავლების დროს – 11.02.1968

სწავლების დროს ვერტმფრენს ტამანის დივიზიის ტანკისტებისთვის ახალი ბრძანება მოაქვს – 18.02.1968
 
სწავლება "Днепр"–ში მონაწილე სატანკო ნაწილების დათვალიერება – 01.06.1967

სატანკო კოლონები დათვალიერების წინ

სწავლება "Двина" – 1970 წელი









სწავლება "Запад-81"









пятница, 8 марта 2013 г.

ჯავშანტრანსპორტიორი AV–8–ის პირევლი ოფიციალური დემონსტრაცია მალაიზიაში


2013 წლის 2 მარტს მალაზიის ქალაქ პორტ–დიქსონში მალაზიის არმიის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე პირველად ოფიციალურად იქნა წარდგენილი სავალი ნაწილის 8х8 ფორმულის მქონდე ჯავშანტრანსპორტიორი AV–8, რომელიც მალაზიის შეიარაღებული ძალებისთვის თურქულმა კომპანია  FNSS Savunma Sistemleri Inc.–მა დაამზადა (რომელიც თავის მხრივ თურქული კომპანია Nurol–ისა და კორპორაცია BAE Systems–ის ერთობლივ საწარმოო კომპანიას წარმოადგენს).


ჯავშანტრანსპორტიორი AV–8 წარმოადგენს თურქული FNSS–ის მიერ ქვეყნის შიდა და გარე ბაზარზე შეთავაზებული მანქანა Pars–ის მოდერნიზირებულ ვერსიას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთ პატარა ამერიკული კომპანია General Purpose Vehicles–ის (GPV) მიერ შემუშავებულ ჯავშანტრანსპორტიორს. GPV–ეს ორიგინალურმა მანქანებმა (სავალი ნაწილის 4х4, 6х6, 8х8 და 10х10 ფორმულისთ) მყიდველი ვერ ნახეს, რის შემდეგაც 2002 წელს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა თურქულ FNSS–თან ამ მანქანის თურქეთში წარმოების შესახებ. ბოლო ათწლეულია ეს მანქანა აქტიურად რეკლამირდება მაგრამ თურქულ არმიას მისი შეყიდვის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს, სამაგიეროდ მანქანამ უკვე ნახა პირველი უცხოელი კლიენტი – ეს მალაზიის არმიაა.


2010 წლის აპრილში მალაზიის თავდაცვის სამინისტრომ თურქულ კომპანიასთან 257 ცალი ჯავშანტრანსპორტიორი Pars–ის 12 სხვადასხვა მოდიფიკაციის ყიდვის შესახებ 2,4 მილიარდ დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მალაზიური არმიისთვის სპეციალურად გადაკეთებულ მანქანას AV–8 ეწოდა. ხელშეკრულების თანახმად ჯავშანტრანსპორტიორების აწყობას მალაზიაში ქვეყნის თავდაცვითი გაერთიანება DEFTECH განახორციელებს.
სულ 2018 წლისათვის მალაზიის არმიამ 257 ცალი შემდეგი მოდიფიკაციების მანქანები უნდა მიიღოს – 25 მმ–ნი ATK М242 Bushmaster–ის ქვემეხიანი FNSS–ის წარმოებული ერთკაციანი კოშკურა Sharpshooter–ით აღჭურვილი 114 ცალი ჯავშანტრანსპორტიორი, სამხრეთ აფრიკული Denel–ის 30 მმ–ნი ავტომატური ქვემეხითა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები Denel Ingve–თი აღჭურვილი ორკაციან კოშკურიანი 54 ცალი საბრძოლო მანქანა, 10 ცალი 12,7 მმ–ნი ტყვიამფრქვევიანი დისტანციური მოდულით აღჭურვილი ჯავშანტრანსპორტიორი, 8 ცალი 120 მმ–ნი თვითმავალი ნაღმტყორცნი და ასევე კიდევ მანქანის სხვა 8 მოდიფიკაცია.






Merkava Mk4–ის ახალი აპგრეიდი

ჯერ მხოლოდ რამოდენიმე ფოტოა გავრცელებული და დაზუსტებით ინფორმაცია უცნობია. როგორც ფოტოებიდან ჩანს მანქანაზე ახალი სამეთაურო პანორამული სამიზნეა დაყენებული:



четверг, 7 марта 2013 г.

