Friday, October 18, 2013

ტანკ Т–72–ის ეკიპაჟის გადარჩენადობის გაზრდის ხერხები vol.2

მაშ ასე გავაგრძელოთ წინა თავში დაწყებული საუბარი – ამჯერად საწვავის ავზები განვიხილოთ.
როგორც უკვე ვთქვით ჭურვების გარეთ გატანის შემდეგ საბრძოლო და მართვის ნაკვეთურში სავარაუდოდ 0,7მ. კუბი ფართობი გამონთავისუფლდება. არსებობს ამ სივრცის გამოყენების ორი გზა – ამ ფართობისა თითქმის ნახევარი ავზებშია, ამიტომ შეგვიძლია იაფი გზა ავირჩიოთ და ავზები ხელუხლებლად დავტოვოთ. ან მოვახდინოთ ავზების ფორმების შეცვლა. ამისთვის ახალი ავზების შეკერვა დაგვჭირდება.
ახალი ავზების შეკერვის შემთხვევაში საჭიროა მათი პროტექტირება, რის შედეგადაც მათი კედლები თვით შემკრავი ფენით და ცეცხლდამცავი ფენით დაიფარება, ხოლო შიდა სიცარიელე ღია უჯრედული შემავსებლით ამოვსება. 
ღია უჯრედული შემავსებლის მაგივრად შესაძლებელია საწვავის ავზის გაგრილებული გამონაბოლქვი აირით შევსება. ტანკის ძრავის მუშაობის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი, მილებით უკან ბრუნდება საწვავის ავზში და წნევით იტუმბება შიგნით, რის შედეგადაც იკრძალება საწვავის აორთქლება და საბრძოლო დაზიანების ან ხანძრის შემთხვევაში მისი აფეთქება გამორიცხულია.
ასევე უნდა მოხდეს სწავავის თანმიმდევრობითი ხარჯვა – უნდა დაყენდეს ყველა ცალკე ავზზე საწვავის დამოუკიდებელი ტუმბო. შიდა ავზები უნდა მიერთდეს გარე ავზებზე.
სქემა შემდეგნაირად მუშაობს – გარე ავზებიდან საწვავი მიეწოდება ძრავას, ავზის დაცლის პარალელურად ხდება მისი შევსება შიდა ავზებიდან, ანუ ყველა ვარიანტში იცლება ტანკის საბრძოლო და მართვის განყოფილებაში განთავსებული ავზები (ავზ სტელაჟები). მთლიანობაში Т-72А–ს შიდა ავზებში 705 ხოლო გარე ავზებში 495 ლიტრი დიზელის საწვავი ეტევა. Т-72Б ვერსიას შიდა ავზების ტევადობა იგივე აქვს (705 ლიტრი) ხოლო გარე ავზების ტევადობა გაზრდილია და 545 ლიტრს შეადგენს.

ტანკ Т-72_ის საწვავის სისტემა:
1–პირველი გარე ავზი. 2–მეორე გარე ავზი. 3–წინა ავზ სტელაჟი. 4–მესამე გარე ავზი. 5–გამათბობლის საწვავის ტუმბო. 6–მეოთხე გარე ავზი. 7–გარე საწვავის ავზების გამომრთველი ონკანი. 8–გამაფართოებელი ავზაკი. 9–მეხუთე გარე ავზი. 10–მარჯვენა კასრი. 11–მარცხენა კასრი. 12–საწვავის მაღალი წნევის ტუმბო. 13–საწვავის ზუსტი გაწმენდის ფილტრი. 14–ძრავა. 15–საწვავ ამომქაჩი ტუმბო. 16–შუა ავზ სტელაჟი. 17–წინა მარცხენა ავზი. 18–წინა მარჯვენა ავსი. 
მანქანის შიგნით განთავსებული 705 ლიტრი საწვავი შემდეგნაირადაა განაწილებული:
  • მარცხენა წინა ავზი (სქემაზე 17 ნომრით) – 190 ლ.
  • მარჯვენა ავზები (სქემაზე 3 და 18 ნომრით) – 310 ლ.
  • შუა ავზ სტელაჟი (სქემაზე 16 ნომრით) – 205 ლ.
ავზების დაცლა ყველაზე საშიშიდან ნაკლებად საშიშისკენ თანმიმდევრობით უნდა დაიწყოს, ანუ პირველი უნდა დაიცალოს შუა ავზ სტელაჟი, რომელიც ყველაზე დაზიანებად და დაუცველ ადგილასაა განთავსებული, მას უნდა მოჰყვეს წინა ავზები (მარჯვენა თუ მარცხენა მნიშვნელობა არა აქვს) და ბოლოს შიდა საცავების დაცლის შემდეგ ტანკმა გარე ავზების ხარჯზე უნდა იმოძრაოს.
საწვავის ამგვარი თანმიმდევრობითი გადაქაჩვით, ტანკი, სანამ ბრძოლის ველზე მივა და ბრძოლაში ჩაებმება, შიდა ავზებიდან რაღაცა რაოდენობის საწვავს აუცილებლად დახარჯავს, რაც თავისთავად უკვე ამცირებს მათი დაზიანების ალბათობას.

