სირიაში მიმდინარე მოვლენები უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. იცის ისიც რომ ტერორისტებსა და კაციჭამიებს დასავლეთი აფინანსებდა, მაგრამ მერე გადაიფიქრეს, მიხვდნენ რო ამდენი ჭამა არ შეიძლება.
ამ ცოტა ხნის წინათ სირიიდან ხანძრის გავრცელება მეზობელ ქვეყნებშიც დაიწყო – მაგალითად ერაყში (ამის შესახებ უკვე ვწერდი – ბრძოლები ფალუჯასთვის, ერაყში რადიკალებმა პირველი Abrams გაანადგურეს). ამჯერად უკვე თურქეთის რიგია, თურქეთისა რომელიც ასე თავგამოდებით ეხმარებოდა ამ ტერორისტებს და ათას მამაძაღლსა და ოხერს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, თურქეთისა საიდანაც ძირითადი მომარაგება ხდება ამ ხროვისა.
მოკლედ მოქმედება ასე ვითარდება:
თურქეთ–სირიის საზღვარზე თურქეთის არმიასა და Al-Qaeda–ს რადიკალურ დაჯგუფება "ერაყისა და ლევანდეს ისლამური რესპუბლიკას" (ISIL Islamic State of Iraq and the Levant) შორის მძიმე შეტაკება მოხდა. კონკრეტულად ეს ბოლო 28 იანვარს, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე თავს დაესხა ჩობანბეიში (Çobanbey) მდებარე თურქეთის არმიის სასაზღვრო სადარაჯოს.
თურექთის არმიამ მოხმდურთა მოსაგერიებლად ტანკები, არტილერია, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა მძიმე შეიარაღება გამოიყენა. როგორც თურქეთის არმიის წარმომადგენელმა განუცხადა მასმედიის წარმომადგენლებს განადგურებული იქნა Al-Qaeda–ს მანქანების კოლონა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მასმედიაში ოთხშაბათს გავრცელდა, სავარაუდოდ ქვეყნის მმართველობას არ სურს მოსახლეობის აღელვება.
ბოლო თვის განმავლობაში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა Al-Qaeda–ს წინააღმდეგ რამდენიმე სპეცოპერაცია განახორციელეს. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით Al-Qaeda სავარაუდოდ ახორციელებს სხვა ქვეყნებიდან ისლამისტი დაქირავებულების გადაყვანას სირიაში (რას ამბობენ კაცო, ნუთუ? მე ამას ვერ დავიჯერებ).
გასულ მაისში, ამერიკის ყოფილმა ელჩმა თურქეთში, James F. Jeffrey–მ განაცხადა რომ, Al-Qaeda–ს ორგანიზაციებმა შესაძლოა თავისი იარაღი თურქეთის წინააღმდეგ მიმართონ.
წყარო:
No comments:
Post a Comment