Showing posts with label Ка-52. Show all posts
Showing posts with label Ка-52. Show all posts

Tuesday, September 19, 2017

სწავლება "Запад-2017"-ზე რუსულმა ვერტმფრენმა ხალხისკენ რაკეტა გაუშვა

რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივი სწავლება "Запад-2017"-ის მორიგ ეტაპზე უბედური შემთხვევა მოხდა: სანკტ-პეტერბურგთან მდებარე "ლიჟსკის" პოლოგონზე, ვერტმრენ Ка-52-ის მიერ სასწავლო-საბრძოლო ამოცანის შესრულების მომენტში გამშვებიდან თვითნებურად იქნა გაშვებული ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა.
"ვერტმფრენები მიზნისკენ მიფრინავდნენ, გასაფრენი იყო ბოლო 500 მეტრა, დავალების მიხედვით საბრძოლო გზაზე შეიარაღების ჯაჭვი ირთვება, პილოტებმა ჯაჭვი ჩართეს, მაგრამ სადღაც, რაღაცამ მოკლე ჩართვა მოახდინა და რაკეტა თვითნებურად იქნა გაშვებული. როგორც ცნობილია დაიწვა ორი მანქანა, ორმა ადამიანმა მძიმე ჭრილობები მიიღო, ამჯამად ისენი ჰოსპიტალში იმყოფებიან. ეს რომელიღაცა საჩვენებელი გამოსვლის წინ განხორციელებული რეპეტიცია იყო. სავარაუდოდ რაკეტამ ჟურნალისტები დააზიანა" - ამის შესახებ 66.RU იუწყება (წყარო - На учениях «Запад-2017» боевой вертолет случайно дал залп по толпе зрителей, есть раненые.)

შემთხვევის ვიდეოკადრები


აფეთქების შედეგები


აფეთქების შედეგების დათვალიერების ხანგრძლივი ვიდეო


შემთხვევის გარემოებები

აფეთქების შედეგად დაზარალებული КамАЗ-ის ბაზაზე შექმნილი სპეცკავშირგაბმულობის, რადიოდაზვერვისა და ხარვეზების მანქანა  РБ-341В "Леер-3" 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, რაკეტის გაშვება ხალხის ჯგუფისკენ არ მომხდარა და რომ განცხადება თითქოსდა "აფეთქება ხალხის თავშეყრის ადგილას მოხდა", სიმართლეს არ შეესაბამება და ვიღაცის მიერ გავრცელებული ჭორებია. (განცხადება - В Минобороны опровергли сообщения о ракетном ударе по журналистам на учениях "Запад-2017")

თუმცა ზემოთ მოყვანილი განცხადებისგან განსხვავებით, ქვემოთ ვიდეოზე კარგად ჩანს რომ აფეთქების რაიონში ხალხი ნამდვილად ბევრი იყო:

ვიდეო პილოტის კაბინიდან

Sunday, June 11, 2017

პირველი ეგვიპტური Ка-52

არაბულ ინტერნეტრესურსებზე (კერძოდ,www.facebook.com -ზე არსებული "Egypt Defense Portal") გამოჩნდა „ნ.ი. საზიკინის სახელობის არსენევის საავიაციო კომპანია „პროგრესის““ აეროდრომზე («Арсеньевская авиационная компания «Прогресс» имени Н.И.Сазыкина») გადაღებული ეგვიპტისთვის აწყობილი Ка-52 ტიპის პირველი საექპორტო ვერტმფრენების ფოტოსურათები. ფოტოსურათების ხარისხის მიხედვით ისინი ვიდეოდან ამოჭრილი კადრები უნდა იყოს. ფოტოებზე როგორც მინიმუმ ეგვიპტის ფერებში შეღებილი, საბორტე „312“ და „313“ ნომრების მქონე, ორი ვერტმფრენია აღბეჭდილი. როგორც ცნობილია Ка-52-ების პირველი პარტია ეგვიპტეში 2017 წლის გვიან ზაფხულში იქნება გაგზავნილი.
შეგახსენებთ რომ, მანამდე საწარმოო „Прогресс“-მა გაავრცელა ეგვიპტის შეკვეთით აწყოვილი, მაგრამ ჯერ კიდევ შეუღებავი Ка-52-ების გამოცდების ფოტოები.
2015 წელს ეგვიპტემ "Рособоронэкспорт"-თან ხელი მოაწერა Ка-52 ტიპის 46 ცალი ვერტმფრენის შეძენას, რომელთა მიწოდებაც 2-17-2019 წლებში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული ხელშეკრულება ამ ტიპის ვერტმფრენის პირველი საექსპორტო შეკვეთაა. ეგვიპტისთვის განკუთვნილ Ка-52-ებს ცხვირის ქვეშ საშტატო ოპტიკურ-ელექტრონული ГОЭС-451-ის ნაცვლად დაყენებული, „მეცნიერულ-საწარმოო კორპორაცია „პრეცეზიული ხელსაწყოთმშენებლობის სისტემების““ («Научно-производственная корпорация «Системы прецизионного приборостроения» შემოკლებით «НПК «СПП») მიერ შექმნილი, ოპტიკურ-ელექტრონული სამიზნე სისტემა, ОЭС-52 გამოარჩევს. 2014 წელს «НПК «СПП» მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ეს საწარმოო 2016 წლისთვის გეგმავდა ОЭС-52-ების წარმოების დაწყებას და 2016-2019 წლებში შემკვეთს ორმოცდაათამდე ამ ტიპის სისტემის მიაწოდებდა.
პირველად სისტემა ОЭС-52-ის დემონსტრირება 2015 წლის აგვისტოში, ავიასალონ МАКС-2015-ზე გამოყვანილმა, სახომალდო Ка-52К-მ განახორციელა. 2016 წლის აგვისტოში გამოჩნდა ამ სისტემით აღჭურვილი კომპანია „კამოვის“ კუთვნილი საცდელი Ка-52 (საბორტე ნომერი „ყვითელი 51).