ჩინური WZ-10–ის რუსული ფესვები


ჩინელების ძირითადი დამრტყმელი ვერთმნფრენი WZ-10 "Камов"–ის ინჟინრების მიერ შემუშავებულ საესკიზო პროექტს ეფუძნება – ამის თაობაზე "Камов"–ის გენერალურმა კონსტრუქტორმა, სერგეი მიხეევმა ლას–ვეგასში გამართულ გამოფენა Heli-EXPO–ზე ჟურნალ Flight International–ის ჟურნალისტს განუცხადა. 
მიხეევის თანახმად კომპანიამ საესკიზო პროექტი ჩინელების მიერ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავა და მას არანაირი კავშირი არა აქვს რაიმე საბჭოთა პროექტთან. "მათ მოგვცეს ჩვენ სასურველი წონა, ჩვენ განვიხილეთ სავარაუდო მახასიათებლები, რის შემდეგაც ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს და შევასრულეთ საესკიზო პროექტი" – განაცხადა სერგეი მიხეევმა. "Камов"–ის მიერ ჩინელებისთვის შემუშავებულ პროექტს "Проект 941" ეწოდა.
საესკიზო პროექტი რუსულმა მხარემ ჩინეთისთვის 1995 წელს შეიმუშავა – მიხეევის განცხადების თანახმად ამის შემდეგ ვერტმფრენზე მუშაობა რუსული მხარის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა.


აღსანიშნავია რომ WZ-10 არაა პირველი ჩინური შეიარაღების სისტემა რომელიც რუსების მონაწილეობით შეიქმნა, ამ ვერტმფრენის გარდა ამ სიაში შემდეგი კომპლექსები შედიან – გამანადგურებელი FC-1, სასწავლო–საბრძოლო თვითმფრინავი L-15, საზენიტო სარაკეტო კომპლექსი HQ-16, საავიაციო რაკეტები PL-12 და YJ-91, ქსმ WZ502/502G. თუმცა ეს არასრული სიაა და ბევრი რამეს ჯერ ისევ გრიფით საიდუმლო ადევს.

среда, 6 марта 2013 г.

"Ижмаш"–ი მსოფლიოში პირველ დაბალანსირებული ავტომატიკის მქონე შაშხანას წარადგენს

2013 წლის 8–11 მარტს გერმანიაში, ქალაქ ნიურბერგში სპორტულ–სანადირო ნაწარმის გამოფენა IWA & Outdoor Classic–სი გაიმართება, რომელზეც რუსული იარაღის მწარმოებელი "Ижмаш"–ი ათამდე საიარაღო სიახლეს წარადგენს. სიახლეებს შორის პირველად იქნება წარდგენილი დაბალანსირებული ავტომატიკის მქონე თვითდამტენი შაშხანა "Сайга-МК-107". ეს მსოფლიოში პირველი შაშხანა რომელიც АК-107 და АК-108 მსგავსდაბალანსირებულ ავტომატკიას იყენებს.


წყარო:
«Ижмаш» представит первый в мире карабин со сбалансированной автоматикой в Нюрнберге

დღის ფოტო – VIP სალონი


Ил-76ТД როგორც აქლემმზიდი

1973 წელი - "განკითხვის დღის" ომი (IV)

ომის დაწყება

1973 წლის 6 ოქტომბერი ისრაელისთვის ლოცვითა და მარხვით დაიწყო. ამ დღეს ებრაელები "იომ–ქიფურის" დღესასწაულს აღნიშნავდნენ, ეგრეთ წოდებული "განკითხვის დღე" – ებრაელთა კალენდარში ყველაზე წმინდა დღე. მაგრამ ამ წელს ეს დღესასწაული სულ სხვანაირი იქნებოდა – ამ დღეს ჯერ კიდევ მზის ჩასვლამდე ებრაელები უთანასწორო ომში ჩაერთვებოდნენ და დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ.
პირველი ებრაული დანაკარგები იმ 600 ებრაელ ჯარისკაცს შორის იყო, რომლებიც ბარ–ლევის თავდაცვითი ზღუდეს იცავდნენ. ეს ზღუდე სუეცის არხის აღმოსავლეთ ნაპირს 110 მილზე (177კმ) გასდევდა და ერთმანეთისგან ჰყოფდა ისრაელის მიერ ოკუპირებულ სინას ნახევარკუნძულს და ეგვიპტეს. ამ ზღუდეს 16 საყრდენი პუნქტი გააჩნდა და მის დაცვას ებრაული არმიის მცირერიცხოვანი ძალები უზრუნველყოფდნენ.