წონა და ჯავშანდაცვის გაზრდა

რა თქმა უნდა ეს ღონისძიებები მანქანის წონის გაზრდას გამოიწვევს. კოშკურის უკან განთავსებული ჯავშანყუთის წონა უხეში დათვლით, იმ შემთხვევაში თუ გვერდებიდან და უკნიდან დაცული იქნება 12,7მმ ტყვიებისგან, ზემოდან  ნამსხვრევებისგან და 7,62მმ ტყვიებისგან, ხოლო ქვემოდან უბრალოდ იმსისქზე რო ჭურვების წონას გაუძლოს, 600–700 კილო უნდა იყოს.
გადარჩენადობის გაზრდის მიზნით ასევე აუცილებელია ცხაურებიანი ეკრანების დაყენება კორპუსისა და კოშკურის უაკანა (ჯაშანყუთის რაიონში) რაიონებში, სადაც მანქანას დინამიკური დაცვის ელემენტები არ იცავს. ასეთი ცხაურების წონა 300–400კგ–ს ფარგლებში იქნება.

ამგვარად 1–1,1 ტონის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტანკების და მისი ეკიპაჟის გადარჩენადობის გაზრდას მინიმალური დანახარჯებით და რაიმე სერიოზული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე.

კოშკურისა და კორპუსის უკანა რაიონებში ცხაურებით აღჭურვილო Т-72Б  ჩეჩნეთის მეორე ომის დროს

Thursday, October 17, 2013

სირიის ტანკები

 სირიული ტანკების საკმაოდ ეფექტური ფოტოები anna news–ისგან

წყარო:
andre_fil

მონსტრი შაშხანები

ამერიკული კომპანია wilsoncombat–ის მიერ, ამერიკული არმიის სპეცდანიშნულების სამმართველოს მოთხოვნით, AR–15–ის ბაზაზე შექმნილი მსხვიკალიბრიანი, ნახევრადავტომატური შაშხანა  .458 SOCOM :
NATO 5,56მმ მარცხნივ და SOCOM 458 მარჯვნივ
შაშხანა შექიმნა ამერიკელი სპეციალური ოპერაციების საზოგადოების მოთხოვნით. მათი თქმით 1993 წელს, მოგადიშუში განხორციელებული სპეც ოპერაციის დროს მოწინააღმდეგის მწყობრიდან გამოსაყვანად რამდენიმე ტყვიის გარტყმა იყო საჭირო. სწორედ ამიტომ გადაწყტა ვიწრო სპეციალიზაციის, მსხვიკლაიბრიანი საიერიშო შაშხანის შექმნა.