ОЭС-52-ით აღჭურვილი პირველი ეგვიპტური Ка-52

როგორც ჩანს, ОЭС-52 შექმნილია ფრანგული ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა Safran (Sagem) Strix ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ Airbus Helicopters Tiger-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენებზე გამოიყენება. 2013 წელს, ავიასალონ МАКС-2013-ზე რუსულ „Камов“-სა და ფრანგულ Sagem-ს შორის ხელი მოეწერა Ка-52 ტიპის ვერტმფრენებზე Strix-ის სისტემის ახალი ოპტიკურ-ელექტრონული სისტემების დაყენების განზრახვის პროტოკოლს.

წყარო:

Thursday, June 8, 2017

Ка-52-მა საკუთარი კორპუსი დაცხრილა

რუსეთის საჰაერო ძალებისა და ჰსთ-ს მე-4 არმიის, 27-ე  შერეული საავიაციო დივიზიის, 39-ე სავერტმფრენო პოლკის კუთვნილმა Ка-52-მა კორპუსის წინა ნაწილი, საკუთარი, 2А42 ტიპის, ავტომატური ქვემეხით დაცხრილა

დიდად თავს არ დავდებ, მაგრამ ამის ყველაზე სავარაუდო მიზეზი ალბათ ასეთი მანევრი იყო:

Saturday, April 9, 2016

რუსული ვერტმფრენები Ми-35М, Ми-28Н და Ка-52 სირიაში, ავიაბაზა შაირათზე

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია სირიაში მდებარე რუსული ავიაბაზა "შაირათი" (მდებარეობს ქალაქ ჰოლმსიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 38 კილომეტრში). ვიდეოში ჩანს რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილი მოიერიშე ვერტმფრენები Ми-35М, Ми-28Н და Ка-52.

ასევე ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში ჯერემი ბინნიეს (Jeremy Binnie) სტატიაში, სახელწოდებით "Russia forward deploys new attack helicopters in Syria", გამოქვეყნებულია შაირათის აეროდრომის სპუტნიკური ფოტოსურათი, რომლის თანახმადაც ავიაბაზაზე ოთხი ცალი Ка-52, სამი Ми-28Н, ოთხი Ми-24/35 და ერთი Ми-8 არის განთავსებული.

წყარო:

Tuesday, April 5, 2016

მართვადი რაკეტებით აღჭურვილი Ка-52 სირიაში

ტსმრ "Вихрь" საექსპულატაციო პრობლემების გამო უახლეს რუსულ მოიერიშე ვერტმფრენ Ка-52-ზე საბოლოოდ მაინც ვერ მიეწერა. ვერტმფრენი უკვე მერამდენე წელია მართვადი შეიარაღების გარეშე დაფრინავდა. თუმცაღა გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე, სირიაში, ჰეიმში, რუსული ვერტმფრენი Ка-52 მართვადი რაკეტებითაა აღჭურვილი, კადრში ძნელია ზუსტად გარჩევა, მაგრამ სავარაუდოდ საკიდებზე ოთხი ცალი (ორ ორი თითო ფრთაზე) ტსმრ Штурм-ВУ არი ჩამოკიდებული.