ბარ–ლევის ზღუდის საფორტიფიკაციო ნაგებობები


მაგრამ ებრაელებს ამ ზღუდის სისუსტე არ აღელვებდათ – მის ზურგში, 16–დან 24 კილომეტრის სიღრმეში 270 ებრაული ტანკი იმყოფებოდა, რომლებიც მობილურ რეზერვს წარმოადგნედნენ და მზად იყვნენ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას გაეძლიერებინათ ბარ–ლევის ზღუდე. ყველაფერ ამასთან ერთად სრუტეც ეფექტურ დაბრკოლებას წარმოადგენდა – "ერთ–ერთი საუკეთესო ტანკსაწინააღმდეგო თხრილი რომელიც კი ოდესმე გაუთხრიათ", განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, მოსე დაიანმა. ყველაფერ ამასთან ერთად ებრაელებს არაბების საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონდა. ამ პატარა ერს, მას შემდეგ რაც მეზობლებთან ოთხი ომი გადაიხადა, გამტკიცებული ჰქონდა რწმენა იმის შესახებ რომ მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე დაჯაბნიდნენ, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ძალიან სურდა მტერს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და რა საშუალებებს გამოიყენებდა ამ სურვილის აღსასრულებლად.
მაგრამ ამჯერად მათი ამ რწმენის გამოცდის დრო დადგა. შუადღის 2 საათზე, ორიათასმა ეგვიპტურმა ქვემეხმა და ნაღმტყორცნმა ჭურვების გრიგალი დაატეხა თავზე ბარ–ლევის ზღუდეს. იმავდროულად საბჭოთა წარმოების "МиГ"–ის და "Су"–ს მარკის ორასმა გამანადგურებელ–ბომბდამშენებმა გადალახეს სუეცის არხი, რათა იერიში მიეტანათ ებრაული მომარაგების ბაზებზე, მეწინავე აეროდრომებზე და მართვის ცენტრებზე. მათთან ერთად ვერტმფრენებით იქნა გადასროლილი ეგვიპტური სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, რომლებმაც ჩასაფრებები მოაწყვეს სინას ნახევარკუნძულის მთავარ გზებზე, რომლებითაც მოსალოდნელი იყო ბარ–ლევის ზღუდისკენ ებრაელების დამატებითი ძალების გადასროლა. ეს იყო საკმაოდ ძლიერი და გამთანგველი დარტყმა და რაც მთავარია ეს არ იყო ერთადერთი წარმატება რასაც იმ მომენტში ეგვიპტელებმა მიაღწიეს.
ეგვიპტის პრეზიდენტმა, ანუარ სადატმა თავისი საბრძოლო გეგმები სირიის პრეზიდენტთან, ჰაფეზ ასსადთან ერთად შეადგინა – რომელსაც თავის მხრივ მის ეგვიპტელ თანამოაზრეზე არანაკლებად სურდა 1967 წელს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ამგვარად სინას ნახევარკუნძულზე ქვემეხები ჯერ არ დადუმებულიყვნენ რომ ისრაელის ჩრდილო აღმოსავლეთ საზღვართან სირიის არმიის 600 ქვემეხმა გახსნა ცეცხლი და ამ ცეცხლის ქვეშ ათასორასმა სირიულმა ტანკმა იერიში წამოიწყო გოლანის სიმაღლეებზე გამაგრებული ებრაული ნაწილების წინააღმდეგ. გოლანის სიმაღლეებზე ებრაელებს სულ 176 ცალი ტანკი ჰყავდა, რომლებიც მხარდაჭერას უწევდნენ მცირერიცხოვან ქვეითებს და ამ ყველაფერს ასევე მცირერიცხოვანი არტილერია უწევდა საცეცხლე მხარდაჭერას.
ყველაფერ ზემოთ თქმულს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი და საშინელი სატანკო ბრძოლები მოჰყვა. ამ ბრძოლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს Blitzkrieg-ის თეორია, რომელიც პირველად გერმანელებმა პოლონეთის დაპყრობისას გამოიყენეს – მობილური ქვეითთა და სატანკო დამრტყმელი ძალების ავიაციასთან შეთანხმებულად გამოყენება, რათა მოახდინონ მტრის თავდაცვითი ზღუდის გარღვევა, ზურგში გასვლა და ალყაში მოქცევა. ამის პარალელურად ამ ომმა შთამბეჭდავად წარმოაჩინა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების შესაძლებლობები.