დაწვრილებით შაშხანის შესახებ:
. 458 SOCOM Project
.458 SOCOM

მეორე ასეთი "მამონტებზე" სანადირო ხელსაწყო ამერიკაში, ეს კომპანია Alexander Arms–ის შაშხანა .50 Beowulf Rifles–ია. შაშხანა 50 კალიბრის ტყვიებს მოიხმარს. მჭიდი ზომებით ჩვეულებრივი 5,56მმ ტყვიების მჭიდის ზომებისაა. შაშხანა სპორტული და სანადირო მიზნებისთვისაა შექმნილი.
 5,56მმ და 50 Beowulf–ის მჭიდები ზომით ერთნაირია
 5,56მმ და 50 Beowulf–ის ვაზნები




დაწვრილებით შაშხანის შესახებ:
.50 Beowulf Rifles

ამერიკული შაშხანების რუსულ ანალოგს წარმოადგენს КБП Тула-ს მიერ, რუსეთის ფედერალური სამსახურის შეკვეთით შექმნილი 12,7მმ–ნი შაშხანა АШ-12,7. იარაღი 12,7x55 კალიბრის ვაზნებს მოიხმარს და ვიწროსპეციალიზაციის საიერიშო ავტომატურ შაშხანას წარმოადგენს.
მარცხენა მახრეს, წითლად მოხაზულია შაშხანის საბრძოლო მარაგის ნომენკლატურაში შემავალი 4 სხვადასხვა დანიშნულების 12,7x55 ტყვია

დაწვრილებით შაშხანის შესახებ:


დუელი Т-72 vs РПГ-7


საკამოდ საინტერესო ვიდეო ANNA–სგან სირიაში განვითარებული ბრძოლების შესახებ. ვიდეოში ასახულია სირიის არმიის ტანკისა და ტერორისტის დუელი. ტერორისტს აშკარად არ გაუმართლა, მოკლედ თვითონ ნახეთ:

Wednesday, October 16, 2013

ბერძნული TPQ-37

ვაგრძელებთ საუბარს ბერძნული ტექნიკის შესახებ, რომელიც მოთხოვნებს არ ჰპასუხობდა, მაგრამ მაინც მოხდა მათი შესყიდვა. გავრცელებული დოკუმენტებიდან ამ ტექნიკის შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტი ხდება ცნობილი.
წინა ჯერზე რუსეთში ნაყიდ ТОР-М1 გვქონდა საუბარი, ამჯერად ამერიკულ ანტისაარტილერიო რადარ TPQ-37–ზე ვისაუბრებთ.

როგორც ვხედავთ რადარი არაა თავსებადი ზცრს MLRS–თან, გამოირჩევა ხარვეზებისადმი დაბალი მდგრადობით, ცუდი სიზუსტით მიზნების გარჩევის მიმართ და კიდევ სხვა არადამაკმაყოფილებელი მახასიათებლებით.
2003 წლის განმავლობაში კომპლექსის გამოცდები ორჯერ განხორციელდა, ორჯერვე შედეგები ერთნაირი იყო.

სამხედრო მრეწველობის და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის ბიუჯეტის პროგრამების დაფინანსების დოკუმენტი. დოკუმენტში ასახულია თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ფინანსებიც და მათი პროგრამული გადანაწილების ნუსხა. დოკუმენტის სანხავად გადადით ბმულზე – 2014 წლი სახელმწიფო ბიუჯეტი.

როგოწ წინა გემგებიდან იყო ცნობილი 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 700 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. წყარო – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცის სფეროში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის დაფინანსება.

ახალი ბიუჯეტის გათვლების ტანახმად დაფინანსება არ გაიზრდება და თავდაცვის სამინისტრო 700 მილიონის ნაცვლად 660 მილიონს მიიღებს.

თუმცა ამ გათვლებში ცუდ სიახლესთან ერთად ერთი მეტად საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციაც არის გამოქვეყნებული. კერძოდ ჩამოთვლილია იმ კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების სია და დაფინანსება, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სხვადასხვა კვლევებს ახორციელებენ.

სია 29–ე პუნქტის მე–4 ქვეპუნქტითაა დოკუმენტში

თავდაცვის სამინისტროს ხარჯებში გაწერილია შემდეგი ინსტიტუტების და კვლევითი ცენტრების დაფინანსება:
  • სსიპ დელტა – 38,84 მილიონი
  • სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი – 1,46 მილიონი
  • სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა ტექნიკის ინსტიტუტი – 0,9 მილიონი
  • სსიპ რაფაელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი – 0,572 მილიონი
  • სსიპ ინსტიტუტი ოპტიკა – 0,343 მილიონი
  • სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი – 1,346 მილიონი.
  • სსიპ მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი – 0,621 მილიონი
აშკარაა რომ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები სახელმწიფოში მეცნიერულ–ტექნიკური ბაზის განსავითარებლად, რაც საკმაოდ სასიხარულო ამბავია.