Ка-52-ის სირიაში საბრძოლო გამოყენების ვიდეოსიუჟეტი

Thursday, March 17, 2016

Ми-28Н და Ка-52 სირიაში

ინტერნეტში გავრცელებული ვიედომასალების თანახმად, მოიუხედავად იმისა რომ 14 მარტიდან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები და საარმიო ავიაცია ტოვებენ სირიას, რუსეთი ქვეყანაში ახალი ტექნიკის გადასროლას მაინც აგრძელებს. 
ბოლო რამდენიმე დღეში, ლატაკიაში მდებარე ხმეიმის ავიაბაზაზე, რუსულმა სატრანსპორტო Ан-124-მა, რამდენიმე ცალი რუსეთის არმიის შემადგენლობაში მყოფი Ми-28Н და Ка-52 გადაისროლა. ამ ტიპის ვერტმფრენების სირიაში პირველად გამოჩნდა.

Ка-52 სირიაში

ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ჩანს Ка-52

Ми-28Н სირიაში

ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ჩანს Ми-28Н

Wednesday, June 19, 2013

ვერტმფრენი Ка-52 "Аллигатор" ავიაშოუ Le Bourget-2013-ზე

პარიზში მიმდინარე ავიაშოუ Le Bourget-2013-ზე პირველად განხორციელდა რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52 "Аллигатор"–ის საფრენოსნო დემონსტრაცია. ვერტმფრენმა ეფექტური საჩვენებელი გამოსვლის გარდა დამსწრე საზოგადოების მოწონება თავისი შეფერილობითაც დაიმსახურა.

Saturday, February 23, 2013

ისევ სამხრეთ სამხედრო ოლქი

უკვე საიდუმლო აღარაა რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თავის სამხრეთ სამხედრო ოლქს ინტენსიურად ამარაგებს ახალი და მოდერნიზირებული ტექნიკით – ამჯერად ჩვენს ჩრდილო საზღვართან რამოდენიმე სიახლეა:

ალიგატორები კორენევსკში

სამხრეთ სამხედრო ოლქში, კრასნოდარის მხარეში დისლოცირებულმა ავიაბაზამ 22 თებერვალს საბრძოლო ვერტმფრენების, Ка-52–ების პირველი პარტია მიიღო. ავიაბაზის მფრინავების მოსამზადებელი ფრენებს ეს ვერტმფრენები 2013 წლის მარტის დასაწყიში შეუდგებიან.








წყარო:


Су-25СМ3 კრასნოდარის მხარეში

როგორც სამხრეთ სამხედრო ოლქის წარმომადგენელი იუწყება – კრასნოდარის მხარეში მდებარე ავიაბაზამ 15 თებერვალს ათამდე Су-25СМ3 მიიღო შეიარაღებაში.
"სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთის ფარგლებში სამხრეთ სამხედრო ოლქის ავიაბაზამ, რომელიც კრასნოდარის მხარეში მდებარეობს, შეიარაღებაში მიიღო ათამდე მოდერნიზირებული Су-25СМ3" – განაცხადა ოფიცერმა.
მისივე განცხადებით ტექნიკის გადაიარაღებასთან ერთად მიმდინარეობს საფრენოსნო პირადი შემადგენლობის გადამზადებაც, რაც ლიპეცკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება.
როგორც ცნობილია Су-25СМ3 აღჭურვილია თანამგზავრული ნავიგაციის სისტემებით – ГЛОНАСС (GPS), რომელსაც ციფრულ რუქაზე დანიშნულების წერტილის 10 მეტრიანი სიზუსტით პროგრამირების შესაძლებლობა გააჩნია, რაც პილოტს ნებისმიერ ამინდში და დღე–ღამის ნებისმიერ დროს ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. 










წყარო:










Wednesday, December 26, 2012

რუსეთის 2013 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვები 1,3 ტრილიონ რუბლ შეადგენს


მომავალ წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების შესყიდვები 1,3 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება (41 მილიარდი დოლარი), რაც მიახლოებით ერთნახევარჯერ მეტია წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე. კერძოდ შეიარაღებული ძალები 40 საბრძოლო თვითმფრინავს და ასზე მეტ ვერტმფრენს შეიძენს.  