დასავლეთის ფრონტი

საარტილერიო ცეცხლის შეწყვეტიდან ოცი წუთის შემდეგ 8000 ეგვიპტელი ქვეითი სუეცის არხისკენ დაიძრა. ეგვიპტის არმიის ეს 8000 ჯარისკაცი განაწილებული იყო სუეცის არხის მთელ სიგრძეზე, ოც სხვადასხვა წერტილზე. ეგვიპტელებმა 200 მეტრის სიგანის სუეცის არხის გადასალახავად გასაბერი ნავები გამოიყენეს – არხის გადასალახავად მათ სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ. არხის მეორე ნაპირზე, ებრაელების მიერ შექმნილი ქვიშის ჯებირის გადასალახავად ეგვიპტელებმა ბაგირები და თოკის კიბეები გამოიყენეს, გვერდი აუარეს ებრაული თავდაცვითი ზღუდის, ბერ–ლევის, საყრდენ წერტილებს და სინას ნახევარკუნძულის უდაბნოში 3 კილომეტრის სიღრმეზე გაიშალნენ. ამ პირველ ტალღას უკან მეორე ტალღა მოჰყვა, რომელმაც პირდაპირ ბერ–ლევის ფორტიფიკაციებზე მიიტანა იერიში. ამავდროულად "მწარე ტბა" (რომელიც არხის ნაწილს წარმოადგენს) გადალახა საბჭოთა წარმოების მცურავი ტანკებით,  ПТ-76–ით აღჭურვილმა ეგვიპტურმა სატანკო ბრიგადამ, რომელმაც გაღმა ნაპირზე გაიტანა ხელის ჰარესაწინაარმდეგო რაკეტები Стрела-2–ები, რომლითაც ებრაული ავიაციისგან იცავდნენ თავს. იმავე ღამეს ეგვიპტის არმიის საინჟინრო ქვედანაყოფებმა მოახდინეს სუეცის არხზე ხიდების გამართვა, რომლებითაც სინას ნახევარკუნძულზე უფრო მძიმე სატანკო ქვედანაყოფები იქნა გადასროლილი. მთელი ეს ოპერაცია, რადგანაც თვეების განმავლობაში დაწვრილებით იქნა დაგეგმილი, იმდენად წარმატებულად წარიმართა, რომ თვით ეგვიპტელებიც კი სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ – მათი დაანგარიშებით ამ ოპერაციას ათასობით ეგვიპტელის სისცოცხლე უნდა შეწირვოდა, რეალობაში კი სუეცის არხის გადალახვას მხოლოდ 208 ჯარისკაცი დაიღუპა.

ეგვიპტის სპეციალური დანიშნულების ქვედანასყოფები სუეცის არხის გადალახვის მომენტში

თავის სანგრებში მიწაზე გაკრული ებრაელი ჯარისკაცები თვალყურს ადევნებდნენ თუ როგორ მოჰქონდა ზოგიერთ ეგვიპტელ ჯარისკაცს ზურგზე აკიდებული ჩემოდანისმაგვარი უცნაური ზურგჩანთა. ამ ეგვიპტელმა ჯარისკაცებმა როგორც კი სუეცის ებრაულ ნაპირზე არსებული პლატფორმის საბრძოლო ზღუდეს მიაღწიეს გახსნეს ეს ჩემოდნები და გამოაჩინეს ის რასაც დასავლეთში საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტა "Sagger"–ს ეძახდნენ, ამ კომპლექსის ორიგინალი სახელია – 9К11 Малютка. ამას გარდა ბევრი ეგვიპტელი ჯარისკაცი აღჭურვილი იყო იმ დროისათვის თამანედროვე ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი РПГ-7-ით. ორივე იარაღი საბრძოლო ზღუდეზე მისვლისთანავე ბრძოლაში იქნა ჩართული.