დღის ფოტო – stealth საზოგადოება vol.2

Otokar URAL Testdrive

Pakistan Defence Forum–ზე გავრცელდა თურქული კომპანია Otokar–ის 4x4 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანავტომობილის, URAL–ის ავარიის ფოტოსურათები (ამ მანქანის პრეზენტაციის შესახებ ამ წლის მაისში უკვე ვწერდი – ახალი თურქული ჯავშანმანქანები).

ან მძღოლმა გამოცდებზე მანანის მართვას თავი ვერ გაართვა და გზის იქეთ გადავიდა და ან კიდევ მანქანას რაიმე ხარვეზი აღმოაჩნდა (მანქანა ჯერ საცდელ სტადიაშია და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა) და მძროლმა ის ვეღარ დაიმორჩილა.

Tuesday, October 15, 2013

Т-90С პერუში


პერუს თავდაცვის სამინისტრო ამ ბოლო დროს ახალი ტანკის შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. კანდიდატებად შემდეგი ტანკები მოიაზრება – M1A1 Abrams (აშშ), K-2 Black Panther (სამხრეთ კორეა), Leopard 2A4 (ესპანეთი), Leopard 2E6 (ჰოლანდია), T-64E და T-84 Оплот (უკრაინა) და Т-90С (რუსეთი).
სწორედ ამ მიზნით 17–19 ოქტომბერს პერუში, ლიმადან 48 კილომეტრში, პოლიგონ "Cruz de Hueso”-ზე განხორციელდა რუსული ტანკის, Т-90С–ის სადემონსტრაციო გამოცდები. გამოცდებისთვის რუსეთიდან პერუში ჩაიტანეს 26 ცალი 3ВБМ-17 (APFSDS-T), 15 ცალი 3ВБК-16 (HEAT-FS) და 15 ცალი 3ВБОФ-36 (HE-FRAG), ასევე ჩაიტანეს ПКТМ–ისა და Корд–ის ტყვიები და Т–90–ის საკვამლე ყუმბარების გამშვების 81მმ–ნი 24 ცალი ყუმბარა 3Д17 და 6 ცალი მართვადი რაკეტა 9М119М (AT-11 Sniper).
გამოცდების პირველ დღეს ძლიერი წვიმა და ნისლი დაემთხვა, რის გამოც სამიზნე კომპლეს, 1Г46–ის ხედვის მანძილი 300–350 მეტრამდე დაეცა, ამიტომ 2000–2500 მეტრზე სროლები თბოხედვის ხელსაწყოს, ESSA–ს დახმარებით განხორციელდა. მომდევნო დღეებში კარგი ამინდი იყო და სროლები 1600–3000 მეტრის დიაპაზონში განხორციელდა. ამ სროლებზე Т-90С–მა 38 ცალი 3ВБМ-17 (APFSDS-T), 3ВБК-16 (HEAT-FS) და 3ВБОФ-36 (HE-FRAG) ისროლა მოძრაობაში და სტატიკური პოზიციიდან და 94,7% მიზნის გარტყმის ალბათობა აჩვენა.
ტყვიამფრქვევებმა 7,62მმ ПКТМ–მა და 12,7მმ Корд–მა 600 გასროლა განახორციელეს 75% ეფექტურობა აჩვენეს. მართვადმა რაკეტა "Рефлекс" 9М119М (AT-11 Sniper) ყველა მიზანი გაანადგურეს და 100% ეფეტურობა აჩვენეს 3000–5000 მეტრ დიაპოზნში. დანარჩენი ჭურვები იარაღის კალიბროვკისთვის ან საჩვენებელ სროლებზე იქნა გახარჯული.
ამ გამოცდების შემდეგ პერუს წარმომადგენელბს რუსეთში ელიან, სადაც მათ ტანკის ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტან ჭურვ, 3ВБМ-17 Манго–ს შესაძლებლობებს წარუდგენენ.