"2013 წელს სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვებით დასახული ამოცანების შესასრულებლად 1,3 ტრილიონ რუბლზე მეტია გამოყოფილი, რაც 2012 წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე ერთნახევარჯერ მეტია" – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოდაგილემ, იური ბორისოვმა. შეგახსენებთ რომ 2012 წლის შესყიდვებისთვის 900 მილიარდი რუბლი იყო გამოყოფილი.
ბორისვომა ასევე დასძინა რომ 2012 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვები წარმატებულად შესრულდა: "სტრატეგიული ბირთვული ძალების მხრივ შესრულებამ პრაქტიკულად 100% მიაღწია. ასევე არ გაგვიცრუეს იმედები ავია და ხომალდმშენებლებმა. ბოლო ორი წელია სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების პროგრამის გადაჭარბებითაც კი სრულდება ვიატექნიკის მოწოდება". მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რომ გარკვეული ჩამორჩენები აქვთ ხომალდმშენებლებს, მაგრამ გამოთქვა იმედი რომ მომდევნო სამ წელიწადში ეს ეს ჩამორჩენა ლიკვიდირებული იქნება. ამას გარდა, მისივე სიტყვების თანახმად, ჯავშანტექნიკაში არსებობს ჩამორჩენა და გეგმის შეუსრულებლობა. კერძოდ ეს დაკავშირებულია სამხედრო–საწარმოო კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს რუსეთის არმიისთვის ტექნიკის მიწოდებას.
სახელმწიფო–თავდაცვითი პროგრამის შესრულების კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრისას, ბორისვომა აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ 2012 წელს მრეწველობისგან მიიღებს 40 საბრძოლო თვითმფრინავს (Су, МиГ, Як-130) და 127 ვერტმფრენს (Ми-28Н, Ка-52, Ми-35, Ми–26 და სხვები). "სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების 2012 წლის პროგრამის ფარგლებში უკვე მიღებული გვაქვს 32 თვითმფრინავი, წლის ბოლომდე კიდევ რვას მივიღებთ" – დასძინა ბორისოვმა. მისივე თქმით, ამას გარდა ჰოლდინგმა "Вертолеты России", 2012 წელს არმიას 127 სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენი მიაწოდა.

იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შესყიდვების მექანიზმები და პრინციპები

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნიკის მხრივ რუსეთის არმიამ 2012 წელს მიიღო 34 ცალი რადიოლოკაციური სადგური. ასევე შესრულდა "КамАЗ"–ისა და "Урал"–ის მარკის ავტომანქანების მიწოდების პროგრამაც. მრეწველობამ შეასრულა ტანკ Т-72–ის მოდრენიზაციისა და ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის, "Искандер"–ის მიწოდების მოვალეობები.
"ასევე შესრულებულია ტულას საკონსტრუქციო ბიუროს მიერ კომპლექს "Панцирь-С"–ის მიწოდების ყველა ვალდებულება. მიწოდებულია ოთხი კომპლექსი" – განაცხადა ბორისოვმა. მან ასევე აღნიშნა რომ უწყება 2014 წლიდან გეგმავს ახალი თაობის ტანკის, "Армата"–ს შესყიდვებს". "2014 წლიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს განათავსოს შეკვეთა მრავალფუნქციური, სახეობათაშორისი მძიმე მუხლუხოვანი პლატფორმის, "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ახალი თასობის ტანკის 16 ერთეულიან საცდელ–საწარმოო პარტიის მიწოდებაზე". მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა რომ ტანკების პირველი პარტია განკუთვნილი იქნება საჯარისო საკონტროლო გამოცდების ჩასატარებლად.
ამ ყველაფერთან ერთად სამხედრო–სამრეწველო კომპლექსმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2012 წელს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საგრძნობი რაოდენობა ვერ მიაწოდა. "მთლიანობაში 2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფ–თავდაცვითი შესყიდვების ფარგლებში 14,5 მილიარდი რუბლის ღირებულების ტექნიკის ხარისხზე განაცხადა პრეტენზია და უკან დაუბრუნა მწარმოებელს".
მინისტრის მოადგილის სიტყვების თანახმად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მევალეები არიან: ОАО "Оборонсервис" და მისი შვილობილი კომპანიები – ОАО "Спецремонт" და ОАО "Авиаремонт", ასევე ამ სიაში შედიან სამხედრო–საწარმოო კომპანია, ОАО "Туполев", ОАО "Амурский судостроительный завод", "Прибалтийский судостроительный завод "Янтарь" და ОАО "ПО "Севмаш".
კითხვაზე – მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება კიდევ ორი სადესანტო ხომალდის, "Мистраль"–ის მშენებლობის შესახებ, ბორისოვმა უპასუხა, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმავს "აიღოს პაუზა", რათა შეაფასოს მათი მშენებლობის მიზანშეწონილობა. "იმედი გვაქვს, რომ 2014–215 წლებში პირველი ორი "Мистраль" გადაცემული იქნება სამხედრო–საზღვაო ძალებზე. და პაუზის აღება სწორედ აქ იქნება სწორი, რათა მოხდეს "Мистраль"–ის საქმეში შემოწმება, რამდენად შეესაბამება ის სტრატეგიას და მოხდეს მისი საექსპულატაციო გამოცდა" – დაამატა ბორისოვმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ 2013 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების გეგმაში გათვალისწინებულია მოდერნიზირებული БМД-4М–ის საცდელ–საწარმოო პარტიის შესასყიდი თანხა.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფ–თავდაცვითი შესყიდვების გეგმები 2020 წლამდე


წყარო:


Tuesday, December 18, 2012

ახალი ვერტმფრენები რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში

რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ერთ–ერთ ავიაბაზაზე გუშინ, 17 დეკემბერს 6 ცალი ახალი სატრანსპორტო–საიერიშო ვერტმფრენი Ми-8АМТШ «Терминатор» მიიღეს.


