Showing posts with label 1973. Show all posts
Showing posts with label 1973. Show all posts

Sunday, October 7, 2018

1973 წლის 6 ოქტომბერი - განკითხვის დღის ომი

1973 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო იომ ქიფურის  (განკითხვის დღის) ომი. თავისი სატანკო შეტაკებებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური შეტაკება. ომში ებრაელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი პროფესიონალიზმი და სამშობლოს სიყვარული. არაბები კიდევ ფეხებით წინ გაიტანეს ბრძოლის ველიდან (ეს უკვე მერამდენედ).

კონფლიკტში წარმოდგენილი ძალები

დაჭრილი არიელ შარონი თავის ქვედანაყოფთან ერთად სინაის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბრძოლების დროს


აღნიშნულ კონფლიკტთან დაკავშირებით ბლოგზე რამოდენიმე სტატია დაიწერა (თუმცა სტატიების დასრულება ვერ მოხერხდა):


P.S. თუმცაღა არსებობს ალტერნატიული ვერსიაც - სირიაში გუშინ ამ ომში გამარჯვების დღე აღნიშნეს. ნუ ეტყობა ვისი გავლენაცაა, ალტერნატიული ისტორიის ყველაზე მაგარი პროფესიონალები ერთ ცნობილ ქვეყანასა ყავს.
Со времени как 45 лет назад Сирия отпраздновала Октябрьскую победу сирийский народ много раз доказал, что готов бороться за независимость своей страны, чего бы ему это не стоило. 
Потерпев поражение на полях Октябрьской войны, израильский враг продолжил плести заговоры против Сирии, но был разгромлен три раза подряд – в 1982, в 2000 и 2006 годах.

Wednesday, March 6, 2013

1973 წელი - "განკითხვის დღის" ომი (IV)

ომის დაწყება

1973 წლის 6 ოქტომბერი ისრაელისთვის ლოცვითა და მარხვით დაიწყო. ამ დღეს ებრაელები "იომ–ქიფურის" დღესასწაულს აღნიშნავდნენ, ეგრეთ წოდებული "განკითხვის დღე" – ებრაელთა კალენდარში ყველაზე წმინდა დღე. მაგრამ ამ წელს ეს დღესასწაული სულ სხვანაირი იქნებოდა – ამ დღეს ჯერ კიდევ მზის ჩასვლამდე ებრაელები უთანასწორო ომში ჩაერთვებოდნენ და დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ.
პირველი ებრაული დანაკარგები იმ 600 ებრაელ ჯარისკაცს შორის იყო, რომლებიც ბარ–ლევის თავდაცვითი ზღუდეს იცავდნენ. ეს ზღუდე სუეცის არხის აღმოსავლეთ ნაპირს 110 მილზე (177კმ) გასდევდა და ერთმანეთისგან ჰყოფდა ისრაელის მიერ ოკუპირებულ სინას ნახევარკუნძულს და ეგვიპტეს. ამ ზღუდეს 16 საყრდენი პუნქტი გააჩნდა და მის დაცვას ებრაული არმიის მცირერიცხოვანი ძალები უზრუნველყოფდნენ.

ბარ–ლევის ზღუდის საფორტიფიკაციო ნაგებობები


მაგრამ ებრაელებს ამ ზღუდის სისუსტე არ აღელვებდათ – მის ზურგში, 16–დან 24 კილომეტრის სიღრმეში 270 ებრაული ტანკი იმყოფებოდა, რომლებიც მობილურ რეზერვს წარმოადგნედნენ და მზად იყვნენ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას გაეძლიერებინათ ბარ–ლევის ზღუდე. ყველაფერ ამასთან ერთად სრუტეც ეფექტურ დაბრკოლებას წარმოადგენდა – "ერთ–ერთი საუკეთესო ტანკსაწინააღმდეგო თხრილი რომელიც კი ოდესმე გაუთხრიათ", განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, მოსე დაიანმა. ყველაფერ ამასთან ერთად ებრაელებს არაბების საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონდა. ამ პატარა ერს, მას შემდეგ რაც მეზობლებთან ოთხი ომი გადაიხადა, გამტკიცებული ჰქონდა რწმენა იმის შესახებ რომ მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე დაჯაბნიდნენ, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ძალიან სურდა მტერს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და რა საშუალებებს გამოიყენებდა ამ სურვილის აღსასრულებლად.
მაგრამ ამჯერად მათი ამ რწმენის გამოცდის დრო დადგა. შუადღის 2 საათზე, ორიათასმა ეგვიპტურმა ქვემეხმა და ნაღმტყორცნმა ჭურვების გრიგალი დაატეხა თავზე ბარ–ლევის ზღუდეს. იმავდროულად საბჭოთა წარმოების "МиГ"–ის და "Су"–ს მარკის ორასმა გამანადგურებელ–ბომბდამშენებმა გადალახეს სუეცის არხი, რათა იერიში მიეტანათ ებრაული მომარაგების ბაზებზე, მეწინავე აეროდრომებზე და მართვის ცენტრებზე. მათთან ერთად ვერტმფრენებით იქნა გადასროლილი ეგვიპტური სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, რომლებმაც ჩასაფრებები მოაწყვეს სინას ნახევარკუნძულის მთავარ გზებზე, რომლებითაც მოსალოდნელი იყო ბარ–ლევის ზღუდისკენ ებრაელების დამატებითი ძალების გადასროლა. ეს იყო საკმაოდ ძლიერი და გამთანგველი დარტყმა და რაც მთავარია ეს არ იყო ერთადერთი წარმატება რასაც იმ მომენტში ეგვიპტელებმა მიაღწიეს.
ეგვიპტის პრეზიდენტმა, ანუარ სადატმა თავისი საბრძოლო გეგმები სირიის პრეზიდენტთან, ჰაფეზ ასსადთან ერთად შეადგინა – რომელსაც თავის მხრივ მის ეგვიპტელ თანამოაზრეზე არანაკლებად სურდა 1967 წელს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ამგვარად სინას ნახევარკუნძულზე ქვემეხები ჯერ არ დადუმებულიყვნენ რომ ისრაელის ჩრდილო აღმოსავლეთ საზღვართან სირიის არმიის 600 ქვემეხმა გახსნა ცეცხლი და ამ ცეცხლის ქვეშ ათასორასმა სირიულმა ტანკმა იერიში წამოიწყო გოლანის სიმაღლეებზე გამაგრებული ებრაული ნაწილების წინააღმდეგ. გოლანის სიმაღლეებზე ებრაელებს სულ 176 ცალი ტანკი ჰყავდა, რომლებიც მხარდაჭერას უწევდნენ მცირერიცხოვან ქვეითებს და ამ ყველაფერს ასევე მცირერიცხოვანი არტილერია უწევდა საცეცხლე მხარდაჭერას.
ყველაფერ ზემოთ თქმულს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი და საშინელი სატანკო ბრძოლები მოჰყვა. ამ ბრძოლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს Blitzkrieg-ის თეორია, რომელიც პირველად გერმანელებმა პოლონეთის დაპყრობისას გამოიყენეს – მობილური ქვეითთა და სატანკო დამრტყმელი ძალების ავიაციასთან შეთანხმებულად გამოყენება, რათა მოახდინონ მტრის თავდაცვითი ზღუდის გარღვევა, ზურგში გასვლა და ალყაში მოქცევა. ამის პარალელურად ამ ომმა შთამბეჭდავად წარმოაჩინა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების შესაძლებლობები.