საბჭოთა წარმოების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "Малютка"

აღსანიშნავია რომ ომის დაწყება ებრაელული სარდლობისთვის სრულიად მოულოდნელი მაინც არ ყოფილა. ორივე ფრონტზე, სუცზე და გოლანზე, ჯარების მობილიზაცია ებრაულმა სადაზვევრო სამსახურებმა ორი დღით ადრე შეამჩნიეს, ასევე დაზვევისთვის ცნობილი გახდა რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო მრჩევლების ოჯახები სასწრაფოდ იქნენ გაყვანილნი ეგვიპტედან და სირიიდან – რაც თავის მხრივ ომის დაწყების თითქმის უტყუარი ინდიკატორია. მაგრამ ამ ცნობების მიუხედავად ისრაელის ხელისუფლებამ წინა, ცრუ განგაშების გავლენის ქვეშ, რომლების დროსაც ქვეყნის ეკონომიკამ საკმაოდ დიდი ზარალი ნახა, გადაწყვიტა არ ემოქმედა უკანასკნელ წუთამდე.
ლეიტენატნი იუვალ ნერია ისრაელის ტაქტიკური არმიის ოფიცერი იყო და ომის დაწყების მომენტში ბერ–ლევის ხაზის ზურგში განთავსებული სატანკო ქვედანაყოფის ერთ–ერთ ასეულს ხელმძღვანელობდა. მისმა ქვედანაყოფმა ეგვიპტელების მიერ არხის გადალახვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე წინასწარ დაგეგმილი პოზიციებისკენ გადაადგილება დაიწყო. მის რაციაში, რომელიც მას ბერ–ლევის ხაზთან აკავშირებდა, რომლის ბევრი საყრდენი წერტილი უკვე ალყაში იყო მოქცეული, ნერიამ შემდეგი ფრაზა მოისმინა – "კატასტროფა დაიწყო".
როდესაც ებრაული ტანკები სუეცის არხს მიუახლოვდნენ ეგვიპტელები მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, Малютк–ების ზალპით მიესალმნენ. ებრაელები 1967–1970 წლებში განხორციელებულ შეტაკებებში მეტ–ნაკლები წარმატებით ახორციელებდნენ Малютка–ს წინა მოდელებითან გამკლავებას. მაგრამ ეს ახალი რაკეტები უფრო სწრაფები და ზუსტები იყო და აღმოჩნდა რომ ებრაელი ტანკისტები მათთან საბრძოლველად მოუმზადებლები იყვნენ, რადგანაც მათ საწვრთნელ პროგრამაში ასეთი კურსი არ არსებობდა. ეს რაკეტები, რომლებიც ებრაელებისთვის უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა, ამ ომის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური სიახლე იყო – "არავინ არ გაგვაფრთხილა მათი არსებობის შესახებ და არც არასოდეს გაგვივლია მათი საწინააღმდეგო სწავლება", განაცხადა ერთმა ებრაელმა ოფიცერმა და მის ნათქვამს ერთი სერჟანტის ფრაზაც ადასტურებს – "მე სატანკოს სკოლის ინსტრუქტორი ვიყავი ომის დაწყებამდე და არასოდეს არ გვისწავლებია ტანკისტებისთვის რაკეტებთან და ქვეითებთან ბრძოლის წესები".
Малютка მავთულით მართვად ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას წარმოადგენდა, რომელსაც ოპერატორი უბრალო ოპტიკისა და "ჯოისტიკის" დახმარებით მართავდა. ერთ–ერთი ეგვიპტური ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების შენაერთის ხელმძღვანელის, აბულ ალატის განცხადებით, მან ამ კომპლექსის მეშვეობით ათი წუთის განმავლობაში რვა ებრაული ტანკი გაანადგურა. აბულ ალატი შემდეგნაირად იხსენებს ბრძოლის ველს – "ტანკები ცდილობდნენ რაც შეიძლება მაქსიმალური სიჩქარე განევითარებინათ რათა ჩვენს რაკეტები აეცილებინათ, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო მათი დაზიანება ყველაზე სუსტ ადგილებში მანამ, სანამ ჩვენი რაკეტების მოქმედების რადიუსში იმყოფებოდნენ. ერთი ეგვიპტური რაკეტა ერთ ებრაულ ტანკს უდრიდა".

