суббота, 29 декабря 2012 г.

რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებმა ექვსი ცალი გამანადგურებელი Су-35С მიიღეს

ОАО "Компания "Сухой"-ი 2012 წლის 28 დეკემბრის პრეს–რელიზში იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ცალი, КнААПО–ში (ОАО «Комсомольское-на-Амуре авиационное производственное объединение имени Ю.А. Гагарина») აწყობილი სერიული Су-35С გადასცა. "ამგვარად კომპანია "Сухой"–მ ამ ტიპის თვითმფრინავების 2012 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შეკვეთის გეგმა შეასრულა. დისლოკაციის ადგილზე თვითმფრინავების გადაფრენა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი" – იუწყება კომპანიის ვებ–გვერდი.



სავარაუდოდ ეს КнААПО–ზე 2012 წლის ბოლოს აწყობილი Су-35С–ებია, რომელთა სერიული ნომრებიც 01–05–დან 01–10–მდე, ხოლო საბორტე ნომრები "წითელი 05"–დან "10"–მდე უნდა იყოს. თვითმფრინავები 2009 წლის, თავდაცვის სამინისტროსთან 48 ცალი Су-35С–ის ხელშეკრულების ფარგლებშია აწყობილი. 


Sukhoi delivered 6 Su-35S fighters to the Ministry of Defense

Moscow, December 28.  Sukhoi delivered 6 Su-35S production multi-functional fighter aircraft to the Ministry of Defense of Russia. The official delivery act was signed at the Sukhoi’s Komsomolsk-on-Amur aircraft production association (KnAAPO). Thus the Sukhoi Company has completely fulfilled the 2012 State Defense Order for that aircraft. The fighters will fly to the airbase of location in the nearest future.
The Su-35 is a thoroughly upgraded super-maneuverable fighter of the 4++ generation. It employs technologies of the 5th generation that assure its superiority over similar class fighters. The special features of the aircraft include a new avionics suite based on digital information control system integrating onboard systems, new phased antenna array radar with a long aerial target detection range and with an increased number of simultaneously tracked and engaged targets and new enhanced vectored thrust engines.


წყარო:

შეხვედრა აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან

 29 დეკემბერი 2012 12:00  აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების რვა ქართველი კურსანტი თავდაცვის მინისტრმა მიიღო. ირაკლი ალასანია  მომავალი ოფიცრების სწავლის პირობებს გაეცნო და მათი სამომავალო გეგმებით დაინტერესდა. ამერიკული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტებთან  შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. „აღფრთოვანებული ვარ იმ დიდი ცოდნით, რომელსაც ჩვენი კადეტები „ვესტ-პოინტის“ სამხედრო სასწავლებელში, ასევე, სანაპირო დაცვის, საზღვაო, საჰაერო ძალების აკადემიებში იღებენ. ეს ბიჭები არიან ჩვენი ელჩები, ჩვენი წარმომადგენლები ამ აკადემიებში.  ამ ახალგაზრდების ცოდნის სიღრმე და მოტივაცია ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ისინი დაუბრუნდებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, კიდევ უფრო გაამდიდრებენ და ქმედითუნარიანს გახდიან ჩვენს არმიას” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.


ქართველი ახალგაზრდები აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში განათლებას 2007 წლიდან იღებენ. სასწავლებლად გამგზავრებამდე, ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან  10 წლიან კონტრაქტს აფორმებენ და სწავლის დასრულების შემდეგ,  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აგრძელებენ მსახურს. სწავლებას მთლიანად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აფინანსებს და სრული კურსი 4 წელს მოიცავს. ამჟამად, აშშ-ის ყველა პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში 12 ქართველი მსმენელი ირიცხება.

Meeting with Georgian Students of U.S. Military Institutions

29 December 2012 12:00  Defence Minister of Georgia met with eight Georgian Students who study at the various military educational institutions in the USA. Irakli Alasania got acquainted with learning conditions of the future officers and expressed interest in their future plans. The meeting with the Georgian students was of an introductory character.
“I am very delighted with the great knowledge our cadets get in the U.S. Military Academy at West Point, as well as the Coast Guard, Navy and Air Force academies. These students are our ambassadors, our representatives in American educational institutions. Their depth of knowledge and motivation is very high. I am sure that their return to the Georgian Armed Forces will enrich and make our army more capable”, stated Defence Minister after the meeting with the students. 