წყარო:
Buenos resultados de las pruebas operacionales y de tiro en Perú del tanque ruso T-90S

უცხოური შემადგენელი ნაწილები ჩინურ სისტემებში

ჩინურ ფორუმებზე გაცხარებული კამათი გამოიწვია ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი ზერიული ჩინური ჰსთ კომლექსის HQ-9–ს ფოტოსურათებმა, რომლებზეც ჩანს რომ ჩინური კომლექსი იაპონურ ელექტრონულ შემადგენელ ნაწილებს მოიხმარს. ჩინეთსა და იაპონიას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის ფონზე ჩინეთის სამხედრო მრეწველობის სიამაყეზე იაპონური დეტალების დაყენების ფაქტმა ჩინელი პატრიოტები ძალიან აღაშფოთა.

თუმცა საუბარი მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსის გამშვებზე იაპონური კიდურა გამომრთველებს ეხება, რომლებიც სამოქალაქო ბაზარზე უპრობლემოდ იყიდება.
აღსანიშნავია რომ იაპონური შემადგენელი ნაწილების გამოყენების ფაქტები ჩინურ სამხედრო ტექნიკაში სხვაგანაც იქნა შემჩნეული – მაგალითად ჩინურ წყალქვეშა ნავებზე დაყენებული იაპონური ფირმა FURUNO–ს სანავიაგციო რადიოლოკაციური სადგური.

ასევე Jane's–ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჩინური ავიამწარმოებელი კორპორაციის AVIC–ის, და კერძოდ მისი საექსპორტო განყოფილების წარმომადგენელმა, განაცხადა რომ ჩინეთი მომავალი ათწლეულიწ განმავლობაში საავიაციო ძრავების წარმოებაში კვლავ რუსეთზე იქნება დამოკიდებული.

Monday, October 14, 2013

ტანკ Т–72–ის ეკიპაჟის გადარჩენადობის გაზრდის ხერხები

საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილების «საბჭოთა არმიის,საშუალო ტანკ Т-64-ით აღჭურვისა და მისი წარმოებისთვის სიმძლავრეების განვითარების შესახებ» თანახმად 1967 წლის 15 აგვისტოს შეიარაღებაზე მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი მეორე თაობის ტანკი Т-64, რომელმაც სათავე დაუდო საბჭოთა და შემდგომ რუსეთის ტანკების მთელ პლეადას – Т-72, Т-80, Т-90 და Т-84.
ყველა ეს ტანკი, რადგანაც მეტ–ნაკლებად ერთი წინაპრის შთამომავალია, ერთი და იგივე სისუსტით იტანჯება – ტანკები მაქსიმალურად მცირე გათანწყობისაა და აქედან გამომდინარე საწვავი, ჭურვები და ეკიპაჟი ერთმანეთის გვერდიგვერდაა განთავსებული, რაც ტანკის დაზიანების შემთხვევაში ზრდის ეკიპაჟის მწყობრიდან გამოყვანის და თვით სიკვდილის შესაძლებლობას. ანუ როგორც იტყვიან "ეკიპაჟი დენთის კასრზე ზისო".
ჩვენს ქვემოთ მოყვანილ სტატიაში სწორედ ამ სისუსტის ნაწილობრივ აღმოფხვრის შესახებ ვისაუბრებთ.
რისი გაკეთება შეგვიძლია ტანკის კორპუსის და კოშკურის სტრუქტურის სერიოზული გადაკეთების გარეშე?
  • არამექანიზირებული საბრძოლო კომპლექტის გატანა საბრძოლო ნაკვეთურიდან.
  • ავტომატურ დამტენში განთავსებული საბრძოლო მარაგის ჯავშანდაცვით უზრუნველყოფა.
  • საწვავის ავზების პროტექტირება.
განვიხილოთ თანმიმდევრობით თითოეული ღონისძიება ჩვენს შეიარაღებაში არსებულ Т–72–თან მიმართებაში.