ეგვიპტური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი "Малютка" მოქმედებაში

ეს რა თქმა უნდა გადაჭარბებული შეფასება იყო, მაგრამ ებრაელებმა მალე ისწავლეს Малютка–ს პატივისცემა. ნერიამ მოგვიანებით აღწერა ამ რაკეტასთან შეხვედრის თავისი პირველი გამოცდილება – "რელიეფი ტალახიანი და დაჭაობებული იყო, ტანკისტები რაკეტის ოპერატორების დაბნევის მიზნით მანევრირებას ცდილობდნენ და ზიგ–ზაგებით დადიოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მოქმედების რაიონში მისვლიდან ნახევარ საათში ჩემმა სატანკო ასეულმა არსებობა შეწყვიტა". ნერიამ შეტევა 11 ტანკით დაიწყო, ბრძოლის ბოლოს კი მხოლოდ მისი და კიდევ ერთი ტანკი იყო მუშა მდგომარეობაში.
ამგვარ დანაკარგებს განიცდიდნენ ებრაული სატანკო ქვედანაყოფები ბერ–ლევის ხაზის მთელ სიგრძეზე, სადაც ისინი ალყაში მოქცეულ ქვედანაყოფებთან გზის გახსნას და ეგვიპტური საინჟინრო ქვედანაყოფებისთვის არხზე გადასასვლელის მოწყობაში ხელის შეშლას ცდილობდნენ. ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებითა და რაკეტებით არ შემოიფარგლა ის საფრთხეები, რომლებიც ებრაელ ტანკისტებს დაემუქრა, ეგვიპტელებმა სუეცის არხის საკუთარი ნაპირის მთელს გაყოლებაზე ქვიშის პლატფორმები მოაწყვეს, რომლებზეც განთავსებული ტანკები მტრის მიმართულებით უწყვეტ ცეცხლს აწარმოებდა. როგორც მოგვიანებით მოშე დაიანი იხსენებდა – "ჩვენი ტანკების არხთან გაყვანისა და გადასასვლელის მოწყობის აღკვეცის მცდელობა ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ჩვენ ამისათვის მზად არ ვიყავით".
ებრაული მხარე ასევე მოუმზადებელი აღმოჩნდა ეგვიპტელი ინჟინრების გამომგონებლობის წინაშეც. ქვეითების პარალელურად, რომლებიც Малютк–ებით და РПГ-7-ით ტანკებს, ხოლო ჰაერსაწინააღმედგო რაკეტებით ავიაციას აკავებდნენ არხის აღმოსავლეთ ნაპირზე, საინჟინრო ქვედანაყოფები შეუსვენებლად მუშაობდნენ გადასასვლელის მოსაწყობათ, რათა 24 საათის განმავლობაში მოეხდინათ ხიდების გამართვა და დაეწყოთ ქვედანაყოფების ებრაულ ნაპირზე გადაყვანა. 6 სექტემბრის ღამეს მათ მოახერხეს ათი ცალი პონტონური ხიდის გამართვა. მაგრამ წყლის წინაღობა პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო – მეორე ნაპირზე გადასვლას ასევე აფერხებდა 6–10 მეტრი სიმაღლის ქვიშის მიწაყრილი, რომელიც საციცოცხლო ადგილებში ებრაელებმა 25 მეტრამდე აამაღლეს. ამ წინაღობებში ტანკების გასატარებლად ებრაელ ინჟინრებს 6,5 მეტრა სიგანის გასასვლელები უნდა გაეჭრათ და ამისათვის თითო გასასვლელიდან 1150 კუბური მეტრი ქვიშა უნდა მოეხსნათ.
თავდაპირველად ეგვიპტელები გასასვლელების დინამიტთ ან მძიმე არტილერიის ცეცხლით გახსნას ფიქრობდნენ. შემდეგ, როგორც ეგვიპტის გენერალური შტაბის მეთაური, საად ალ შაზლი იხსენებს – "საინჟინრო ქვედანაყოფის ერთმა ახალგაზრდა ოფიცერმა შემოგვთავაზა ამ მიზნით წყლის მაღალ წნევიანი ჭავლის გამოყენება". გამოცდამ აჩვენა რომ ეს იდეა საკმაოდ წარმატებული იყო, რის შემდეგაც ეგვიპტემ გერმანიაში 100 ცალი სახანძრო წყლის მძლავრი ტუმბო შეისყიდა. სწორედ იმ დროს როდესაც ეგვიპტური ქვეითი ქვედანაყოფები აღმოსავლეთ ნაპირზე იბრძოდნენ საინჟინრო ქვედანაყოფებმა ტივების დახმარებით ტუმბოები არხზე გაიყვანეს, წყლის ჭავლი მიწაყრილს მიუშვეს და სულ რაღაცა რამდენიმე საათში მასში სამოცამდე გზა გაჭრეს. შუაღამემდე ეგვიპტელებმა გადასასვლელების დახმარებით 500 ტანკი გაიყვანეს ებრაულ ნაპირზე, რომლებსაც თან გაჰყვა მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო ზონტიკი, რომელიც ტანკებს ებრაული ავიაციისგან იცავდა. როგორც გენერალმა ალ შაზლიმ აღნიშნა – "მთელი ეს ოპერაცია რამოდენიმე ათობით ათასი ადამიანის საოცარი შეთანხმებული თამაშის შედეგი იყო".

