ინდური მხარის მიერ შეკვეთილი პირველი საზღვაო საპატრულო P-8Ι Posidon, რომელიც 2013 წლის დასაწყისში უნდა გადაეცეს ინდოეთის სამხედრო საზღვაო ძალებს, საფრენოსნო გამოცდებზე შთამბეჭდავი საბრძოლო აღჭურვილობით იქნა შემჩნეული.
სურათებზე გამოსახულია ინდური შეკვეთის პირველი თვითმფრინავი აფრენის მომენტში, რომელზეც ორივე მხარეს ორ–ორი ცალი სპეციალურ სამაგრებზე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა AGM-84 Harpoon-ია დაკიდებული. ამგვარად აღჭურვილი სადაზვერვო P-8Ι Posidon საკმაოდ მძლავრი ხომალდსაწინააღმდეგო იარაღად იქცევა, რომელსაც ინდოეთის საზღვაო ძალები ინდოეთის ოკეანის სივრცის გასაკონტროლებლად გამოიყენებს. ინდოეთის შელვეთის ამ პირველმა P-8Ι Posidon–მა პირველი ფრენა 2010 წლის 28 სექტემბერს განახორციელა, ვაშინგტონის შტატში, Boeing Field–იდან.
საზღვაო საპატრულო P-8Ι Posidon წარმოადგენს სამგზავრო Boeing 737-800–ის ბაზაზე აწყობილ თვითმფრინავს, რომელიც აშშ–ს საზღვაო ძალებმა უკვე 117 ცალი შეუკვეთეს (სულ 250 ცალი ესაჭიროებათ), ხოლო ინდოეთის საზღვაო ძალები მისი პირველი უცხოელი მყიდველია.
P-8Ι Posidon ინდოეთის საზღვაო ძალებში შემდეგ ამოცანებს შეასრულებს – წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლა (ASW), ხომალდსაწინააღმდეგო ოპერაციები (Anti-ship) და რადიოელექტრონული დაზვერვა (ELINT).
No comments:
Post a Comment