დასავლეთის ფრონტი

საარტილერიო ცეცხლის შეწყვეტიდან ოცი წუთის შემდეგ 8000 ეგვიპტელი ქვეითი სუეცის არხისკენ დაიძრა. ეგვიპტის არმიის ეს 8000 ჯარისკაცი განაწილებული იყო სუეცის არხის მთელ სიგრძეზე, ოც სხვადასხვა წერტილზე. ეგვიპტელებმა 200 მეტრის სიგანის სუეცის არხის გადასალახავად გასაბერი ნავები გამოიყენეს – არხის გადასალახავად მათ სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ. არხის მეორე ნაპირზე, ებრაელების მიერ შექმნილი ქვიშის ჯებირის გადასალახავად ეგვიპტელებმა ბაგირები და თოკის კიბეები გამოიყენეს, გვერდი აუარეს ებრაული თავდაცვითი ზღუდის, ბერ–ლევის, საყრდენ წერტილებს და სინას ნახევარკუნძულის უდაბნოში 3 კილომეტრის სიღრმეზე გაიშალნენ. ამ პირველ ტალღას უკან მეორე ტალღა მოჰყვა, რომელმაც პირდაპირ ბერ–ლევის ფორტიფიკაციებზე მიიტანა იერიში. ამავდროულად "მწარე ტბა" (რომელიც არხის ნაწილს წარმოადგენს) გადალახა საბჭოთა წარმოების მცურავი ტანკებით,  ПТ-76–ით აღჭურვილმა ეგვიპტურმა სატანკო ბრიგადამ, რომელმაც გაღმა ნაპირზე გაიტანა ხელის ჰარესაწინაარმდეგო რაკეტები Стрела-2–ები, რომლითაც ებრაული ავიაციისგან იცავდნენ თავს. იმავე ღამეს ეგვიპტის არმიის საინჟინრო ქვედანაყოფებმა მოახდინეს სუეცის არხზე ხიდების გამართვა, რომლებითაც სინას ნახევარკუნძულზე უფრო მძიმე სატანკო ქვედანაყოფები იქნა გადასროლილი. მთელი ეს ოპერაცია, რადგანაც თვეების განმავლობაში დაწვრილებით იქნა დაგეგმილი, იმდენად წარმატებულად წარიმართა, რომ თვით ეგვიპტელებიც კი სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ – მათი დაანგარიშებით ამ ოპერაციას ათასობით ეგვიპტელის სისცოცხლე უნდა შეწირვოდა, რეალობაში კი სუეცის არხის გადალახვას მხოლოდ 208 ჯარისკაცი დაიღუპა.

ეგვიპტის სპეციალური დანიშნულების ქვედანასყოფები სუეცის არხის გადალახვის მომენტში

თავის სანგრებში მიწაზე გაკრული ებრაელი ჯარისკაცები თვალყურს ადევნებდნენ თუ როგორ მოჰქონდა ზოგიერთ ეგვიპტელ ჯარისკაცს ზურგზე აკიდებული ჩემოდანისმაგვარი უცნაური ზურგჩანთა. ამ ეგვიპტელმა ჯარისკაცებმა როგორც კი სუეცის ებრაულ ნაპირზე არსებული პლატფორმის საბრძოლო ზღუდეს მიაღწიეს გახსნეს ეს ჩემოდნები და გამოაჩინეს ის რასაც დასავლეთში საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტა "Sagger"–ს ეძახდნენ, ამ კომპლექსის ორიგინალი სახელია – 9К11 Малютка. ამას გარდა ბევრი ეგვიპტელი ჯარისკაცი აღჭურვილი იყო იმ დროისათვის თამანედროვე ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი РПГ-7-ით. ორივე იარაღი საბრძოლო ზღუდეზე მისვლისთანავე ბრძოლაში იქნა ჩართული.

საბჭოთა წარმოების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "Малютка"

აღსანიშნავია რომ ომის დაწყება ებრაელული სარდლობისთვის სრულიად მოულოდნელი მაინც არ ყოფილა. ორივე ფრონტზე, სუცზე და გოლანზე, ჯარების მობილიზაცია ებრაულმა სადაზვევრო სამსახურებმა ორი დღით ადრე შეამჩნიეს, ასევე დაზვევისთვის ცნობილი გახდა რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო მრჩევლების ოჯახები სასწრაფოდ იქნენ გაყვანილნი ეგვიპტედან და სირიიდან – რაც თავის მხრივ ომის დაწყების თითქმის უტყუარი ინდიკატორია. მაგრამ ამ ცნობების მიუხედავად ისრაელის ხელისუფლებამ წინა, ცრუ განგაშების გავლენის ქვეშ, რომლების დროსაც ქვეყნის ეკონომიკამ საკმაოდ დიდი ზარალი ნახა, გადაწყვიტა არ ემოქმედა უკანასკნელ წუთამდე.
ლეიტენატნი იუვალ ნერია ისრაელის ტაქტიკური არმიის ოფიცერი იყო და ომის დაწყების მომენტში ბერ–ლევის ხაზის ზურგში განთავსებული სატანკო ქვედანაყოფის ერთ–ერთ ასეულს ხელმძღვანელობდა. მისმა ქვედანაყოფმა ეგვიპტელების მიერ არხის გადალახვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე წინასწარ დაგეგმილი პოზიციებისკენ გადაადგილება დაიწყო. მის რაციაში, რომელიც მას ბერ–ლევის ხაზთან აკავშირებდა, რომლის ბევრი საყრდენი წერტილი უკვე ალყაში იყო მოქცეული, ნერიამ შემდეგი ფრაზა მოისმინა – "კატასტროფა დაიწყო".
როდესაც ებრაული ტანკები სუეცის არხს მიუახლოვდნენ ეგვიპტელები მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, Малютк–ების ზალპით მიესალმნენ. ებრაელები 1967–1970 წლებში განხორციელებულ შეტაკებებში მეტ–ნაკლები წარმატებით ახორციელებდნენ Малютка–ს წინა მოდელებითან გამკლავებას. მაგრამ ეს ახალი რაკეტები უფრო სწრაფები და ზუსტები იყო და აღმოჩნდა რომ ებრაელი ტანკისტები მათთან საბრძოლველად მოუმზადებლები იყვნენ, რადგანაც მათ საწვრთნელ პროგრამაში ასეთი კურსი არ არსებობდა. ეს რაკეტები, რომლებიც ებრაელებისთვის უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა, ამ ომის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური სიახლე იყო – "არავინ არ გაგვაფრთხილა მათი არსებობის შესახებ და არც არასოდეს გაგვივლია მათი საწინააღმდეგო სწავლება", განაცხადა ერთმა ებრაელმა ოფიცერმა და მის ნათქვამს ერთი სერჟანტის ფრაზაც ადასტურებს – "მე სატანკოს სკოლის ინსტრუქტორი ვიყავი ომის დაწყებამდე და არასოდეს არ გვისწავლებია ტანკისტებისთვის რაკეტებთან და ქვეითებთან ბრძოლის წესები".
Малютка მავთულით მართვად ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას წარმოადგენდა, რომელსაც ოპერატორი უბრალო ოპტიკისა და "ჯოისტიკის" დახმარებით მართავდა. ერთ–ერთი ეგვიპტური ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების შენაერთის ხელმძღვანელის, აბულ ალატის განცხადებით, მან ამ კომპლექსის მეშვეობით ათი წუთის განმავლობაში რვა ებრაული ტანკი გაანადგურა. აბულ ალატი შემდეგნაირად იხსენებს ბრძოლის ველს – "ტანკები ცდილობდნენ რაც შეიძლება მაქსიმალური სიჩქარე განევითარებინათ რათა ჩვენს რაკეტები აეცილებინათ, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო მათი დაზიანება ყველაზე სუსტ ადგილებში მანამ, სანამ ჩვენი რაკეტების მოქმედების რადიუსში იმყოფებოდნენ. ერთი ეგვიპტური რაკეტა ერთ ებრაულ ტანკს უდრიდა".

