Huntington Ingalls Industries–მა 2012 წლის 9 ოქტომბერს დაასრულა და შემკვეთს მიაწოდა დასამონტაჟებლად USS Zumwalt–ის (DDG 1000) 900 ტონიანი საგემბანო ჯიხური.
ჯიხური კომპანიამ, Gulfport–ში (მისისიპის შტატი) სრულებით კომპოზიტური მასალებისგან დაამზადა. ჯიხურის გაგზავნა შტატ მეინში, სადაც General Dynamics–ი 182.88 მეტრი სიგრძის ხომალდის, USS Zumwalt DDG-1000–ის აწყობას ახორციელებს.
ჯიხური წარმოადგენს უნიკალურ კონსტრუქციას, რომელშიც განთავსდება – კაპიტნის ხიდი, რადარები, ანტენები და სხვა მოწყობილობები. ჯიხური სტელს ტექნოლოგიებითაა შექმნილი, რაც მის რადარის შემჩნევადობას საგრძნობლად ამცირებს.
"ეს მსოფლიოში აქამდე აწყობილი ყველაზე დიდი ნახშირბადის კომპოზიტისგან დამზადებული კონსტრუქციაა" – განაცხადა Zumwalt–ის გენერალურმა მენეჯერმა, Steve Sloan–მა. მისივე სიტყვების თანახმად – "კომპანია აწარმოებს შესანიშნავ ნაწარმს, მაქსიმალური ხარისხით".
14 დეკემბერს, ქალაქ Bath–ში მდებარე ვერფზე განხორციელდა ჯიხურის განთავსება და მონტაჟი Zumwalt–ის კორპუსზე. DDG–1000 ამჟამად 80%–თაა დასრულებული. მისი წყალში ჩაშვება 2013 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი, ფლოტისთვის გადაცემა – 2014 წელს. პარალელურად მიმდინარეობს იმავე კლასის ორი ნაღმოსანის მშენებლობა (15 000ტ. წყალწვის და 200მ. სიგრძის) – DDG–1001 Mikel Monsur (გადაცემა 2016 წელს) და DDG-1002 Lyndon B. Johnson (გადაცემა 2018 წელს).
Zumwalt–ის კოშკურა
Zumwalt–ის ქვემეხი
მჭიდი
სატისტიკური საცეცხლე გამოცდები
No comments:
Post a Comment