ავიამზიდ USS Harry S. Truman–ზე (CVN 75) ორკვირიანი გამოცდების შემდეგ უპილოტო საფრენმა აპარატმა X-47B UCAS (Unmanned Combat Air System) დაასრულა საგემბანო გამოცდების პირველი ციკლი და სახლში, NAS Patuxent River–ში ბრუნდება - სადაც ახალ საფრენოსნო ტესტირებას გაივლის.
ავიამზიდზე განხორციელებულ სტატიკურ გამოცდებს შორის იყო უპილოტო თვითმფრინავის მართვა გემბანზე და ადაპტაცია ხომალდზე არსებულ რადიოელექტრონულ გარემოსთან.
შეგახსნებეთ რომ X-47B შეიარაღებაში მირებული არ იქნება, ეს უბრალოდ მფრინავი ლაბორატორიაა და მასზე ის ტექნოლოგიები იცდება, რომლებიც მომავალში აშშ–ს UCAV–ებში იქნება გამოყენებული.
No comments:
Post a Comment