სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
1973 წელი – გოლდა მეიერი ისრაელის პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეებთან ერთად
9. სირიელთა სამოქმედო გეგმა
სირიელების პირველად საბრძოლო ამოცანას გოლანის სიმაღლეებიდან ებრაელების განდევნა და მდინარე იორდანამდე ტერიტორიის დაკავება იყო.
გეგმა შეტევითი ოპერაციების ორ საფეხურს მოიცავდა - ესენი იყო:
- პირველი საფეხური - შეტევა სირია-ისრაელის მთელი საზღვრის გასწვრივ, და გოლანის სიმაღლეების და კუნეიდრას მთიანეთის თავდაცვითი ზღუდის გარღვევა შემდეგი ძალებით შემდეგ მიმართულებებზე:
- მიმართულება "A" - ლეგიას პატარა ვაკე - ჰერმონის ქედი. მე-7 მექანიზირებული ქვეითი დივიზია
- მიმართულება "B" - ელ-ხარა - კუნეიდრა - ნაფეკი. მე-9 მექანიზირებული ქვეითი დივიზია,
- მიმართულება "C" -ლეგიას დიდი ვაკე - რაფიდი - გალილეა. მე-5 მექანიზირებული ქვეითი დივიზია.
- მეორე საფეხური - თავდაცვითი ზღუდის გარღვევის შემდეგ ჩრდილოეთ სექტორში მოხდებოდა მანევრი 2 სატანკო დივიიზთ (პირველი და მესამე დივიზიებით). განხორციელდებოდა კუნეიდრას პოზიციების ორმაგი შემოვლა და ამის პარალელურად იორდანის ვაკეებისგენ გადაადგილდება. ხოლო სამხრეთ სექტორში უნდა დაეკავებინათ უღელტეხილი კუდნე და იაკობის ხიდი მდინარე იორდანზე.
მუსტაფა ტლასი – სირიის თავდაცვის მინისტრი განკითხვის ომის პერიოდში
10. ეგვიპტელთა საქმოქმედო გეგმა
ეგვიპტელთა ძირითადი მიზანი ასევე არ განსხვავდებოდა სირიელთა ძირითადი მიზნისგან - მათ უნდა განედევნათ ებრაელები სუეცის არხიდან და სინას ნახევარკუნძულიდან და უნდა დაებრუნებინათ 1967 წელს დაკარგული ტერიტორიები.
სამოქმედო გეგმა მოიცავდა ორი ეგვიპტური არმიის სამ საფეხურიან შეტევით ოპერაციას - ესენი იყო:
- პირველი საფეხური - სუეცის არხის სწრაფი გადალახვა და მასზე ორი გადასასვლელი პუნქტის მოწყობა. ერთი ისმაილიასთან ახლოს, კოდარას სამხრეთით, ხოლო მეორე მწარე ტბების ახლოს.
- მეორე საფეხური - გადასასვლელების მოწყობის შემდეგ წინსვლა და სინას ნახევარკუნძულის გადასასვლელების დაკავება.
- მესამე საფეხური - მოპოვებული წარმატების გამოყენება, სინას ნახევარკუნძულის გასუფთავება ისრაელის საზრვრებამდე და მტრის საბოლოო განადგურება.
11. ებრაელთა სამოქმედო გეგმა
ებრაელთა საქმოქმედო გეგმა სამ ძირითად სამოქმედო ერთეულს ეყრდნობოდა, ეგრეთ წოდებული ისრაელის "სამოქმედო დოგმის სამსიტყვეული":
- ისრაელის სადაზვერვო სამსახურების მიერ დორულად გაფრთხილება მტრის მოქმედებების შესახებ.
- რეგულარული არმიის ძალის და შესაძლებლობების სრული გამოყენება სამხედრო საჰაერო ძალებთან ერთად – და ამ ბოლოზე დაკისრებული იყო ძალიან დიდი მოვალეობა ბრძოლის ველზე ბატონობის შესანარჩუნებლად.
- რეზერვის სწარფი მობილიზაცია და ბრძოლის ველზე მათი ოპერატიული გადასროლა.
გეგმა ითვალისწინებდა:
- საბრძოლო მოქმედებების პირველ პერიოდში არსებული ძალების გამოყენებით:
- გოლანის სიმაღლეების სტაბილიზაცია.
- სინას ნახევარკუნძულზე მტრის შეტევის მოგერიება.
- საბრძოლო მოქმედებების მეორე ფაზაში, რეზერვის წინა ხაზზე გადასროლის შემდეგ, კონტრშეტევის განხორციელება:
- პირველ ფაზაში, გოლანის სიმაღლეებთან სირიის და მისი მოკავშირეების, ერაყისა და მაროკოს არმიების განადგურების მიზნით სირიის თავდაცვითი ზღუდის გარღვევა და შეტევის განხორციელება დამასკოს მიმართულებით.
- მეორე ფაზაში სინას ნახევარკუნძულზე მანევრის განხორციელება, სუეცის არხის გადალახვა, ეგვიპტურ ნაპირზე პლატფორმის შექმნა, ეგვიპტური ჯარების ალყაში მოქცევა შემდგომ მათი განადგურების მიზნით.
იცხააკ რაბინი, მოშე დაიანი (ისრაელის თავდაცვის მინისტრი განკითხვის დღის ომის დროს) და უზი ნარქისი იერუსალიმში
პირველი ორი ნაწილი:
No comments:
Post a Comment