Showing posts with label P-8 Posidon. Show all posts
Showing posts with label P-8 Posidon. Show all posts

Monday, July 29, 2019

საქართველოში პირველად ჩამოფრინდა აშშ-ს ფლოტის საპატრულო ავიახომალდი Boeing P-8 Poseidon


როგორს საქართველოშ აშშ-ს საელჩოს გვერდი იუწყება - საქართველოში პირველად ჩამოფრინდა აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი Boeing P-8 Poseidon. 

ამ ისტორიული ვიზიტისას პოსეიდონმა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარა. საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას.

U.S. Navy P-8 Poseidon maritime patrol aircraft made a historic first visit for that type of aircraft to Georgia and conducted training with the Georgian Coast Guard in the eastern Black Sea as part of the visit. This visit underscores the strong military-to-military relationship between Georgia and the United States.

Wednesday, December 19, 2012

ინდური P-8I – დამრტყმელ–საპატრულო თვითმფრინავი

ინდური მხარის მიერ შეკვეთილი პირველი საზღვაო საპატრულო P-8Ι Posidon, რომელიც 2013 წლის დასაწყისში უნდა გადაეცეს ინდოეთის სამხედრო საზღვაო ძალებს, საფრენოსნო გამოცდებზე შთამბეჭდავი საბრძოლო აღჭურვილობით იქნა შემჩნეული.
სურათებზე გამოსახულია ინდური შეკვეთის პირველი თვითმფრინავი აფრენის მომენტში, რომელზეც ორივე მხარეს ორ–ორი ცალი სპეციალურ სამაგრებზე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა AGM-84 Harpoon-ია დაკიდებული. ამგვარად აღჭურვილი სადაზვერვო P-8Ι Posidon საკმაოდ მძლავრი ხომალდსაწინააღმდეგო იარაღად იქცევა, რომელსაც ინდოეთის საზღვაო ძალები ინდოეთის ოკეანის სივრცის გასაკონტროლებლად გამოიყენებს. ინდოეთის შელვეთის ამ პირველმა P-8Ι Posidon–მა პირველი ფრენა 2010 წლის 28 სექტემბერს განახორციელა, ვაშინგტონის შტატში, Boeing Field–იდან.




საზღვაო საპატრულო P-8Ι Posidon წარმოადგენს სამგზავრო Boeing 737-800–ის ბაზაზე აწყობილ თვითმფრინავს, რომელიც აშშ–ს საზღვაო ძალებმა უკვე 117 ცალი შეუკვეთეს (სულ 250 ცალი ესაჭიროებათ), ხოლო ინდოეთის საზღვაო ძალები მისი პირველი უცხოელი მყიდველია. 










P-8Ι Posidon ინდოეთის საზღვაო ძალებში შემდეგ ამოცანებს შეასრულებს – წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლა (ASW), ხომალდსაწინააღმდეგო ოპერაციები (Anti-ship) და რადიოელექტრონული დაზვერვა (ELINT).