მაშ ასე გავაგრძელოთ წინა თავში დაწყებული საუბარი – ამჯერად საწვავის ავზები განვიხილოთ.
როგორც უკვე ვთქვით ჭურვების გარეთ გატანის შემდეგ საბრძოლო და მართვის ნაკვეთურში სავარაუდოდ 0,7მ. კუბი ფართობი გამონთავისუფლდება. არსებობს ამ სივრცის გამოყენების ორი გზა – ამ ფართობისა თითქმის ნახევარი ავზებშია, ამიტომ შეგვიძლია იაფი გზა ავირჩიოთ და ავზები ხელუხლებლად დავტოვოთ. ან მოვახდინოთ ავზების ფორმების შეცვლა. ამისთვის ახალი ავზების შეკერვა დაგვჭირდება.
ახალი ავზების შეკერვის შემთხვევაში საჭიროა მათი პროტექტირება, რის შედეგადაც მათი კედლები თვით შემკრავი ფენით და ცეცხლდამცავი ფენით დაიფარება, ხოლო შიდა სიცარიელე ღია უჯრედული შემავსებლით ამოვსება.
ღია უჯრედული შემავსებლის მაგივრად შესაძლებელია საწვავის ავზის გაგრილებული გამონაბოლქვი აირით შევსება. ტანკის ძრავის მუშაობის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი, მილებით უკან ბრუნდება საწვავის ავზში და წნევით იტუმბება შიგნით, რის შედეგადაც იკრძალება საწვავის აორთქლება და საბრძოლო დაზიანების ან ხანძრის შემთხვევაში მისი აფეთქება გამორიცხულია.
ასევე უნდა მოხდეს სწავავის თანმიმდევრობითი ხარჯვა – უნდა დაყენდეს ყველა ცალკე ავზზე საწვავის დამოუკიდებელი ტუმბო. შიდა ავზები უნდა მიერთდეს გარე ავზებზე.
სქემა შემდეგნაირად მუშაობს – გარე ავზებიდან საწვავი მიეწოდება ძრავას, ავზის დაცლის პარალელურად ხდება მისი შევსება შიდა ავზებიდან, ანუ ყველა ვარიანტში იცლება ტანკის საბრძოლო და მართვის განყოფილებაში განთავსებული ავზები (ავზ სტელაჟები). მთლიანობაში Т-72А–ს შიდა ავზებში 705 ხოლო გარე ავზებში 495 ლიტრი დიზელის საწვავი ეტევა. Т-72Б ვერსიას შიდა ავზების ტევადობა იგივე აქვს (705 ლიტრი) ხოლო გარე ავზების ტევადობა გაზრდილია და 545 ლიტრს შეადგენს.
საწვავის ამგვარი თანმიმდევრობითი გადაქაჩვით, ტანკი, სანამ ბრძოლის ველზე მივა და ბრძოლაში ჩაებმება, შიდა ავზებიდან რაღაცა რაოდენობის საწვავს აუცილებლად დახარჯავს, რაც თავისთავად უკვე ამცირებს მათი დაზიანების ალბათობას.
რა თქმა უნდა ეს ღონისძიებები მანქანის წონის გაზრდას გამოიწვევს. კოშკურის უკან განთავსებული ჯავშანყუთის წონა უხეში დათვლით, იმ შემთხვევაში თუ გვერდებიდან და უკნიდან დაცული იქნება 12,7მმ ტყვიებისგან, ზემოდან ნამსხვრევებისგან და 7,62მმ ტყვიებისგან, ხოლო ქვემოდან უბრალოდ იმსისქზე რო ჭურვების წონას გაუძლოს, 600–700 კილო უნდა იყოს.
გადარჩენადობის გაზრდის მიზნით ასევე აუცილებელია ცხაურებიანი ეკრანების დაყენება კორპუსისა და კოშკურის უაკანა (ჯაშანყუთის რაიონში) რაიონებში, სადაც მანქანას დინამიკური დაცვის ელემენტები არ იცავს. ასეთი ცხაურების წონა 300–400კგ–ს ფარგლებში იქნება.
ამგვარად 1–1,1 ტონის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტანკების და მისი ეკიპაჟის გადარჩენადობის გაზრდას მინიმალური დანახარჯებით და რაიმე სერიოზული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე.