არამექანიზირებული საბრძოლო კომპლექტის გატანა საბრძოლო განყოფილებიდან

Т–72–ში ჭურვების განლაგება მოდელის და მიხედვით იცვლება – განვიხილოთ ჩვენს შეიარაღებაში არსებული "А" და "Б" ვერსიები:

Т-72А - მანქანის საბრძოლო კომპლექტში 44 ჭურვი შედის. აქედან 22 ავტომატურ დამტენშია განთავსებული. დანარჩენი ჭურვები ტანკში შემდეგნაირადაა განთავსებული:
  • 6 ჭურვი კოშკურაში, აქედან – 2 მეთაურის სავარძლის უკან, მბრუნავ იატაკზე, 2 ქვეკალიბრული–ჯავშანგამტანი მემიზნის უკან ნიშაში, 1 МПК–ას მარცხენა მიმმართველთან და 1 ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანი მემიზნის წინ, მბრუნავ იატაკზე.
  • 16 ჭურვი კორპუსში, აქედან –  3 მსხვრევად ფუგასური ან კუმულაციური წინა ავზ–სტელაჟში, 4 მარჯვენა ბორტის ტიხრის საცავში, 4 მარცხენა ბორტის ტიხრის საცავში, 3 მარცხენა ბორტზე, მემიზნის სავარძლის უკან, 2 ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანი აკუმულატორების ტიხრის უკან.
  • 5 მუხტი კოშკურაში, აქედან – 2 მეთაურის სავარძლის უკან, 1 მეთაურის სავარძლის წინ, 1 მემიზნის სავარძლის უკან და 1 მემიზნის სავარძლის წინ.
  • 17 მუხტი კორპუსში, აქედან –  1 წინა ავზ–სტელაჟტან მარჯვენა ბორტზე, 3 წინა ავზ–სტელაჟში, 12 შუა ავზ–სტელაჟში, 1 აკუმლატორების ტიხრის უკან.
როგორც ვხედავთ ავტომატური დამტენის გარდა დამატებით 22 ჭურვი მთელს საბრძოლო და მართვის განყოფილებაშია განაწილებული და ჯავშნის გახვრეტის შემთხვევაში დამაზიანებელი ფაქტორებისგან მათი აალება და/ან დეტონაცია ხშირ შემთხვევაში გარანტირებულია.

1–წინა ავზ–სტელაჟი. 2–მარჯვენა მტიხრავი ფირფიტა. 3–ნამსხვრევსაწინააღმდეგო ეკრანები კოშკურისა და კორპუსის შიდა ზედაპირზე. 4–შუა ავზ–სტელაჟი. 5–მბრუნავი ტრანსპორტირი. 6–მბრუნავი ტრანსპორტირის ნაფენი. 7–მარცხენა მტიხრავი ფირფიტა. 8–ფირფიტის საყრდენი. 9–წინა მტიხრავი ფირფიტა.

