ბოლო დროს რუსეთის სამხედრო წარმოება უფრო და უფრო ზრდის თავისი არმიისათვის საბრძოლო ტექნიკის წარმოების ტემპს – გამონაკლისს არც ავია წარმოება წარმოადგენს. ბოლო კვირის განმავლობაში სწორედ ამ სფეროში დაგროვდა ბევრი სიახლეები – საითითაოდ მათ ბლოგზე გამოქვეყნებას ვარჩიე ერთად შემეგროვებინა და ისე დამეწერა.
რომელ სიახლეებზეა საუბარი:
- 16 დეკემბერს დაიწყო წელს აწყობილი მე–7 სატრანსპორტო ვერტმფრენი Ми-26-ის საფრენოსნო გამოცდები (სერიული ნომერი 32-05, ქარხნული ნომერი 34001212635, საბორტე ნომერი "ყვითელი 04"). მთლიანობაში 2010 წელს დადებული ხელშეკრულების 18 ვერტმფრენიდან ОАО "Роствертол"–მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე 11 ვერტმფრენი გადასცა.
– 2012 წლის მაისში საწარმოომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 31–ე პატრიის ბოლო Ми–26 გადასცა – პირველი სერიული ნომრით 31-09 (საბორტე ნომერი "ლურჯი 88", ქარხნული ნომერი 34001212629) და მეორე 31-10 (საბორტე ნომერი "ლურჯი 87", ქარხნული ნომერი 34001212630).
– შემდეგ საწარმოომ რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის 32–ე პარტიის ხუთი ვერტმფრენი ააწყო – პირველმა ვერტმფრენმა, სერიული ნომრით 32-01 (საბორტე ნომერი "ლურჯი 07", ქარხნული ნომერი 4001212631) პიველი ფრენა 2012 წლის 6 სექტემბერს შეასრულა, მეორე 32-02 (საბორტე ნომერი "ლურჯი 08", ქარხნული ნომერი 34001212632) - პირველი ფრენა 6 ნოემბერს, მესამე 32-03 (საბორტე ნომერი "ლურჯი 10", ქარხნული ნომერი 34001212633) - 29 ნოემბერს და ბოლოს ვერტმფრენი სერიული ნომრით 32-04 (საბორტე ნომერი "ყვითელი 03", ქარხნული ნომერი 34001212634) - 4 დეკემბერს აფრინდა.
Ми-26 – "ყვითელი 04"
ამგვარად 2012 წლისათვის ОАО "Роствертол"–მა დაამყარა რეკორდი 1994 წლის შემდგ Ми–26–ის წარმოებაში, იმ წელს საწარმოომ რუსეთის სამხედრო ავიაციას ათი ვერტმფრენი გადასცა.
- ასევე 24 დეკემბერს გავრცელებული ფოტოების თანახმად ОАО "Роствертол"–ის საწარმოო საცდელ აეროდრომზე საფრენოსნო გამოცდებს გადის რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის განკუთვნილი ერთი Ми-35М (საბორტე ნომერი "ლურჯი 30") და ორი ცალი, უნომრო Ми-28Н.
Ми-35М – "ლურჯი 30"
ორი ცალი უნომრო Ми-28Н
არსებული ინფორმაციის თანახმად 2012 წელს ОАО "Роствертол"–ზე, სხვადასხვა შემკვეთისთვის, სულ აწყობილი იქნება 52 ცალი შემდეგი სახეობის ვერტმფრენები: Ми-26, Ми-28Н და Ми-35.
- ТАНТК–ზე (ОАО «Таганрогский авиационный научно-технический комплекс имени Г. М. Бериева» ) დასრულედა შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის მეორე თვითმფრინავის, А-50У–ს სერიული მოდერნიზაცა. მეორე მოდერნიზირებული ბორტი "წითელი 33" გახდა (ქარხნული ნომერი 0043454618, სერიული ნომერი 41-05). ეს ბორტი 1984 წელს იქნა აწყობილი, ხოლო ТАНТК–ს სამოდერნიზაციოდ ის 2011 წელს გადაეცა. ამჟამად მანქანა გამოცდების სტადიაშია.
А-50У – "წითელი 33"
პირველი მოდერნიზირებული А-50У, საბორტე ნომრით "წითელი 47" (სარეგისტრაციო ნომერი RF-92957, ქარხნული ნომერი 0043453577, სერიული ნომერი 40-05), რუსეთის სამხედრო ავიაციას 2011 წლის 31 დეკემბერს გადაეცა. ამჟამად რუსეთის ავიაციის შემადგენლობაში 17 ერთეული А-50 და А-50У იმყოფება, კიდევ ორი ასეთი თვითმფრინავი კონსერვაციაზე დგას.
