Showing posts with label Ми-26. Show all posts
Showing posts with label Ми-26. Show all posts

Sunday, May 31, 2020

Mi-26 heavy transport helicopter used to help transport machinery for road contruction


Mi-26 heavy transport helicopter loaded with an excavator arrives at Abuluoha Village in Butuo County of Liangshan Yi Autonomous Prefecture, southwest China's Sichuan Province, Dec. 5, 2019. Nestled in the mountainous area, Abuluoha Village is connected with the outside world with a rugged trail built along a cliff. One way trip needs about 4 hours by walk and goods are transported by horses. To improve the transportation conditions which are believed to hinder the villagers from getting rid of the poverty, local authority decided to build a 3.8-km-long road that will link Weimu Village of Laguo Township with Abuluoha Village in Butuo County of Liangshan Yi Autonomous Prefecture. As the road construction was carried out, problems came. Large-scale machinery and equipment need to be transported to the construction site. A Mi-26 heavy transport helicopter has been rented since Nov. 30 by the construction unit, Sichuan Road and Bridge (Group) Co., Ltd., to help transport machinery and equipment to both ends of the road where the construction works are underway simultaneously. After this road is completed, all the villages in Liangshan Yi Autonomous Prefecture have access to the rural road. (Xinhua/Jiang Hongjing).


Monday, July 29, 2019

რუსეთში Ми-26 ჩამოვარდა

იაკუტსკის მახლობლად რუსეთის სასაზღვრო სამსახურის კუთვნილმა Ми-26-მა (საბორტე ნომერი RF-06054) ავარიული დაშვება განახორციელა.


ვერტმფრენი მიწაზ მაღალი სისწრაფიდ დაენარცხა, რის შედეგადაც ბორტს უკანა ნაწილი მოტყდა. მიუხედავად სერიოზული დაზიენებისა ეკიპაჟი ცოცხლად გადარჩა.



Sunday, August 19, 2018

მოდერნიზირებული Ми-26Т2В-ს პირველი პროტოტიპი


როგორც ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, სააქციონერო საზოგადოება "Роствертол"-მა, დონის როსტოვში, მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენის, Ми-26Т2В-ს, ქარხნული გამოცდები დაიწყო.  ასევე ცნობილი ხდება რომ, აღნიშნული მანქანა, გამოფენა "Армия-2018"-ზე იქნება წარმოდგენილი.

Ми-26Т2В-ს პირველი პროტოტიპი, ეს 1988 წელს აგებული Ми-26-ის გადაკეთებით შეიქმნა. აღნიშნული ბორტი 2012 წლიდან აღარ დაფრინავდა, ხოლო 2015 წლის მაისში ის, Ми-26Т-ს დახმარებით, ტრანსპორტირებული იქნა "Роствертол"-ის საამქროში, სადაც მისი Ми-26Т2В დონემდე მოდერნიზაცია განხორციელდა.

ახალი მანქანა საბაზისო Ми-26-ისგან თანამედროვე, ინტეგრირებული, საბორტე რადიოელექტრონული კომპლექსით, ეგრეთ წოდებული НПК90-2В-თი, განსხვავდება, რომელიც ვერტმფრენის პილოტირებას საგრძნობლად აიოლებს.

უახლესი საბორტე რადიოელექტრონული აღჭურვილობა დაგეგმილ მარშუტზე ფრენის,  დანიშნულ წერტილზე გასვლის და დაჯდომის და ასევე ძირითად ან სათადარიგო აეროდრომზე  დაბრუნების ავტომატურ რეჟიმში შესრულების შესაძლებლობ ას იძლევა. დამატებით ვერტმფრენზე დაყენებულია ციფრული საპილოტაჟე კომპლექსი, ხოლო ეკიპაჟის კაბინაში ფერადი თხევადკრისტალური ეკრანები გაჩნდა, რის შედეგადაც ეკიპაჟზე დატვირთვა საგრძნობლად შემცირად.

ამას გარდა Ми-26Т2В-მ საბიორტე დაცვის კომპლექსი, "Витебск"-იც მიიღო. ვერტმფრენის კაბინა ასევე აღიჭურვა ენერგოჩამხშობი სავარძლებით, ხოლო გარედან სასიგნალო ციმციმები ღამის ხედვის ხელსაწყოებთან ადაპტირდა.

P.S. ჩემი მხრიდან დავამატებ რომ, ძრავებს არ შეეხნენ, ვერ გაქაჩეს შეცვლა და პლიუს საშნელ ფერშია შეღებილი.