ჭურვების განლაგება კორპუსსა და კოშკურაში
რისი გაკეთება შეიძლება ამ ჭურვებისა და მუხტების აალება/აფეთქების თავიდან ასაცილებლად?
Т-90МС–ის კოშკურის სქემატური გამოსახულება, რომელზე ჩანს კოშკურის უკან დაყენებულ ყუთში მოთავსებული 10 ცალი მუხტი (შუაში) და 10 ცალი ჭურვი (მარჯვნივ და მარცხნივ)
Т-90МС–ის კოშკურის უკანა ნაწილში დაყენებული ყუთი
არამექანიზირებული საბრძოლო კომპლექტის განსათავსებლად ანალოგიური ყუთის გაკეთება ჩვენს 72–ებზეც შეიძლება. მაგრამ აქ შეიძლება ერთი პრობლემა წარმოიშვას – ჩვენს მანქანებში 44 ჭურვია, აქედან 22 ავტომატურ დამტენში და 22 არამექნიზირებულ საცავებში, ყუთი კიდევ 10 ცალ ჭურვს იტევს. სად წავიღოთ დანარჩენი 12 გასროლა და მუხტი?
არსებობს სამი ვარიანტი:
  • ან უნდა ითქვას უარი ამ ჭურვებზე და სამხედროები 32 ჭურვით დაკმაყოფილდნენ (ეს მათი გადასაწყვეტია).
  • ან უნდა მოხდეს 12 ცალი ჭურვის ისევ საბრძოლო განყოფილებაში დატოვება (ესეც მათი გადასაწყვეტია).
  • ან მოხდეს ყუთის გაბარიტების გაზრდა.
პირველ ვარიანტში ხდება ტანკის საცეცხლე შესაძლებლობის დაქვეითება (მცირდება საბრძოლო მარაგი) – მაგრამ ამ შემთხვევაში მინიმალური გადაკეთების ხარჯზე ვაღწევთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. რაც შეეხება საცეცხლე შესაძლებლობების დაქვეითებას – ეს თვითონ სამხედროების გადასაწყვეტია, უნდა დაიანგარიშო რამდენად საჭიროა 44 ცალი ჭურვი. მაგალითად იგივე Abrams M1A2–ში 36 ჭურვია განთავსებული. 
მეორე ვარიანტში 10 ცალი ჭურვი ისევე რჩება საბრძოლო განყოფილებაში – თუ რამდენად გაზრდის ეს საშიშროებას ძნელი სათქმელია და ამას სტატისტიკური დაანგარიშება ესაჭიროება, მაგრამ ადვილი შესაძლებელია ამ ჭურვებისთვის ჯავშანსაცავის დამზადება თვითონ ტანკის შიგნით, ამგვარი საცავებითაა აღჭურვილი შემდეგი ტანკები – Leopard-2–ში 27 ჭურვის საცავი მძღოლ მექანიკოსის მარცხნივ, Leclerc-ში 22 ჭურვი ავტომატურ დამტენში და 18 მძღოლ მექანიკოსის მარჯვნივ, Merkava Mk-4–ში ავტომატურ დოლურაში 10 ჭურვია, დანარჩენები საბრძოლო ნაკვეთურშია განკლაგებული სპეციალურ საცავებში, Chelenger-2–ში ყველა ჭრვი საბრძოლო ნაკვეთურშია.

Leopard-2–ისა და Т-72–ის ჭურვების განლაგების აგილები
Leclerc–ის ჭურვების განლაგების ადგილები
Leopard-2–ის ჭურვების საცავი მძღოლ–მექანიკოსის გვერდით
 Merkava Mk3–ის ჭურვების საცავი საბრძოლო ნაკვეთურში
მესამე ვარიანტში საჭიროა მოხდეს ჭურვის გაბარიტების დათვლა და დაანგარიშება თუ რამდენად შესაძლოა კოშკურის უკან მდებარე ყუთის გაბარიტების გაზრდა, რათა მასში მაქსიმალური რაოდენობის ჭურვები ჩაეტიოს.
  • საშუალოდ ქვეკალიბრული ჭურვების სიგრძე 500 მილიმეტრია, თუმცა პერსპექტივის გათვალისწინებით შეგვიძლია 700 მილიმეტრი ავიღოთ.
  • მსხვრევად–ფუგასური ჭურვის სიგრძე საშუალოდ 670–680 მილიმეტრია. 
  • კუმულაციური ჭურვის სიგრძეც ფუგასური ჭურვის ანალოგიურია.
  • სამივე კატეგორიისთვის დიამეტრი 125 მილიმეტრია.
  • ჭურვებისგან განსხვავებით მუხტის დიამეტრი გაცილებით გაზრდილია – ნაწიბურთან 172 მილიმეტრი, უშუალოდ მუხტის დიამეტრი 140 მილიმეტრია მიახლოებით. სიგრძე 408 მილიმეტრი.
  • კოშკურის სიგანე საშუალოდ 2700 მილიმეტრია.
Т-90–ის ზომები (მსგავსია 72–ის ზომებისა)

ამ ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან გამომდინარე შეგვიძლია მიახლოებითი გამოთვლა გავაკეთოთ და დავადგინოთ თუ რამდენი ჭურვის განთავსება შეიძლება კოშკურის უკან დაყენებულ ჯავშან ყუთში.
16 ჭურვის და 16 მუხტის შემთხვევაში, თუ მათ ორ რიგად განვათავსებთ მივიღებთ შემდეგ გაბარიტებს:
  • 1000 მილიმეტრი რვა ჭურვის ჰორიზონტალურად განსალაგებლად
  • 250 მილიმეტრი ვერტიკალურად ორი რიგირსთვის (მთლიანობაში 16 ჭურვი, 8 ცალი თითო ჰორიზონტალურ რიგში).
  • ჭურვებს შორის ადგილის დატოვების შემთხვევაში (მიახლოებით 5 მილიმეტრი) ჰორიზონტალურად დაემატება 30 მილიმეტრი და ვერტიკალურად 5 მილიმეტრი.
ანუ მთლიანობაში 16 ჭურვისთვის საჭიროა შემდეგი მოცულობა 1030x255x700. 