ეგვიპტური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი "Малютка" მოქმედებაში

ეს რა თქმა უნდა გადაჭარბებული შეფასება იყო, მაგრამ ებრაელებმა მალე ისწავლეს Малютка–ს პატივისცემა. ნერიამ მოგვიანებით აღწერა ამ რაკეტასთან შეხვედრის თავისი პირველი გამოცდილება – "რელიეფი ტალახიანი და დაჭაობებული იყო, ტანკისტები რაკეტის ოპერატორების დაბნევის მიზნით მანევრირებას ცდილობდნენ და ზიგ–ზაგებით დადიოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მოქმედების რაიონში მისვლიდან ნახევარ საათში ჩემმა სატანკო ასეულმა არსებობა შეწყვიტა". ნერიამ შეტევა 11 ტანკით დაიწყო, ბრძოლის ბოლოს კი მხოლოდ მისი და კიდევ ერთი ტანკი იყო მუშა მდგომარეობაში.
ამგვარ დანაკარგებს განიცდიდნენ ებრაული სატანკო ქვედანაყოფები ბერ–ლევის ხაზის მთელ სიგრძეზე, სადაც ისინი ალყაში მოქცეულ ქვედანაყოფებთან გზის გახსნას და ეგვიპტური საინჟინრო ქვედანაყოფებისთვის არხზე გადასასვლელის მოწყობაში ხელის შეშლას ცდილობდნენ. ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებითა და რაკეტებით არ შემოიფარგლა ის საფრთხეები, რომლებიც ებრაელ ტანკისტებს დაემუქრა, ეგვიპტელებმა სუეცის არხის საკუთარი ნაპირის მთელს გაყოლებაზე ქვიშის პლატფორმები მოაწყვეს, რომლებზეც განთავსებული ტანკები მტრის მიმართულებით უწყვეტ ცეცხლს აწარმოებდა. როგორც მოგვიანებით მოშე დაიანი იხსენებდა – "ჩვენი ტანკების არხთან გაყვანისა და გადასასვლელის მოწყობის აღკვეცის მცდელობა ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ჩვენ ამისათვის მზად არ ვიყავით".
ებრაული მხარე ასევე მოუმზადებელი აღმოჩნდა ეგვიპტელი ინჟინრების გამომგონებლობის წინაშეც. ქვეითების პარალელურად, რომლებიც Малютк–ებით და РПГ-7-ით ტანკებს, ხოლო ჰაერსაწინააღმედგო რაკეტებით ავიაციას აკავებდნენ არხის აღმოსავლეთ ნაპირზე, საინჟინრო ქვედანაყოფები შეუსვენებლად მუშაობდნენ გადასასვლელის მოსაწყობათ, რათა 24 საათის განმავლობაში მოეხდინათ ხიდების გამართვა და დაეწყოთ ქვედანაყოფების ებრაულ ნაპირზე გადაყვანა. 6 სექტემბრის ღამეს მათ მოახერხეს ათი ცალი პონტონური ხიდის გამართვა. მაგრამ წყლის წინაღობა პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო – მეორე ნაპირზე გადასვლას ასევე აფერხებდა 6–10 მეტრი სიმაღლის ქვიშის მიწაყრილი, რომელიც საციცოცხლო ადგილებში ებრაელებმა 25 მეტრამდე აამაღლეს. ამ წინაღობებში ტანკების გასატარებლად ებრაელ ინჟინრებს 6,5 მეტრა სიგანის გასასვლელები უნდა გაეჭრათ და ამისათვის თითო გასასვლელიდან 1150 კუბური მეტრი ქვიშა უნდა მოეხსნათ.
თავდაპირველად ეგვიპტელები გასასვლელების დინამიტთ ან მძიმე არტილერიის ცეცხლით გახსნას ფიქრობდნენ. შემდეგ, როგორც ეგვიპტის გენერალური შტაბის მეთაური, საად ალ შაზლი იხსენებს – "საინჟინრო ქვედანაყოფის ერთმა ახალგაზრდა ოფიცერმა შემოგვთავაზა ამ მიზნით წყლის მაღალ წნევიანი ჭავლის გამოყენება". გამოცდამ აჩვენა რომ ეს იდეა საკმაოდ წარმატებული იყო, რის შემდეგაც ეგვიპტემ გერმანიაში 100 ცალი სახანძრო წყლის მძლავრი ტუმბო შეისყიდა. სწორედ იმ დროს როდესაც ეგვიპტური ქვეითი ქვედანაყოფები აღმოსავლეთ ნაპირზე იბრძოდნენ საინჟინრო ქვედანაყოფებმა ტივების დახმარებით ტუმბოები არხზე გაიყვანეს, წყლის ჭავლი მიწაყრილს მიუშვეს და სულ რაღაცა რამდენიმე საათში მასში სამოცამდე გზა გაჭრეს. შუაღამემდე ეგვიპტელებმა გადასასვლელების დახმარებით 500 ტანკი გაიყვანეს ებრაულ ნაპირზე, რომლებსაც თან გაჰყვა მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო ზონტიკი, რომელიც ტანკებს ებრაული ავიაციისგან იცავდა. როგორც გენერალმა ალ შაზლიმ აღნიშნა – "მთელი ეს ოპერაცია რამოდენიმე ათობით ათასი ადამიანის საოცარი შეთანხმებული თამაშის შედეგი იყო".

ეგვიპტელი ინჟინრები წყლის ჭავლის გამოყენებით ახორციელებენი მიწაყრილში გასასვლელის გაჭრას

სუეცის აღმოსავლეთ ნაპირის მიწაყრილში წყლის ჭავლით გახსნილი გასასვლელი

ეგვიპტელები გადასასვლელს ამაგრებდნენ და აფართოვებდნენ ხოლო ებრაელი მეთაურები კონტრშეტევისთვის ემზადებოდნენ, რათა ეგვიპტელები ისევ სუეცის არხში გადაეყარათ. ახლა წარმატების მთავარი საყრდენს ქვეყნის რეზერვი წარმოადგენდა. ებრაული გეგმით არმიის მეწინავე ნაწილებს მტერი სინას ნახევარკუნძულზე მანამდე უნდა შეეყოვნებინა სანამ ეროვნული რეზერვის მობილიზაცია და ფრონტზე გადასროლა არ მოხდებოდა. მაგრამ ბოლო წამს დაწყებულმა მობილიზაციამ და ეგვიპტელების წარმოუდგენლად სწრაფმა წინ წაწევამ ფრონტზე დიდი გავლენა იქონია. ებრაულმა რეზერვმა მხოლოდ 6 ოქტომბრის საღამოს მოახერხა თავშეყრის რაიონიდან გასვლა, არა და ამ დროს ისინი უკვე ბრძოლის რაიონში უნდა ყოფილიყვნენ. აღსანიშნავია ისიც რომ როდესაც რეზერვი მომარაგების ბაზებთან მივიდა, აღმოაჩინა რომ აღჭურვილობის და შეიარაღების ნაწილი ადგილზე არ იყო. სატანკო ბატალიონის მეთაური დავიდ ჰალევი იხსენებს – "ჩემი ქვედანაყოფი ბრძოლაში არასაკმარისი ჭურვებით და ბინოკლების და რუქების გარეშე  ჩაება".


