Saturday, February 1, 2014

Тайфун-У სერიაშია

საავტომობილო ქარხანა "УРАЛ"–ის ვებ გვერდზე გავრცელებული ვიდეოსიუჟეტიდან ცნობილი გახდა რომ, გასულ წელს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო შესყიდვების პროგრამის მიხედვით შეკვეთილი 30 ცალი მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა Тайфун-У სერიაშია და სავარაუდოდ მალე გადაეცემა შემკვეთს

ფოტოეის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ როგორც მინიმუმ ორი სხვადასხვა სახეობის Тайфун-У არის აწყობილი. პირველი მოდულური კონსტრუქციისა (მეორე ფოტოზე მწვანე ფერებში), რომელსაც კორპუსის უკანა ნაწილი მოდულური აქვს, ხოლო მეორე მთლიან კორპუსულია და არ ეხსნება უკანა ნაწილი.
სავარაუდოდ ამ მანქანების წარმოება სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით აჩქარდა.

წყარო:

ჩავქოლოთ უპილოტო საფრენი აპარატი

ავღანეთში ჩამოვარდნილი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ავღანელმა მოსახლეობამ ქვებით ჩაქოლა

მიკვირს თავი რო არ მოაჭრეს.

ახალი "Bone"

ბომბდამშენის პილოტის ახალი (ზემოთ) და ძველი (ქვემოთ) კაბინები
ერთ–ერთი მოდერნიზირებული B-1B–ეს (მოფერებით "Bone") კაბინა. პროგრამა  Integrated Battle Stations (IBS) პროგრამით მოდერნიზირებული სტრატეგების მიღება აშშ–ს საჰაერო ძალებმა უკვე დაიწყეს. მოდერნიზაციის შედეგად ბომბდამშენის ელექტრონული სტრუქტურის დიდი ნაწილი იცვლება. 

ბომბდამშენის საბრძოლო კაბინის ახალი (ზემოთ) და ძელი (ქვემოთ) სამუშაო ადგილები
მოდერნიზაციის მრავალსაფეხურიანი პროგრამა ცვლის როგორც პილოტის კაბინის იერს, ასევე ბომბდამშენის საბრძოლო განყოფილების სამუშაო ადგილებსაც. ხდება მონოქრომული ეკრანების მრავალფერიანი ეკრანებით შეცვლა, რომლებზეც ინფორმაცია უფრო კომპლექსურად და კომპაქტურად გამოისახება, რაც ეკიპაჟზე სამუშაო დატვირთვას საგრძნობლად ამცირებს.
თვითმფრინავი ასევე აღიჭურვა სენსორებიდან და იარაღიდან ეკიპაჟის სადგურებზე ინფორმაციის გადაცემის სრულყოფილი კომპლექსით (CITS) და გარე სამყაროსთან რადიოკავშირისა და ინფორმაციის გაცვლის მეწინავე სისტემებით.

იორდანული ჯტრ–ი Centurion-ის ბაზაზე

IHS Jane's–ი, იორდანიის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, იუწყება რომ იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა (Jordan Armed Forces – JAF) 4 ცალი მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი (multi-purpose armoured platform – MAP) შეუკვეთა.
მრავალფუნქციური პლატფორმა მეფე აბდალლ–II–ის საკონსტრუქტორო ბიუროს (King Abdullah II Design and Development Bureau – KADDB) იქნა შექმნილი. მანქანის ბაზად აღებულია შეიარაღებიდან მოხსნილი ტანკ Tariq–ი (იგივე Centurion), რომელიც გაცილებით უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს ვიდრე ამჟამად იორდანიის არმიაში არსებული ამერიკული ჯტრ М–113.
KADDB–მა ასევე შეიმუშავა მანქანის სხვადასხვა ვარიანტებიც, ისეთები როგორიცაა თვითმავალი ნაღმტყორცნი და ჭურვების ტრანსპორტიორი.
KADDB–ის გენერალური დირექტორის, Shadi Majali–ს განცხადებით "KADDB–მა იორდანიის არმიის ყოფილი ტანკები იაფად გადააკეთა გაძლიერებულ ჯავშნიან ჯტრ–ებად". როგორც დირექტორმა განაცხადა, მათ ტანკს მოხსნეს კოშკურა, 45სმ–თი გააგანიერეს კორპუსი, გაუკეთეს წინა და უკანა კარებები და გააძლიერეს ჯავშანდაცვა.
იორდანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით  იორდანიის წარმოებისა და მომსახურების სამსახურის (Jordan Manufacturing and Services Solutions – JMSS) მიერ, 2014 წლისათვის შესყიდული იქნებ 4 ცალი მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც საცდელი ექსპულატაციისთვის იორდანიის არმიის მექანიზირებულ ბატალიონს გადაეცემა. მომავალში შეკვეთილი მანქანების რაოდენობა გაიზრდება.
ჯავშანტრანსპორტიორს შეეძლება 2 ეკიპაჟის წევრისა და 11 აღჭურვილი მედესანტის გადაყვანა, რომლებსაც საჭიროებისდამიხედვით წინა ან უკანა კარის გამოყენებით შეეძლება ჩამოქვეითება.