ეგვიპტელი ინჟინრები წყლის ჭავლის გამოყენებით ახორციელებენი მიწაყრილში გასასვლელის გაჭრას

სუეცის აღმოსავლეთ ნაპირის მიწაყრილში წყლის ჭავლით გახსნილი გასასვლელი

ეგვიპტელები გადასასვლელს ამაგრებდნენ და აფართოვებდნენ ხოლო ებრაელი მეთაურები კონტრშეტევისთვის ემზადებოდნენ, რათა ეგვიპტელები ისევ სუეცის არხში გადაეყარათ. ახლა წარმატების მთავარი საყრდენს ქვეყნის რეზერვი წარმოადგენდა. ებრაული გეგმით არმიის მეწინავე ნაწილებს მტერი სინას ნახევარკუნძულზე მანამდე უნდა შეეყოვნებინა სანამ ეროვნული რეზერვის მობილიზაცია და ფრონტზე გადასროლა არ მოხდებოდა. მაგრამ ბოლო წამს დაწყებულმა მობილიზაციამ და ეგვიპტელების წარმოუდგენლად სწრაფმა წინ წაწევამ ფრონტზე დიდი გავლენა იქონია. ებრაულმა რეზერვმა მხოლოდ 6 ოქტომბრის საღამოს მოახერხა თავშეყრის რაიონიდან გასვლა, არა და ამ დროს ისინი უკვე ბრძოლის რაიონში უნდა ყოფილიყვნენ. აღსანიშნავია ისიც რომ როდესაც რეზერვი მომარაგების ბაზებთან მივიდა, აღმოაჩინა რომ აღჭურვილობის და შეიარაღების ნაწილი ადგილზე არ იყო. სატანკო ბატალიონის მეთაური დავიდ ჰალევი იხსენებს – "ჩემი ქვედანაყოფი ბრძოლაში არასაკმარისი ჭურვებით და ბინოკლების და რუქების გარეშე  ჩაება".


პროპაგანდისტული ფოტოსურათი – ეგვიპტური მებრძოლები ბარ–ლევის ზღუდის აღების მომენტში



ეგვიპტური ქვედანაყოფები სუეცის არხზე გაკეთებული გადასასვლელით სინას ნახევარკუნძულზე გადადიან

ეგვიპტური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-125-ის სატრანსპორტო–დამტენი მანქანა ПР-14А

სინას ნახევარკუნძულზე ბრძოლებისას განადგურებული ებრაული ტანკი M-60

სინაის ნახევარკუნძულზე ბრძოლების დროს განადგურებული ებრაული ჯავშანტრანსპორტიორი M-113

დაჭრილი არიელ შარონი თავის ქვედანაყოფთან ერთად სინაის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბრძოლების დროს

განკითხვის დღის ომის მეორე დღე, 7 ოქტომბერი – ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალი დაჭრილ ებრაელ ჯარისკაცს ჭრილობას უხვევს