ვერტმფრენები ჯერ ულან–უდეში მდებაერ მწარმოებელი ქარხნის სპეციალისტებმა მიიბარეს, ხოლო შემდეგ ახალმამანქანებმა ახალ ავიაბაზამდე 3 ათას კილომეტრიანი წარმატებული გადაფრენა განახორციელეს.
უახლოს დღეებში აღმოსავლეთ–სამხედრო ოლქში, ხაბაროვსკის მხარეში მდებარე ავიაბაზაზე ორ ცალ ახალ Ми-26 ელიან – რომელიბც ამჟამად საწარმოოდან დისლოკაციის ადგილისკენ გზაში იმყოფებიან.







P.S. შეგახსენებთ რომ აღმოსავლეთ–სამხედრო ოლქის ავიაბაზემა მარტო წელს 30 ცალი უახლესი ვერტმფრენები – Ка-52, Ми-8АМТШ და Ми-26–ები მიიღეს.

წყარო:

Friday, December 7, 2012

Ми-35,Ми-28Н & Ка-52



საკმაოდ საინტერესო გადაცემა რუსეთის საარმიო ავიაციის შეიარაღებაში მყოფი სამი სახეობის დამრტყმელი შვეულმფრენის შესახებ:


P.S. ბევრი ჟურნალისტური შეცდომებისა და ემოციური ბავშვური ფრაზებისგან გაფილტვრის შედეგად საკმაოდ საინტერესო რამეს გაიგებს კაცი – განსაკუთრებით Ka–52–ის რადარის შესახებ.

Sunday, August 19, 2012

ახალი, სრული საბორტე ელექტრონიკით აღჭურვილი Ka-52

2012 წლის 18 აგვისტოს გაერთიანებულ სააქციონერო ორგანიზაცია "Арсеньевская авиационная компания "Прогресс"–ში ღია კარის დღე ჩატარდა. რომლის დროსაც საზოგადოების წინაშე წარდგენილი იქნა ამ ქარხანაში ახლად აწყობილი დამრტყმელი ვერტმფრენი  Ка-52, რომელიც საბორტე აპარატურის სრული კომპლექტაციით იყო აღჭურვილი. ვერტმფრენის ქარხნული ნომერია 32382605005, ხოლო სერიული ნომერი 05–05 (სავარაუდოდ მე–5 პარტიის მე–5 მანქანა).