ამ ჭურვების 16 მუხტის განსათავსებლად დაგვჭირდება შემდეგი მოცულობა:
  • ორრიგად, დაწოლილ მდგომარეობაში განთავსების შემთხვევაში მუხტები ვერტიკალურად 344 მილიმეტს დაიკავებენ, შუაში ადგილის დატოვების შემდეგ ეს ციფრი სავარაუდო 350 მილიმეტრი იქნება. 
  • გვერდიგვერდ, ჰორიზონტალურად რვა მუხტი 1392 მილიმეტრია ამას დამატებული შუაში ადგილებისთვის 30 მილიმეტრი მივიღებთ 1422 მილიმეტრს.

მუხტებისთვის საჭიროა 1422x350x408. 

წონასწორობის შესანარჩუნებლად სასურველია ჭურვების შუაში ხოლო გვერდებზე მუხტები განვალაგოთ, ან პირიქით. მთლიანობაში 16 ჭურვი და მუხტი შემდეგი ზომების ყუთს საჭიროებს – 350 მილიმეტრი სიმაღლეში (მუხტების სიმაღლე), 2452 მილიმეტრი სიგანეში და 700 მილიმეტრი სიგრძეში (ქვეკალიბრული ჭურვის სიგრძე). 
კოშკურის მიახლოებითი ზომებიდან გამომდინარე ამხელა ყუთის დაყენება სრულებით შესაძლებელია (კოშკურის სიგანე 2700 მილიმეტრია მიახლოებით, სომაღლე 500 მილიმეტრი, ციფრები მიახლოებითია).

ამგვარად კოშკურის უკანა ნაწილის გეომეტრიის გადაკეთებისა და მასზე ჯავშანყუთის დაყენების შემთხვევაში ჩვენ საბრძოლო ნაკვეთურის გარეთ 16 გასროლა გვექნება, ავტომატურ დამტენში 22, ანუ მთლიანობაში 38 გასროლა, რაც საკმარისია თანამედროვე ტანკისთვის.

ჭურვების გარეთ გატანის შემდეგ ტანკში სავარაუდოდ 0,7 კუბური მეტრი ფართობი უნდა გამონთავისუფლდეს, თუმცა ეს ფართობი მთლიანად გამოყენებადი ვერ იქნება, მისი დიდი ნაწილი ავზებში განთავსებული ბუდეებია.

შუა ავზ–სტელაჟის ჭურვის ბუდეები
 წინა ავზ სტელაჟის ჭურვებისა და მუხტის ბუდეები
წინა ავზ–სტელაჟი მოხსნილ მდგომარეობაში
თუმცა ამ ფართობის გამოყენების საშუალებაც არსებობს – შესაძლებელია ახალი ავზების გაკეთება და ამ ძველების ნაცვლად მათი დამონტაჟება ტანკში. ანუ ახალი ავზი შემცირდება ზუსტად იმდენად რამდენსაც მასში მანამდე ჭურვები და გასროლები იკავებდა. შესაბამისად მისი ზომები კი შემცირდება, მაგრამ მისი მოცულობა ისევ იგივე დარჩება. მიღებული თავისუფალი სივრცე კიდევ ეკიპაჯისთვის უფრო მეტი კომფორტისა და დაცვის უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს (დარტყმა გამძლე სავარძლების დაყენება, ნამსხვრევებსაწინააღმდეგო სარჩულის დაყენება და ასე შემდეგ).

მომდევნო თავში საწვავის ავზების პროტექტირებისა და ავტომატური დამტენის დაცვაზე ვისაუბრებთ.