Georgian students have received education in the various American military educational institutions since 2007. Before sending to the American military academies, they conclude 10 year long contract with Georgian Defence Ministry. After graduation they continue service in the Georgian Armed Forces. The tuition period in the US military educational institutions last for 4 years. Currently, 12 Georgian students receive education in U.S. military academies.  








წყარო:

ჩინურინ GPS უკვე მზადაა




ჩინური კოსმოსური ნავაიგაციის სისტემა კლიენტებს უკვე კომერციულ მომსახურებას სთავაზობს. სისტემა ცნობილია სახელწოდებით BeiDou Navigation Satellite System და ამჟამად ის თანამგზავრების სიმცირის გამო თავის მომსახურებას მხოლოდ აზიისა და წყნარი ოკეანის კონკრეტულ რეგიონებში ახორციელებს. ჩინელების გეგმები თუ შეუფერხებლად განხორციელდა მაშინ მომავალ 2–3 წელიწადში სისტემა მთელ დედამიწას დაფარავს.

BeiDou–ს დაფარვის ზონა

ისევე როგორც ამერიკულ GPS–ს, რუსულ GLONASS და ევროპულ Galileo–ს, ასევე ჩინურ სისტემას გააჩნია მუშაობის ორი რეჟიმი – სამოქალაქო, რომელიც 10 მეტრზე მეტ ცდომილებას იძლევა და სამხედრო, რომლის სიზუსტეც 10 მეტრზე ნაკლებია.
ამ სისტემის ჩართვით ცინეთი უკვე დამოუკიდებელი ხდება ამერიკული GPS–ისგან და მისი სამხედრო ტექნიკა თავისთავად რეგიონში უფრო მიმზიდველია მყიდველისათვის. აღსანიშნავია რომ ამგვარ სისტემაზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ– ისეთები როგორებიცაა ინდოეთი და თურქეთი.

среда, 26 декабря 2012 г.

რუსეთის 2013 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვები 1,3 ტრილიონ რუბლ შეადგენს


მომავალ წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების შესყიდვები 1,3 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება (41 მილიარდი დოლარი), რაც მიახლოებით ერთნახევარჯერ მეტია წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე. კერძოდ შეიარაღებული ძალები 40 საბრძოლო თვითმფრინავს და ასზე მეტ ვერტმფრენს შეიძენს.  

"2013 წელს სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვებით დასახული ამოცანების შესასრულებლად 1,3 ტრილიონ რუბლზე მეტია გამოყოფილი, რაც 2012 წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე ერთნახევარჯერ მეტია" – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოდაგილემ, იური ბორისოვმა. შეგახსენებთ რომ 2012 წლის შესყიდვებისთვის 900 მილიარდი რუბლი იყო გამოყოფილი.
ბორისვომა ასევე დასძინა რომ 2012 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვები წარმატებულად შესრულდა: "სტრატეგიული ბირთვული ძალების მხრივ შესრულებამ პრაქტიკულად 100% მიაღწია. ასევე არ გაგვიცრუეს იმედები ავია და ხომალდმშენებლებმა. ბოლო ორი წელია სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების პროგრამის გადაჭარბებითაც კი სრულდება ვიატექნიკის მოწოდება". მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რომ გარკვეული ჩამორჩენები აქვთ ხომალდმშენებლებს, მაგრამ გამოთქვა იმედი რომ მომდევნო სამ წელიწადში ეს ეს ჩამორჩენა ლიკვიდირებული იქნება. ამას გარდა, მისივე სიტყვების თანახმად, ჯავშანტექნიკაში არსებობს ჩამორჩენა და გეგმის შეუსრულებლობა. კერძოდ ეს დაკავშირებულია სამხედრო–საწარმოო კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს რუსეთის არმიისთვის ტექნიკის მიწოდებას.
სახელმწიფო–თავდაცვითი პროგრამის შესრულების კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრისას, ბორისვომა აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ 2012 წელს მრეწველობისგან მიიღებს 40 საბრძოლო თვითმფრინავს (Су, МиГ, Як-130) და 127 ვერტმფრენს (Ми-28Н, Ка-52, Ми-35, Ми–26 და სხვები). "სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების 2012 წლის პროგრამის ფარგლებში უკვე მიღებული გვაქვს 32 თვითმფრინავი, წლის ბოლომდე კიდევ რვას მივიღებთ" – დასძინა ბორისოვმა. მისივე თქმით, ამას გარდა ჰოლდინგმა "Вертолеты России", 2012 წელს არმიას 127 სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენი მიაწოდა.

იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შესყიდვების მექანიზმები და პრინციპები

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნიკის მხრივ რუსეთის არმიამ 2012 წელს მიიღო 34 ცალი რადიოლოკაციური სადგური. ასევე შესრულდა "КамАЗ"–ისა და "Урал"–ის მარკის ავტომანქანების მიწოდების პროგრამაც. მრეწველობამ შეასრულა ტანკ Т-72–ის მოდრენიზაციისა და ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის, "Искандер"–ის მიწოდების მოვალეობები.
"ასევე შესრულებულია ტულას საკონსტრუქციო ბიუროს მიერ კომპლექს "Панцирь-С"–ის მიწოდების ყველა ვალდებულება. მიწოდებულია ოთხი კომპლექსი" – განაცხადა ბორისოვმა. მან ასევე აღნიშნა რომ უწყება 2014 წლიდან გეგმავს ახალი თაობის ტანკის, "Армата"–ს შესყიდვებს". "2014 წლიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს განათავსოს შეკვეთა მრავალფუნქციური, სახეობათაშორისი მძიმე მუხლუხოვანი პლატფორმის, "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ახალი თასობის ტანკის 16 ერთეულიან საცდელ–საწარმოო პარტიის მიწოდებაზე". მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა რომ ტანკების პირველი პარტია განკუთვნილი იქნება საჯარისო საკონტროლო გამოცდების ჩასატარებლად.
ამ ყველაფერთან ერთად სამხედრო–სამრეწველო კომპლექსმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2012 წელს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საგრძნობი რაოდენობა ვერ მიაწოდა. "მთლიანობაში 2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფ–თავდაცვითი შესყიდვების ფარგლებში 14,5 მილიარდი რუბლის ღირებულების ტექნიკის ხარისხზე განაცხადა პრეტენზია და უკან დაუბრუნა მწარმოებელს".
მინისტრის მოადგილის სიტყვების თანახმად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მევალეები არიან: ОАО "Оборонсервис" და მისი შვილობილი კომპანიები – ОАО "Спецремонт" და ОАО "Авиаремонт", ასევე ამ სიაში შედიან სამხედრო–საწარმოო კომპანია, ОАО "Туполев", ОАО "Амурский судостроительный завод", "Прибалтийский судостроительный завод "Янтарь" და ОАО "ПО "Севмаш".
კითხვაზე – მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება კიდევ ორი სადესანტო ხომალდის, "Мистраль"–ის მშენებლობის შესახებ, ბორისოვმა უპასუხა, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმავს "აიღოს პაუზა", რათა შეაფასოს მათი მშენებლობის მიზანშეწონილობა. "იმედი გვაქვს, რომ 2014–215 წლებში პირველი ორი "Мистраль" გადაცემული იქნება სამხედრო–საზღვაო ძალებზე. და პაუზის აღება სწორედ აქ იქნება სწორი, რათა მოხდეს "Мистраль"–ის საქმეში შემოწმება, რამდენად შეესაბამება ის სტრატეგიას და მოხდეს მისი საექსპულატაციო გამოცდა" – დაამატა ბორისოვმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ 2013 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების გეგმაში გათვალისწინებულია მოდერნიზირებული БМД-4М–ის საცდელ–საწარმოო პარტიის შესასყიდი თანხა.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფ–თავდაცვითი შესყიდვების გეგმები 2020 წლამდე


წყარო:


რუსეთის ავიაწარმოების სიახლეები

ბოლო დროს რუსეთის სამხედრო წარმოება უფრო და უფრო ზრდის თავისი არმიისათვის საბრძოლო ტექნიკის წარმოების ტემპს – გამონაკლისს არც ავია წარმოება წარმოადგენს. ბოლო კვირის განმავლობაში სწორედ ამ სფეროში დაგროვდა ბევრი სიახლეები – საითითაოდ მათ ბლოგზე გამოქვეყნებას ვარჩიე ერთად შემეგროვებინა და ისე დამეწერა.
რომელ სიახლეებზეა საუბარი:
  • 16 დეკემბერს დაიწყო წელს აწყობილი მე–7 სატრანსპორტო ვერტმფრენი Ми-26-ის საფრენოსნო გამოცდები (სერიული ნომერი 32-05, ქარხნული ნომერი 34001212635, საბორტე ნომერი "ყვითელი 04"). მთლიანობაში 2010 წელს დადებული ხელშეკრულების 18 ვერტმფრენიდან ОАО "Роствертол"–მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე 11 ვერტმფრენი გადასცა. 
– 2012 წლის მაისში საწარმოომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 31–ე პატრიის ბოლო Ми–26 გადასცა – პირველი სერიული ნომრით 31-09 (საბორტე ნომერი "ლურჯი 88", ქარხნული ნომერი 34001212629) და მეორე 31-10 (საბორტე ნომერი "ლურჯი 87", ქარხნული ნომერი 34001212630).
– შემდეგ საწარმოომ რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის 32–ე პარტიის ხუთი ვერტმფრენი ააწყო –  პირველმა ვერტმფრენმა, სერიული ნომრით 32-01 (საბორტე ნომერი "ლურჯი 07", ქარხნული ნომერი 4001212631) პიველი ფრენა 2012 წლის 6 სექტემბერს შეასრულა, მეორე 32-02 (საბორტე ნომერი "ლურჯი 08", ქარხნული ნომერი 34001212632) - პირველი ფრენა 6 ნოემბერს, მესამე 32-03 (საბორტე ნომერი "ლურჯი 10", ქარხნული ნომერი 34001212633) - 29 ნოემბერს და ბოლოს ვერტმფრენი სერიული ნომრით 32-04 (საბორტე ნომერი "ყვითელი 03", ქარხნული ნომერი 34001212634) - 4 დეკემბერს აფრინდა.
 Ми-26 – "ყვითელი 04"

ამგვარად 2012 წლისათვის ОАО "Роствертол"–მა დაამყარა რეკორდი 1994 წლის შემდგ Ми–26–ის წარმოებაში, იმ წელს საწარმოომ რუსეთის სამხედრო ავიაციას ათი ვერტმფრენი გადასცა. 

  • ასევე 24 დეკემბერს გავრცელებული ფოტოების თანახმად ОАО "Роствертол"–ის საწარმოო საცდელ აეროდრომზე საფრენოსნო გამოცდებს გადის რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის განკუთვნილი ერთი Ми-35М (საბორტე ნომერი "ლურჯი 30") და ორი ცალი, უნომრო Ми-28Н.
Ми-35М – "ლურჯი 30"


ორი ცალი უნომრო Ми-28Н 


არსებული ინფორმაციის თანახმად 2012 წელს ОАО "Роствертол"–ზე, სხვადასხვა შემკვეთისთვის, სულ აწყობილი იქნება 52 ცალი შემდეგი სახეობის ვერტმფრენები: Ми-26, Ми-28Н და Ми-35.
  • ТАНТК–ზე (ОАО «Таганрогский авиационный научно-технический комплекс имени Г. М. Бериева» ) დასრულედა შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის მეორე თვითმფრინავის, А-50У–ს სერიული მოდერნიზაცა. მეორე მოდერნიზირებული ბორტი "წითელი 33" გახდა (ქარხნული ნომერი 0043454618,  სერიული ნომერი 41-05). ეს ბორტი 1984 წელს იქნა აწყობილი, ხოლო ТАНТК–ს სამოდერნიზაციოდ ის 2011 წელს გადაეცა. ამჟამად მანქანა გამოცდების სტადიაშია. 
А-50У – "წითელი 33"

პირველი მოდერნიზირებული А-50У, საბორტე ნომრით "წითელი 47" (სარეგისტრაციო ნომერი RF-92957, ქარხნული ნომერი 0043453577, სერიული ნომერი 40-05), რუსეთის სამხედრო ავიაციას 2011 წლის 31 დეკემბერს გადაეცა. ამჟამად რუსეთის ავიაციის შემადგენლობაში 17 ერთეული А-50 და А-50У იმყოფება, კიდევ ორი ასეთი თვითმფრინავი კონსერვაციაზე დგას.
  • რუსეთის ფედერაციის სამხედრო–საჰაერო ძალების მე–7000 ავიაბაზაზე, ბალტიმორის აეროდრომზე, 2012 წლის 25 დეკემბერს, НАПО–ს (ОАО "Новосибирское авиационное производственное объединение имени В.П. Чкалова") მიერ აწყობილი 5 ცალი ახალი Су-34 იქნა მიღებული. ახლად მიღებული თვითმფრინავების საბროტე ნომრებია წითელი "11", "12", "20", "21" და "22". 2012 წლის გეგმით აწყობილი დამატებით 5 ცალი Су-34 ბალტიმორის ავიაბაზას 2013 წლის იანვარში უნდა მიეწოდოს.
Су-34 – "წითელი 22" წინა პლანზე, უკან "წითელი 20" და "წითელი 21"

