1914 წლის 24 დეკემბერი, დასავლეთის ფრონტის ფლანდრიის მონაკვეთი. პირველი მსოფლიო ომი. საბრძოლო მოქმედებები გაიჭედა და სასანგრო ბრძოლებში გადაიზარდა. გერმანიის არმიის წინსვლა Entente–ს ძალებმა შეაჩერს, რის შემდეგაც ორი არმია სანგრის ბრძოლებში ჩაიძირა, რაც მომდევნო ოთხ წელიწადს ფაქტიურადს უცვლელად გაგრძელდა.
შობის საღამო ნესტიანი და ცივი იყო. მიახლოებით შუაღამისას ბრიტანელმა ჯარისკაცებმა მტრის სანგრებიდან ქრისტესშობის გალობა გაიგონეს და დაინახეს თუ როგორ ანთებდნენ საშობაო სანთლებს გერმანელები. როგორც წესი ყოველ წვრილმან მოძრაობაზე ცეცხლი უნდა გაეხსნათ, მაგრამ ამჯერად რაღაცამ გააჩერა ბრიტანელები და ყური დაუგდეს. ქრისტეშობის დღესასწაულმა თავისი ქნა – ადამიანები თავისდა უნებურად დააზავა.
ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები საშობაო ზავის დროს ნეიტრალურ ზონაში
ბრიტანელებმა თვისი საგალობლით უპასუხეს და ამის შემდეგ ცოტა ხანში, ზემდგომების აკრძალვის მიუხედავად, ორი დაპირისპირებული ძალის წარმომადგენლები ერთმანეთს მკვდარ ზონაში შეხვდნენ – ეს იყო პატარა გაურკვევლობა, რომელმაც ორი მოსისხლე მტერი ცოტა ხნით დაამეგობრა.
ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები საშობაო ზავის დროს ნეიტრალურ ზონაში
შობის დილას გერმანელებმა და ბრიტანელებმა თავიანთი დაღუპილები დამარხეს და ერთად აღავლინეს დავითის 23–ე ფსალმუნი მათ საფლავებთან. შემდეგში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, გადაეხვივნენ, მოუყვნენ ერთმანეთს თავიანთ საჩივრებს, გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები (ვისკი, მარმელადი, სიგარეტი, შოკოლადები და სხვა ამგვარი წვრილმანები) და დიდი რაოდენობით ლუდიც მიირთვეს. მხოლოდ ინგლისელი დალაქი არ გაჩერებულა – ბევრი გერმანული გაბურძგნული თავის გაკრეჭვა მოუწია. მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფეხბურთის თამაშში დაუპირისპირდნენ, რომელშიც გერმანელებმა გაიმარჯვეს, ანგარიშით 3–2.
ზავმა 24 საათი გასტანა. მეორე დღეს მეგობრები ისევ მტრებად იქცნენ. პირველი მსოფლიო ომი ჯერ ისევ საწყის ეტაპზე იყო და კიდევ ოთხ წელიწადს გასტანდა და 10 მილიონი ადამიანის სიცოცლხეს შეიწირავდა.
ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები შობის ზავის დროს
No comments:
Post a Comment