პროპაგანდისტული ფოტოსურათი – ეგვიპტური მებრძოლები ბარ–ლევის ზღუდის აღების მომენტში



ეგვიპტური ქვედანაყოფები სუეცის არხზე გაკეთებული გადასასვლელით სინას ნახევარკუნძულზე გადადიან

ეგვიპტური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-125-ის სატრანსპორტო–დამტენი მანქანა ПР-14А

სინას ნახევარკუნძულზე ბრძოლებისას განადგურებული ებრაული ტანკი M-60

სინაის ნახევარკუნძულზე ბრძოლების დროს განადგურებული ებრაული ჯავშანტრანსპორტიორი M-113

დაჭრილი არიელ შარონი თავის ქვედანაყოფთან ერთად სინაის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბრძოლების დროს

განკითხვის დღის ომის მეორე დღე, 7 ოქტომბერი – ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალი დაჭრილ ებრაელ ჯარისკაცს ჭრილობას უხვევს

Friday, December 21, 2012

1973 წელი - "განკითხვის დღის" ომი (III)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

მოწინაარმდეგეთა სამოქმედო გეგმები

1973 წელი – გოლდა მეიერი ისრაელის პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეებთან ერთად


9. სირიელთა სამოქმედო გეგმა

სირიელების პირველად საბრძოლო ამოცანას გოლანის სიმაღლეებიდან ებრაელების განდევნა და მდინარე იორდანამდე ტერიტორიის დაკავება იყო.
გეგმა შეტევითი ოპერაციების ორ საფეხურს მოიცავდა - ესენი იყო:
  • პირველი საფეხური - შეტევა სირია-ისრაელის მთელი საზღვრის გასწვრივ, და გოლანის სიმაღლეების და კუნეიდრას მთიანეთის თავდაცვითი ზღუდის გარღვევა შემდეგი ძალებით შემდეგ მიმართულებებზე: 
  1. მიმართულება "A" - ლეგიას პატარა ვაკე - ჰერმონის ქედი.  მე-7 მექანიზირებული ქვეითი დივიზია
  2. მიმართულება "B" -  ელ-ხარა - კუნეიდრა - ნაფეკი.  მე-9 მექანიზირებული ქვეითი დივიზია,
  3. მიმართულება "C" -ლეგიას დიდი ვაკე - რაფიდი - გალილეა.   მე-5 მექანიზირებული ქვეითი დივიზია.
  • მეორე საფეხური - თავდაცვითი ზღუდის გარღვევის შემდეგ   ჩრდილოეთ სექტორში მოხდებოდა მანევრი 2 სატანკო დივიიზთ (პირველი და მესამე დივიზიებით). განხორციელდებოდა კუნეიდრას პოზიციების  ორმაგი შემოვლა და ამის პარალელურად იორდანის ვაკეებისგენ გადაადგილდება. ხოლო სამხრეთ სექტორში უნდა დაეკავებინათ უღელტეხილი კუდნე და იაკობის ხიდი მდინარე იორდანზე.
მუსტაფა ტლასი – სირიის თავდაცვის მინისტრი განკითხვის ომის პერიოდში



10. ეგვიპტელთა საქმოქმედო გეგმა

ეგვიპტელთა ძირითადი მიზანი ასევე არ განსხვავდებოდა სირიელთა ძირითადი მიზნისგან - მათ უნდა განედევნათ ებრაელები სუეცის არხიდან და სინას ნახევარკუნძულიდან და უნდა დაებრუნებინათ 1967 წელს დაკარგული ტერიტორიები.
სამოქმედო გეგმა მოიცავდა ორი ეგვიპტური არმიის სამ საფეხურიან შეტევით ოპერაციას - ესენი იყო:
  • პირველი საფეხური - სუეცის არხის სწრაფი გადალახვა და მასზე ორი გადასასვლელი პუნქტის მოწყობა. ერთი ისმაილიასთან ახლოს, კოდარას სამხრეთით, ხოლო მეორე მწარე ტბების ახლოს.
  • მეორე საფეხური - გადასასვლელების მოწყობის შემდეგ წინსვლა და სინას ნახევარკუნძულის გადასასვლელების დაკავება.
  • მესამე საფეხური - მოპოვებული წარმატების გამოყენება, სინას ნახევარკუნძულის გასუფთავება ისრაელის საზრვრებამდე და მტრის საბოლოო განადგურება.
11. ებრაელთა სამოქმედო გეგმა

ებრაელთა საქმოქმედო გეგმა სამ ძირითად სამოქმედო ერთეულს ეყრდნობოდა, ეგრეთ წოდებული ისრაელის "სამოქმედო დოგმის სამსიტყვეული":
  1. ისრაელის სადაზვერვო სამსახურების მიერ დორულად გაფრთხილება მტრის მოქმედებების შესახებ.
  2. რეგულარული არმიის ძალის და შესაძლებლობების სრული გამოყენება სამხედრო საჰაერო ძალებთან ერთად – და ამ ბოლოზე დაკისრებული იყო ძალიან დიდი მოვალეობა ბრძოლის ველზე ბატონობის შესანარჩუნებლად.
  3. რეზერვის სწარფი მობილიზაცია და ბრძოლის ველზე მათი ოპერატიული გადასროლა.
გეგმა ითვალისწინებდა:
  • საბრძოლო მოქმედებების პირველ პერიოდში არსებული ძალების გამოყენებით:
  1. გოლანის სიმაღლეების სტაბილიზაცია. 
  2. სინას ნახევარკუნძულზე მტრის შეტევის მოგერიება.
  • საბრძოლო მოქმედებების მეორე ფაზაში, რეზერვის წინა ხაზზე გადასროლის შემდეგ, კონტრშეტევის განხორციელება:
  1. პირველ ფაზაში, გოლანის სიმაღლეებთან სირიის და მისი მოკავშირეების, ერაყისა და მაროკოს არმიების განადგურების მიზნით სირიის თავდაცვითი ზღუდის გარღვევა და შეტევის განხორციელება დამასკოს მიმართულებით.
  2. მეორე ფაზაში სინას ნახევარკუნძულზე მანევრის განხორციელება, სუეცის არხის გადალახვა, ეგვიპტურ ნაპირზე პლატფორმის შექმნა, ეგვიპტური ჯარების ალყაში მოქცევა შემდგომ მათი განადგურების მიზნით.
იცხააკ რაბინი, მოშე დაიანი (ისრაელის თავდაცვის მინისტრი განკითხვის დღის ომის დროს) და უზი ნარქისი იერუსალიმში

პირველი ორი ნაწილი:

Friday, November 2, 2012

1973 წელი - "განკითხვის დღის" ომი (II)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ბრძოლის ველის აღწერა