 წყარო:
Опытный образец модернизированного вертолета Ми-26Т2В

Tuesday, August 22, 2017

ბელორუსიის სამაშველო სამსახურის Ми-26 ბორჯომის ტყეპარკში ხანძრის ჩასაქრობად ჩამოვა

დღეს, ბელორუსიის რესპუბლიკის ხელმძღვანელის განკარგულების თანახმად, ბელორუსიის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ავიაციის კუთვნილი Ми-26 საქართველოში იქნა გამოგზავნილი. ხანძარი მჭიდროდ მიუახლოვდა დასახლებულ პუნქტებს და საცხოვრებელს სახლებს განადგურებით ემუქრება. ქართულმა მხარემ დახმარების თხოვნით სხვა ქვეყნებს მიმართა.
Ми-26 - ეს მსოფლიოში ყველაზე მძიმე, მრავალფუნქციური სატრანსპორტო ვერტმფრენია. ხანძრების ჩასაქრობად ის გარეთ დასაკიდ, წყლისჩამომშვებ მოწყობილობა  ВСУ-15 იყენებს, რომელშიც 15 ტონამდე წყალი ეტევა. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ასეთმა მეთოდმა არაერთხელ უჩვენა თავისი ეფექტურობა, განსაკუთრები რთული რელიეფის პირობებში, სადაც სახმელეთო გზით წყლის მიწოდება გართულებული ან სულაც შეუძლებელია.
ეკიპაჟი საწვავით გასამართად როსტოვში დაეშვება. ვერტმფრენს, ასევე ამგვარ მსხვილმაშტაბიან ხანძრებთან ბრძოლაში გამოცდილ გამოცდილი მაშველების 10 კაციანი ჯგუფიც მოჰყავს.


წყარ

Wednesday, December 26, 2012

რუსეთის ავიაწარმოების სიახლეები

ბოლო დროს რუსეთის სამხედრო წარმოება უფრო და უფრო ზრდის თავისი არმიისათვის საბრძოლო ტექნიკის წარმოების ტემპს – გამონაკლისს არც ავია წარმოება წარმოადგენს. ბოლო კვირის განმავლობაში სწორედ ამ სფეროში დაგროვდა ბევრი სიახლეები – საითითაოდ მათ ბლოგზე გამოქვეყნებას ვარჩიე ერთად შემეგროვებინა და ისე დამეწერა.
რომელ სიახლეებზეა საუბარი:
  • 16 დეკემბერს დაიწყო წელს აწყობილი მე–7 სატრანსპორტო ვერტმფრენი Ми-26-ის საფრენოსნო გამოცდები (სერიული ნომერი 32-05, ქარხნული ნომერი 34001212635, საბორტე ნომერი "ყვითელი 04"). მთლიანობაში 2010 წელს დადებული ხელშეკრულების 18 ვერტმფრენიდან ОАО "Роствертол"–მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე 11 ვერტმფრენი გადასცა. 
– 2012 წლის მაისში საწარმოომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 31–ე პატრიის ბოლო Ми–26 გადასცა – პირველი სერიული ნომრით 31-09 (საბორტე ნომერი "ლურჯი 88", ქარხნული ნომერი 34001212629) და მეორე 31-10 (საბორტე ნომერი "ლურჯი 87", ქარხნული ნომერი 34001212630).
– შემდეგ საწარმოომ რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის 32–ე პარტიის ხუთი ვერტმფრენი ააწყო –  პირველმა ვერტმფრენმა, სერიული ნომრით 32-01 (საბორტე ნომერი "ლურჯი 07", ქარხნული ნომერი 4001212631) პიველი ფრენა 2012 წლის 6 სექტემბერს შეასრულა, მეორე 32-02 (საბორტე ნომერი "ლურჯი 08", ქარხნული ნომერი 34001212632) - პირველი ფრენა 6 ნოემბერს, მესამე 32-03 (საბორტე ნომერი "ლურჯი 10", ქარხნული ნომერი 34001212633) - 29 ნოემბერს და ბოლოს ვერტმფრენი სერიული ნომრით 32-04 (საბორტე ნომერი "ყვითელი 03", ქარხნული ნომერი 34001212634) - 4 დეკემბერს აფრინდა.
 Ми-26 – "ყვითელი 04"

ამგვარად 2012 წლისათვის ОАО "Роствертол"–მა დაამყარა რეკორდი 1994 წლის შემდგ Ми–26–ის წარმოებაში, იმ წელს საწარმოომ რუსეთის სამხედრო ავიაციას ათი ვერტმფრენი გადასცა. 

