Saturday, February 1, 2014

იორდანული ჯტრ–ი Centurion-ის ბაზაზე

IHS Jane's–ი, იორდანიის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, იუწყება რომ იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა (Jordan Armed Forces – JAF) 4 ცალი მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი (multi-purpose armoured platform – MAP) შეუკვეთა.
მრავალფუნქციური პლატფორმა მეფე აბდალლ–II–ის საკონსტრუქტორო ბიუროს (King Abdullah II Design and Development Bureau – KADDB) იქნა შექმნილი. მანქანის ბაზად აღებულია შეიარაღებიდან მოხსნილი ტანკ Tariq–ი (იგივე Centurion), რომელიც გაცილებით უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს ვიდრე ამჟამად იორდანიის არმიაში არსებული ამერიკული ჯტრ М–113.
KADDB–მა ასევე შეიმუშავა მანქანის სხვადასხვა ვარიანტებიც, ისეთები როგორიცაა თვითმავალი ნაღმტყორცნი და ჭურვების ტრანსპორტიორი.
KADDB–ის გენერალური დირექტორის, Shadi Majali–ს განცხადებით "KADDB–მა იორდანიის არმიის ყოფილი ტანკები იაფად გადააკეთა გაძლიერებულ ჯავშნიან ჯტრ–ებად". როგორც დირექტორმა განაცხადა, მათ ტანკს მოხსნეს კოშკურა, 45სმ–თი გააგანიერეს კორპუსი, გაუკეთეს წინა და უკანა კარებები და გააძლიერეს ჯავშანდაცვა.
იორდანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით  იორდანიის წარმოებისა და მომსახურების სამსახურის (Jordan Manufacturing and Services Solutions – JMSS) მიერ, 2014 წლისათვის შესყიდული იქნებ 4 ცალი მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც საცდელი ექსპულატაციისთვის იორდანიის არმიის მექანიზირებულ ბატალიონს გადაეცემა. მომავალში შეკვეთილი მანქანების რაოდენობა გაიზრდება.
ჯავშანტრანსპორტიორს შეეძლება 2 ეკიპაჟის წევრისა და 11 აღჭურვილი მედესანტის გადაყვანა, რომლებსაც საჭიროებისდამიხედვით წინა ან უკანა კარის გამოყენებით შეეძლება ჩამოქვეითება.


წყარო:

No comments:

Post a Comment