ასევე უნდა მოხდეს სწავავის თანმიმდევრობითი ხარჯვა – უნდა დაყენდეს ყველა ცალკე ავზზე საწვავის დამოუკიდებელი ტუმბო. შიდა ავზები უნდა მიერთდეს გარე ავზებზე.
სქემა შემდეგნაირად მუშაობს – გარე ავზებიდან საწვავი მიეწოდება ძრავას, ავზის დაცლის პარალელურად ხდება მისი შევსება შიდა ავზებიდან, ანუ ყველა ვარიანტში იცლება ტანკის საბრძოლო და მართვის განყოფილებაში განთავსებული ავზები (ავზ სტელაჟები). მთლიანობაში Т-72А–ს შიდა ავზებში 705 ხოლო გარე ავზებში 495 ლიტრი დიზელის საწვავი ეტევა. Т-72Б ვერსიას შიდა ავზების ტევადობა იგივე აქვს (705 ლიტრი) ხოლო გარე ავზების ტევადობა გაზრდილია და 545 ლიტრს შეადგენს.
ტანკ Т-72_ის საწვავის სისტემა:
1–პირველი გარე ავზი. 2–მეორე გარე ავზი. 3–წინა ავზ სტელაჟი. 4–მესამე გარე ავზი. 5–გამათბობლის საწვავის ტუმბო. 6–მეოთხე გარე ავზი. 7–გარე საწვავის ავზების გამომრთველი ონკანი. 8–გამაფართოებელი ავზაკი. 9–მეხუთე გარე ავზი. 10–მარჯვენა კასრი. 11–მარცხენა კასრი. 12–საწვავის მაღალი წნევის ტუმბო. 13–საწვავის ზუსტი გაწმენდის ფილტრი. 14–ძრავა. 15–საწვავ ამომქაჩი ტუმბო. 16–შუა ავზ სტელაჟი. 17–წინა მარცხენა ავზი. 18–წინა მარჯვენა ავსი.
მანქანის შიგნით განთავსებული 705 ლიტრი საწვავი შემდეგნაირადაა განაწილებული:
ავზების დაცლა ყველაზე საშიშიდან ნაკლებად საშიშისკენ თანმიმდევრობით უნდა დაიწყოს, ანუ პირველი უნდა დაიცალოს შუა ავზ სტელაჟი, რომელიც ყველაზე დაზიანებად და დაუცველ ადგილასაა განთავსებული, მას უნდა მოჰყვეს წინა ავზები (მარჯვენა თუ მარცხენა მნიშვნელობა არა აქვს) და ბოლოს შიდა საცავების დაცლის შემდეგ ტანკმა გარე ავზების ხარჯზე უნდა იმოძრაოს.
- მარცხენა წინა ავზი (სქემაზე 17 ნომრით) – 190 ლ.
- მარჯვენა ავზები (სქემაზე 3 და 18 ნომრით) – 310 ლ.
- შუა ავზ სტელაჟი (სქემაზე 16 ნომრით) – 205 ლ.
საწვავის ამგვარი თანმიმდევრობითი გადაქაჩვით, ტანკი, სანამ ბრძოლის ველზე მივა და ბრძოლაში ჩაებმება, შიდა ავზებიდან რაღაცა რაოდენობის საწვავს აუცილებლად დახარჯავს, რაც თავისთავად უკვე ამცირებს მათი დაზიანების ალბათობას.
წონა და ჯავშანდაცვის გაზრდა
გადარჩენადობის გაზრდის მიზნით ასევე აუცილებელია ცხაურებიანი ეკრანების დაყენება კორპუსისა და კოშკურის უაკანა (ჯაშანყუთის რაიონში) რაიონებში, სადაც მანქანას დინამიკური დაცვის ელემენტები არ იცავს. ასეთი ცხაურების წონა 300–400კგ–ს ფარგლებში იქნება.
ამგვარად 1–1,1 ტონის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტანკების და მისი ეკიპაჟის გადარჩენადობის გაზრდას მინიმალური დანახარჯებით და რაიმე სერიოზული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე.
კოშკურისა და კორპუსის უკანა რაიონებში ცხაურებით აღჭურვილო Т-72Б ჩეჩნეთის მეორე ომის დროს
No comments:
Post a Comment