5. გოლანის სიმააღლეები


სირიასა და ისრაელს შორის საზღვარი 1967 წლამდე მდინარე იროდანზე გადიოდა, რომელიც ჰერმონის მთებში იღებს სათავეს, ჯერ გალილეას ტბაში ჩაედინება, იქედან გრძელდება და ბოლოს მკვდარ ზღვასში მთავრდება. ჰერმონის მთები, რომლებიც სირიასა და ლივიას საზღვარს წარმოადგენს, მთელს რაიონზე უზრუნველყოფს შესანიშნავი თვალთვალისა და დაკვირვების სექტორს.
ისრაელის მხარეს ფერდობი ციცაბოა და მდინარე იორდანის დასავლეთით ვაკეში გადადის. აღმოსავლეთით, სირიაში რელიეფი უფრო შემაღლებულია - ჰერმონის ქედი, კუნეიდრას მთიანეთი, რომელიც შემდეგ გოლანის სიმაღლეებს უერთდება. კუნეიდრას მთიანეთში, რომელიც ბრძოლის ველს წარმოადგენს, შედის დიდი და პატარა ლეგიას ვაკეები.
რაიონში მხოლოდ ერთი ძირითადი გზაა: ხაიფა-იაკოვის ხიდი-კუნეიდრა-დამასკო. როგორც თავდაცვითი რაიონი, სადაც გზის გარდა ძირითადი რელიეფი კლდიანი და უვალია, ძალიან კარგად იცავს თავის გვერდებს - ჰერმონის ქედით ერთ მხარეს და მდინარე გიარმუკის დამბით მეორე მხარეს.
"ცეცხლის შეწყვეტის მეწამული ხაზის" დასავლეთით, რომელიც ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიდო, ებრაელებმა თავდაცვის ხაზი 11 საფორთიფიკაციო წერტილით გაამაგრეს, რომელთა უკანაც ტანკების პოზიციები იქნა მოწყობილი.
როდესაც ებრაელები 1967 წლის ივნისში, პირველად განთავსდნენ ჰერონის ქედის ერთ-ერთ, 1800 მეტრი სიმაღლის მთის თავზე, აღმოაჩინეს ამ სიმაღლის მნიშვნელობა - დაკავებული პოზიციიდან ხელის გულზე ჩანდა მთელი დაბლობი თვით დამასკომდე და ხაიფამდე. სათვალთვალო პუნქტის გარდა ებრაელები მიხვდნენ რომ ამ სიმაღლეზე მეწინავე რადარის განსანთავსებლად შესანინავი პოზიცია იყო და სათხილამურო ტრასასტან ერთად საიდუმლო რადიოელექტრონული აპარატურის განთავსებაც დაიწყეს.
ისრაელთან მოსაზღვრე სირიის ვაკე ებრაელებს ხელის გულზე ჰქონდათ, მეწინავე-მეთვალთვალე ოფიცერი ყოველ დრე ახსენებდა შტაბში სირიული არტილერიის მოქმედებებს და გადაადგილებებს. ომის დაწყების პერიოდში რადარის საფორთიფიკაციო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ იყო, ბაზის უსაფრთხოებას 55 კაცი უზრუნველყოფდა. ომის დაწყების დღეს, 13:45 საათზე მეწინავე-მეთვალთვალე ოფიცერს რაციაში ამოხდა: "ო ღმერთო, ქვემეხებს შესანიღბ ბადეებს ხსნიან".

რუქა-1. ძალების განლაგება და საწყისი მდგომარეობა ისრაელ-სირიის საზღვარზე


6. სინას ნახევარკუნძული

სინას ნახევარკუნძული გოლანისგან განსხვავებით მოსწორებულ უდაბნოს წარმოადგენს. სწორედ უდაბნო განაპირობებს იმას რომ ამ რაიონში საგზაო ქსელი საშუალოდაა განვითარებული. ერთი თვალის გადახედვითაც ჩანს რომ სინას ნახევარკუნძული მასიური სატანკო ბრძოლებისთვის წარმოადგენს იდეალურ ადგილს და ამას გარდა აქ ბრძოლის წარმოება შესაძლებელია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოშორებით.
სუეცის არხის სიგრძე 110 კილომეტრია, სიგანე 180-240 მეტრი და სირრმე 15-20 მეტრი და ებრაელი გენერალი დაგიანის თანახმად: "წარმოადგენს ყველაზე საუკეთესო ტანკსაწინააღმდეგო თხრილს რომელიც ოდესმე შეუქმნიათ".
არხის აღმოსავლეთ ნაპირზე 1969 წელს ებრაელებმა "ბარ ლევის" თავდაცვითი ხაზი მოაწყვეს. ეს თავდაცვითი ხაზი 16 დამოუკიდებელი საფორთიფიკაციო წერტილისგან  (რომლეიც თავის მხრივ ორმაგი ან სამმაგი იყო და ამგვარად საერთო ჯამში წერტილების რაოდენობა 40-ს აღწევდა) და 20 საარტილერიო პოზიციისგან შესდგებოდა. ეს პოზიციები ისე იყო მოწყობილი რომ საჭიროების შემთხვევაში ურთიერთდაფარვა მომხდარიყო. ებრაელებმა ომის წინა ასევე მოასწრეს აღმოსავლეთ სანაპიროს მავთულხლართებითა და დანაღმული ველებით გაძლიერება. თავის მხრივ აღმოსავლეთ ნაპირი 20-30 მეტრის სიმაღლეზე იყო აწეული ხელოვნურად, რათა არხის ფორსირების საშუალება არ მიეცა მოწინააღმდეგისთვის.

და ბოლოს არხის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივა არსებობდა ორი გზა:
  1. "არტილერიის" გზა ფორთიფიკაციების აღმოსავლეთით.
  2. "კონტროლის" გზა ფორთიფიკაციებსა და ნაპირს შორის.

რუქა-2. ძალების განლაგება და საწყისი მდგომარეობა ისრაელ-ეგვიპტეს საზღვარზე

7.ძალები.

მოწინააღმდეგეთა ძალები სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის თანახმად შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
















*არ არსებობს ზუსტი მონაცემები იორდანიის, მაროკოსა და საუდის არაბეთის ძალებზე.
** ერაყის ძალები სირიაში იყო განთავსებული.
***საბრძოლო ქვემეხებში ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებიც შედის.

8. განლაგება

ჯარების გალნაგება 1 და 2 რუქებზეა ნაჩვენები.

გოლანის ფრონტი

სირიელებს წინა ხაზზე გაშლილი ყავდათ 3 მექანიზირებული დივიზია, ხოლო მათ უკან განთავსებული იყო 2 სატანკო დივიზია.

  • ყოველ მექანიზირებულ დივიზიას ყავდა 2 ქვეითი ბრიგადა, 1 მექანიზირებული ბრიგადა და 1 სატანკო ბრიგადა. 
  • ყოველ ქვეით ბრიგადას ყავდა ერთი სატანკო ბატალიონი 30 ტანკის შემადგენლობით და 3 ქვეითი ბატალიონი. 
  • ყოველ მექანიზირებულ ბრიგადას ყავდა 2 მექანიზირებული ბატალიონი და 1 სატანკო ასეული. 
  • ყოველ სატანკო ბრიგადას 120 ტანკი ყავდა. 
  • მთლიანობაში ყოველ მექანიზირებულ ქვეითთა დივიზიას 210 ტანკი გააჩნდა, ხოლო ყოველ ჯავშანსატანკო დივიზიას (2 ბრიგადა) 240 ტანკი.
რესპუბლიკურ გვარდია, რომელსაც ევალებოდა დამასკოში რეჟიმის დაცვა და ერთი ბრიგადისგან შესდგებოდა, აღჭურვილი იყო 100 თანამედროვე საბჭოთა ტანკ T-62-ით. ასევე სირიაში იმყოფებოდა 1-2 ერაყული სატანკო ბრიგადა, თითოში 100 ტანკის ოდენობით და მიახლოებით 200 სტაციონარული ტანკი პირველ ხაზზე. ამგვარად საერთო ჯამში, ერაყულ 200 ტანკთან ერთად, ტანკების საერთო რაოდენობა მიახლოებით 1400-1600 ერთეული იყო.

