Rafale - 100 000 საათი ჰაერში
ინტერნეტ რესურსი Air&Cosmos–ის თანახმად ფანგულმა გამანადგურებელმა Rafale–მ ჰაერში 100 000 საფრენოსნო საათი შეასრულა. ამ გამანადგურებლის ისტორიაში ეს ზღვარი ავიამზიდებზე ბაზირებულმა, საზღვაო ვერსიამ გადალახა.
დღემდე მთლიანობაში აწყობილია 122 სერიული გამანადგურებელი – 38 ცალი Rafale–M საზღვაო ძალებისთვის და 84 ცალი Rafale–B/C საჰაერო ძალებისთვის, აქედან 44 ცალი ერთადგილიანი და 40 ცალი ორადგილიანია. 2014–2019 წლებში საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს დამატებით 26 გამანადგურებელი უნდა გადაეცეს.
ამ 100 000 საათის განმავლობაში კატასტროფა განიცადა ხუთმა გამანადგურებელმა, აქედან ოთხი ცალი ავიამზიდებზე ბაზირებული საზღვაო მოდიფკაციისა იყო.
შეგახსენებთ რომ ამა წლის სექტემბერში, Eurofighter–ის კონსორციუმის განცხადების თანახმად, Typhoon–ის მსოფლიო პარკმა 200 000 საფრენოსნო საათი შეასრულა. აღსანიშნავია რომ დღეს 380 ცალი Typhoon ექვსი ქვეყნის საჰაერო ძალების შეიარაღებაში იმყოფება.
F-35 - 10 000 საათი ჰაერში
Lockheed Martin–ის პრეს–რელიზის თანახმად მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა F-35 Lightning II–მა თავის არსებობის ისტორიაში 10 000 საფრენოსნო საათი შეასრულა. ამ საფრენოსნო საათების ნახევარი ბოლო 11 თვის განმავლობაში განხორციელდა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შემდეგ კონკრეტულ ციფრებზე საუბრობს – გასული თვის ბოლოსთვის გამანადგურებელმა 6 692 გაფრენა განახორციელა და მთლიანობაში 10 077 საათი იფრინა, ამ მონაცემების თანახმად გასული 6 წლის განმავლობაში ნაფრენი 5000 საათი გამანადგურებელმა ბოლო წლის განმავლობაში გააორმაგა.
პირველი ავსტრალიური F-35
ტეხასში მდებარე Lockheed Martin–ის ქარხნის საწარმოო ხაზზე ხორცის შეხმა და ფორმების მიღება დაიწყო RAAF-ისთვის (ავტრალიის სამეფო საჰაერო ძალები) განკუთვნილმა პირველმა F-35 Lightning II–მა.
გამანადგურებელი, რომელიც AU-1 ინდექსითაა ცნობილი, ავსტრალიის საჰაერო ძალებს 2014 წლის ზაფხულში უნდა გადაეცეს.
No comments:
Post a Comment