წყარო:

Thursday, January 30, 2014

დღის ფოტო – ჩინური გამანადგურებლები J-2–დან J-11–მდე

საიტ militaryphotos.net განთავსდა ერთ რიგში ჩამწკრივებული ჩინური გამანადგურებლების უნიკალური ფოტოსურათი

წყარო:

სირიის ომის გამოძახილი თურქეთში

სირიაში მიმდინარე მოვლენები უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. იცის ისიც რომ ტერორისტებსა და კაციჭამიებს დასავლეთი აფინანსებდა, მაგრამ მერე გადაიფიქრეს, მიხვდნენ რო ამდენი ჭამა არ შეიძლება.
ამ ცოტა ხნის წინათ სირიიდან ხანძრის გავრცელება მეზობელ ქვეყნებშიც დაიწყო – მაგალითად ერაყში (ამის შესახებ უკვე ვწერდი – ბრძოლები ფალუჯასთვისერაყში რადიკალებმა პირველი Abrams გაანადგურეს). ამჯერად უკვე თურქეთის რიგია, თურქეთისა რომელიც ასე თავგამოდებით ეხმარებოდა ამ ტერორისტებს და ათას მამაძაღლსა და ოხერს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, თურქეთისა საიდანაც ძირითადი მომარაგება ხდება ამ ხროვისა.

მოკლედ მოქმედება ასე ვითარდება:
თურქეთ–სირიის საზღვარზე თურქეთის არმიასა და Al-Qaeda–ს რადიკალურ დაჯგუფება "ერაყისა და ლევანდეს ისლამური რესპუბლიკას" (ISIL Islamic State of Iraq and the Levant) შორის მძიმე შეტაკება მოხდა. კონკრეტულად ეს ბოლო 28 იანვარს, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე თავს დაესხა ჩობანბეიში (Çobanbey) მდებარე თურქეთის არმიის სასაზღვრო სადარაჯოს.
თურექთის არმიამ მოხმდურთა მოსაგერიებლად ტანკები, არტილერია, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა მძიმე შეიარაღება გამოიყენა. როგორც თურქეთის არმიის წარმომადგენელმა განუცხადა მასმედიის წარმომადგენლებს განადგურებული იქნა Al-Qaeda–ს მანქანების კოლონა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მასმედიაში ოთხშაბათს გავრცელდა, სავარაუდოდ ქვეყნის მმართველობას არ სურს მოსახლეობის აღელვება.
ბოლო თვის განმავლობაში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა Al-Qaeda–ს წინააღმდეგ რამდენიმე სპეცოპერაცია განახორციელეს. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით Al-Qaeda სავარაუდოდ ახორციელებს სხვა ქვეყნებიდან ისლამისტი დაქირავებულების გადაყვანას სირიაში (რას ამბობენ კაცო, ნუთუ? მე ამას ვერ დავიჯერებ).
გასულ მაისში, ამერიკის ყოფილმა ელჩმა თურქეთში, James F. Jeffrey–მ განაცხადა რომ, Al-Qaeda–ს ორგანიზაციებმა შესაძლოა თავისი იარაღი თურქეთის წინააღმდეგ მიმართონ.