ებრაელებს წინა ხაზზე ორი სატანკო ბრიგადა ყავდათ განთავსებული (რჩეული და ისტორიული მე-7 სატანკო ბრიგადა, პოლკოვნიკ ავიგნორის მეთაურობიტ და სატანკო ბრიგადა ბარაკი), საერთო ჯამში 180 ტანკი. ორი სატანკო ასეული, 60 ტანკის ოდენობით გაშლილი იყო 3-4 ტანკიან ჯგუფებად 11 საფორთიფიკაციო წერტილის უკანანა ხაზზე. თავის მხრივ ამ საფორთიფიკაციო წერტილებში ორი ქვეითი ბატალიონი იყო იყო გაშლილი (თითო წერტილში მიახლოებით 15 კაცის ოდენობით). ამ თავდაცვით ძღუდეს წინიდან იცავდა 5 მეტრი სიღრმის ტანკსაწინააღმდეგო თხრილი, დანაღმული ველები და საჭირო ადგილებში ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები. ებრაელებმა ასევე მოაწყვეს საფეხურებრივი სატანკო სანგრები. ასევე პირველად ისტორიაში ქვეითებისგან და მათი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა SAGGER-ებისგან თავდასაცავად ტანკისთებს ნაღმტყორცნები დაურიგდათ.

წიტელ ხაზზე მოწყობილი სატანკო პოზიციები


ებრაელების ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობდა რომ შეენარჩუნებინათ პოზიციები მოქმედი არმიის მცირე ქვედანაყოფებით, ავიაციის მასიური გამოყენების დახმარებით, მანამდე სანამ ძირითადი რეზერვის მობილიზაცია და ფრონტზე გადასროლა არ მოხდებოდა.

სინაის ფრონტი


ეგვიპტელებს სუცეის არხთან ორი არმია ყავდათ გაშლილი. მე-2 არმია ჩრდილოეთ სექტორზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მე-3 არმია სამხრეთ სექტორზე აგებდა პასუხს.

  • მე-2 არმიის ფრონტს ფარავდა მე-18, მე-2 და მე-16 ქვეითი დივიზიები.
  • მე-3 არმიის ფრონტს ფარავდა მე-7 და მე-19 ქვეითი დივიზიები.
  • ყოველი ქვეითი დივიზია არხის გადასალახავად გაძლიერებული იყო თითო სატანკო ბრიგადით.
  • ყოველ ქვეით დივიზიის სამ ბრიგადაში ორგანულად არსებობდა სატანკო ბატალიონი (40 ტანკი), ანუ ყოველ დივიზიას 120 ტანკი გააჩნდა.
  • ყოველ მექანიზირებულ დივიზიას გააჩნდა ორი მექანიზირბეული ქვეითთა ბრიგადა (40+40=80 ტანკი) და ერთი სატანკო ბრიგადა (3x-40=120) ანუ სულ 200 ტანკი.
  • ყოველ სატანკო დივიზიას გააჩნდა ერთი მექანიზირებული ქვეითთა ბრიგადა (40 ტანკი) და ორი სატანკო ბრიგადა (240 ტანკი). ანუ სულ 280 ტანკი.
კიდევ ფრონტზე გადასროლილი იყო საზღვაო ქვეითთა ერთი ბრიგადა. პარაშუტისტთა ორი ბატალიონი. სპეცნაზის 28 ბატალიონი. არსებობდა ასევე მაროკოსი და ლიბიის დამოუკიდებელი ბრიგადები. საერთო ჯამში ეგვიპტის მხრიდან სუეცის არხთან თავმოყრილი იყო - 2200 ტანკი, 2300 ქვემეხი და 600 თვითმფრინავი.

ებრაელებს სუზეცთან გაშლილი ყავდათ ერთი დივიზია (მეთაური აბერ ადლერი) 300 ტანკის შემადგენლობით. დივიზიის ერთი ბრიგადა განაწილებული იყო 16 საფორთფიკაციო, ბუნკერებით აღჭურვილ წერტილზე, რომლებიც არხის გასწვრივ იყო აგებული ერთმანეთისგან 7-8 მილის დაშორებით, თითო წერტილის უკან წინასწარ გამზადებულ ადგილებზე, 3-4 ტანკი იყო განთავსებული. შვიდი ბატარეა, მიახლოებით 70 ქვემეხის ოდენობით, განთავსებული იყო ფორთიფიკაციების უკან, სადაც ასევე განთავსებული იყო სამი სარეზერვო სატანკო ასეული - თითო 12-18 ტანკის ოდენობით.
სხვა ორი ბრიგადა, თითოს 100 ტანკი გააჩნდა, მდებარეობდა საკმაოდ უკან, სინაის ნახევარკუნძულზე - ერთი უღელტეხილ გინდიზე, ხოლო მეორე ჩრდილოეთით რუმანი - ბე-ლუზას რაიონში. ეს ბრიგადები ბრძოლების დაწყებისტანავე "ბარ-ლევის" ხაზისკენ იქნენ გადასროლილები, სადაც ბრძოლით მოუხდათ გზის გაკაფვა.
ეს სამივე ბრიგადა ბრძოლაში შემდეგ სექტორებზე იქნენ ჩართულები:

  • ჩრდილოეთ სექტირზე ბრიგადა გამბი.
  • ცენტრალურ სექტორზე ბრიგადა ამნონი.
  • სამხრეთ სექტორზე ბრიგადა დანი.


შემდეგ თავში მოწინააღმდეგეთა სამოქმედო გეგმები იქნება განხილული


Tuesday, October 30, 2012

1973 წელი - "განკითხვის დღის" ომი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ომის წინა პერიოდი


 1. სიტუაცია 1967 წლის ომის შემდეგ

1967 წლის ექვსდღიან ომმა ძალიან დიდი და ღრმა ცვლილებები მოიტანა როგორც ებრაელებისთვის ასევე არაბებისთვის - რადიკალურად შეცვალა ისრაელის პოლიტიკური მენტალიტეტი და სტრატეგია. იმ ტერიტორიებმა, რომლებიც ისრაელმა ხელში ჩაიგდო, პირველად ქვეყანას მის ისტორიაში მისცა ის სიღრმე, რომელიც მას სტრატეგიული მანევრების და არჩევნის ფუფუნებას აძლევდა. ამისგან საწინააღმდეგოდ ამ ფაქტმა არაბებში საკმაოდ მაგარი გამწარება და დამცირება გამოიწვია. არაბული სამყარო თავს შეურაწყოფილად გრძნობდა და მათი სიძულვილი ებრაელების მიმართ უფრო გაძლიერდა. ამიტომ არაბულმა ქვეყნებმა ეგვიპტის მეთაურობით მიუხედავად დამარცხებით გამოწვეული კატასტროფისა, განსაკუთრებით ეგვიპტის არმიაში, გადაწყვიტეს სამზადისი დაეჭირათ ახალი შეტევისთვის - რომელიც მათ შელახულ სიამაყეს და დაკარგულ ტერიტორიებს დაუბრუნებდა.