Saturday, April 28, 2012

Ka-50 და 52-ის რეესტრი



Ка-50
ქარხანა №938 / ნ.ი. კამოვის სახელობის უხოტომსკის ვერტმფრენმშენი ქარხანა (ОАО “Камов”)
“ნაკეთობა 800” - В-80
  1. 800-01●В-80 №010 თეთრი – პირველი ფრენა 1982 წლის 17 ივნისს, განკუთვნილი იყო საფრენი გამოცდებისთვის. შეღებილი იქნა ლურჯ ფერში. 1985 წლის 3 აპრისლ დაკარგული იქნა ავიაკატასროფაში, რომლის შედეგადაც დაიღუპა მფრინავ-გამომცდელი, საბჭოთა კავშირის გმირი ევგენი ლერიუშინი.
  2. 800-02●В-80 №011 ყვითელი – პირველი ფრენა 1983 წლის 16 აგვისტოს, განკუთვნილი იყო შეიარაღებისა და ავიამოწყობილობების დასამუშავებლად. თავდაპირველად შეღებილი იყო ლურჯ ფერად, შემდეგ გადაკრასკეს ღია ყვითელ ფერში და საბორტე ნომერი თეთრ ფერად დაიტანეს. მოგვიანებით მასზე განთავსებული იქნა ელექტროოპტიკურ გარდამქმნელიანი ღამის ხედვის კამერა “Меркурий”. რაღაც დროის ემდეგ შერებილი იქნა კომუფლიაჟის ფერებში. ამჟამად იმყოფება ОАО “Камов”-ში (Люберцы). ნაფრენი აქვს - 620 საათი, ნასროლი აქვს 100 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა და 9400 ცალი ჭურვი ავტომატური ქვემეხიდან.
  3. 800-03●В-80 №012 თეთრი – აიწყო 1985 წლის დეკემბერში. განკუთვნილი იყო საფრენოსნო გამოცდების გასაგრძელებლად. აღჭურვილი იყო ღამე ხედვის კამერა “Меркурий”-ს მაკეტით ფიუზელაჟის ზედა ცხვირა ნაწილში. ამჟამად იმყოფება ОАО “Камов”-ის ტერიტორიაზე. მონაწილეობდა МосАэроШоу-92-ში და МАКС-1993-ში.
  4. 800-04●В-80 №014 ყვითელი – აწყობილია 1989 წლის მარტში. МАКС-1999-ზე გამოფენილი იყო როგორც Ка-50Н (ОЭПС ГОЭС-520-ით და ГОЭС-330-ით ცხვირა ნაწილში). ამჟამად იმყოფება ОАО “Камов”-ის ტერიტორიაზე, კაბინის გარეშე. მონაწილეობდა МАКС-1999-ში.
  5. 800-05●В-80 №015 ყვითელი – აწყობილია 1990 წლის აპრილში. წარმოადგენდა სერიული წარმოების ეტალონს. გადაღებული იყო მხატვრულ ფილმში სახელწოდებით “Чёрная акула”. 1999 წელს მოხდა მისი გაუმჯობესება-გადაკეტება. 2000 წლის ბოლოს-2001 წლის დასაწყისში მონაწილეობდა მეორე ვერტმფრენთან ერთად (ნომერი ყვითელი 24) მონაწილეობდა საბრძოლო დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში საომარ მოქმედებებში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. გამოფენა МАКС-2003-ზე ვერტმფრენი უკვე წარდგენილი იყო საბორტე ნომრით ყვითელი 25.
  6. Ка-50 №25 ყვითელი, ქარხნული ნომერი 8798000025. თავდაპირველად ეკუთვნოდა ОАО “Камов”-ს, ამჟამად გადაცემულია სახელმწიფო საფრენოსნო გამოცდების ცენტრს (ГЛИЦ). მონაწილეობდა МАКС-1997, МАКС-2001, МАКС-2003, МАКС-2005.


ქარხანა №116 / ნ.ი საზიკინის სახელობის ОАО “Арсеньевская авиационная компания “Прогресс” 
“ნაკეთობა 805” Ка-50 (В-80Ш1)