  • 2012 წლის 21 სექტემბერს ირკუტსკის ავიაქარხნის აეროდრომზე განხორციელდა პირველი სერიული, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი Су-30СМ–ის ფრენა (№1001). ოთხი დღის შემდეგ გამოცდებს მეორე Су-30СМ–იც  (№1002) შეუერთდა. პირველი ფრენების ხანგრძლივობამ 2 საათი შეადგინდა შენიშვნების გარეშე ჩაიარა. ორივე გამანადგურებელი კორპორაცია  «Иркут»–მა შემკვეთს 22 ნოემბერს გადაეცა.
Су-30СМ–ის პირველი ფრენა



რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კორპორაცია «Иркут»–ს შორის ხელშეკრულებას ხელი 30 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებლის, Су-30СМ–ის შესახებ 2012 წლის მარტში მოეწერა. ხელშეკრულების თანახმად თვითმფრინავების მიწოდება 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 დეკემბერს იმავე გამანადგურებლების მეორე, 30 მანქანიანი პარტიის ხელშეკრულება გააფორმა «Иркут»–ის კორპორაციასთან – ხელშეკრულების თანახმად მეორე პარტიის გამანადგურებლების მიწოდება 2016 წლისათვის უნდა დასრულდეს. ასევე 2015 წლამდე რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა  48 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-35С უნდა მიიღონ – საერთო ჯამში რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს 2016 წლისათვის მარტო ამ კლასის 108 თანამედროვე გამანადგურებელი ეყოლება. 
ორივე გამანადგურებელი – 30 და 35 აღჭურვილია პასიური ფაზირებულ საანტენო ცხაურიანი რადიოლოკაციური სადგურით (Н-011М "Барс"–ით პირველი და Н–035 "Ирбис"–ით მეორე).  Су-30СМ წარმოადგენს Су-30МКМ-ის რუსიფიცირებულ ვარიანტს, რომელიც აღჭურვილია რადიოლოკაციური სადგური Н-011М "Барс"-ით, რომელიც თავის მხრივ იდნურ Су-30МКИ–ზე დაყენდა და განვითარების შემდეგი საფეხურები გაიარა:
Su-30MKI Phase-I – N011M Mk.1
  • Only Air-to-Air modes
Su-30MKI Phase-II – N011M Mk.2
  • Ability to engage targets with four R-77 
  • Ground mapping 
  • Ground/Sea target search and lock 
  • Integrated with Kh-31A and Kh-59ME
Su-30MKI Phase-III – N011M Mk.3
  • Russian C101 radar computer replaced by Indian processor. 
  • Ground attack mode with simultaneus air target search 
  • Integration with Rafael Litening pod
Su-30MKI – N011M
  • 2007 debut
  • New gimbals for the moving antenna: +/-100 degrees azimuth & elevation  
  • New computer: 180 km tracking range
ზემოთ Су-30МКИ, ქვემოთ Су-30СМ – კარგად ჩანს ერთნაირი რადიოლოკაციური სადგურები


ინდოეთის შემდეგ ეს რადარი მალაზიურ Су-30МКМ–ზე იქნა დაყენებული – და სწორედ ამ ბობლოს რუსიფიცირებულია ვარიანტია Су-30СМ. ახალი რადიოლოკაციური სადგურის გარდა გამანადგურებლის არსენალიც განახლდა, მას შეუძია გამოიყენოს შემდეგი სახის მართვადი შეიარაღება:
  • Р-27ЭР.
  • Р-27ЭТ.
  • РВВ-СД.
  • Р-73.
  • Х-31А.
  • Х-29ТД.
  • КАБ-500КР.
  • КАБ-1500КР




წყაროები:

вторник, 25 декабря 2012 г.