2. სამხედრო მდგომარეობა

1967 წელს, ექვს დღიანი ომის დასრულებისთანავე იწყება მცირე შეტაკებები სუცეის არხის გასწვრივ ეგვიპტესა და ისრაელს შორის.
1968 წელს ეგვიპტის არტილერიამ ცეცხლი გახსნა რას-ელ-ალის და კადარას მიმართულებით, რის შედეგადაც 18 ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ინცინდენტზე ებრაელების პასუხმა არ დააყოვნა და განახორციელდა სპეცოპერაცია ეგვიპტის ტერიტორიის სიღრმეში, ნილოსის ხეობაში, ნაზ ხამადიში, სადაც გაანადგურეს ელექტროენერგიის გამომმუშავებელი სადგური, რითაც ხაზი გაუსვეს ეგვიპტის უსუსურობას ებრაული მოქნილი ძალების წინაშე. ამ მოვლენამ იმდენად დათრგუნდა ეგვიპტელები, რომ ნასერმა დროებით ხელი აიღო მომდევნო გამომფიტავ ომზე და გადადო ის 1969 წლამდე.
ეგვიპტური არტილერიის დაბომბვებმა აიძულა ებრაული მხარე იმავე წელს დაწყო სუეცის არხის გასწვრივ საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობა. საკმაოდ დიდი პრობლემის წინ დადგა ებრაული არმია - ვერ აერჩიათ სად მოეწყოთ საფორთიფიკაციო ნაგებობები, უაშუალოდ არხის გასწვრივ თუ სიღრმეში, ასევე ვერ თანხმდებოდნენ როგორი თავდაცვა უნდა აერჩიათ - უძრავი თუ მობილური. საბოლოოდ ამჯობინეს პირდაპირ არხის გასწვრივ მოეწყოთ თავდაცვითი ზღუდე და მას "ბარ ლევი"  უწოდეს, ეს სახელი იმ დროს ისრაელის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის - ადგუ ხაიმ ბარ ლევის საპატივცემულოდ ეწოდა.
1969 წლის მარტში ეგვიპტემ დაიწყო მცირე შეტევები ებრაულ საზღვარზე, იმ მიზნით რომ - "დაასუსტებდა მოწინააღმდეგის ბრძოლის გაგრძელების სურვილს, დაიბრუნებდა სინას ნახევარკუნძულს და მონახავდა გამოსავალს იმ ჩიხიდან რომელშიც ქვეყნის პოლიტიკა 1967 წლის ომის შემდეგ შევიდა."

ამ მცირე ინტენსივობის კონფლიქტის გეგმა ითვალისწინებდა:

  1. პირველ საფეხურზე - არტილერიით მოქმედება და თავდაცვითი ზღუდის, "ბერ ლევის" ფორთიფიკაციების განადგურება.
  2. მეორე საფეხურზე - მას შემდეგ რაც განადგურდებოდა თავდაცვითი ხაზი უნდა განეხორციელებინათ სუეცის არხის  გადალახვა სპეცდანიშნულების რაზმების შეზღუდული ძალებით, მცირე დორი პერიოდით არხის აღმოსავლეთ ნაპირზე შეზრუდულ სიღრმეში.
  3. მესამე საფეხურზე - განეხორციელებინათ ოპერაციები მცირე დროის განმავლობაში მსხვილი ქვედანაყოფებით.
  4. ბოლო, მეოთხე საფეხურზე - უნდა მომხდარიყო არხის გადალახვა დიდი შენაერთებით, რომელთა მიზანიც იქნებოდა გაეკონტროლებინათ მიწის დიდი ფართობი და სავარაუდოდ დაებრუნებინათ მთელი დაკარგული ტერიტორიები.
1969 წლის მარტისა და აპრილის განმავლობაში განხორციელდა ებრაული თავდაცვითი ხაზის ინტენსიური არტდამუშავება. მაისში ნასერმა განაცხადა რომ "ბარ ლევის" ხაზის 60% განადგურებულია და მალე მომდევნო საფეხურებსაც განახორციელებს (რეალობაში "ბარ ლევის"  ხაზმა თავისი დანიშნულება გაამართლა და დაბომბვებს გაუძლო).
1969 წლის ივლისში ისრაელის არმიის დანაკარგები ამ გამომფიტავი ომის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ გადაწყდა კონტრზომების მიღება და ამისთვის ის სფერო გამოიყენა, რომელშიც ტრადიციულად ლიდერი იყო - დაიწყო ავიაციით გევიპტის ტერიტორიის დაბომბვა. ამგვარად გამომფიტავი ომი ანტი-გამომფიტავ ომად აქცია, რისი შედეგიც მომდევნო თვეებში იყო:
  • განადგურდა ეგვიპტური ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების, SAM-2-ების ქსელი სუეცის არხის გაყოლებაზე.
  • გაფართოვდა ებრაული ავიაციის მოქმოედების ზონა და გადმოისხა დესანტი კუნძულ სანდუანზე, სუეცის ყურეში.
1970 წლის აპრილში დაიწყო "გამომფიტავი ომის" უკანასკნელი ფაზა, როდესაც ებრაელებმა შეწყვიტეს ავიაციით ეგვიპტის ტეიტორიაზე ფრენა და სახმელეთო რეიდების განხორციელება, რის შემდეგაც გააქტიურეს შეტევები სუეცის არხის მიმდებარე სასაზღვრო ზონაში. ყოველივე ამის შემდეგ დაპირისპირებამ რადიკალური სახე მიიღო. 1973 წლამდე სამხედრო დაპირისპირება ცვალებადი ინტენსივობით მიმდინარეობდა.