წყარო:

Tuesday, January 28, 2014

ბაბუ და ნაშუჩკები

გამოფენა RAE-2013, მოდერნიზირებული ტანკი Т-72 - ტანკი ქუსლებიან ტანკისტებზე 20 წლით უფროსია (ფოტოები გადიდებადია)



წყარო:
Модернизированный танк Т-72. RAE-2013

Monday, January 27, 2014

დღის ფოტო – "Cascade Gambit"

2012 წლის 4 იანვარი, ნიუ მექსიკის ცაში 71-ე სპეციალური ოპერაციების ესკადრილიის (71st Special Operations Squadron) CV-22 Osprey საწვავს ისხამს 522–ე სპეციალური ოპერაციების ესკადრილიის (522nd Special Operations Squadron) MC-130J Commando II–დან. 72–ე ბაზირდება ნიუ მექსიკიაში, კირტლანდის ავიაბაზაზე, ხოლო 522–ე იმავე შტატში, კანიონის ავიაბაზაზე (სურათი გადიდებადია)

F-35 Lightning II უბრალო "მოკვდავის" კონფიგურაციაში


Lockheed Martin F-35 Lightning II Joint Strike Fighter–ის მოდიფიკაციამ, რომელიც  F-35C–ეს სახელით არის ცნობილი, 13 იანვარს, საზღვაო ძალების ავიაციის აეროდრომ Patuxent River–იდან, სრული გარე დატვირთვით განახორციელა ფრენა.

საბორტე ნომერი CF-01–ის მქონე F-35C, რომელმაც პირველი ფრენა 2010 წლის 6 ივნისს განახორციელა, ამ გამოცდის დროს აღჭურვილი იყო ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტები AIM-9X Sidewinder–ებით, ლაზერით მართვადი ავიაბომბ  GBU-12 Paveway–II–ებით და დასაკიდი საქვემეხო კონტეინერით (თვითონ გამანადგურებელს ჩაშენებული ავტომატური ქვემეხი არ გააჩნია).

ბრიტანული ჟურნალი IHS Jane's Defence Weekly, მწარმოებელ კომპანიაზე დაყრდნობით, წერს რომ, ეს კონფიგურაცია არ იყო ყველაზე მძიმე რაც გამანადგურებელს შეუძლია რო წაიღოს, უბრალოდ ამ გამოცდაზე ყველა გარე დასაკიდი პილონი შეიარაღებით იყო დატვირთული.

F-35C და F-35B - წარმოადგენენ "take-off/vertical landing" ვარიანტს, რომლებიც განკუთვნილი არიან აშშ–ს საზღვაო ქვეითების კორპუსისთვის, აშშ–ს საზღვაო ძალებისთვის და ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალებისთვის. ყველა მათგანი აღჭურვილია დასაკიდი საქვემეხო კონტეინერით (gun pod). გამანადგურებლის სერიიდან მხოლოდ F-35A–ს გააჩნია ჩაშენებული ავტომატური ქვემეხი.

დასაკიდი საქვემეხო კონტეინერით

F-35 "უხილავ" გამანადგურებლად ითვლება, თუმცა გარეთ დაკიდებული შეიარაღება მის ეფექტური გაფანტვის ზედაპირს (RCS) საგრძნობლად ზრდის.

წყარო:

Sunday, January 26, 2014

Arjun Mk.2

ტანკ Arjun–ის შემქმნელმა ინდურმა კომპანია DRDO-მ (Defence Research and Development Organisation) აღლუმზე ამ ტანკის მოდერნიზაციის შედეგად მიღებული Arjun Mk.2 გამოაგორა. მოდერნიზაციის შედეგს ფოტოებზე ვხედავთ (ამ ახალი მოდერნიზაციის შესახებ 2012 წლის აგვისტოში ვწერდი – ტანკ Arjun Mk II-ის პირველი სურათი)


ასევე ამ ტანკის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე წაიკითხოთ:
  1. ინდოეთი სავარაუდოდ Arjun–Mk2–ის წარმოებას დაიწყებს
  2. Arjun-Mk2 მეთაურის ებრაული პანორამული სამიზნე
  3. მკვდრადშობილი ახალი ინდური ტანკი Arjun Mk-2