  1. 001●Ка-50 №018 ყვითელი – პირველი ფრენა 1991 წლის მაისი, აწყობილია "Прогресс"-ში, სათავო წინასერიული მანქანა. თავდაპირველად შეღებილი იყო  Ка-50-ის სტანდარტულ კომუფლიაჟში. 1994 წელს გადაღებილი იქნა საგამოფენო სამფეროვან კომუფლიაჟში. არაერთხელ გადაკეთდა Ка-50Н/Ш-დ. ამჟამად გააჩნია საბორტე ნომერი №18 ყვითელი და ქარხნული ნომერი 8798000028. ამჟამად ეკუთვნის ОАО “Камов”-ს. მონაწილეობდა შემდეგ გამოფენებში IDEX ’97, МАКС-1997, МАКС-1999, МАКС-2003, МАКС-2005, МАКС-2007.
  2. 01-01●Ка-50 №020 თეთრი, საბორტე წარწერა “H318” Werewolf, ქარხნული ნომერი 3538053201003 – გამოშვებულია 1992 წელს. მონაწილეობდა შემდეგ გამოფენებში Farnborough 1992, Le Bourget ’93, МАКС-1993, МАКС-1995. 1995 წელს შეიცვლა საბორტე ნომერი და გახდა 024.
  3. Ка-50 №024 თეთრი, წარწერით “H347” Black Shark. ამჟამად დგას ОАО “Камов”-ის ანგარში. მონაწილეობდა შემდეგ გამოფენებში LIMA-95, Farnborough 1996, Le Bourget ’97, МАКС-1997, МАКС-1999, МАКС-2001, МАКС-2003, МАКС-2005.
  4. 01-02● Ка-50 №021 თეთრი, წარწერით “Н317” Black Shark, ქარხნული ნომერი  353805??01012 – მონაწილეობდა შემდეგ გამოფენებში Le Bourget ’93, МАКС-1993. 1994-დან 1996-მდე იმყოფებოდა ОАО “Камов”-ის განკარგულებაში, სადაც მიმდინარეობდა მისი გადაკეთება Ка-52-ად, რომელსაც შემდგომში მიეცა ნომერი №061 თეთრი, ხოლო ქარხნული ნომერი 87980006003.
  5. 01-03●Ка-50 №22 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538054301035 – 1995 წელს გადაეცა 344-ე ავიაბაზას (საარმიო ავიაციის საბრძოლო მომზადებისა და პირადი შემადგენლობის გადამზადების ცენტრი - სა სმ და პშგც). 1997 წელს გადაიღება ზვიგენის ხახის გამოსახულებით. 1998 წლის 17 ივნისს დაკარგული იქნა ავიაკატასტროფაში, რომლის შედეგადაც დაიღუპა სა სმ და პშგც-ს ხელმძღვანელი, გენერალ მაიორი ვორობეევი ბორისი. მონაწილეობდა შემდეგ გამოფენებზე IDEX ’97, МАКС-1997.
  6. 01-04●Ка-50 №24 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538054301099. ვერტმფრენი თავდაპირველად შეღებილი იყო კომუფლირებულ ფერში საბორტე ნომრის გარეშე.  2000 წლის ბოლოს-2001 წლის დასაწყისში მონაწილეობდა მეორე ვერტმფრენთან ერთად (ნომერი ყვითელი 25) მონაწილეობდა საბრძოლო დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში საომარ მოქმედებებში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. 2006 წელს შეიცვალა შეფერილობა. 2009 წელს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ვერტმფრენი შეღებილი იყო სრულებით შავ ფერად. 2011 წელს ტორჟოკის ავიაბაზიდან გადაეცა ვორონეჟის უმაღლეს ავიაუნივერსიტეტს. რესურსი სრულებით გამოიმუშავა. მონაწილეობდა შემდეგ გამოფენებში - МАКС-1997, МАКС-2001.
  7. 01-05?●Ка-50 №20 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538053302030. 1993 წლის 3 ნოემბრიდან 1998 წლამდე იმყოფებოდა ტორჯოკში. შემდეგში №21 მანქანასთან ერთად გადაეცა ОАО "Камов"-ს. 1995 წლის 9 მაისს მონაწილეობდა აღლუმში. ამჯამად იმყოფება ОАО “Камов”-ის განკარგულებაში.
  8. 02-01●Ка-50 №21 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538052402045 – 1995 წლის 9 მაისს მონაწილეობდა აღლუმში. ამჟამად იმყოფება ОАО “Камов”-ს განკარგულებაში.
  9. 02-02● 2005 წლის მაისიდან 2007 წლის აპრილამდე საწარმოო “Прогресс”-ის ტერიტორიაზე, შემდეგ გადაკეთდა Ка-52-ად.
  10. 02-03●პლანერი გადაკეთდა Ка-52-ად. სავარაუდოდ მიიღო საბორტე ნომერი 063.
  11. 02-04●Ка-50 №23 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538054602126 – აწყობილია 1996 წელს. ეკუთვნის 344-ე ავიაბაზას (სა სმ და პშგც). 2009-10 წლებში გადიოდა საკონტროლო-აღდგენით სამუშაოებს საწარმოო “Прогресс”-ში. 2010 წელს დაუბრუნდა ისევ ტორჟოკს, გადაღებილია შავ ფერად.
  12. 02-05● 2005 წლის მარტში იმყოფებოდა “Прогресс”-ში.
  13. 03-01●
  14. 03-02●Ка-50 №26 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538053003002. 2001 წლის სექტემბრიდან ტორჟოკში. მონაწილეობდა  МАКС-2007-ში.
  15. 03-03●Ка-50, ქარხნული ნომერი 353805??03003.
  16. 03-04●Ка-50 №27 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538054903004. 2010 წლიდან იმყოფება ტორჟოკში.
  17. 03-05●Ка-50 №28 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538054903005. 2010 წლიდან იმყოფება ტორჟოკში.
  18. 04-01● 2005 წლიდან “Прогресс”-ის განკარგულებაში.
  19. 04-02● 2005 წლიდან “Прогресс”-ის განკარგულებაში.