3. დიპლომატიური და სამხედრო მდგომარეობა

1969 წელი გამოდგა შუა აზიის მომბრუნების მომენტად - ეგვიპტის პრეზიდენტი, ნასერი, ვიზითი იმყოფებოდა მოსკოვში, რის შემდეგაც მოსკოვიდან ეგვიპტეში სამხედრო ტექნიკის და პირადი შემდაგენლობის გადაყვანა დაიწყო.
1970 წელს ასევე  ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, პირველი -  აშშ-ს პრეზიდენტმა ნიქსონმა ნება დართო ისრაელისთვის 0,5 მილიარდი დოლარის ღირებულების თანამედროვე სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. ხოლო მეორე - 1970 წლის სექტემბერში სამოქალაქო ომი იორდანიაში, სადაც საბოლოოდ ხუსიენმა შეძლო ჩაეხშო პალესტინელების გამოსვლები.
1970 წლის ივლისში ნასერმა მიიღო "ცეცხლის შეწყვეტის პირობები", რომელიც 1970 წლის 7 აგვისტოდან შედიოდა ძალაში. აგვარად მან საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობით მოხაერხა სუეცის არხისკენ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების შეუფერხებლად გადაადგილება და გაშლა. მეორეს მხრიდან ებრაელები იწყებენ "ბარ ლევის" ხაზის გაძლიერებას, მისგან 5-7 მილის სიღრმეში მეორე თავდაცვითი ხაზის მოწყობის გზით - მიუხედავად იმისა რომ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობაში (ძირითადა ბარ ლევისა და გენერალ ტალს შორის) არსებობდა ამ ფორთიფიკაციების მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შესახებ სერიოზული განხეთქილება. საბოლოოდ შუალედური გადაწყვეტილება იქნა მიღებული - რომლის შედეგებიც საგრძნობი გახდა ომის დაწყების პირველივე საათებში.
1970 წლის 28 სექტემბერს ნასერი გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა და გეგმები არ შეცვლილა. მაგრამ ეგვიპტეს ახალმა პრეზიდენტმა, სადადმა 1971 წლის მარტში აღარ გააგრძელა ის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც მანამდე მიმსა წინამორბედმა ორჯერ გააგრძელა. ეს ქმედება მან შემდეგნაირად ახსნა - "1971 წელი გადამწყვეტი წელი უნდა გახდესო".
პრობლემის გადასაჭრელად 1969-1971 წლებში მუდმივად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ("როჯერის" გეგმა, მეიერის "შეთავაზება" და სხვები), მაგრამ უშედეგოდ.
1972 წელს ეგვიპტის ომის მინისტრი, გენერალი ისმაილი მოსკოვში ჩავიდა, რათა იქედან მიწა-მიწა კლასის რაკეტა SCUD-ები ჩამოეტანა, რომლებიც  ებრაელების წინააღმდეგ სერიოზულ შემაკავებელ ძალად უნდა გამხდარიყო და ასევე უნდა აღეკვეთა ებრაული ავიაციის რეიდები. რაკეტა SCUD-ებმა, რომლებსაც მოქმედების 180  მილიანი რადიუსი გააჩნდათ, ეგვიპტეშ 1973 წლის აპრილში ჩააღწიეს და ამგვარად გახდნენ ერთ-ერთ მიზეზად, რომლის გამოც ეგვიპტემ ისრაელზე თავდასხმა გადაწყვიტა.
1972 წლის მაისში და 1973 წლის ივლისში განხორციელდა მაღალი ეშელონების შეხვედრები (ნიქსონი-კოსიგინი) მოსკოვში და ვაშინგტონში. პრეზიდენტმა სადადმა ეს შეხვედრა არაბული ბრძოლის ღალატად აღიქვა. კაირო ფიქრობდა რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ტაქტიკურ დონეზე შუა აზიაში არსებული მდგომარეობის დაკანონებას ნიშნავდა.
ამ პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ სადადის კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიოდა - ჩაერთო აშშ ახლო აღმოსავლეთის მოვლენებში და სრულებით განთავისუფლებულიყო მოსკოვის დამოკიდებულებისაგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. სსრკ-ეგვიპტეს ურთიერთობებმა სერიოზული დარტყმა მიიღო 1972 წლის ივლისში - როდესაც სადადმა გამოაცხადა ეგვიპტედან საბჭოთა კავშირის დიპლომატიური კორპუსის გაყვანის შესახებ.
ამ პერიოდში ებრაელები უქმად არ იჯდნენ - მათ დაპყრობილ ტერიტორიებზე მდგომარეობის გასამტკიცებლად  საკუთარი დასახლებების აღმართვა დაიწყეს. დრო არაბების წინააღმდეგ მუშაობდა. რაც მეტი სიმშვიდე მყარდებოდა რეგიონში, ხალხი მით მეყად გამოხატავდა აღშფოთებას იმის თაობაზე რომ - სინას ნახევარკუნძული ეგვიპტეს ეკუთვნის, გოლანის სიმაღლეები სირიას და მდინარე იორდანის დასავლეთი სანაპირო და აღმოსავლეთი იერუსალიმი იორდანიას.

4. მდგომარეობა ომის დაწყებამდე

1973 წელს ეგვიპტელებმა და სირიელებმა დაიწყეს ისრაელის საწინააღმდეგო მოქმედებების შეთანხმება და იანვარში "არაბულმა საბჭომ თავდაცვის სფეროში"  დაამტკიცა ერთობლივი პოლიტიკურ-სამხედრო გეგმა ებრაელების წინააღმდეგ სამოქმედოდ.
1973 წლის მარტში, ეგვიპტელი დიპლომატის, ხაფეზ ისმაილის ვაშინგტონში ვიზიტის წარუმატებლობის შემდეგ, სადადმა გადაწყვიტა ისრაელის წინააღმდეგ ომი დაეწყო. ის ადგენს სუეცის არხის გადალახვის და სხვა ოპერაციების გეგმას. ინტერესს იწვევ დეზინფორიმირების გეგმა, რომელიც მოიცავდა:

  1. 1973 წლის იანვრიდან ეგვიპტურმა არმიამ 20-ჯერ მოიწვია რეზერვი საწვრთვნელად და ყოველ ჯერზე რამდენიმე დღის შემდეგ ხდებოდა მათი დემობილიზაცია. ამ პერიოდში განხორციელდა ორი დიდი სწავლება რეზერვისტების მონაწილეობით - რის შემდეგაც ისენი დაითხოვეს. სექტემბრის ბოლოს რეზერვისტების სამივე კატეგორია კვლავ გამოძახებული იქნა. გაწვევის ბრძანებები, რომლებიც მიზანმიმართულად ჟონავდა, იმას მოწმობდა რომ რეზერვის დათხოვნა 8 ოქტომბერს მოხდებოდა. წინა შემთხვევებთან შედარებით (და ისრაელმა ეს "ისწავლა") არ იქნა გაწვეული სამოქალაქო თავდაცვის ორგანოები არც ეგვიპტეში და არც სირიაში და საერთოდ არ შექმნილა, როგორც წინა ჯერებზე, ომის ატმოსფერო.
  2. გეგმა ითვალისწინებდა არა მარტო ისრაელის არამედ აშშ-ს  დეზინფორმირებასაც (ორივე შესანიშნავად გამოუვიდა - კესინგერი ამტკიცებდა რომ ოქტომბერში არაფერი არ მოხდებაო) და ყველაფერთან ერთად დეზინფორმირებულები თვით ეგვიპტელი ოფიცრები იყვნენ. ტყვედ ჩავარდნილი 8000 ეგვიპტელი ჯარისკაცის გამოკითხვის შედეგად ებრაელებმა დაადგინეს რომ მათი 95% აზრზე არ იყო თუ რა ხდებოდა და მხოლოდ 6 ოქტომბერს დილით გაიგეს ომის დაწყების შესახებ.
1973 წლის 22 მაისს დაიგზავნა ძირითადი მითითებები ისრაელზე ეგვიპტურ-სირიული ერთობლივი თავდასხმის გეგმის, "ბადრ"-ის დასახვეწად, ხოლო 7 ივლისს დამატებითი მითითებები დარიგდა.
ეგვიპტე-სირიის გენერალური შტაბების თათბირზე გადაწყდა შეტევა 6 ოქტომბერს დაეწყოთ, ეს დღე წარმოადგენს:

  1. "იომ კიპურის" დღეს, რაც "განკითხვის დღეს" ნიშნავს. ანუ ამ დღეს ებრაელთა უმეტესობა ცოდვებს ინანიებს და სავარაუდოდ მათი სამხედრო მზადყოფნა დაბალი იქნება.
  2. არაბი მაჰმადიანებისთვის "რამადანის მეათე დღე", ანუ დღე როდესაც მუჰამედმა დაიწყო "ბადრ"-ის ბრძოლისთვის მზადება, რომელმაც ის მეათე დღეს მექაში ტრიუმფალურ შესვლამდე მიიყვანა, რის შემდეგაც დაიწყო მუსულმანობის გავრცელება მსოფლიოში.


შემდეგი თავი "ბრძოლის ველის" აღწერას შეეხება