  • ასევე 24 დეკემბერს გავრცელებული ფოტოების თანახმად ОАО "Роствертол"–ის საწარმოო საცდელ აეროდრომზე საფრენოსნო გამოცდებს გადის რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის განკუთვნილი ერთი Ми-35М (საბორტე ნომერი "ლურჯი 30") და ორი ცალი, უნომრო Ми-28Н.
Ми-35М – "ლურჯი 30"


ორი ცალი უნომრო Ми-28Н 


არსებული ინფორმაციის თანახმად 2012 წელს ОАО "Роствертол"–ზე, სხვადასხვა შემკვეთისთვის, სულ აწყობილი იქნება 52 ცალი შემდეგი სახეობის ვერტმფრენები: Ми-26, Ми-28Н და Ми-35.
  • ТАНТК–ზე (ОАО «Таганрогский авиационный научно-технический комплекс имени Г. М. Бериева» ) დასრულედა შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის მეორე თვითმფრინავის, А-50У–ს სერიული მოდერნიზაცა. მეორე მოდერნიზირებული ბორტი "წითელი 33" გახდა (ქარხნული ნომერი 0043454618,  სერიული ნომერი 41-05). ეს ბორტი 1984 წელს იქნა აწყობილი, ხოლო ТАНТК–ს სამოდერნიზაციოდ ის 2011 წელს გადაეცა. ამჟამად მანქანა გამოცდების სტადიაშია. 
А-50У – "წითელი 33"

პირველი მოდერნიზირებული А-50У, საბორტე ნომრით "წითელი 47" (სარეგისტრაციო ნომერი RF-92957, ქარხნული ნომერი 0043453577, სერიული ნომერი 40-05), რუსეთის სამხედრო ავიაციას 2011 წლის 31 დეკემბერს გადაეცა. ამჟამად რუსეთის ავიაციის შემადგენლობაში 17 ერთეული А-50 და А-50У იმყოფება, კიდევ ორი ასეთი თვითმფრინავი კონსერვაციაზე დგას.
  • რუსეთის ფედერაციის სამხედრო–საჰაერო ძალების მე–7000 ავიაბაზაზე, ბალტიმორის აეროდრომზე, 2012 წლის 25 დეკემბერს, НАПО–ს (ОАО "Новосибирское авиационное производственное объединение имени В.П. Чкалова") მიერ აწყობილი 5 ცალი ახალი Су-34 იქნა მიღებული. ახლად მიღებული თვითმფრინავების საბროტე ნომრებია წითელი "11", "12", "20", "21" და "22". 2012 წლის გეგმით აწყობილი დამატებით 5 ცალი Су-34 ბალტიმორის ავიაბაზას 2013 წლის იანვარში უნდა მიეწოდოს.
Су-34 – "წითელი 22" წინა პლანზე, უკან "წითელი 20" და "წითელი 21"

  • 2012 წლის 21 სექტემბერს ირკუტსკის ავიაქარხნის აეროდრომზე განხორციელდა პირველი სერიული, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი Су-30СМ–ის ფრენა (№1001). ოთხი დღის შემდეგ გამოცდებს მეორე Су-30СМ–იც  (№1002) შეუერთდა. პირველი ფრენების ხანგრძლივობამ 2 საათი შეადგინდა შენიშვნების გარეშე ჩაიარა. ორივე გამანადგურებელი კორპორაცია  «Иркут»–მა შემკვეთს 22 ნოემბერს გადაეცა.
Су-30СМ–ის პირველი ფრენა



რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კორპორაცია «Иркут»–ს შორის ხელშეკრულებას ხელი 30 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებლის, Су-30СМ–ის შესახებ 2012 წლის მარტში მოეწერა. ხელშეკრულების თანახმად თვითმფრინავების მიწოდება 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 დეკემბერს იმავე გამანადგურებლების მეორე, 30 მანქანიანი პარტიის ხელშეკრულება გააფორმა «Иркут»–ის კორპორაციასთან – ხელშეკრულების თანახმად მეორე პარტიის გამანადგურებლების მიწოდება 2016 წლისათვის უნდა დასრულდეს. ასევე 2015 წლამდე რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა  48 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-35С უნდა მიიღონ – საერთო ჯამში რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს 2016 წლისათვის მარტო ამ კლასის 108 თანამედროვე გამანადგურებელი ეყოლება. 
ორივე გამანადგურებელი – 30 და 35 აღჭურვილია პასიური ფაზირებულ საანტენო ცხაურიანი რადიოლოკაციური სადგურით (Н-011М "Барс"–ით პირველი და Н–035 "Ирбис"–ით მეორე).  Су-30СМ წარმოადგენს Су-30МКМ-ის რუსიფიცირებულ ვარიანტს, რომელიც აღჭურვილია რადიოლოკაციური სადგური Н-011М "Барс"-ით, რომელიც თავის მხრივ იდნურ Су-30МКИ–ზე დაყენდა და განვითარების შემდეგი საფეხურები გაიარა:
Su-30MKI Phase-I – N011M Mk.1
  • Only Air-to-Air modes
Su-30MKI Phase-II – N011M Mk.2
  • Ability to engage targets with four R-77 
  • Ground mapping 
  • Ground/Sea target search and lock 
  • Integrated with Kh-31A and Kh-59ME
Su-30MKI Phase-III – N011M Mk.3
  • Russian C101 radar computer replaced by Indian processor. 
  • Ground attack mode with simultaneus air target search 
  • Integration with Rafael Litening pod
Su-30MKI – N011M
  • 2007 debut
  • New gimbals for the moving antenna: +/-100 degrees azimuth & elevation  
  • New computer: 180 km tracking range
ზემოთ Су-30МКИ, ქვემოთ Су-30СМ – კარგად ჩანს ერთნაირი რადიოლოკაციური სადგურები


ინდოეთის შემდეგ ეს რადარი მალაზიურ Су-30МКМ–ზე იქნა დაყენებული – და სწორედ ამ ბობლოს რუსიფიცირებულია ვარიანტია Су-30СМ. ახალი რადიოლოკაციური სადგურის გარდა გამანადგურებლის არსენალიც განახლდა, მას შეუძია გამოიყენოს შემდეგი სახის მართვადი შეიარაღება:
  • Р-27ЭР.
  • Р-27ЭТ.
  • РВВ-СД.
  • Р-73.
  • Х-31А.
  • Х-29ТД.
  • КАБ-500КР.
  • КАБ-1500КР




წყაროები:

Tuesday, December 18, 2012

ახალი ვერტმფრენები რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში

რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ერთ–ერთ ავიაბაზაზე გუშინ, 17 დეკემბერს 6 ცალი ახალი სატრანსპორტო–საიერიშო ვერტმფრენი Ми-8АМТШ «Терминатор» მიიღეს.


ვერტმფრენები ჯერ ულან–უდეში მდებაერ მწარმოებელი ქარხნის სპეციალისტებმა მიიბარეს, ხოლო შემდეგ ახალმამანქანებმა ახალ ავიაბაზამდე 3 ათას კილომეტრიანი წარმატებული გადაფრენა განახორციელეს.
უახლოს დღეებში აღმოსავლეთ–სამხედრო ოლქში, ხაბაროვსკის მხარეში მდებარე ავიაბაზაზე ორ ცალ ახალ Ми-26 ელიან – რომელიბც ამჟამად საწარმოოდან დისლოკაციის ადგილისკენ გზაში იმყოფებიან.







P.S. შეგახსენებთ რომ აღმოსავლეთ–სამხედრო ოლქის ავიაბაზემა მარტო წელს 30 ცალი უახლესი ვერტმფრენები – Ка-52, Ми-8АМТШ და Ми-26–ები მიიღეს.

წყარო:

Tuesday, November 6, 2012

ვერტმფრენების ახალი პარტია რუსეთის არმიისთვის

5 ნოემბერს ქალაქ დონის როსტოვში (Ростове-на-Дону) დაიწყო რუსეთის საარმიო ავიაციისთვის განკუთვნილი ახლად აწყობილი Ми-28Н–ის საფრენოსნო გამოცდები. ვერტმფრენის სერიული ნომერია 07–02, ის აწყობილია  ОАО "Роствертол"–ის მიერ და საერთო ჯამში წარმოადგენს ამ ტიპის 57–ე მანქანას, ხოლო 2012 წელს ეს უკვე მე–10 მანქანაა.




3 ნოემბერს ასევე დაიწყო ОАО "Роствертол"–ის მიერ რუსეთის საარმიო ავიაციისთვის განკუთვნილი ახლად აწყობილი ზემძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენი Ми-26–ის სტატისტიკური გამოცდები, ვერტმფრენის სერიული ნომერია 32–02. გეგმის თანახმად მანქანა ჰაერში 6 ნოემბრეს უნდა აიწიოს. 2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ეს უკვე ამ ტიპის მეოთხე ვერტმფრენია. ხოლო 2010 წლის კონტრაქტიდან უკვე მერვეა. სულ 2010 წელს შეკვეთილი იყო 18 ასეთი ვერტმფრენი.