Saturday, December 29, 2012

ჩინურინ GPS უკვე მზადაა




ჩინური კოსმოსური ნავაიგაციის სისტემა კლიენტებს უკვე კომერციულ მომსახურებას სთავაზობს. სისტემა ცნობილია სახელწოდებით BeiDou Navigation Satellite System და ამჟამად ის თანამგზავრების სიმცირის გამო თავის მომსახურებას მხოლოდ აზიისა და წყნარი ოკეანის კონკრეტულ რეგიონებში ახორციელებს. ჩინელების გეგმები თუ შეუფერხებლად განხორციელდა მაშინ მომავალ 2–3 წელიწადში სისტემა მთელ დედამიწას დაფარავს.

BeiDou–ს დაფარვის ზონა

ისევე როგორც ამერიკულ GPS–ს, რუსულ GLONASS და ევროპულ Galileo–ს, ასევე ჩინურ სისტემას გააჩნია მუშაობის ორი რეჟიმი – სამოქალაქო, რომელიც 10 მეტრზე მეტ ცდომილებას იძლევა და სამხედრო, რომლის სიზუსტეც 10 მეტრზე ნაკლებია.
ამ სისტემის ჩართვით ცინეთი უკვე დამოუკიდებელი ხდება ამერიკული GPS–ისგან და მისი სამხედრო ტექნიკა თავისთავად რეგიონში უფრო მიმზიდველია მყიდველისათვის. აღსანიშნავია რომ ამგვარ სისტემაზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ– ისეთები როგორებიცაა ინდოეთი და თურქეთი.

No comments:

Post a Comment