საქართველოს არმია/Georgian Army (Photos)

2003 წელი, სასაზღვრო ჯარები, კრწანისი, სანგრების გაწმენდა (GTEP–ის პროგრამა)

2003 წელი, სასაზღვრო ჯარები, კრწანისი, სანგრების გაწმენდა (GTEP–ის პროგრამა)

2003 წელი, კრწანისი, GTEP–ის სწავლება 

საინჟინრო მომზადება

რეიდი მტრის ზურგში

დასვენება

საქართველოს საჰაერო ძალები – Ми-24

2004  წელი, დესანტირება ლოპოტას ხეობაში

2004  წელი, დესანტირება ლოპოტას ხეობაში

 მყინვარწვერი – სამთო მომზადება

მყინვარწვერი – სამთო მომზადება

მყინვარწვერი – სამთო მომზადება

T-72 ნახტომში

T-72–ების მარში





T-90–ის ჩავარდნილი მოდერნიზაცია

ბევრისთვის სიახლე აღარაა ქ.ომსკის მძიმე მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს (КБТМ г.Омск - Конструкторское Бюро Транспортного Машиностроения г.Омск) მიერ რუსეთის არმიის სატანკო პარკის მოდერნიზაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ტანკზე უნიფიცირებული საბრძოლო მოდულის დადგმას, რომელიც გარეთ გატანილი, ჰორიზონტალური ავტომატური დამტენით იქნებოდა აღჭურვილი:









დღემდე ეს საბრძოლო მოდული მხოლოდ მწარმოებელს და რუსეთის სატანკო ჯარების ხელმძღვანელობას თუ ჰქონდა ნანახი – ამჯერად ალექსეი ხლოპოტოვის ბლოგზე გამოჩნდა ამ მოდულის რეალური სურათი:


როგორც ცნობილია ეს მოდერნიზაცია ჩავარდა – მოდულის დასმულ ტექნიკურ ამოცანებთან შეუსაბამობის გამო.


წყარო:

ПТРК Корнет-Э vs Merkava

ალბათ ყველას ახსოვს ებრაელების განცხადება იმის შესახებ თუ როგორ იქნა გამოყენებული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა Корнет-Э, საეჭვო ეფექტურობით, ებრაული ტანკის, Merkava-ს წინააღმდეგ – მაშინდელი ებრაული წყაროების თანახმად მართვადი რაკეტა ტანკს მოხვდა მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით მისი ამოქმედება არ მომხდარა.
მაშინდელ შემთხვევაშთან დაკავშირებით ეს სურათი ვრცელდებოდა – თუმცა  ჯერ ისევ დაუმტკიცებელია თუ რამდენად არის ეს ის ტანკი რომელსაც რუსული მართვადი რაკეტა მოხვდა.


ამჯერად პალესტინელები ავრცელებენ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოს და მათივე მტკიცებით ეს არის Корнет–ის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტი. ვიდეოში ნათლად ჩანს რომ რაკეტა ტანკს ბორტის უკანა ნაწილში მოხვდა – დაზიანების შედეგები უცნობია.


понедельник, 24 декабря 2012 г.

1914 წლის 24 დეკემბერი – შობა სანგრებში (Christmas Truce of 1914)

1914 წლის 24 დეკემბერი, დასავლეთის ფრონტის ფლანდრიის მონაკვეთი. პირველი მსოფლიო ომი. საბრძოლო მოქმედებები გაიჭედა და სასანგრო ბრძოლებში გადაიზარდა. გერმანიის არმიის წინსვლა Entente–ს ძალებმა შეაჩერს, რის შემდეგაც ორი არმია სანგრის ბრძოლებში ჩაიძირა, რაც მომდევნო ოთხ წელიწადს ფაქტიურადს უცვლელად გაგრძელდა.
შობის საღამო ნესტიანი და ცივი იყო. მიახლოებით შუაღამისას ბრიტანელმა ჯარისკაცებმა მტრის სანგრებიდან ქრისტესშობის გალობა გაიგონეს და დაინახეს თუ როგორ ანთებდნენ საშობაო სანთლებს გერმანელები. როგორც წესი ყოველ წვრილმან მოძრაობაზე ცეცხლი უნდა გაეხსნათ, მაგრამ ამჯერად რაღაცამ გააჩერა ბრიტანელები და  ყური დაუგდეს. ქრისტეშობის დღესასწაულმა თავისი ქნა – ადამიანები თავისდა უნებურად დააზავა.

ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები საშობაო ზავის დროს ნეიტრალურ ზონაში

ბრიტანელებმა თვისი საგალობლით უპასუხეს და ამის შემდეგ ცოტა ხანში, ზემდგომების აკრძალვის მიუხედავად, ორი დაპირისპირებული ძალის წარმომადგენლები ერთმანეთს მკვდარ ზონაში შეხვდნენ – ეს იყო პატარა გაურკვევლობა, რომელმაც ორი მოსისხლე მტერი ცოტა ხნით დაამეგობრა.

ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები საშობაო ზავის დროს ნეიტრალურ ზონაში

შობის დილას გერმანელებმა და ბრიტანელებმა თავიანთი დაღუპილები დამარხეს და ერთად აღავლინეს დავითის 23–ე ფსალმუნი მათ საფლავებთან. შემდეგში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, გადაეხვივნენ, მოუყვნენ ერთმანეთს თავიანთ საჩივრებს, გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები (ვისკი, მარმელადი, სიგარეტი, შოკოლადები და სხვა ამგვარი წვრილმანები) და დიდი რაოდენობით ლუდიც მიირთვეს. მხოლოდ ინგლისელი დალაქი არ გაჩერებულა – ბევრი გერმანული გაბურძგნული თავის გაკრეჭვა მოუწია. მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფეხბურთის თამაშში დაუპირისპირდნენ, რომელშიც გერმანელებმა გაიმარჯვეს, ანგარიშით 3–2.
ზავმა 24 საათი გასტანა. მეორე დღეს მეგობრები ისევ მტრებად იქცნენ. პირველი მსოფლიო ომი ჯერ ისევ საწყის ეტაპზე იყო და კიდევ ოთხ წელიწადს გასტანდა და 10 მილიონი ადამიანის სიცოცლხეს შეიწირავდა.

ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები შობის ზავის დროს




воскресенье, 23 декабря 2012 г.

USS Zumwalt DDG-1000


Huntington Ingalls Industries–მა 2012 წლის 9 ოქტომბერს დაასრულა და შემკვეთს მიაწოდა დასამონტაჟებლად USS Zumwalt–ის (DDG 1000) 900 ტონიანი საგემბანო ჯიხური.



ჯიხური კომპანიამ, Gulfport–ში (მისისიპის შტატი) სრულებით კომპოზიტური მასალებისგან დაამზადა. ჯიხურის გაგზავნა შტატ მეინში, სადაც General Dynamics–ი 182.88 მეტრი სიგრძის ხომალდის, USS Zumwalt DDG-1000–ის აწყობას ახორციელებს.
ჯიხური წარმოადგენს უნიკალურ კონსტრუქციას, რომელშიც განთავსდება – კაპიტნის ხიდი, რადარები, ანტენები და სხვა მოწყობილობები. ჯიხური სტელს ტექნოლოგიებითაა შექმნილი, რაც მის რადარის შემჩნევადობას საგრძნობლად ამცირებს.
"ეს მსოფლიოში აქამდე აწყობილი ყველაზე დიდი ნახშირბადის კომპოზიტისგან დამზადებული კონსტრუქციაა" – განაცხადა Zumwalt–ის გენერალურმა მენეჯერმა, Steve Sloan–მა. მისივე სიტყვების თანახმად – "კომპანია აწარმოებს შესანიშნავ ნაწარმს, მაქსიმალური ხარისხით".



14 დეკემბერს, ქალაქ Bath–ში მდებარე ვერფზე  განხორციელდა ჯიხურის განთავსება და მონტაჟი Zumwalt–ის კორპუსზე. DDG–1000 ამჟამად 80%–თაა დასრულებული. მისი წყალში ჩაშვება 2013 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი, ფლოტისთვის გადაცემა  – 2014 წელს. პარალელურად მიმდინარეობს იმავე კლასის ორი ნაღმოსანის მშენებლობა (15 000ტ. წყალწვის და 200მ. სიგრძის) – DDG–1001 Mikel Monsur (გადაცემა 2016 წელს) და DDG-1002 Lyndon B. Johnson (გადაცემა 2018 წელს).







Zumwalt–ის კოშკურა

Zumwalt–ის ქვემეხი

მჭიდი

სატისტიკური საცეცხლე გამოცდები