ბომბდამშენის პილოტის ახალი (ზემოთ) და ძველი (ქვემოთ) კაბინები
ერთ–ერთი მოდერნიზირებული B-1B–ეს (მოფერებით "Bone") კაბინა. პროგრამა Integrated Battle Stations (IBS) პროგრამით მოდერნიზირებული სტრატეგების მიღება აშშ–ს საჰაერო ძალებმა უკვე დაიწყეს. მოდერნიზაციის შედეგად ბომბდამშენის ელექტრონული სტრუქტურის დიდი ნაწილი იცვლება.
ბომბდამშენის საბრძოლო კაბინის ახალი (ზემოთ) და ძელი (ქვემოთ) სამუშაო ადგილები
მოდერნიზაციის მრავალსაფეხურიანი პროგრამა ცვლის როგორც პილოტის კაბინის იერს, ასევე ბომბდამშენის საბრძოლო განყოფილების სამუშაო ადგილებსაც. ხდება მონოქრომული ეკრანების მრავალფერიანი ეკრანებით შეცვლა, რომლებზეც ინფორმაცია უფრო კომპლექსურად და კომპაქტურად გამოისახება, რაც ეკიპაჟზე სამუშაო დატვირთვას საგრძნობლად ამცირებს.
თვითმფრინავი ასევე აღიჭურვა სენსორებიდან და იარაღიდან ეკიპაჟის სადგურებზე ინფორმაციის გადაცემის სრულყოფილი კომპლექსით (CITS) და გარე სამყაროსთან რადიოკავშირისა და ინფორმაციის გაცვლის მეწინავე სისტემებით.
No comments:
Post a Comment