Ка-52
ქარხანა №938 / ნ.ი. კამოვის სახელობის უხოტომსკის ვერტმფრენმშენი ქარხანა (ОАО “Камов”)
“ნაკეთობა 826” Ка-52
  1. Ка-52 №061 თეთრი, ქარხნული ნომერი 87980006003 - პირველი ფრენა 1997 წლის 25 ივნისს. წარმოადგენს პირველ საცდელ პროტოტიპს, რომელიც აწყობილი იქნა 021 საბორტე ნომრის მქონდე Ка-50-ს ბაზაზე. ოფიციალური პრეზენტაცია განხორციელდა 1996 წლის 19 ნოემბერს. მონაწილეობდა შემდეგ გამოფენებზე - МАКС-2007, МАКС-2009.
ქარხანა №116 / ნ.ი საზიკინის სახელობის ОАО “Арсеньевская авиационная компания “Прогресс” 
“ნაკეთობა 826” Ка-52
  1. 00-02●Ка-52 №062 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538262800002 - პირველი ფრენა 2008 წლის 27 ივნისს. აწყობილი იქნა Ка-50-ის ბაზაზე. მონაწილეობდა МАКС-2009-ში.
  2. 00-03●Ка-52 №063 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538264800003 - პირველი ფრენა 2008 წლის 28 ოქტომბერს. აწყობილია Ка-50 -ს პლანერისაგან.
  3. 01-01●Ка-52 №51 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538263901001.
  4. 01-02●Ка-52 №52 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538264901002. 
  5. 01-03●Ка-52 №53  ყვითელი, ქარხნული ნომერი  3538264901003. 
  6. 02-01●Ка-52. სავარაუდოდ გადაეცა ჩერნიგოვკის ბაზას. შეღებილია კომუფლირებულ ფერებში.
  7. 02-02●Ка-52.  სავარაუდოდ გადაეცა ჩერნიგოვკის ბაზას. შეღებილია კომუფლირებულ ფერებში.
  8. 02-03●Ка-52 №33  ყვითელი, ქარხნული ნომერი  3538264002003.  გადაეცა ჩერნიგოვკის ბაზას.  შეღებილია კომუფლირებულ ფერებში.
  9. 02-04●Ка-52 №34 ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538264002004.  გადაეცა ჩერნიგოვკის ბაზას.  შეღებილია კომუფლირებულ ფერებში.
  10. 02-05●Ка-52 №35?  ყვითელი, ქარხნული ნომერი  3538264002005?  გადაეცა ჩერნიგოვკის ბაზას.  შეღებილია კომუფლირებულ ფერებში.
  11. 03-01●Ка-52.  სავარაუდოდ გადაეცა ჩერნიგოვკის ბაზას. შეღებილია კომუფლირებულ ფერებში.
  12. 03-02●Ка-52 №92  ყვითელი, ქარხნული ნომერი  3538264003002. გადაეცა ტორჯოკს.
  13. 03-03●Ка-52 №93  ყვითელი, ქარხნული ნომერი  3538264003003.  გადაეცა ტორჯოკს.
  14. 03-04●Ка-52 №94  ყვითელი, ქარხნული ნომერი  3538264003004. გადაეცა ტორჯოკს.
  15. 03-05●Ка-52 №95  ყვითელი, ქარხნული ნომერი  3538264003005.  გადაეცა ტორჯოკს. 
  16. 04-01●Ка-52 უნომრო,  ქარხნული ნომერი 3538262104001. 
  17. 04-02●Ка-52  უნომრო,  ქარხნული ნომერი  3538264104002. 
  18. 04-03●Ка-52. 2011 წლის სექტემბერში იმყოფებოდა ქარხანა “Прогресс”-ში. 
  19. 04-04●Ка-52  უნომრო,  ქარხნული ნომერი  3538264104004.   2011 წლის სექტემბერში იმყოფებოდა ქარხანა “Прогресс”-ში.
  20. 04-05●Ка-52 №91  ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538264104005.  2011 წლის სექტემბერში იმყოფებოდა ქარხანა “Прогресс”-ში. შემდეგში გადაეცა ტორჟოკს.
  21. 05-01●Ка-52 №96  ყვითელი, ქარხნული ნომერი 3538264105001. 2011 წლის სექტემბერში ეწყობოდა ქარხანა “Прогресс”-ში. 2012 წელს გადაეცა ტორჟოკს.
  22. 05-02●Ка-52 №97  ყვითელი, ქარხნული ნომერი  3538264105002. 2011 წლის სექტემბერში ეწყობოდა ქარხანა “Прогресс”-ში. 2012 წელს გადაეცა ტორჟოკს.
  23. 05-03●Ка-52 №98  ყვითელი, ქარხნული ნომერი  3538264105003.  2011 წლის სექტემბერში ეწყობოდა ქარხანა “Прогресс”-ში. 2012 წელს გადაეცა ტორჟოკს.
  24. 05-04●Ка-52 №99  ყვითელი, ქარხნული ნომერი  3538264105004.  2011 წლის სექტემბერში ეწყობოდა ქარხანა “Прогресс”-ში. 2012 წელს გადაეცა ტორჟოკს. იფრინა 21 საათი. 2012 წლის 12 მარტს დაიკარგა ავიაკატასტროფაში. ეკიპაჟი დაიღუპა.
  25. 05-05●Ка-52.  2011 წლის სექტემბერში ეწყობოდა ქარხანა “Прогресс”-ში. 
  26. 06-01●Ка-52.  2011 წლის სექტემბერში ეწყობოდა ქარხანა “Прогресс”-ში. 
  27. 06-02●Ка-52.  2011 წლის სექტემბერში ეწყობოდა ქარხანა “Прогресс”-ში.