- რუსეთის ფედერაციის სამხედრო–საჰაერო ძალების მე–7000 ავიაბაზაზე, ბალტიმორის აეროდრომზე, 2012 წლის 25 დეკემბერს, НАПО–ს (ОАО "Новосибирское авиационное производственное объединение имени В.П. Чкалова") მიერ აწყობილი 5 ცალი ახალი Су-34 იქნა მიღებული. ახლად მიღებული თვითმფრინავების საბროტე ნომრებია წითელი "11", "12", "20", "21" და "22". 2012 წლის გეგმით აწყობილი დამატებით 5 ცალი Су-34 ბალტიმორის ავიაბაზას 2013 წლის იანვარში უნდა მიეწოდოს.
Су-34 – "წითელი 22" წინა პლანზე, უკან "წითელი 20" და "წითელი 21"
- 2012 წლის 21 სექტემბერს ირკუტსკის ავიაქარხნის აეროდრომზე განხორციელდა პირველი სერიული, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი Су-30СМ–ის ფრენა (№1001). ოთხი დღის შემდეგ გამოცდებს მეორე Су-30СМ–იც (№1002) შეუერთდა. პირველი ფრენების ხანგრძლივობამ 2 საათი შეადგინდა შენიშვნების გარეშე ჩაიარა. ორივე გამანადგურებელი კორპორაცია «Иркут»–მა შემკვეთს 22 ნოემბერს გადაეცა.
Су-30СМ–ის პირველი ფრენა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კორპორაცია «Иркут»–ს შორის ხელშეკრულებას ხელი 30 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებლის, Су-30СМ–ის შესახებ 2012 წლის მარტში მოეწერა. ხელშეკრულების თანახმად თვითმფრინავების მიწოდება 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 დეკემბერს იმავე გამანადგურებლების მეორე, 30 მანქანიანი პარტიის ხელშეკრულება გააფორმა «Иркут»–ის კორპორაციასთან – ხელშეკრულების თანახმად მეორე პარტიის გამანადგურებლების მიწოდება 2016 წლისათვის უნდა დასრულდეს. ასევე 2015 წლამდე რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა 48 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-35С უნდა მიიღონ – საერთო ჯამში რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს 2016 წლისათვის მარტო ამ კლასის 108 თანამედროვე გამანადგურებელი ეყოლება.
ორივე გამანადგურებელი – 30 და 35 აღჭურვილია პასიური ფაზირებულ საანტენო ცხაურიანი რადიოლოკაციური სადგურით (Н-011М "Барс"–ით პირველი და Н–035 "Ирбис"–ით მეორე). Су-30СМ წარმოადგენს Су-30МКМ-ის რუსიფიცირებულ ვარიანტს, რომელიც აღჭურვილია რადიოლოკაციური სადგური Н-011М "Барс"-ით, რომელიც თავის მხრივ იდნურ Су-30МКИ–ზე დაყენდა და განვითარების შემდეგი საფეხურები გაიარა:
Su-30MKI Phase-I – N011M Mk.1
- Only Air-to-Air modes
Su-30MKI Phase-II – N011M Mk.2
- Ability to engage targets with four R-77
- Ground mapping
- Ground/Sea target search and lock
- Integrated with Kh-31A and Kh-59ME
Su-30MKI Phase-III – N011M Mk.3
- Russian C101 radar computer replaced by Indian processor.
- Ground attack mode with simultaneus air target search
- Integration with Rafael Litening pod
Su-30MKI – N011M
- 2007 debut
- New gimbals for the moving antenna: +/-100 degrees azimuth & elevation
- New computer: 180 km tracking range
ზემოთ Су-30МКИ, ქვემოთ Су-30СМ – კარგად ჩანს ერთნაირი რადიოლოკაციური სადგურები
ინდოეთის შემდეგ ეს რადარი მალაზიურ Су-30МКМ–ზე იქნა დაყენებული – და სწორედ ამ ბობლოს რუსიფიცირებულია ვარიანტია Су-30СМ. ახალი რადიოლოკაციური სადგურის გარდა გამანადგურებლის არსენალიც განახლდა, მას შეუძია გამოიყენოს შემდეგი სახის მართვადი შეიარაღება:
- Р-27ЭР.
- Р-27ЭТ.
- РВВ-СД.
- Р-73.
- Х-31А.
- Х-29ТД.
- КАБ-500КР.
- КАБ-1500КР
წყაროები:
No comments:
Post a Comment